ვიკიპედია:ყავახანა/2011/1
კენჭისყრა
კენჭისყრის თემა: თარგების {{წყაროს მითითება}} და {{წყარო}} მომავალი ბედი.
წაიშალოს
განმარტება:
- წაიშალოს თარგი {{წყაროს მითითება}} და გაუქმდეს თარგ {{წყარო}}–ში 3 სექტემბერს გაკეთებული ცვლილება. შეიცვალოს თარგი {{წყარო}}–ს გამოყენების დამკვიდრებული წესი.
მომხრეთა არგუმენტი:
- {{წყაროს მითითება}}, თარგის შინაარსი წინააღმდეგობრივია. 3 სექტემბერს გაკეთებული მინაწერი და ამ ორი თარგის გამოყენების დამკვიდრებული წესი კი ვიკიპედიის ზოგად პრინციპებს ეწინააღმდეგება; ვიკიპედიის სტატიას არ ჰყავს „ძირითადი ავტორი“, სტატიები იწერება კოლექტიურად. შეცდომით დამკვიდრდა პრაქტიკა, რომლის მიეხდვითაც სტატიის „ძირითად ავტორად“, როგორც წესი, მიიჩნევა სტატიის შემქმნელი. ერთობლივი მუშაობის პირობებში სტატიის ავტორად (ან „პატრონად“) ერთი კონკრეტული მომხმარებლის მიჩნევა მიუღებელია. ვინაიდან ვიკიპედიის სტატიები ცალცალკე არავისია და ამავე დროს ერთად ყველასია, ამ სექციაში ხელის მომწერთ მიაჩნიათ, რომ სტატიაში წყაროების არარსებობის გამო შეტყობინება არ უნდა ეგზავნებოდეს კონკრეტულ პირს. ნებისმიერი (თუნდაც სხვისი დაწერილი) სტატიისათვის წყაროების მითითება ყოველი ვიკიპედიელის უფლება-მოვალეობაა და ამისთვის დამატებითი შეტყობინება საჭირო არაა.
მომხრეები:
- ყურადღება! ჩხუბში გადაზრდილი კამათის თავიდან ასაცილებლად კენჭისყრა ტარდება ყოველგვარი დამატებითი კომენტარების გარეშე. ხმა მიეცით ამგვარი კოდით: * {{ჰო}} ~~~~. ყოველგვარი დამატებითი მინაწერი ამოიშლება.
ხმები:
- (მომხრე) — ჯაბა ლაბაძე (გ) 10:53, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- (მომხრე) — ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 11:11, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- (მომხრე) — Datofm განხილვაწვლილი 11:25, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- (მომხრე) — მიხეილ (გ) 12:33, 13 თებერვალი 2011 (UTC)
დარჩეს
განმარტება:
- თარგი {{წყაროს მითითება}} და თარგ {{წყარო}}–ში 3 სექტემბერს ჩამატებული მინაწერი დარჩეს, თუმცა შესწორდეს შინაარსი ისე, რომ არ ეწინააღმდეგებოდეს ვიკიპედიის ზოგად პრინციპებს. შეიცვალოს ორივე თარგის გამოყენების დამკვიდრებული წესი.
მომხრეთა არგუმენტი:
- {{წყარო}} და {{წყაროს მითითება}}, აშკარაა, რომ ამ ორი თარგის ერთობლივმა მუშაობამ გარკვეული შედეგი მოიტანა ვიკიპედიის სასარგებლოდ: 3 სექტემბრიდან მოყოლებული არაერთ სტატიას მიეთითა წყარო, რის შედეგადაც ვიკიპედიის ხარისხი და სანდოობა გაიზარდა. ამ სექციაში ხელის მომწერები არ უარყოფენ თარგების შინაარსთან და მათი გამოყენების დამკვიდრებულ წესთან დაკავშირებულ ხარვეზებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს არ უნდა გახდეს მათი წაშლის/გაუქმების მიზეზი. ამ ხარვეზების გამოსწორება მარტივად შეიძლება, თარგების შინაარსი და მათი გამოყენების წესი შესაძლოა მივუსადაგოთ ვიკიპედიის ზოგად პრინციპებს (ერთ–ერთი მოსაზრება ამ თარგების მომავალ შინაარსზე გამოთქმულია ამ წერილში). შეტყობინებას უნდა მიეცეს თხოვნის (დაგვეხმარეთ, რათა ერთად შევძლოთ წყაროების მითითება) და არა მოთხოვნის ფორმა. ამგვარი თხოვნა გაეგზავნება მომხმარებლებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის დაწერაში, რადგან მეტად სავარაუდოა, რომ სტატიის ნამდვილი წყაროები (და არა ინტერნეტ–რესურსები, რომლებიც ხშირად არ წარმოადგენენ სტატიის წყაროს) მან უკეთ იცოდეს. თუკი სტატიის დაწერაში არაერთ მომხმარებელს მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი, ყველა მათგანს მივწერთ თხოვნას დასახმარებლად – თუმცა, თარგის შინაარსს იმგვარად მოვმართავთ, რომ მხოლოდ მათ არ დავავალდებულებთ – ნებისმიერს შეეძლება სხვის მიერ დაწერილი სტატიის გაუმჯობესება და წყაროების მითითება.
