Gaga.vaa
![]() |
---|
ვიკიშეხვედრა 2015
რედაქტირებავიკიშეხვედრა გადაწყდა 2015 წლის 11 იანვარს 14:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მდებარე პუშკინის ძეგლთან. თუ მოახერხებთ, გთხოვთ მობრძანდეთ. შევიკრიბოთ და ერთად გადავწყვიტოთ სად შეიძლება დავსხდეთ და ვისაუბროთ. --JABA 1977 14:39, 10 იანვარი 2015 (UTC)
ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი
რედაქტირებაგაგა გამარჯობა, ვიკიშეხვედრიდან ადრე მოგიწია წასვლა ამიტომ არ გეცოდინება, რომ გადავწყვიტეთ შევქმნათ ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი რომელიც ვიკიპედიის პოპულარიზაციისთვის საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროექტებს განახორციელებს. ამ ჯგუფის შესაქმნელად საჭიროა აქტიური მომხმარებლების გარკვეული რაოდენობა (რაც მეტი მით უკეთესი). ამ გვერდზე გადადი და ხელი მოაწერე ინტერესის ჯგუფში--დათო1010 17:40, 17 იანვარი 2015 (UTC)
კატეგორიის გადატანა
რედაქტირებასალამი, კატეგორიის გადატანა როგორც წესი, არ ხდება. ორი ადამიანია სულ მაგ კატეგორიაში. გაუწერე სტატიებში ახალი კატეგორია. ხოლო ძველს (საიდანაც გადმოიტანე) წავშლი.--Henry McClean განხილვაწვლილი 11:44, 20 იანვარი 2015 (UTC)
- ყველაფერი გავაკეთე. ამერიკელი გერმანელები წაიშალა. მომავალში უბრალოდ კატეგორიები არ გადაიტანო. ადმინისტრაცია დაგეხმარება. თუ რამეა და ვთქვათ, ბევრი სტატიაა (ერთი 30-50), ზოგიერთ გვაქვს საკუთარი ბოტები და შეგვიძლია წუთებში ინფორმაციის ავტომატური ჩანაცვლება. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:48, 20 იანვარი 2015 (UTC)
- მადლობა ჰენრი. არაა პრობლემა მე თვითონ გავართმევ თავს:) --GagaVaa 11:51, 20 იანვარი 2015 (UTC)
bolnisi
რედაქტირებაSalami gaga, madloba sheni statiistvis bolnisis shesaxeb.
Me dges pirvelad var bolnisshi. Sul ramdenime saatia gasuli, rac chamovedi, magram ukve movkari or minarets tvali ( minimum, aramartlmadideblur tadzars) da gavicani ori etnikurad araqartveli.
Gaocebuli var,tkven albat bolniseli cart da ranairad moacerxet, an ratom AR axsenebt statiashi arc ert am jgufs? Martla msinteresebs.
Madloba — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Trinn88 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- გამარჯობა @Trinn88:, პირველ რიგში მადლობა გამოხმაურებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი აბოლიტურად სხვანაირადაა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ბოლნისის სტატიაში ჩემი წვლილი ძალიან მცირეა და ამითი ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ, მეორე ის არის, რომ ბოლნისელი არ ვარ, თუმცა ნამყოფი ვარ ბოლნისში და ეს ქალაქი ძალიან მიყვარს და მთლიანად ბოლნისის რაიონი ერთერთი ულამაზესი რაიონია საქართველოში ნამდვილად. თუმცა მიუხედავად ამ ორი ფაქტორისა ვეცდები მაინც გაგცეთ პასუხი და რამდენიმე რჩევაც მოგცეთ.
პირველ რიგში გთხოვთ როდესაც ვინმეს განხილვის გვერდზე რაიმეს მიწერთ, ტექსტის ბოლოს აუცილებლად მოაწერეთ ხელი რაც ძალიან მარტივად ხდება ღილაკზე ხელის დაჭერით. ეს ძალიან გააადვილებს იმის დადგენას თუ ვის მიერაა შეტყობინება დატოვებული.
მეორე ჩემი თხოვნა იქნება, რომ ტექსტები აუცილებლად წეროთ ქართულად, თუ დახმარება დაგჭირდებათ ქართული ენის დაყენებაში თქვენს ოპერაციულ სისტემაზე, მომწერეთ და აუცილებლად დაგეხმარებით.
რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას მაგაზე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენც შეგიძლიათ შემოიტანოთ ინფორმაცია ამ სტატიაში ოღონდ შესაბამისი ლიტერატურის ან ინტერნეტ რესურსის მითითება არ დაგავიწყდეს თორემ უმოკლეს პერიოდში გადამოწმდება და წაიშლება.
რაც შეეხება არამართლმადიდებლური ძეგლების იგნორირებას, ამ ბრალდებას ნამდვილად ვერ გავიზიარებ. მე პირადად ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნება არა თუ არ მომწონს, არამედ ვამაყობ კიდეც. თუმცა ალბათ ვიკიპედიის მომხმარებლების დიდ ნაწილს ნაკლებად აინტერესებს რელიგიური უმცირესობის ისტორიული ძეგლები და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, მემგონი უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ თვითონ აღნიშნული რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არ არიან დაინტერესებული ამ ინფორმაციის შემოტანით. მეტსაც გეტყვი ვიკიზე მსგავსი პერსონების დიდი ნაკლებობაა. ეს ერთგვარად იმითაცაა განპირობებული, რომ მათი დიდი ნაწილი არ არის დაინტერესებული სახელმწიფო ენის სრულყოფილად შესწავლით და შესაბამისად არც მათი ჩართულობაა მაღალი საზოგადოებრივ პროცესებში.
