დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ზოგადი ინფორმაცია


ამ გვერდზე მიმდინარეობს განხილვები ბიუროკრატებისათვის სტატუსის მოხსნის შესახებ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ძალაუფლების გადაჭარბება ან არააქტიურობა.
ყურადღება: ამ გვერდზე სტატუსის მოთხოვნა იმართება მხოლოდ არააქტიურობის მიზეზით. ძალაუფლების გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ვიკიპედიის საარბიტრაჟო კომიტეტს.

მიმდინარე მოთხოვნა

ძალიან დიდი მადლობა Malafaya-სა და Ventusa-ს ვიკიპედიაში მათ მიერ შეტანილი წვლილისათვის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვეღარ ასრულებენ თავიანთ ბიუროკრატიულ საქმიანობას დროა შეუწყდეთ ბიუროკრატის სტატუსი.--დათო1010 07:37, 5 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

მიმდინარეობს კენჭისყრა არააქტიური ბიუროკრატების სტატუსის ჩამორთმევის შესახებ.
გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი თარგებით (მომხრე) — {{ჰო}}, ან (წინააღმდეგი) — {{არა}}.
კენჭისყრა აქტიური იქნება 1 კვირის განმავლობაში 14 თებერვლის 00:00-მდე.

კომენტარები

 კომენტარი: განა გაფრთხილება სჭირდება იმას, რომ თუ თვეობით არაფერს გააკეთებ სტატუსს დაკარგავ? არანაირი კრიტერიუმები ამას არ სჭირდება, ისედაც ცხადია, რომ ვეღარ ასრულებენ ბიუროკრატიულ საქმიანობას. Malafaya-ს ბოლო ბიუროკრატიული ქმედება 2010 წელს, ხოლო Ventusa-ს 2011 წელს აქვს.--დათო1010 10:05, 5 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: - ცუდი არ იქნება თუ ინფორმაციას მივაწოდებთ. იქნებ კენჭისყრის გარეშე თვითონ თქვან უარი.--ცანგალა () 14:28, 5 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები ცანგალას. Deu. 15:31, 5 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ცანგალას კარგი წინადადება აქვს, მაგრამ მეეჭვება ეს ინფორმაცია მათ ვიკიპედიაში დროულად მიიღონ თუ სხვა გზებით არ გავაგებინეთ. --ჯაბა ლაბაძე 16:36, 5 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: მომეწონა ცანგალას აზრი. იქნებ მივწეროთ, როგორც არა აქტიური ადმინისტრატორის შემთხვევაში ვქენით, ამასობაში შეჩერდეს კენჭისყრა და ვთქვათ, 1 თვის მერე განახლდეს... ამით გავიგებთ 1 თვის განმავლობაში თუ იყენებენ საერთოდ ვიკიპედიას, თან ერთგვარი პატივისცემაც არის... — GIO→13 18:58, 5 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: მეც მომწონს ეს აზრი. ამის შემდეგ მართებული იქნება კენჭისყრა. — G.G. 08:02, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: მართალია. შევწყვიტოთ კენჭისყრა და გამოვიჩინოთ ადამიანური პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. Deu. 08:51, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

