აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი
აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი (შემოკლებით აპი; ინგლ. application programming interface (API)) — კლასების, ფუნქციების, პროცედურების მზა კომპლექტი, რომელსაც იყენებს აპლიკაცია საოპერაციო სისტემასთან ან სხვა რომელიმე პროგრამასთან სამუშაოდ[1]. პროგრამისტები ხშირად იყენებენ აპლიკაციების შესაქმნელად. ის თამაშობს ინტერფეისის როლს პროგრამებს შორის და ამარტივებს მათ ურთიერთქმედებას. მისი ანალოგია მომხმარებელსა და კომპიუტერს შორის ურთიერთობისას არის მომხმარებლის ინტერფეისი.
აპი შეიძლება დაიწეროს აპლიკაციებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის, საოპერაციო სისტემებისთვის და სხვათათვის.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ განმარტება PC magazine encyclopedia–დან. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-07. ციტირების თარიღი: 2021-12-31.