მოკლედ კეთილი იყოს ვიკიში თქვენი შემობრძანება, ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მომწეროთ მე ან ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს და თქვენთვის საინტერესო საკითხზე პასუხს ან დახმარებას აუცილებლად მიიღებთ. ასე რომ თქვენც შეგიძლიათ ნებისმიერი სტატიის რედაქტირება გააკეთოთ და ეს არც ისე რთულია, თავიდან მცირე რედატირებებით და რედაქტორების დახმარებით, ვიკიპედიას ადვილად აუღებთ ალღოს--GagaVaa 13:04, 16 თებერვალი 2015 (UTC)
ვიკიშეხვედრა
რედაქტირებაგამარჯობა, გაგა. შეგახსენებ, რომ ხვალ შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო მარჯანიშვილის შესასვლელთან. — Mikheil მიწერა 16:04, 21 მარტი 2015 (UTC)
კოტე თოლორდავა
რედაქტირებაყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო, რაც "წყაროში" წერია. ქართულ მხარეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია . ეგრეც რომ ყოფილიყო მართლა, დიახ უნდა დამალო .... კაცი მკვდარია ,რა მნიშვნელობა აქვს რამ მოუსწრაფა სიცოცხლე. თვითონ კოტეს ამ თემაზე საუბარი უჭირდა ხოლმე, გახსენებაც არ უნდოდა..ის აღიარებდა ,რომ ნარკომანი იყო (დასამალი არაფერია) და ამაყობდა, რომ ეს სენი დაამარცხა... ელემენტალური პატივისცემა იქნება ,თუ მის სიკვდილის მიზეზად ,,შპრიცს და თეთრ ფხვნილს არ მოიხსენიებთ, მაშინ როცა დანამდვილებით არავინ იცის როგორ მოკვდა.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.38.203 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- @31.146.38.203:დაჯერება არაფერ შუაშია, წყარო რომელიც მე მყავს მოყვანილი ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყაროა რუსეთში, ქართული მხარის განცხადება ნამდვილად არ ვიცი რა სახის იყო ან თუ იყო საერთოდ, თქვენ შეგიძლიათ ქართული მხარის განცხადება ჩაამატოთ, მართლა არ ვიცი ვერ ვხვდები რა საჭიროა მაგ ინფორმაციის ამოკლება, კონკრეტული სახის მიზეზს თუ დაასახელებთ გინდ სამართლებრივი და გინდ მორალური კუთხით, განვიხილავთ სხვა ვიკიპედიელებთან ერთად და პრობლემიდან გამოსავალს მოვძებნით, აქ რობოტები არ ვმუშაობთ, უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაგდებთ ძალიან გთხოვთ.--GagaVaa 15:44, 23 აპრილი 2015 (UTC)
- სიკვდილის მიზეზი არ არის მანდ ნათქვამი, რაიმე სხვა ლინკები მომწერეთ სადაც განსხვავებული ფაქტები იქნება მოხსენიებული და ჩავამატებ მაგ ინფორმაციებს და მივცემ ისეთ სახეს, რომ მხოლოდ მაგ მოსაზრებაზე არ იყოს დაყრდნობილი სიკვდილის მიზეზი, უბრალოდ მე სხვა სახის ვერაფერი ვიპოვე--GagaVaa 15:49, 23 აპრილი 2015 (UTC)
Translating the interface in your language, we need your help
რედაქტირებაPlease register on translatewiki.net if you didn't yet and then help complete priority translations (make sure to select your language in the language selector). With a couple hours' work or less, you can make sure that nearly all visitors see the wiki interface fully translated. Nemo 14:06, 26 აპრილი 2015 (UTC)
ვიკიშეხვედრა
რედაქტირებაგამარჯობა, გაგა. შეგახსენებ, რომ 8 აგვისტოს შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო თავისუფლების მოედნის შესასვლელთან.--დათო1010 15:28, 5 აგვისტო 2015 (UTC)
გაგა გამარჯობა, ამ სტატიას აუცილებლად სჭირდება სანდო წყარო. --ჯაბა 1977 19:23, 31 ოქტომბერი 2015 (UTC)
Request
რედაქტირებაGreetings.
Could you create in Georgian Wikipedia, these articles about Azerbaijan? (If not, could you pass this request to other Wikipedia users in Georgian Wikipedia, who would be interested to create them?)
- en:Azerbaijani passport
- en:Visa requirements for Azerbaijani citizens
- en:Visa policy of Azerbaijan
- en:Foreign relations of Azerbaijan
- en:Azerbaijan National Academy of Sciences
Thank you.
ადოლფ ჰიტლერი
რედაქტირებასალამი გაგა, ამ ცვლილების შესახებ მინდა გკითხო. შეცდომა იყო და იმიტომ ამოიღე? --ჯაბა 1977 16:35, 30 იანვარი 2016 (UTC)
- რათქმაუნდა შეცდომა იყო ავსტრია როგორც სახელმწიფო არ არსებობდა, მაგ პერიოდში და პრინციპში გერმანიაც არა მაგ ფორმით, ინფოდაფაში სწორი ინფორმაცია ეწერა, ზოგადად არის მცირე გაუმართაობები სტატიაში და ვკითხულობ და თან ჩავასწორებ--GagaVaa 16:41, 30 იანვარი 2016 (UTC)
აბსოლიტურად გასაგებია. მე მთელი მაგ ტექსტის წაშლის მაგივრად დავწერდი უბრალოდ ავსტრია-უნგრეთი-ს, ვფიქრობ უნდა ჩაიწეროს ისევ, რადგან გარკვეული ინფორმაციის შემცველია მომხმარებლისათვის. --ჯაბა 1977 16:45, 30 იანვარი 2016 (UTC)
