ვიკიპედია:ბოტები

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:ბოტი)

რობოტი ან ბოტი არის სპეციალურად შექმნილი პროგრამა, რომლებიც პროცესების ავტომატიზაციას ახდენენ. ბოტის ამოქმედება დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ იგი საგულდაგულოდ შემოწმდება და მის გამოყენებაზე იარსებებს საზოგადოების თანხმობა. ყოველ ბოტს უნდა ჰქონდეს ბმული მისი მფლობელის გვერდზე. ბოტისთვის მიზანშეწონილი სახელია „მფლობელის სახელი Bot“.

ბოტების მიერ ბოლო ცვლილებების გვერდის დატბორვის თავიდან ასაცილებლად, სავალდებულია, რომ ბოტს ჰქონდეს მინიჭებული „ბოტის“ სტატუსი. სტატუსისათვის დატოვეთ მოთხოვნა გვერდზე ვიკიპედია:ბოტები/სტატუსის მოთხოვნა. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის სასურველია ახალი ბოტის შემოწმება მოახდინოთ ვიკიპედიის საცდელ ვერსიაზე - test.wikipedia.org.

ამ გვერდზე ბოტის მოთხოვნა არ ხდება!

მიმდინარე პოლიტიკა ბოტებზე

ბოტის ამოქმედებამდე, მასზე თანხმობა ამ გვერდზე უნდა მიიღოთ. აღწერეთ ახალ სექციაში ზუსტად რას გააკეთებს თქვენი ბოტი. თვალი ადევნეთ დისკუსიას. ავტორიზაციას შესაძლოა ერთი კვირა დასჭირდეს. თანხმობის მიღებამდე მოკლე ხნით შეგიძლიათ აამოქმედოთ თქვენი ბოტი, რათა მისი მონიტორინგი გახდეს შესაძლებელი. საცდელი პერიოდის გავლის შემდეგ ბოტის შეფასებას მოახდენს გამოცდილ რედაქტორთა ჯგუფი. განხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბოტს სტატუსს ბიუროკრატი მიანიჭებს.

გთხოვთ ნუ აამოქმედებთ თქვენს ბოტს შემდეგი ზომების გატარების გარეშე:

  1. შექმენით ბოტის გვერდი, რომელზეც აღწერთ მის ფუნქციებს.
  2. შეიყვანეთ იგი ბოტის სტატუსის მთხოვნელთა სიაში.

ნებართვის მოთხოვნისას, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი:

  1. არის თუ არა ბოტი სრულად ავტომატიზირებული, თუ მის მოქმედებას დასტური სჭირდება. (მანუალური თუ ავტომატური)
  2. დროის პერიოდი, რომელიც სჭირდება ბოტს ცვლილების განსახორციელებლად. (1 ცვლილებეაზე დახარჯული დრო)
  3. რა ენას ან პროგრამას იყენებს.
  4. მისი დანიშნულება:
    • რა სამუშაოს შეასრულებს?
    • რატომ არის მნიშვნელოვანი ვიკიპედიისთვის მისი ამოქმედება?

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს გვერდი უნდა შეიქმნას ბოტისთვის სტატუსის მოთხოვნის დატოვებამდე. ბოტის სახელის შერჩევისას გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იგი მომხმარებლის სახელს არ უნდა ემთხვეოდეს, და რომ სხვა მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ ბოტის ამოცნობა. სავალდებულოა, რომ სახელში ერიოს სიტყვა „Bot“ ან მისი ქართული ანალოგი „ბოტი“. ოპტიმალურად მიიჩნევა ვარიანტი, როდესაც ბოტის სახელი ასე გამოიყურება — „მფლობელის სახელიBot“.

გამოყენების წესები

ბოტის მფლობელი ვალდებულია მიმართოს საზოგადოებას სტატუსის მიღების თხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება ბოტის მფლობელს ბოტის გამოყენების ნებართვას მისცემს, ბიუროკრატი მიანიჭებს ბოტს სტატუსს. ბოტის გამოყენების ყოველი შემთხვევა უდნა იყოს ანონსირებული სიახლეების ფორუმზე. ბოტის ჩართვა უნდა მოხდეს სიახლეების ფორუმზე განცხადების განთავსებიდან არანაკლებ 1 დღის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სიახლეების ფორუმზე საზოგადოება ბოტის გამოყენების შემოთავაზებას უარყოფს, ბოტის მფლობელს არა აქვს ბოტის ჩართვის უფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მიუღებელია ბოტის გმაოყენება ჩვეულებრივი ანგარიშით — გარდა იმისა, რომ ეს არაკოლეგიალურია (მომხმარებელს ემატება რედაქტირებათა რაოდენობა, მაშინ, როდესაც მის ნაცვლად რედაქტირებას პროგრამა ახორციელებს), ბოტის ჩვეულებრივი ანგარიშით გამოყენება იწვევს ბოლო სიახლეების დატბორვას, რაც სხვა რედაქტორებს ვანდალიზმთან ბრძოლას ურთულებს. იმ შემთხვევაში, თუ ბოტის მფლობელი მის არასანქცინირებულ ჩართვას განახორციელებს, ბოტს სტატუსი უნდა ჩამოერთვას, ხოლო მისი მფლობელი მკაცრად გაფრთხილდეს. ბოტის სტატუსის დაბრუნება უნდა მოხდეს ჩვეულებრივი გზით სტატუსის მოთხოვნის გვერდზე.

ინტერვიკი ბოტები

ინტერვიკი ბოტების გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, იხ. მათი აღწერილობა მეტაზე.

პრობლემები სპეციფიკურ ბოტზე

თუ პრობლემას წააწყდით ან საჩივარი გაქვთ რომელიმე სპეციფიურ ბოტზე, მისწერეთ ამ ბოტის ოპერატორს განხილვის გვერდზე. თუ თვლით, რომ პრობლემა სერიოზულია ან უბრალოდ ვერ მიიღეთ საკმარისი ყურადღება ბოტის მფლობელისგან და თვლით, რომ დაგჭირდებათ უფრო მეტი ყურადღება, დატოვეთ მოკლე შეტყობინება ფორუმზე და მიუთითეთ ოპერატორის განხივლის გვერდზე დატოვებულ განხილვაზე. ადმინს შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერი ბოტი, რომელიც პრობლემას შექმნის.

ბოტები „ბოლო ცვლილებების“ გვერდზე

იქიდან გამომდინარე, რომ ბოტების მიერ განხორციელებული რედაქტირებების რაოდენობა საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ბოლო ცვლილებების გვერდი არ გადაივსოს ბოტის რედაქტირებებით, მათი ცვლილებები დამალულია. თუ თქვენ გსურთ ბოტების რედაქტირებების ხილვა, ბოლო ცვლილებების გვერდზე უნდა დააჭიროთ ტექსტს „რობოტების ჩვენება“.

კარგი ფორმა

ბოტის ოპერატორებმა სასურველია (თუმცა არაა აუცილებელი):

  • გამოაქვეყნოს თავიანთი ბოტის კოდი.
  • დააპროგრამონ თავიანთი ბოტი ისე, რომ შეწყვიტოს მუშაობა, როდესაც რომელიმე მომხმარებელი დატოვებს კომენტარს ბოტის განხილვის გვერდზე.

საარქივო გვერდები

ამ ქვეთავში წარმოდგენილია ბმული ისტორიული ხასიათის გვერდებზე.