მომხრეები:
- ყურადღება! ჩხუბში გადაზრდილი კამათის თავიდან ასაცილებლად კენჭისყრა ტარდება ყოველგვარი დამატებითი კომენტარების გარეშე. ხმა მიეცით ამგვარი კოდით: * {{ჰო}} ~~~~. ყოველგვარი დამატებითი მინაწერი ამოიშლება.
ხმები:
- (მომხრე) — დავით პასუხი 10:44, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- (მომხრე) — დავით XXI 10:46, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- (მომხრე) — ცანგალა (გ) 12:18, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- (მომხრე) — გიორგი 13:35, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- (მომხრე) — Taro განხილვაწვლილი 15:00, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- (მომხრე) — Rastrelli F
15:12, 13 თებერვალი 2011 (UTC)15:47, 13 თებერვალი 2011 (UTC) - (მომხრე) — BruTe (გ) 15:24, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- (მომხრე) — Zolokin განხილვაწვლილი 16:37, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- (მომხრე) — პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 17:11, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- (მომხრე) — G.G. 17:14, 13 თებერვალი 2011 (UTC)
- (მომხრე) — Island (გ) 04:04, 14 თებერვალი 2011 (UTC)
შედეგი
კენჭისყრა გაგრძელდა ერთი კვირა. 4–მა ვიკიპედიელმა თარგის წაშლას მისცა ხმა, ხოლო უმრავლესობამ – 11–მა ვიკიპედიელმა ამ ორი თარგის განახლება ინება. შედეგად შეიცვლება ამ ორი თარგის შინაარსი და გამოყენების წესები. — დავით პასუხი 10:57, 20 თებერვალი 2011 (UTC)
წყაროს მითითების თარგების შეცვლა
კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ თარგები შეიცვლება. მე გთავაზობთ ამგვარ ვარიანტებს:
და
== [[{{{1}}}]] ==
გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატია [[{{{1}}}]] დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
რაც შეეხება გამოყენების წესებს, მე ვფიქრობ რომ უნდა შევცვალოთ მხოლოდ ის, რომ ამ უკანასკნელ თარგის ტექსტს მივწერთ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სტატიის დაწერაში, შესაძლოა ასეთი იყოს რამდენიმე ან საერთოდ არ იყოს (მაშინ, როცა სტატია პატარ–პატრარა ნაბიჯებით ერთობლივად იწერება). მნიშვნელოვანი წვლილის მქონე პირის არარსებობის დროს, არ მოხდება სტატიის შემქმნელის "გაფრთხილება" ამ თარგით. ძირითადი პრობლემა სწორედ ეს იყო აქამდე, რომ ერთმანეთში ვურევდით სტატიის შემქმნელს და მნიშვნელოვანი წვლილის მქონეთ. გამოთქვით თქვენი აზრი, თუ საწინააღმდეგო არაფერი იქნება, რამდენიმე დღეში შევცვლი :). — დავით პასუხი 11:23, 20 თებერვალი 2011 (UTC)
- საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. —G.G. 08:22, 22 თებერვალი 2011 (UTC)
- თავიდანვე ვამბობ დისკუსიის გამო არ ვწერ: თარგების შინაარსში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ერთი რამ, ეს აღარაა ერთის მიერ თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილება და უკვე "ლეგიტიმურია". აი წყაროს მითითების თარგს რაც შეეხება მაინც გავიმეორებ რაზედაც არავინ გაამახვილა ყურადღება. ამ თარგს არ აქვს საერთაშორისო ბმულები და ჩასვით ძალიან გთხოვთ საინტერესოა რამდენ და რომელ ვიკიპედიებში გამოიყენება. აქვე ერთი თხოვნა მექნება, (ნუ ეს ouzo-საც დავუწერე) სოფლების შესახებ აზრი არ ექნება ჩემზე მოწერას, რადგან ქსე არ მაქვს და ერთგვარი მორატორიუმი გამოვაცხადოთ. ამ საქმეს ჩემი დახმარებით გიორგი13 უკვე ასრულებს. გმადლობთ. ვიმეორებ დისკუსიის გამო არ ვწერ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 07:52, 23 თებერვალი 2011 (UTC)