- პრინციპში, მე პირადად სტატიის დასაწყისში დაბადების ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვწერ, როდესაც სტატიაში ინფოდაფა არ არის, ეს ამბავი უკვე აპრობირებული და მიღებულია მსოფლიოს მოწინავე, დახვეწილ და ნოვატორ ვიკიპედიებშიც, რომლებსაც იმედია ჩვენც მალე დავეწევით:) ახლა ყურადღებით წავიკითხე სტატია ქართულ და ინგლისურ ვიკიპედიებშიც და როგორც აღმოვაჩინე შიკლგრუბერი არა ჰიტლერის არამედ მამამისის დაბადების (დედის) გვარი იყო და შემდეგ მამინაცვლის გვარი ჰიტლერი აიღო, საინტერესოა ეს ჰიტლერის დაბადებამდე მოხდა? საეჭვოა. --GagaVaa 16:54, 30 იანვარი 2016 (UTC)
მის მშობლიურ ენაზე ვიკიპედია ყველაზე კარგად წერს, ჩემი აზრით მომხმარებლისთვის მასეა უკეთესი. ქართულში ჯერჯერობით მაგ ტექსტის წაშლის და არდაწერის შესახებ რამე წესი არ გვაქვს, თუ არ არედაქტირებ ამჟამად სტატიას შენი ნებართით მე ჩავასწორებ. --ჯაბა 1977 16:58, 30 იანვარი 2016 (UTC)
- წესის არქონა მეც თავისუფლად მაძლევს იგივის გაკეთების უფლებას:)--GagaVaa 17:00, 30 იანვარი 2016 (UTC)
გაგა ვიკიპედია ჩემი და შენი სურვილების გამო კი არა მომხმარებლისათვის იქმნება, რომელმაც დიდი ალბათობით არც კი იცის რა არის ინფოდაფა, იგი პირველად სტატიის შესავალს ხედავს და მას კითხულობს. --ჯაბა 1977 17:02, 30 იანვარი 2016 (UTC)
- სამწუხაროდ ვიკიპედიაში ათასობით სტატიაა, სადაც შესავალში ეს ინფო შეტანილი არ არის შესაბამისად მომხმარებელს ან ინფოდაფაზე მოუწევს თვალის გადავლება და ან ჩვენ მოგვიწევს წესით განმტკიცება იმისა, რომ ეს ინფო აუცილებლობად შემოვიღოთ და შეუსრულებელი მისიის წინაშე დავდგეთ.--GagaVaa 17:06, 30 იანვარი 2016 (UTC)
რად უნდა მას წესი, ვიკიპედია არის ინფორმაციის წყარო სადაც ინფორმაცია უნდა ეწეროს და არ უნდა ამოიშალოს. --ჯაბა 1977 17:08, 30 იანვარი 2016 (UTC)
- ჯაბა ინფორმაცია საკმაოდ თვალსაჩინოდ და სწორი ფორმით მოცემულია ინფოდაფაში, არავითარი ინფორმაცია სტატიიდან არ იშლება, ეს არის ჩვეულებრივი ვიზუალიზაციის პროცესი, რომელიც რათქმაუნდა ყველა ვიკიპედიამ გაიარა და ინფორმაციის დუბლირების მაქსიმალური შემცირება ვფიქრობ საკმაოდ თანამედროვე გადაწყვეტილებაა, სტატიის შესავალში ყველანაირი ინფო ვერ დაეტევა, ეს მართლაც ასეა, ნუ შენთვის თუ ამ დიალოგის შენ სასარგებლოდ დასრულება ესოდენ მნიშვნელოვანია, მე არ ვაპირებ ამაში ხელი შეგიშალო, შეგიძლია ჩასვა დაბადების ადგილები ისევ სტატიის დასაწყისში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე ვფიქრობ უბრალოდ ამით შეფერხდება ჩვეულებრივი პროცესი რასაც ვიკიშიც და ზოგადად ყველა საქმეში პრაქტიკული სიახლეების დანერგვა ჰქვია. შენ რატომღაც არ გიყვარს სიახლეები მემგონი ჰო?:)--GagaVaa 17:18, 30 იანვარი 2016 (UTC)
გაგა, ჯერ ერთი ყველა ვიკიპედიამ გაიარაო რომ წერ არაა სწორი, რადგან ძალიან ბევრი ვიკიპედია იყენებს დაბადებ-გარდაცვალების ადგილის მითითებას მსგავსი წესით (მათ შორის ჰიტლერის მშობლიური გერმანულიც). მეორე, აქ იმაზე კი არაა საუბარი რომ ჩემი აზრი გავიტანო, ზემოთ ყველგან გწერდი რომ მომხმარებლისთვისაა ასე საჭირო, რომელმაც ნაკლებად იცის რა არის ინფოაფა და თარგები. და მე სიახლეები არ მიყვარს? ბოლო მოვლენებს ჩამორჩენილარ სერიოზულად. ჩემს სიხალეს მოჰყვა ამხელა განხილვები ვიკიში. --ჯაბა 1977 17:25, 30 იანვარი 2016 (UTC)
- საკითხზე რაზეც ვსაუბრობდი უკვე გითხარი პრინციპზე ჩემი აზრი, მაინც გავიმეორებ ცოტა სხვაგვარად, თუ მნიშვნელოვნად მიიჩნევ შეგიძლია ჩაამატო როგორც გინდა, რაზეც წესი არ არსებობს რათქმაუნდა არ იკრძალება არც შენი და არც ჩემი მხრიდან. ამ სტატიის რედაქტირებას ხვალ გავაგრძელებ იმდენი წვრილმანი ჩასასწორებელია დღეს დრო აღარ მაქვს. ბოლო მოვლენებს აშკარად ჩამოვრჩი ეს ორი-სამი თვეა ნაკლები დრო მრჩება და იმიტომ. რა სიახლეზეა ლაპარაკი შეგიძლია მითხრა? დიდი სიამოვნებით გავეცნობი--GagaVaa 17:36, 30 იანვარი 2016 (UTC)
კარგი ამაზე დავამთავროთ საუბარი. არც კი მეგონა ამდენზე თუ გაგრძელდებოდა. რაც შეეხება სიახლეებს: თუ არ დაგეზარება ამის წაკითხვა გაეცანი. :))). ხო კიდევ ხვალე ვიკიშეხვედრაა, როგორც ჩანს არც ეს იცი, თუ მოიცლი გამოიარე. --ჯაბა 1977 17:39, 30 იანვარი 2016 (UTC)
- მართლა არ ვიცოდი. საოცარია, რომ არასდროს არ მცალია, ისე ცოტა ადრე რომ გამეგო იქნებ მომეხერხებია წამოსვლა, ახლა აზრიც არ აქვს არაფერი საკითხი არ მაქვს მოფიქრებული, ადრე რისი დაყენებაც მინდოდა ისინიც დამავიწყდა, აი შემდეგზე იმედია მოვალ და თან კარგად მოვემზადები.... მაგ ინფოს გავეცნობი აუცილებლად--GagaVaa 17:43, 30 იანვარი 2016 (UTC)
კარგი გაგა, დროებით, შეხვედრამდე :) --ჯაბა 1977 17:44, 30 იანვარი 2016 (UTC)
- კარგად და მოკლედ გადავავლე თვალი და რათქმაუნდა წინადადებების გაზრდაზე გეთანხმები, აქამდეც უნდა დაგვესვა საკითხი, ან ბაიტების თემაც საინტერესოა შეიძლება სამი წინადადება იყოსა მაგრამ დიდი და 5 მაგრამ პატარა, ბაიტებიც კარგი აზრია. მერე უფრო გულდასმით წავიკითხავ და დავაფიქსირებ ჩემს აზრს თუმცა ზოგადად იდეას ვეთანხმები, ქვევით რატომ მოყვა ამხელა განხილვა ჯერ არ წამიკითხავს.--GagaVaa 17:48, 30 იანვარი 2016 (UTC)
