ვიკიპედია:ბოტის შექმნა
ყურადღება! ეს გვერდი არქივის ნაწილია! ეს გვერდი წარმოადგენს გამოუყენებელი, მოძველებული პროცედურის ნაწილს და შენახულია ისტორიული მიზნებისთვის. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს. |
ბოტები(ან რობოტები) არიან დამოუკიდებელად მოქმედი საშუალებები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ვიკიპედიაში და მუშაობენ მასში(ან მის დობილ პროექტებში), ისე ვითომც ადამიანები იყვნენ. ამ გვერდზე აიხსნება ბოტის შექმნის პროცესი. სტატია გამიზნულია მათთვის, რომლებსაც გამოცდილება აქვთ პროგრამირებაში, მაგრამ არ იციან როგორ გამოიყენონ თავიანთი ცოდნა ვიკიპედიის ბოტების შესაქმნელად.
როგორ მუშაობს ბოტი
ზოგადი დახასიათება ოპერაციებისა
როგორც ადამიანი, ბოტიც კითხულობს სტატიას და სადაც ფიქრობს რომ შესწორება აუცილებელია ასწორებს. განსხვავება ისაა, რომ ისი არ იღლებიან და შეცდომებს არ უშვებენ, უფრო სწორედ დამოუკიდებლ გადაწყვეტილებებს არ იღებენ და მხოლოდ იმას აკეთებენ რაც სკრიპტში უწერიათ. ამიტომაც ისინი არ არიან ისეთი ჭკვიანები როგორებიც ვართ ადამიანები. ბოტებს მხოლოდ განმეორებადი და დაზუსტებული სამუშაოები ევალებათ.
როგორც წესი, ბოტი შედის თავის ანგარიშში თითქმის ისევე როგორც ბრაუზერში ხდება ხოლმე. ათვალიერებს გვერდებს და მიუხედავად იმისა რომ სტატიის გვერდები არ ჩანს, ის მას მაინც კითხულობს , ოღონდ მეხსიერებაში. შემდეგ აანალიზებს და შეიტანს ცვლილებებს თუ საჭირო შეიქნა. ბოლოს ისევ, ვითომ ბრაუზერში ხდებოდეს ყველაფერი, შეინახავს ცვლილებებს.
რადგან ბოტები ადამიანისებრ მოქმედებენ, ისინიც შეიძლება გადაეყარონ პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით. მაგალითად, რედაქტირებების კონფლიქტი, შეფერხება სტატიის გვერდის ჩამოტვირთვისას და ა. შ. სხვათა შორის, ამ პრობლემების თავის ჩენა ბოტებში უფრო მეტად ალბათურია რადგან მათ მეტი რედაქტირებები უწევთ ვიდრე ადამიანებს. ამიტომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია ბოტის წერისას.
აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისები ბოტებისთვის
ბოტმა ცვლილებები რომ განახორციელოს სტატიაში, პირველ რიგში აუცილებელია გვერდი ჩამოტვირთოს და ბოლოს გაუგზავნოს თავის ვერსია. ამ მიზნისთვის არსებობს რამდენიმე აპი(აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი):
- m:API:Main page - ეს ბიბლიოთეკა დაიწერა იმისთვის, რომ დაშვებულიყო ავტომატური პროცესები(გვერდის მოთხოვნა , ცვლილება და ა. შ.).