- დისკუსია გვინდა, ჩხუბი არა :). რა თქმა უნდა, ამ თარგის ჩასმისას უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად აქვს აზრი (თითოეულ შემთხვევაში ცალ–ცალკე, მაგ. ჯაბამ უკვე თქვა, რომ სოფლებზე აზრი არ აქვს მასთან...). ისე არ იქნება, აქამდე რომ რობოტებივით ვუგზავნიდით წერილს სტატიის შემქმნელს. რაც შეეხება საერთაშორისო ბმულებს, მგონი ჩვენ გვაქვს მარტო (და ეს არა მგონია პრობლემა იყოს). — დავით პასუხი 11:10, 23 თებერვალი 2011 (UTC)
- შევცდი, ესპანურ ვიკიპედიაში ყოფილა უკვე: es:Plantilla:Aviso referencias. სხვებშიც მოვძებნი. — დავით პასუხი 11:15, 23 თებერვალი 2011 (UTC)
- დისკუსია გვინდა, ჩხუბი არა :). რა თქმა უნდა, ამ თარგის ჩასმისას უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად აქვს აზრი (თითოეულ შემთხვევაში ცალ–ცალკე, მაგ. ჯაბამ უკვე თქვა, რომ სოფლებზე აზრი არ აქვს მასთან...). ისე არ იქნება, აქამდე რომ რობოტებივით ვუგზავნიდით წერილს სტატიის შემქმნელს. რაც შეეხება საერთაშორისო ბმულებს, მგონი ჩვენ გვაქვს მარტო (და ეს არა მგონია პრობლემა იყოს). — დავით პასუხი 11:10, 23 თებერვალი 2011 (UTC)
- თავიდანვე ვამბობ დისკუსიის გამო არ ვწერ: თარგების შინაარსში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ერთი რამ, ეს აღარაა ერთის მიერ თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილება და უკვე "ლეგიტიმურია". აი წყაროს მითითების თარგს რაც შეეხება მაინც გავიმეორებ რაზედაც არავინ გაამახვილა ყურადღება. ამ თარგს არ აქვს საერთაშორისო ბმულები და ჩასვით ძალიან გთხოვთ საინტერესოა რამდენ და რომელ ვიკიპედიებში გამოიყენება. აქვე ერთი თხოვნა მექნება, (ნუ ეს ouzo-საც დავუწერე) სოფლების შესახებ აზრი არ ექნება ჩემზე მოწერას, რადგან ქსე არ მაქვს და ერთგვარი მორატორიუმი გამოვაცხადოთ. ამ საქმეს ჩემი დახმარებით გიორგი13 უკვე ასრულებს. გმადლობთ. ვიმეორებ დისკუსიის გამო არ ვწერ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 07:52, 23 თებერვალი 2011 (UTC)
შეიცვალა თარგები — დავით პასუხი 13:32, 1 მარტი 2011 (UTC)
ouzo - zolokin?
მეგობრებო, ძალიან ცუდი რამის თქმა მიწევს მაგრამ ფაქტია: მას შემდეგ რაც გააქტიურდა ახალი მომხმარებელი ouzo, საკმაოდ გამოცდილად დაიწყო მუშაობა, არანაირად არ ეტყობოდა, რომ ეს ახალი მომხმარებელი იყო. განგებ (ახლა ვხვდები რომ განგებ) დაიწყო ჩემი სტატიების განხილვებზე წერა (ვერ ვხვდები რატომ). ბუნებრივია დავინტერესდი მისი საქმიანობით, მოვიარე რამდენიმე ენოვანი ვიკიპედია და საინგილოზე დაწერილი სტატიების ინგლისური ბმულები გადავამოწმე, აღმოჩნდა რომ ქართული ბმული ინგლისურ ვიკიპედიაში მომხმარებელმა ჩასვა IP-მისამართის გამოყენებით (87.197.138.63; მიზეზი: ინგლისურ ვიკიში არსებობს მომხმარებელი ამ სახელით და არ შეუშვა სისტემაში). ამის მერე გადავდივარ რუსულ ვიკიპედიაში და იქ მხვდება მის გვერდზე ასეთი რამ: Этот участник заблокирован бессрочно განხილვის გვერდზე კი რუსული ვიკიპედიის ჩეკიუზერის Wulfson-ის წერილი Я вынужден заблокировать данную учётную запись бессрочно в связи с тем, что, как показала проведённая мною проверка, она создана в обход бана и принадлежит заблокированному участнику Участник:Zolokin.. ხო მართლა დამავიწყდა აი ამ საიტის გამოყენებით ყველას შეგიძლიათ დაადგინოთ ამ მომხმარებლის ადგილსამყოფელი. მეგობრებო მე ფაქტი მოგახსენეთ. დანარჩენი თქვენზეა ერთად დავადგინოთ რა გავაკეთოთ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 19:13, 27 თებერვალი 2011 (UTC)
- მართლაც ძალიან ცუდი რამე გააკეთე. ამით საკუთარ თავს ავნე.