აი ეგაა რაცააა. :)))) ხვალ რომ ყოფილიყავი მაგ საკითხზეც ვისაუბრებდით. --ჯაბა 1977 17:50, 30 იანვარი 2016 (UTC)
მრავალმნიშვნელობა
რედაქტირებაგაგა მრავალმნიშვნელობის შემთხვევაში დედაქალაქებს უპირატესობას ვანიჭებთ და სათაურს ფრჩხილების გარეშე ვაკეთებთ--დათო1010 20:56, 30 იანვარი 2016 (UTC)
- ყველა შემთხვევაში? აქ მეორე ტრიპოლიც ძალიან ცნობილი ქალაქია ისტორიულად--GagaVaa 20:57, 30 იანვარი 2016 (UTC)
- კი ყველა შემთხვევაში. ისტორიულად შეიძლება მეორეც ცნობილი ქალაქია, მაგრამ ამ შემთხვევაში ამჟამინდელ დედაქალაქებზეა საუბარი--დათო1010 20:59, 30 იანვარი 2016 (UTC)
- ვერცერთ კონკრეტულ მაგალითს ვერ ვიხსენებ, რომ შეგეწინააღმდეგო, არადა არ გეთანხმები:) დედაქალაქი პრიორიტეტი რატომ უნდა იყოს? ასე რომ დავსვათ საკითხი, მაგ ნიუ-იორკი, ან რიო დედაქალაქი არ არის და ყაზახებმა, ბირმელებმა ან შრილანკელებმა რომ რაღაც უბანი ააშენონ და ნიუ-იორკი ან რიო დაარქვან, უფრჩხილებოდ რომელს დავტოვებთ? ან ვენესუელამ თავის ბარსელონაში რომ გადაიტანონ დედაქალაქი, ჩვენს დიდებულ ბარსელონას ფრჩხილებს მივუწერთ?--GagaVaa 21:05, 30 იანვარი 2016 (UTC)
- კი ყველა შემთხვევაში. ისტორიულად შეიძლება მეორეც ცნობილი ქალაქია, მაგრამ ამ შემთხვევაში ამჟამინდელ დედაქალაქებზეა საუბარი--დათო1010 20:59, 30 იანვარი 2016 (UTC)
ტრიპოლი
რედაქტირებაგამარჯობა გაგა. მოდი შევთანხმდეთ: ვიკიში სტატიის სათაურის ასეთი სწრაფი ცვლა არ ხდება, თუკი საქმე მექანიკურ შეცდომასთან ან ისეთ შემთხვევასთან არ გვაქვს, რაც დავას არ გამოიწვევს. ჩემი აზრით, ერთი ქალაქი უნდა დაიწეროს ფრჩხილებით, მეორე - მის გარეშე. შენ თუ განსხვავებულად ფიქრობ, ჯერ განხილვის გვერდზე უნდა დაგეწერა. – BruTe (გ) 20:58, 30 იანვარი 2016 (UTC)
- ამაზე მოუწერია ზემოთ დათოსაც. არ მინახავს და მე მაგიტომ მოგწერე. – BruTe (გ) 20:59, 30 იანვარი 2016 (UTC)
- ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ტრიპოლის მრავალმნიშვნელოვნების გვერდი საერთოდ არ არსებობდა, შეგიძლია ნახო, რომ ახლახანს შევქმენი--GagaVaa 21:00, 30 იანვარი 2016 (UTC)
Request
რედაქტირებაGreetings.
Could you create the article en:Azerbaijan–European Union relations in Georgian Wikipedia?
Thank you.
აბაშის სოფლები
რედაქტირებაგაგა გამარჯობა თუ ამ სოფლებს უკვე სოფლის სტატუსი აქვთ, მაშნ აბაშაზე გადამისამართებაა არასწორი. --ჯაბა 1977 09:47, 20 ნოემბერი 2016 (UTC)
- ჯაბა გამარჯობა. მე არ მიმიღია გადამისამართების გადაწყვეტილება. არსებობდა უკვე კვათანა და კაპანასთვის და ნოღოხაშისთვის იგივე სტანდარტში მოვაქციე უბრალოდ. არ მინახავს ნამდვილად ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. --GagaVaa 09:52, 20 ნოემბერი 2016 (UTC)
აა, მე ბოლო შენი ცვლილება ვნახე და მაგიტომ მოგწერე ასე. ამჟამად ესენი სოფლები არიან ანუ? — ჯაბა 1977 09:59, 20 ნოემბერი 2016 (UTC)
- ოფიციალურ საიტზე უწერიათ, კი.--GagaVaa 10:00, 20 ნოემბერი 2016 (UTC)
მაშინ ასე შევთანხმდეთ. გადამისამართებები წავშალოთ, რადგან არასწორია და დავწეროთ სტატიები ამ ახალ სოფლებზე. — ჯაბა 1977 10:04, 20 ნოემბერი 2016 (UTC)
- რათქმაუნდა გეთანხმები, უბრალოდ ჯერჯერობით არაფერი ინფორმაცია ამ სოფლებზე არ მაქვს მე პირადად სახელის გარდა:(--GagaVaa 10:07, 20 ნოემბერი 2016 (UTC)
შევთანხმდით გაგა. როდესაც ინფორმაცია იქნება, მერე დავწეროთ. — ჯაბა 1977 10:09, 20 ნოემბერი 2016 (UTC)
- ანუ ეს სტატია, აბაშა მოსახლეობის ინფორმაციას ამჟამად შეიცავს ოთხივე დასახლებულ პუნქტზე, მოსახლეობაც რაც წერია ანუ ჯამშია მოცემული. ახალი აღწერის სრულ ინფოს არ აპირებებს ნეტა საქსტატი, რომ დადოს მაგას ველოდებით რამდენი ხანია--GagaVaa 10:10, 20 ნოემბერი 2016 (UTC)
ეგ ინფო კარგა ხანია დადებულია. მე ცხრილი მაქვს გადმოტვირთული საიტი აღარ მახსოვს. — ჯაბა 1977 10:13, 20 ნოემბერი 2016 (UTC)
- იქნებ მომაწოდო? --GagaVaa 10:15, 20 ნოემბერი 2016 (UTC)
კი ბატონო, მაგრამ სად, როგორ? — ჯაბა 1977 10:20, 20 ნოემბერი 2016 (UTC)
- იმეილი მოგწერე ჰენგაუთზე (გუგლის ჩატზე) და სმს მოგწერ. --GagaVaa 10:30, 20 ნოემბერი 2016 (UTC)
ფშატი
რედაქტირებაფშატი [1] — დაკოპირება ადვილია. ბმულები რომ გააკეთო სტატიაში კარგი იქნება.--ცანგალა (გ) 18:19, 2 დეკემბერი 2016 (UTC)
- რაღაც პროგრამული ხარვეზია, ეტყობა ისტორია აირია, მე ჩასმული მქონდა, თან რა დაკოპირებაზე მეუბნები ერთადერთი ადამიანი ვარ მემგონი აღმოსავლეთ ევროპაში ფშატზე ხარისხი რომ აქვს დაცული, ჩემი სადიპლომოდან ამოვკრიბე ინფორმაცია:)--GagaVaa 14:33, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