  • თუ მიშა არ არის წინააღმდეგი, მე, როგორც ქართული ვიკიპედიის ბიუროკრატი ამ კენჭისყრის შეწყვეტას მხარს ვუჭერ.--Melberg; 08:55, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: დღესვე მიეცეთ გაფრთხილება და ზუსტად ერთი თვის თავზე კენჭისყრა განახლდეს. ასეთია ჩემი აზრი. — მიხეილ მიწერა 11:21, 6 იანვარი 2013 (UTC)  კომენტარი: ყველამ კარგად ვიცით რომ ამით არაფერიც არ შეიცვლება. მოხდება ის რაც მოხდა ცანგალას გაფრთხილების შემთხვევაში, შემოვა ერთი-ორ ცვლილებას გააკეთებს (დააკმაყოფილებს მოთხოვნებს) და მერე გაუჩინარდება. ქართულ ვიკიპედიას 4 ბიუროკრატი ნამდვილად არ ჭირდება. --ჯაბა ლაბაძე 11:25, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: თუნდაც რაიმე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, მომხმარებლისთვის რომელიმე სტატუსის სამუდამოდ შენარჩუნებით ვიკიპედიაში ძალიან ცუდ ტენდენციას ვამკვიდრებთ. — მიხეილ მიწერა 12:01, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: ჯიმბოს რა სტატუსი აქვს ვიკიპედიაში? Nodar Kherkheulidze განხილვა 12:05, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: დამსახურება არაფერ შუაშია, იმით მაინც გამოვხატოთ პატივისცემა, რომ პროცედურები დავიცვათ. ბიუროკრატებო, დიდხანს გავაგრძელოთ „კამათი“, რომელშიც ყველა ერთ აზრზეა? ვიღიმი. Deu. 12:07, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: ჯერ ერთ რამეზე შევთანხმდეთ. კარგი, მივწერთ, მაგრამ რა უნდა გააკეთონ, რომ სტატუსი შენიარჩუნონ? რამდენი რედაქტირება? — მიხეილ მიწერა 12:10, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი:უი, მართალია, არ ეხება საკითხს, მაგრამ ახლა ვნახე მაგის წვლილი ზოგადად (ჯიმბოსი). რა საინტერესო სტატიებზე მუშაობდა თავიდან :) --H.McC. (მომწერეთ) 12:11, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: მე ვფიქრობ გაფრთხილება უნდა იყოს შეტყობინების ხასიათის, რომ ერთ თვეში შეუტყდებათ სტატუსი. ერთ თვიანი ვითომ აქტიურობით სტატუსის შენარჩუნებას ყველანაირად ვეწინააღმდეგები. ასევე არ უნდა იყოს არანაირი გამონაკლისი დამფუძნებლებზე და ა.შ.--დათო1010 12:13, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: ჩემი აზრით, არც არაფერი შავდება იმით, რომ სტატუსები ჩამოერთვათ. რაც შეეხება კრიტერიუმებს, აჯობებს, ასეთ კრიტერიუმებზე სამომავლოდ შევთანხმდეთ, რომ აღარ განმეორდეს ბიუროკრატის მიერ მსგავსი შემთხვევა. არც ის მიმაჩნია მართებულად, რომ პატივისცემის გამო ვინმეს სტატუსი შეუნარჩუნდეს, ვინც არ უნდა იყოს იგი. პატივსაცემად შეგვიძლია, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ და რაიმე საპატიო ორდენი მივანიჭოთ. 12:15, 6 იანვარი 2013 (UTC)

 კომენტარი: რადგან ჯერ-ჯერობით არანაირი პროცედურული წესი არ გვაქვს და მხოლოდ ადამიანის პატივისცემის პრნციპიდან გამომდინარე ვმსჯელობთ, მე გთავაზობთ ასეთ რამეს: გავაფრთხილოთ, რომ ერთ თვეში დაიწყება კენჭისყრა ბიუროკრატის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. და ვურჩიოთ, რომ ეს ერთი თვე გააქტიურდეს, რადგან კენჭისყრის დასაწყისი არ ნიშნავს ავტომატურად სტატუსის ჩამორთმევას. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ კენჭისყრის მონაწილეები თავიანთი პოზიციით, რაც ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება ბოლო ერთი თვის მუშაობაზეც. ვიღიმი. როგორ იმუშავა და ღირს თუ არა ბიუროკრატობა მომავლისათვის, ეს უკვე შეაფასოს ხალხმა კენჭისყრაზე. წინააღმდეგი ხომ არავინაა? Deu. 12:15, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