- დაიწყო ჩემი სტატიების განხილვებზე წერა (ვერ ვხვდები რატომ) – ეს რას ნიშნავს? ცუდი რამე დავწერე? მაშინ საქმეზე მელაპარაკე. ჩემი შენი სტატია არ არსებობს. რატომ არ უნდა მეწერა განხილვის გვერდებზე ვერ გავიგე. მთელი დეტექტიური გამოძიება ჩაატარა კაცმა და თავისი "შედეგები" ყავახანაში გამოიტა, რატომ? იმისთვის, რომ თურმე მე "მისი სტატიების" განხილვის გვერდზე ჩემი აზრი გამოვთქვი, "წერა დავიწყე"? ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდის ამ მომხმარებელს? მე მგონი ამ ფაქტის მერე მისი ადმინისტრატორობა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მე და ზოლოკინი ერთი და იგივე არ ვართ. და სიმართლე გითხრათ, სულ არ მაინტერესებს ვიკიპედიაში ნიკს ამოფარებულ მომხმარებელს იქით ვინ დგას. ნიკი იმისთვისაა, რომ ამოეფარო და არა იმისთვის, რომ ადმინისტრატორმა გამოძიება აწარმოოს ამა თუ იმ მომხმარებლის პიროვნების დადგენის მიზნით. რატომ დააინტერესა ამ კაცს მაინცადამაინც? ეს ბოლო მისი პოსტი აშკარად არაადეკვატურია.— Ouzo განხილვაწვლილი 19:39, 27 თებერვალი 2011 (UTC)
გაოცებული ვარ, ouzo - zolokin, პირადად მე თვალებს ვერ ვუჯერებ და ერთი კითხვა მიტრიალებს: რაში დაგჭირდათ ეს ყველაფერი? ამის შემდეგ, თქვენი ნებისმიერი არგუმენტი და თავის მართლება უსუსურია. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს! მაშ რუსულ ჩეკიუზერს რამე შეეშალა? თვალები გვაქვს და ვხედავთ! რაც შეეხება ადმინისტრატორის მოვალეობებს, ეტყობა თქვენ არ იცნობთ მათ კარგად! რაში დაგჭირდათ? ეს ხომ უკვე ინტრიგანობაა და ვიკიპედიის წესების დარღვევა! უნდა სათანადო პასუხი გაეცეს დაბლოკვით! ზედმეტი თუ ვინმეს მოსდის, ეს თქვენ ხართ, რაც ტქვენი საქციელით უკვე დაადასტურეთ კიდეც! --მიხეილ (გ) 19:50, 27 თებერვალი 2011 (UTC)
- არ ვიცი როგორ მოგმართოდ ouzo - zolokin, გაგიგიათ ყველაზე კარგი თავდაცვა შეტევააო, არა? ჯაბას დიდი მადლობა ყველაფერი გამჭირვალე რომ გახადა და სააშკარაოზე გამოიტანა. თქვენ კი დაუსჯელი არ დარჩებით. მოვითხოვ სასჯელის უმაღლეს ზომას — დაიბლოკოს სამუდამოდ მისი IP. მიშა, ჩეკიუზერს არაფერი შეეშლებოდა, მისთვის ელემენტარულია ამის დადგენა. – GIO---->>13 (გ) 19:58, 27 თებერვალი 2011 (UTC)
ეჰ, გიორგი, გიორგი , მართალი იყო ცანგალა, ადრე იყო შენთვის ადმინისტრატორობა.--Ouzo განხილვაწვლილი 23:07, 27 თებერვალი 2011 (UTC)
მეგობრებო, ვადასტურებ, რომ Ouzo ზოლოკინი არაა , თუმცა შესაძლებელია ორი ან რამდენიმე მომხმარებელი სარგებლობდეს ერთი IP-მისამართით. გულდასაწყვეტი ფაქტია, ის რაც ჯაბამ ჩაიდინა, არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო. გავამხილო ვინ არის Ouzo, რასაც ჯაბა მთხოვდა, ეს ჩემი საქმე არაა. მე სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ისედაც იშვიათად ვახერხებ აქ შემოსვლას და ამ სამარცხვინო ფაქტის მერე ვთვლი, რომ დროა დავამთავრო აქ წერა. ყველას გულწრფელ მადლობას გიხდით კოლეგიალობისთვის, ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან. წარმატებებს გისურვებთ. — Zolokin განხილვაწვლილი 20:02, 27 თებერვალი 2011 (UTC)