- ისტორია არეული არ არის. სტატიაზე მხოლოდ შენ ხარ ისტორიით და ბოლოში ოთოჯი. ამიტომ გთხოვ ბმულები გააკეთო სტატიაში. --ცანგალა (გ) 18:27, 8 დეკემბერი 2016 (UTC)
ინფოდაფა მწერალი
რედაქტირებაინფოდაფაში ნურაფერს ნუ შეცვლი რადგან რამდენიმე სტატიის გამო მთლიანად ინგრევა სტრუქტურა--დათო1010 16:16, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
იმერეთის სამეფო
რედაქტირებაგაგა გამარჯობა, იმერეთის სამეფო გაუქმდა 1810 წელს, იმერეთის ოლქი შეიქმნა 1811 წელს. ასე რომ შენი ცვლილება სტატიაში იმერეთის სამეფო არაა ადეკვატური. --ჯაბა 1977 20:25, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
- ეტყობა გამეპარა შეცდომა, კიდევ უნდა გადავხედო და გავასწორებ აუცილებლად--GagaVaa 20:26, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
ოკ. --ჯაბა 1977 20:28, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
- კი ვნახე რაზეც მეუბნები, ეგ მე არ დამიწერია, უკვე ეწერა სტატიაში და უბრალოდ ინფოდაფაში გადავიტანე--GagaVaa 20:32, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
სტატიაში სად იმერეთის სამეფოში? --ჯაბა 1977 20:34, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
- უკაცრავად იმერეთის სამეფოზე მეუბნებოდი, სხვა სტატიაში ამერია.--GagaVaa 20:37, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
- კი სექციასაც ეგ დასათაურება მივეცი :) — ჯაბა 1977 20:39, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
- იმერეთის ოლქზე რომ გავუკეთე გაგრძელება ხო, ეგ უბრალოდ ლოგიკურად მივაბი სიმართლე გითხრა არ დავკვირვებივარ, თუმცა რუსულ ვიკიზე წერია არის გარკვეული ტექსტი. В 1804 году имеретинский царь Соломон II принял покровительство России. В 1811 году Имеретинское царство было преобразовано в Имеретинскую область Российской империи. --GagaVaa 20:46, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
ვიკიპედია და მით უფრო რუსული ვიკიპედია არა წყარო. გარდა ამისა, იმერეთის ოლქი ადმინსიტრაციული ერთეულია, ხოლო მანდ ვწერთ მსხვილ ერთეულებს, ამ შემთხვევაში იმპერიას. მადლობა. — ჯაბა 1977 20:54, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
- წყაროდ არ მომიყვანია, უბრალოდ მიგითითე. მსხვილ ერთეულებზე კი ვფიქრობ ცდები. შეგიძლია წამყვან ვიკიპედიებს გადახედო, აპრობირებული აქვთ კონკრეტული ტერიტორიული მემკვიდრეობითობითობა--GagaVaa 20:57, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
კიდევ ვიკიპედია მოგყავს წყაროდ როდესაც მაგ სტატიაში ძალიან ბევრი ლიტერატურაა მითითებული წყაროდ. — ჯაბა 1977 20:59, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
- წყაროდ ვიკიპედია არ მომყავს კიდევ ვიმეორებ:), უბრალოდ მითითებას ვაკეთებ, ვიკის სტანდარტის რაც შეგიძლია ნახო ინგლისური და რუსული ვიკიპედიების მაგალითზე, არ გადამიმოწმებია, მაგრამ როგორც მახსოვს სამართალ მემკვიდრეობა გაგრძელებული აქვთ მაგ საქართველოს დრ --- საქართველოს სსრ --- საქართველო და არა საქართველოს დრ-- საბჭოთა კავშირი ---საქართველო იგივე ჩეჩნეთზე და სხვა უფრო წვრილ რეგიონებზეც ვრცელდება--GagaVaa 21:05, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
სხვათაშორის საქართველოს დრ-ს საბჭოთა კავშირი ვერ დაეწერებოდა სამართალმემკვიდრედ რადგან სსრკ ლამის ორი წლის მერე ჩამოყალიბდა. მანამდე კი ნამდვილად საქართველოს სსრ უნდა ყოფილიყო. --ჯაბა 1977 21:08, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
- უბრალოდ მაგალითი დავწერე, ერთ-ერთი რგოლი წარუმატებლად გამოვიდა, მთავარია აზრი გადმოვეცი--GagaVaa 21:12, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
- ;) --ჯაბა1977 21:15, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
@Jaba1977: დღეს ვნახე და ინგლ ვიკიში საერთოდ შეუცვლიათ სტანდარტი, ეტყობა მსგავსი კამათები, რომ არ ყოფილიყო, წინა და შემდეგი უახლოესი (და არა უშუალო) სამართალმემკვიდრეები უწერიათ. მაგ იხილე en:Georgian Soviet Socialist Republic- GagaVaa 08:19, 5 დეკემბერი 2016 (UTC)- უკაცრავად, მხოლოდ ქვემოთ ჩამოუტანიათ, პრინციპი მემგონი იგივეა, თუმცა არა მკაფიოდ განსაზღვრული— GagaVaa 08:25, 5 დეკემბერი 2016 (UTC)
- ;) --ჯაბა1977 21:15, 4 დეკემბერი 2016 (UTC)
ოთარ ჩახუნაშვილი
რედაქტირებასტატია ოთარ ჩახუნაშვილი იხმარე ქართული ბრჭყალები „....“ (ქვევით, ზევით) და არა ორივე ზევით. მითითებულ სტატიაში გაასწორე. მხოლოდ კოპირება არ არის საკმარისი ვებ.ტგვერდიდან. წწ. მაგივრად წლები, — და არა -. ყვეაფერს მიაქციე ყურადღება. ქსე-ში დაბ. ადგილიც ეწერა და ჩაამატე ხოლმე.--Zangala განხილვაწვლილი 07:18, 19 დეკემბერი 2016 (UTC)