დათო, ნუ გავიწყდება, რომ კენჭისყრის დაწყება სტატუსის ჩამორთმევაზე არ ნიშნავს სტატუსის შეწყვეტას ჯერ კიდევ. Deu. 12:17, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: ვიცი, რომ არ ნიშნავს. ვთვლი, უნდა მივწეროთ, რომ ერთ თვეში დაინიშნება კენჭისყრა სტატუსის ჩამორთმევაზე, მიუხედავად იმისა ამ ერთი თვის განმავლობაში გააქტიურებიან, თუ არა. ასევე როგორც უკვე ზევით ვთქვი არ უნდა იყოს არანაირი გამონაკლისი დამფუძნებლებზე--დათო1010 12:20, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ხო, მეც იგივე ვთქვი :). დაინიშნება კენჭისყრა, მაგრამ ეგებ ვინმემ გაითვალისწინოს მათი გააქტიურება ბოლო ერთ თვეში და დაწეროს {{არა}}. ამისი თეორიული შანსი არსებობს. ამიტომ გავაფრთხილოთ ისე, როგორც მე ვთქვი და შენც ამ ბოლო კომენტარით. Deu. 12:22, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ხო გავაფრთხილოთ და თუ ვინმეს აზრი შეეცვლება (რაც მეეჭვება) და დაწერს {{არა}} ან პირიქით {{ჰო}} კი ბატონო. ეს კენჭისყრა უბრალოდ გავყინოთ და ერთ თვეში გავაგრძელოთ.--დათო1010 12:26, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ერთი თვე გავიდა. კენჭისყრა განახლებულია. — მიხეილ მიწერა 08:52, 7 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
მიშა, ამ სახით არ უნდა განახლდეს წესით. წესითა და რიგით თავიდან უნდა დაიწყოს, წინა კენჭისყრა ბათილია. ერთი თვის ვადის მიზანი ის იყო, რომ დავკვირვებოდით მათ აქტივობას გაფრთხილების შემდეგ, ამ ბოლო თვის აქტივობის მიხედვითაც უნდა შეფასდნენ ყველაფერთან ერთად და არის იმის შანსები, რომ აზრები შეიცვალა ზოგიერთისა. (მაგალითად, მელბერგის შემთხვევაში აშკარაა, რომ მისი ხმა თუ არა აზრი მაინც უნდა შეიცვალოს). ამიტომ, გთხოვ, ხელახლა, სუფთა განხილვა წამოიწყო. Deu.
აქ ჩასწორება არაა მისაღები? — მიხეილ მიწერა 08:56, 7 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
არა, რა თქმა უნდა. ამ სახით გაუგებარია მაგალითად გიორგის უარყოფითი ხმა, ასევე არის შანსები, რომ სხვებსაც შეეცვალათ აზრი. უნდა თავიდან დაიწყოს. Deu. 08:57, 7 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
  • კოლეგებო, კენჭისყრა უნდა გაიმართოს მხოლოდ ვენტუსასათვის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ, მალაფაიას შემთხვევაში კი კენჭისყრა არაფრის მომცემია გამომდინარე თავისივე განცხადებიდან. შეგვიძლია მეტაზე პირდაპირ მოვითხოვოთ სტატუსის ჩამორთმევა. – BruTe () 09:00, 7 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
კარგით. ჩავატაროთ ახალი კენჭისყრა მხოლოდ ვენტუსას შემთხვევაში, მალაფაიასთან დაკავშირებით კი უკვე ვაცნობოთ სტიუარდებს. — მიხეილ მიწერა 09:09, 7 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

შედეგი

მომხმარებელმა Malafaya-მ უარი თქვა სტატუსზე. Ventusa-ს სტატუსთან დაკავშირებით კი გაიმართება ახალი კენჭისყრა. — მიხეილ მიწერა 09:09, 7 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

სტატუსი ოფიციალურად მოხსნილია. — მიხეილ მიწერა 07:56, 14 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]