გაოგნებული ვარ ამხელა თავხედობით და სიცრუით!!! როგორ იკადრე ზოლოკინ (თუ ouzo) ასეთი რამ? ერთი იუზერით არ გეყოფოდა სტატიების წერა, რომ მეორე ნიკს არ ამოფარებოდი? იქნებ განგვიმარტო რას ჰგავს ეს საქციელი? რომელ ჭკუათამყოფელს მოუვა თავში აზრად სხვადასხვა სახელით წერა... იქნებ ეს იმიტომ გააკეთე, რომ შენ და შენს კლონებს (და რა ვიცით რამდენი გყავს კიდევ ამისთანა) საკუთარი ინტერესების ლობირება მოგეხდინათ ვიკიზე? რამდენ კენჭისყრაში გაქვს ამდენი იუზერებით მონაწილეობა მიღებული? წესით, ყველა კენჭისყრის შედეგი უნდა გაბათილდეს, რადგან ერთი და იგივე ადამიანის მიერ არის ორი ხმა (თუ არა მეტი) დაფიქსირებული! მაშინ ყველანი დავრეგისტრდებით სხვდასხვა მეტსახელებით და რაც გვინდა, იმას დავუჭერთ კენჭისყრისას მხარს. მე მაინტერესებს რატომ ხმას არ აიმაღლებენ ვიკიპედიელები ამისთანა საქციელზე, განა ეს მოსაწონია? ახლა ისღა გვაკლდა, რომ ვიღაც-ვიღაცეებმა საკუთარი სურვილების კლონირება მოახდინონ ამისთანა გზით. ჯობია, უზოც და ზოლოკინიც დაიბლოკონ ასეთი ქმედებისთვის --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 20:05, 27 თებერვალი 2011 (UTC)
ვწუხვარ ზოლოკინ (თუ ოუზო), ვწუხვარ რომ წასვლას აპირებ (აქ შენი წვლილი არავის არ დავიწყებია), მაგრამ სამწუხაროდ იმასაც ვერ ადასტურებ რაზეც ზემოთ წერდი. მაგრამ თუ შენ მაგ პიროვნებას იცნობ პასუხი მაგას მოთხოვე და მის ცუდ საქციელზე იფიქრე რა „გაგიკეთა“ სხვას ნუ დაადანაშაულებ. --ჯაბა ლაბაძე (გ) 20:20, 27 თებერვალი 2011 (UTC)
- ოჰ, რამდენს იტანს ეს ქაღალდი, თქევნ საქმე არ გაინტერესებთ, თქვენ ინტრიგები გაინტერესებთ. მე და ზოლოკინი ერთი ოჯახის წევრები ვართ და ეს ძალიან კარგად იცის ჯაბამ. ზოლოკინმა ადრე უთხრა მას ამის შესახებ. ზოლოკინი დაგემშვიდობათ და მისთვის ახლა გულისამაჩუყებელი "ეპისტოლეების" წერას აზრი არ აქვს. მე მგონია ჯაბა შეპყრობილია დედექტიური მანიით და უნდა იცოდეს ყველა, ვინც ნიკით მუშაობს და ყველაფერი მათ შესახებ (ცნობისმოყვარეობა ადამიანის გარკვეულ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს). წინააღმდეგ შემთხვევაში "ავი სულების" და "ვირტუალების" შეთქმულების თეორია მზადაა, ვისაც პირადად არ იცნობს, ყველა ვირტუალია მისთვის, უკეთეს შემთხვევაში, ვირტუალობის კანდიდატი. მიხეილთან და გიორგი13–თან არაფერი მაქვს სათქმელი. Leovizza–ს კი ურჩევნია კარგად ნახოს ყველა კენჭისყრები და დაალაგოს აქ ფაქტები. და ძალიან, ძალიან იცინებთ თუ Leovizza–ს ბოლო წვლილს ნახავთ, დაერია ყველა სტატიას, სადაც თარგი წყარო იყო და ყველგან ამოყარა, ბუნებრივია, წყაროს მიუთითებლად. ესეც სულიერი მდგომარეობის მანიშნებელია. გინდა დამბლოკეთ და გინდა ნუ დამბლოკავთ, რაც გინდათ ის ქენით აწი, ინტრიგებში ნუ ჩაახრჩობთ აქაურობას, თორემ კიდევ ბევრს ვიტყვი იცოდეთ და ვიღაცეებს მოუწევთ ბოლომდე სიმართლის თქმა, როგორ "იკვლევენ" და "იძიებენ" მომხმარებლების პირად ცხოვრებას ვიღაც–ვირაც ადმინისტრატორები.— ouzo - zolokin განხილვაწვლილი 20:51, 27 თებერვალი 2011 (UTC)
- არა, ახლა დავფიქრდი და ძალიან ცუდი გრძნობა დამეუფლა, გულისამრევია ეს ყველაფერი. მეც წავედი. ერთადერთ ადამიანზე მწყდება გული, დათო დოიჩლანდზე, რომელიც ყველაზე მაგარ სტატიებს წერს. სხვა ყველაფერი, სამწუხაროდ, ან წუნია, ან წუნთან მიახლოებული კოპივო. ნახვამდის, სხვაზე არაფერზე არ მწყდება გული. რაზე, ლეოვიზას ბოლო "წვლილს" რომ ვეღარ ვნახავ მაგაზე დამწყდეს გული? უჰ, ღმერთმა გაგიმარჯოთ.— Ouzo განხილვაწვლილი 21:00, 27 თებერვალი 2011 (UTC)
მე და ზოლოკინი ერთი ოჯახის წევრები ვართ და ეს ძალიან კარგად იცის ჯაბამ. მართლა? ოუზო-ზოლოკინ შენი და ალსანდროს კამათის შემდეგ მე რომ ეს ამბავი პირადად შენგან სხვანაირად ვიცოდი? — ჯაბა ლაბაძე (გ) 21:30, 27 თებერვალი 2011 (UTC)