- ვასწორებ, რათქმა უნდა ჩემ სტატიებზე „დაკოპირებულის“ თქმის უფლებას არავის მივცემ:)— GagaVaa 07:25, 19 დეკემბერი 2016 (UTC)
- ოკ. „დაკოპირებულის“ თქმის უფლებას არავის მივცემ — მივესალმები.--Zangala განხილვაწვლილი 10:51, 19 დეკემბერი 2016 (UTC)
- დაბადების ადგილი რატომ ამოიღე? ქსე-ში იყო მითითებული.--Zangala განხილვაწვლილი 10:52, 19 დეკემბერი 2016 (UTC)
- ოკ. „დაკოპირებულის“ თქმის უფლებას არავის მივცემ — მივესალმები.--Zangala განხილვაწვლილი 10:51, 19 დეკემბერი 2016 (UTC)
- ინფოდაფაში ჩავწერე დაბადების თარიღი, ვანის რაიონი მაშინ არ არსებობდა.--GagaVaa 10:54, 19 დეკემბერი 2016 (UTC)
ზაზა ტყეშელაშვილი
რედაქტირებაზაზა ტყეშელაშვილი (დ. 19 მარტი, 1965) — ყოფილი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე .... — ამჟამად ქართველი აღარ არის. მაშინ მიუთითე ახალი ეროვნება.--Zangala განხილვაწვლილი 11:18, 19 დეკემბერი 2016 (UTC)
- ????? ცანგალა თუ არ იცი შეგახსენებ, რომ ვიკიპედიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მომხმარებელი და არაერთი წელია ქართული ვიკიპედიის შემმოწმებელი ვარ, რაც ვიკიმომხმარებლებმა მომანიჭეს, შესაბამისად მე პირიქით სხვების მიერ დაწერილ ინფორმაციებს ვამოწმებ. ვიკიში ჩემი სტატიები ნამდვილად არ არის ყველაზე ცუდი და თუ არ გყოფნის კომპეტენცია და ამავდროულად ბევრი უქმე დრო გაქვს მე მიგითითებ რამდენი სტატიაა ვიკიში, რასაც ხელი სჭირდება და ჯობია იმას მიხედო, რამდენჯერმე გავატარე უკვე შენი კომენტარები, ჩასაფრებული პოზიცია ვიკიში მომგებიანი არ არის. იმუშავეთ და ხელს ნუ უშლით მომხმარებლებს. დავამატებ, რომ თუ ნახავ რაიმე მექანიკურ შეცდომას, მაგ. ზემოაღნიშნული შეგიძლია თვითონვე გაასწორო, და არ არის საჭირო პანიკის აწევა და ყოველ ნახევარ საათში მითითებების გაცემა. აქ მუშაობენ ადამიანები და არა რობოტები. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება თქვენი მომართვის ფორმაზე, რომელიც ცოტა შეურაცხმყოფელად მეჩვენება და მომავალში გთხოვთ ნებისმიერი მომართვისას გამოიყენოთ ისეთი ტერმინები როგორებიცაა: გამარჯობა, უკაცრავად, მადლობა, ეს ვიკიურთიერთობას უფრო სასიამოვნოს გახდის. მადლობა — GagaVaa 11:40, 19 დეკემბერი 2016 (UTC)
- გამარჯობა Gaga.vaa, შეიძლება ყოველ წუთსაც მოგმართო, თუ დავინახე შეცდომა, რომ მომავალში გაითვალისწინო, მითუმეტეს არაერთი წელია ქათული ვიკიპედიის შემმოწმებელი ხარ (ხართ). რასაკვირველია შემეძლო გამესწორებინა, მაგრამ ამას შენ (თქვენ) (არ ვიცი როგორ მოგმართო) ალბათ ვერ ან არ ნახავდი. პატივისცემით და წარმატებები --Zangala განხილვაწვლილი 18:40, 22 დეკემბერი 2016 (UTC)
ვიკიფიცირება
რედაქტირებაგაგა გამარჯობა. ალექსანდრე საჩინოელი და კიდევ სხვა სტატიებს ვიკიფიცირება სჭირდება. — ჯაბა 1977 06:34, 25 დეკემბერი 2016 (UTC)
გადატანა
რედაქტირებაგაგა, სალამი. ძალიან გთხოვ, გაიხსენო - კატეგორიები კი არ გადაგვაქვს, არამედ ვქმნით ახალ კატეგორიებს და მერე ვიკიდატაში ხელახლა ვუთითებთ ბმულებს. ყველა შესაბამის სტატიაში მაინც მოგიწევს ხელით კატეგორიების ჩანაცვლება და კატეგორიის გადატანისას სტატიები ახალ კატეგორიაში, ბუნებრივია, არ გადადის. თუ ამ გადატანას მარტო იმისთვის აკეთებ, რომ გაამარტივო და ვიკიდატაში აღარ ცვალო ცალკე სახელები, ეს გასაგებია, მაგრამ სხვა მხრივ - არაფერს იძლევა. --Abandoner განხილვაწვლილი 12:09, 20 ნოემბერი 2017 (UTC)
- ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა--GagaVaa 12:10, 20 ნოემბერი 2017 (UTC)
დაუსრულებელი სტატია
რედაქტირებასალამი. აია (სარაგბო კლუბი) - აქ ჩასმულია დამუშავების თარგი. იქნებ დაასრულო. გმადლობ. --Abandoner განხილვაწვლილი 18:17, 17 დეკემბერი 2017 (UTC)
ჩობან ნოინი
რედაქტირებაჩობან ნოინი — რამე ხომ არ შემეშალა? თუ ვინ ამ უშავებს შენ ჩაგწერე.-- ცანგალა 16:19, 6 თებერვალი 2018 (UTC)
თემიკო ჭიჭინაძე
რედაქტირებათემიკო ჭიჭინაძე — თხოვნაა ვიკიპედიის წესებიდან გამომდინარე მიუთითო კატეგორია:დაბადებული (თვე და რიცხვი) კატეგორია:დაბადებული (წელი) კატეგორია:გარდაცვლილი (თვე და რიცხვი) და კატეგორია:გარდაცვლილი (წელი) --ცანგალა 19:55, 12 მარტი 2018 (UTC)
- კი აუცილებლად--GagaVaa 20:03, 12 მარტი 2018 (UTC)
გამარჯობა გაგა, ამ სტატიას სჭირდება საერთაშორისო ბმულები. --ჯაბა 1977 14:37, 2 მაისი 2018 (UTC)
ვიკიშეხვედრა 2
რედაქტირებამოგესალმებით! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, გელით შეხვედრაზე. --Mehman 97 14:44, 3 ივნისი 2018 (UTC)
ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია
რედაქტირებაინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფიოა — მომხმარებელი დათო1010 ეძებს თარგის პრობლემას. გთხოვ ჯერ არაფერი არ შეცვალო. შეიძლება ცენტრალურად არის პრობლემა.--ცანგალა 19:01, 8 ივლისი 2018 (UTC)