- მოკლედ არ ისვენებს ეს კაცი. რამდენიმე თვის წინ ზოლოკინმა ჩემი თანდასწრებით მისწერა პირადად ამ კაცს, რომ ზოლოკინ–ის ნიკით ოჯახის წევრები ვწერთო და წესებით ეს აკრძალულიაო? ამ კაცმა უთხრა, არა რატომ არის აკრძალულიო. კარგა ხნის განმავლობაში იუზერ ზოლოკინის ნიკით ოჯახის წევრები ვსარგებლობდით. მერე, როდესაც ზოლოკინი რუსულ ვიკიში დაბლოკეს (ჯაბა მოიძიე), მე გადავწყვიტე, რომ ჩემი იუზერი შემექმნა და ცალკე გამეგრძელებინა ის საქმე, რისთვისაც დაბლოკეს. ქართულ ვიკიში არც ვაპირებდი მუშაობას. მაგრამ მეც დამბლოკეს, და გადმოვედი ქართულ ვიკიში უკვე ჩემი ნიკით. იმის მერე აიკლო ამ კაცმა ზოლოკინი (ნამდვილი) ვინ არის ეს Ouzo–ო, მან კი არ ჩათვალა საჭიროდ, რომ გაემხილა კონფიდენციალური ინფორმაცია (რატომ უნდა გაემხილა? ვიკიპედია ხაშური ხომ არ არის, რომ ყველა ყველას იცნობდეს?). იმის მერე დაეკარგა ამ კაცს მოსვნება. დააკვირდით ზემოთ რას წერს:"მას შემდეგ რაც გააქტიურდა ახალი მომხმარებელი ouzo, საკმაოდ გამოცდილად დაიწყო მუშაობა, არანაირად არ ეტყობოდა, რომ ეს ახალი მომხმარებელი იყო. განგებ (ახლა ვხვდები რომ განგებ) დაიწყო ჩემი სტატიების განხილვებზე წერა (ვერ ვხვდები რატომ)." ანუ ეს არის ეჭვიანობის სინდრომით შეპყრობილი ადამიანი – რატომ იცის წესები? რატომ ერკვევა ასე კარგად? და ა. შ. ერთი დადოს აქ ფაქტები სად და რომელი "მისი" სტატიის განხილვის გვერდზე დავწერე რამე "განგებ". რას შნიშნავს განგებ? ეს ხომ არ არის ჯანსაღი მდგომარეობა? ვინმე რამეს თუ დაწერს ჩემ მიერ შექმნილი სტატიის განხილვის გვერდზე იმის ძიებას დავიწყებ რომ ამ კაცმა "განგებ" დაწერა აქ რაღაც და უნდა გამოვიძიო და გამოვიკვლიო მისი პიროვნებაო? ეს ავადმყოფობაა და სხვა არაფერი. ასე რომ ჯაბა, აჯაბებს შენი ქსე–დან დაკოპებულ სტატიებს მიხედო და მომხმარებლების დევნას თავი დაანებო.--Ouzo განხილვაწვლილი 21:48, 27 თებერვალი 2011 (UTC)
აღმაშფოთებელია თქვენი საქციელი! თუნდაც სხვა მომხმარებლის მიმართ ასეთი შეურაცხყოფებისთვის ხართ დასაბლოკი! --მიხეილ (გ) 21:55, 27 თებერვალი 2011 (UTC)
- მესმის მიხეილ შენი აღშფოთება, მაგრამ არ მესმის შენი არაღშფოთება ვიკიპედიის ნიკის მქონე მომხმარებლების ფაქტიურად დედექტიური დევნა ადმინისტრატორის მიერ. სწორედ ეს დევნაა შეურაცხმყოფელი პირველ რიგში.— Ouzo განხილვაწვლილი 22:01, 27 თებერვალი 2011 (UTC)
მესმის შენი გაღიზიანებული ხარ. ამიტომ პასუხს არ გაგცემ, მე კი აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას ჩემს ქსე-დან დაკოპირებულ სტატიებზე, სხვა თუ არაფერი წყარო მაქვს ჩასასმელი. გმადლობ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 21:57, 27 თებერვალი 2011 (UTC)
- ჰოო, დაარბილე ტონი ხომ? ზემოთ რაც დავწერე ოჯახურ ნიკზე დაადასტურე ის სიტყვები, ეს შენგან ვაჟკაცური ნაბიჯი იქნება.— Ouzo განხილვაწვლილი 22:01, 27 თებერვალი 2011 (UTC)
- ასევე, მოვითხოვ განმარტო შენი სიტყვები, რითიც მთელი ეს ინტრიგა დაიწყე ზემოთ – "განგებ (ახლა ვხვდები რომ განგებ) დაიწყო ჩემი სტატიების განხილვებზე წერა". მოვითხოვ განუმარტო საზოგადოებას ამ სიტყვების დედააზრი.— Ouzo განხილვაწვლილი 22:04, 27 თებერვალი 2011 (UTC)
ერთი შეკითხვა მაქვს: თუ რამდენიმე თვის წინ ასე გამენდო ზოლოკინი და ამდენი რამე მითხრა საკუთარ ოჯახზე დღეს გახდა კონფიდენციალური თქვენს შესახებ ინფორმაცია? არც ის დაგავიწყდეს ახლა შენ იმ პოზიციაში არ ხარ რამე მოითხოვო. — ჯაბა ლაბაძე (გ) 22:09, 27 თებერვალი 2011 (UTC)