- ოკ მადლობა ინფორმაციისთვის --GagaVaa 19:02, 8 ივლისი 2018 (UTC)
დეივიდ სიმენი
რედაქტირებადეივიდ სიმენი — ამასაც იგივე პრობლემა ხომ არ აქვს, როგორც ფეხბურთელებს ინფოდაფა ქვევით ჩადის. --ცანგალა 07:15, 9 ივლისი 2018 (UTC)
- კი, არც ესაა გამონაკლისი--GagaVaa 10:47, 9 ივლისი 2018 (UTC)
გამარჯობა, ამ სტატიაში თქვენი ჩასმულია დამუშავების თარგი, წესებისამებრს ის ხომ მხოლოდ 1 კვირა უნდა დარჩეს და ნუ დავარღვევთ წესებს. პატივისცემით — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 16:50, 6 აგვისტო 2018 (UTC)
სულეიმან დიასამიძე
რედაქტირებასულეიმან დიასამიძე — ბიოგრაფიებში ვწერთ დაბადებისა და გარდაცვალების კატეგორიებს.--ცანგალა 18:24, 14 ოქტომბერი 2018 (UTC)
გიორგი ჩაკვეტაძე
რედაქტირებაგიორგი ჩაკვეტაძე — სხვაობაა დაბადების თარიღში.--ცანგალა 18:22, 17 ოქტომბერი 2018 (UTC)
ინფორმაციისთვის
რედაქტირებაკონსტანტინე აფხაზი — დაბადების თარიღის კატეგორიას რომ ამატებ ბარემ მარილი მოაყარე და გარდაცვალების თარიღიც კატეგორიაც მიაყოლე. მადლობა.--ცანგალა 07:26, 18 ოქტომბერი 2018 (UTC)
კობა ტყეშელაშვილი
რედაქტირებაკობა ტყეშელაშვილი — დაბადების რიცხვი, თვე და წელი არის მისათითებელი.--ცანგალა 08:50, 20 ოქტომბერი 2018 (UTC)
- სასურველია თვე და რიცხვიც. მადლობა.--ცანგალა 20:18, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)
- თვე და რიცხვი არცერთ საიტზე არაა მითითებული და ხო არ დავურეკავ:)--GagaVaa 20:48, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)
სიახლეები
რედაქტირებაგაგა გამარჯობა, წესია ასეთი, როცა სიახლეებს ამოშლი ის უნდა გადაიტანო შესაბამისი დღის სტატიაში. ახლა მე გავაკეთე, შემდეგისთვის გაითვალისწინე. თან გურანდა გაბუნია 4-ში გარდაიცვალა და სიახლეებში მაგასაც შევასწორებ. --ჯაბა 1977 21:23, 5 თებერვალი 2019 (UTC)
- მე მაპატიე, არ ვიცოდი ნამდვილად, მადლობა. ხო რიცხვი მექანიკურად შემეშალა ეტყობა და ზოგადადაც არც მთლად გადასარევად გავაფორმე მემგონი, მაგრამ ვასწორებ--GagaVaa 21:25, 5 თებერვალი 2019 (UTC)
განხილვა:ბადრი ბეგალიშვილი
რედაქტირებაიხ. განხილვა:ბადრი ბეგალიშვილი — გადახედე.--ცანგალა 19:13, 10 თებერვალი 2019 (UTC)
- ერთმანეთის ნათესავები არ არის. გადახედე დაბ. წლებს.--ცანგალა 11:25, 11 თებერვალი 2019 (UTC)
- აშკარად სხვა პიროვნებაზეა საუბარი. ეტყობა იგივე სახელს და გვარს ატარებდა, გადავხედავ უფრო დეტალურად--GagaVaa 13:13, 11 თებერვალი 2019 (UTC)
- კი ბატონო, მე პირადად წყაროს ვერ მივაგენი.--ცანგალა 17:27, 11 თებერვალი 2019 (UTC)
- @Zangala: გავასწორე ჩემი შეცდომა იყო, ორი სხვადასხვა ალექსანდრე ბეგალიშვილი არსებობს--GagaVaa 08:52, 19 თებერვალი 2019 (UTC)
- კი ბატონო, მე პირადად წყაროს ვერ მივაგენი.--ცანგალა 17:27, 11 თებერვალი 2019 (UTC)
- აშკარად სხვა პიროვნებაზეა საუბარი. ეტყობა იგივე სახელს და გვარს ატარებდა, გადავხედავ უფრო დეტალურად--GagaVaa 13:13, 11 თებერვალი 2019 (UTC)
ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები
რედაქტირებავიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#განხილვა:კალიბეკი, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა.--ცანგალა 07:15, 2 აპრილი 2019 (UTC)
ჩიჯავაძეთა სათავადო
რედაქტირებაგამარჯობა გაგა. ჩიჯავაძეთა სათავადო გთხოვ დაასრულო. თარგი არ ამოვიღე, რადგან ამ შემთხვევაში წასაშლელი იქნებოდა. --ჯაბა 1977 09:06, 9 აპრილი 2019 (UTC)
- ცოტა დაკავებული ვარ, დავასრულებ ამ კვირაში-Gaga.vaa განხილვაწვლილი 14:39, 10 აპრილი 2019 (UTC)
კვლავ სიახლეების შესახებ
რედაქტირებაკვლავ სიახლეებზე გაწუხებ: ახალი სიახლის დამატების შემდეგ ძველი გადადის დღის მოვლენებში. თუ ბოლო მოვლენა გარდაცვალებაა, უბრალოდ ვწერთ გარდაცვლილებში.--Wiki - ჯაბა 17:52, 2 ივნისი 2019 (UTC)
- ხო აშკარად ვჩქარობ და შეცდომებს ვუშვებ, გავითვალისწინებ--Gaga.vaa განხილვაწვლილი 17:59, 2 ივნისი 2019 (UTC)
ნუგზარ ჯუღელი
რედაქტირებანუგზარ ჯუღელი სტატიას, როდესაც აკოპირებ, ნუ გავიწყდება ქართულ ვიკიპედიაში ქართული ბრჭყალები („“).--ცანგალა 19:52, 4 სექტემბერი 2019 (UTC)
Community Insights Survey
რედაქტირებაShare your experience in this survey
Hi Gaga.vaa,
The Wikimedia Foundation is asking for your feedback in a survey about your experience with ვიკიპედია and Wikimedia. The purpose of this survey is to learn how well the Foundation is supporting your work on wiki and how we can change or improve things in the future. The opinions you share will directly affect the current and future work of the Wikimedia Foundation.
Please take 15 to 25 minutes to give your feedback through this survey. It is available in various languages.
This survey is hosted by a third-party and governed by this privacy statement (in English).
Find more information about this project. Email us if you have any questions, or if you don't want to receive future messages about taking this survey.
Sincerely,
რაიბულ თოდუა
რედაქტირებარაიბულ თოდუა ნუ გავიწყდება კატეგორიებში თვე და რიცხვის ჩაწერა. ეს ვიკიპედიის წესია!!!--ცანგალა 04:57, 8 სექტემბერი 2019 (UTC)
- ვმუშაობთ ბატონო:) --Gaga.vaa განხილვაწვლილი 10:28, 8 სექტემბერი 2019 (UTC)
Reminder: Community Insights Survey
რედაქტირებაShare your experience in this survey
Hi Gaga.vaa,
A couple of weeks ago, we invited you to take the Community Insights Survey. It is the Wikimedia Foundation’s annual survey of our global communities. We want to learn how well we support your work on wiki. We are 10% towards our goal for participation. If you have not already taken the survey, you can help us reach our goal! Your voice matters to us.
Please take 15 to 25 minutes to give your feedback through this survey. It is available in various languages.
This survey is hosted by a third-party and governed by this privacy statement (in English).
Find more information about this project. Email us if you have any questions, or if you don't want to receive future messages about taking this survey.
Sincerely,
Reminder: Community Insights Survey
რედაქტირებაShare your experience in this survey
Hi Gaga.vaa,
There are only a few weeks left to take the Community Insights Survey! We are 30% towards our goal for participation. If you have not already taken the survey, you can help us reach our goal! With this poll, the Wikimedia Foundation gathers feedback on how well we support your work on wiki. It only takes 15-25 minutes to complete, and it has a direct impact on the support we provide.
Please take 15 to 25 minutes to give your feedback through this survey. It is available in various languages.
This survey is hosted by a third-party and governed by this privacy statement (in English).
Find more information about this project. Email us if you have any questions, or if you don't want to receive future messages about taking this survey.
Sincerely,
ისევ და ისევ სიახლეებზე
რედაქტირებაისევ და ისევ სიახლეებზე გაწუხებ: ახალი სიახლის დამატების შემდეგ ძველი გადადის დღის მოვლენებში.--Wiki - ჯაბა 14:26, 6 თებერვალი 2020 (UTC)
გიორგი კვინიკაძე
რედაქტირებასტატიის განხილვის გვერდზე ვერ ვწერ, რადგან დაბლოკილი ვარ. გიორგი კვინიტაძე იხ. [2], სადაც ვკითხულობთ „ივანე მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც გვარი კვინიტაძედ შეიცვალა და რუსეთის არმიას შეუერთდა“.--ცანგალა 18:01, 14 ივნისი 2020 (UTC)
- @Zangala:
მადლობა, მე ვერ ვიპოვე ვერსად. დავაბრუნებ მაშინ სტატიაში. დედის გვარია ჩიქოვანი თუ რა შუაშია მაინც ვერ გავიგე.--Gaga.vaa განხილვაწვლილი 17:22, 15 ივნისი 2020 (UTC)- @Zangala: ბოდიში არ დავაკვირდი, ანუ ეს ივანეზეა საუბარი მამამისზე. გიორგის გვარი დაბადებიდან კვინიტაძე ყოფილა.--Gaga.vaa განხილვაწვლილი 17:28, 15 ივნისი 2020 (UTC)
- დღეს მივუთითე წყარო ენციკლოპედია „საქართველო“.--ცანგალა 17:54, 15 ივნისი 2020 (UTC)
- ენციკლოპედია „საქართველოში“ ივანეზე სტატია არ არსებობს, ხოლო გიორგის ფრჩხილებში უწერია ჩიქოვანი.--ცანგალა 18:49, 15 ივნისი 2020 (UTC)
- დღეს მივუთითე წყარო ენციკლოპედია „საქართველო“.--ცანგალა 17:54, 15 ივნისი 2020 (UTC)
- @Zangala: ბოდიში არ დავაკვირდი, ანუ ეს ივანეზეა საუბარი მამამისზე. გიორგის გვარი დაბადებიდან კვინიტაძე ყოფილა.--Gaga.vaa განხილვაწვლილი 17:28, 15 ივნისი 2020 (UTC)
We sent you an e-mail
რედაქტირებაHello Gaga.vaa,
Really sorry for the inconvenience. This is a gentle note to request that you check your email. We sent you a message titled "The Community Insights survey is coming!". If you have questions, email surveys@wikimedia.org.
You can see my explanation here.
MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 18:52, 25 სექტემბერი 2020 (UTC)