ამდენი რამე მითხრა? ვა–ჰა–ჰა! რამდენი რამე უთქვამს?! კი არ გაგენდო, გკითხა ერთი კონკრეტული საკითხიშ შესახებ, ეს მაინც ვიცი, ჩემი თანდასრებით და ჩემი რჩევით გკითხა. ჰოდა რომ არ იცი ვინ ვარ, სწორედ ეს არის კონფიდენციალური. მე მომხმარებელი ვარ ისეთივე, როგორც შენ და ყველა სხვა და ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვითხოვ, რომ განმარტო საზოგადოების წინაშე შენი ინტრიგის პროლოგის შინაარსი, რის გამოც თურმე დაგიწყია ჩემი დევნა – "განგებ (ახლა ვხვდები რომ განგებ) დაიწყო ჩემი სტატიების განხილვებზე წერა". დანარჩენს ეტაპობრივად მივყვებით. — Ouzo განხილვაწვლილი 22:19, 27 თებერვალი 2011 (UTC)
სხვათა შორის ახლაც ძალიან უხეშად არღვევ ვიკიპედიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.— Ouzo განხილვაწვლილი 22:21, 27 თებერვალი 2011 (UTC)
კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ დამირღვევია, ვიკიპედიიდან მოგაწოდე ბმული. ხოდა განგებ რატომ თუ გაინტერესებს ადრე დაწერილ ერთ-ერთი მომხმარებლის ციტატას მოგიყვან
„ზოლოკინს და კიდევ იმ უცხო ჟღერადობის მომხმარებელს ეტყობათ, რომ მეტი საქმე არ აქვთ გარდა წყლის ამტუტებისა ვიკიში. ნეტავ თვითონ რა აქვთ შექმნილი ამდენს რომ ლაპარაკობენ?“
|
- მოიცა, მოიცა, ლოგიკა სადაა, ზემოთ წერდი, რომ ჩემი სტატიის განხლივის გვერდებზე განგებ მიწერდა რაღაცეებს და მაგიტომ დავინტერესდიო. რა შუაშია აქ სხვა მომხმარებლების ციტატები? მე გეკითხები რა დავწერე ისეთი "შენი სტატიების" განხილვის გვერდებზე, რის გამოც გადაწყვიტე ჩემი დევნა გლობალურ ვიკიში, ლამის ინტერპოლის ჩართვით. რა დავაშავე მე იმისთანა, რომ დამიწყე დევნა. ეს აუხსენი საზოგადოებას. და რაც შეეხება ზემოთ ციტატებს, ყველა უაზრო კომენტარი კი არ უნდა გაიმეორო. გიღცევნია საქმეს დაუბრუნდე და ახსნა ჩემი დევნის დაწყების მიზეზი. ისიც დაადასტურეთ, გკითხათ თუ არა ზოლოკინმა, რომ ამ ნიკით ოჯახის წევრები ვსარგებლობთ და დარღვევა ხომ არ არისო? გკითხათ თუ არა? მიპასუხეთ კი ან არა. — Ouzo განხილვაწვლილი 22:37, 27 თებერვალი 2011 (UTC)
ამის გარკვევას რომ მოვრჩებით, მერე გავარკვიოთ სხვა მომხმარებელების დევნის საკითხიც, რომლის შესახებ მათ წარმოდგენაც არ აქვთ. ძილი ნებისა.— Ouzo განხილვაწვლილი 22:40, 27 თებერვალი 2011 (UTC)
უაზრო კომენტარები? შენი რამდენია აქ იცი მასეთი? (გარდა ამისა რაც მეტს დაწერ მით უფრო არადიპლომატიურად, უაზრობებს დაწერ) ეს იხილე აქ ამ სტატიის შესახებ წერ არ მგონია, რომ ეს სტატია აქტუალური იყოს საქართველოსთვის და რამეში წაადგეს ქართული ვიკიპედიის მკითხველს. ეს ჩემი პირადი აზრია, რისი გამოთქმის უფლებაც, ალბათ, მაქვს. ამჯერად, ყურადღებას აღარ ვამახვილებ სტატიის სტილისტურ გაუმართაობაზე. და შემდეგ იქვე უთითებ თქვენ ვინც გგონივართ მე ის არ ვარ. ის მამაჩემია; შემდეგ შემოგაქვს სტატია რბილად რომ ვთქვათ არაენციკლოპედიური ნახეთ ძველი ვერსია და ამით შენსავე ნათქვამს ეწინააღმდეგები. აშკარად წყლის ამტუტება გინდა აბა სხვა რა უნდა ვიფიქროთ. ამის დასტურია შენი ბოლო კომენტარიც (სხვა მომხმარებელების დევნის საკითხიც) აშკარად უსუსური (ეს რბილად თორემ ქართველები ჯიგრულ-მამაპაპურად ამას სხვა რამეს ვეძახით) ხარ ოუზო-ზოლოკინ.
შენგან განსხვავებით მე ვაღიარებ, რომ ოუზო თავიდან გიორგი (გაესერი) მეგონა (ამის შესახებ თებერვლის დასაწყისში გწერდი სკაიპით) და კაცურადაც ბოდიშს მოვუხდი (ათასჯერ ბოდიშს), მაგრამ შენ რა გეშველება ამით? არაფერი. უკვე მორალური უფლებაც დაკარგე ვიკიპედიაში დარჩენისა.
გარდა ამისა არ დაგავიწყდეს სახელის პლაგიატი (Ouzo). კიდევ ერთს გირჩევ წადი და ოჯახური აკაუნტის შესახებ ზღაპრები რუსებს მოუყევი. --ჯაბა ლაბაძე (გ) 05:52, 28 თებერვალი 2011 (UTC)
მხოლოდ ინფორმაციისთვის: მე, როგორც IT სფეროში მომუშავემ, პრაქტიკიდან ვიცი, რომ ერთი და იმავე IP მისამართით შეიძლება სარგებლობდეს არამარტო ერთი ოჯახის წევრები, არამედ მეზობელი ოჯახებიც (ერთ როუთერს მიერთებული 2, 3, ან მეტი ოჯახი, უმეტესად ორი). შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მომხმარებლები ოუზო და ზოლოკინი ერთ IP-ის იყენებენ, გვიჩვენებს იმის შესაძლებლობას, რომ:
- ეს ორი მომხმარებელი ერთი და იგივე პიროვნებაა;
- ერთი ოჯახის წევრები არიან;
- მეზობლები არიან;
მაგრამ ამით დანამდვილებით მტკიცება პირველი ვარიანტისა, შეუძლებელია. ვინც დააშავა, ერთი დააშავა და ვინც დააბრალა - ათიო, ხომ გაგიგიათ. ასეთი პირდაპირი მტკიცება იმისა, რომ ამ ორ ნიკს უკან ერთი და იგივე პიროვნება დგას (რაც ვიკის წესებსაც ეწინააღმდეგება), მთლად გამართლებულიც არ მგონია. შესაბამისად, ის აღშფოთება, რომელიც ზემოთ გამოთქვა ზოგიერთმა მომხმარებელმა, შესაძლოა არაკორექტულიც იყოს. და კიდევ, მე ამ პოსტით არ ვცდილობ გავამართლო/მხარი დავუჭირო ოუზო-ზოლოკინს, ვიმეორებ რაც თავშივე დავწერე, მხოლოდ ინფორმაციისთვის.—G.G. 06:56, 28 თებერვალი 2011 (UTC)
- იგივე უნდა დამეწერა, რაც ITshnik-მა დაწერა. დავამატებ იმას, რომ არანაირი საბაბი Ouzo-სა და Zolokin-ის დაბლოკვისა ამ ეტაპზე არ არსებობს. არც გამოძიებისათვის არსებობდა რაიმე საბაბი (ჯაბა ჩეკ–იუზერი არაა და არ აქვს ამისი უფლება). ერთ IP-ზე რამდენიმე მომხმარებელი დაშვებულია, ვერავინ დაამტკიცებს, რომ ეს ორი მომხმარებელი ერთი და იგივე პიროვნებაა (მე პირადად მათი სტატიების სტილსა და საუბრის მანერაშიც კი ვხედავ სხვაობას). ოჯახის წევრებს აქვთ უფლება ჰქონდეთ სხვადასხვა სახელები ვიკიპედიაში. აღშფოთება აქ უადგილოა – მათ არაფერი გაუფუჭებიათ. და თუ მაინც ვინმე დაბლოკავს ან ერთს, ან მეორეს, ან IP-ს მათსას, მაშინ ჩემი IP–ის დაბლოკვაც მოგიწევთ, ვინაიდან ჩემს IP-ზე 3 მომხმარებელია. — დავით პასუხი 07:09, 28 თებერვალი 2011 (UTC)
“ | (გერმანული) Die IP-Adresse, von der aus ein angemeldeter Benutzer editiert, kann nur in Ausnahmefällen von einigen wenigen Beauftragten eingesehen werden, die das Sonderrecht eines Wikipedia:Checkuser erhalten haben. Ein Checkuser darf nur unter strengen Auflagen handeln, etwa, wenn der fragliche Benutzer sich schwer regelwidrig oder gar kriminiell verhalten hat. IP მისამართი, რომელსაც რომელიმე დარეგისტრირებული მომხმარებელი იყენებს, შესაძლებელია საჯაროდ გამოაშკარავდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში განსაკუთრებული მცირე რაოდენობის ზედამხედველების მიერ, რომლებიც ჩეკიუზერის სპეციალურ უფლებას ფლობენ. ჩეკიუზერს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ მკაცრი პირობების ქვეშ, მაგალითად, როცა მომხმარებელი რთულად დასამორჩილებელია (არაკანონმორჩილია) ან საერთოდ კრიმინალურად მოქმედებს. (ხაზგასმა ჩემია) |
” |
- მაპატიეთ გაუმართავი თარგმანისათვის, აზრი გასაგებია. წინაპირობა ამ ორი მომხმარებლის IP მისამართის ქართულ ვიკიპედიაში საჯაროდ გამოტანისა არ არსებობდა, ისევე როგორც არ არსებობდა ამისი უფლება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდგომში ეს. — დავით პასუხი 07:38, 28 თებერვალი 2011 (UTC)
- გარდა ამისა, ჯაბას მიერ გამოყენებული Whois სისტემა გადავამოწმე, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მე ვცხოვრობ ინგლისში, ქალაქ ლონდონში, მაქვს რაღაც უცნაური ტელეფონის ნომერი, უცნაური იმეილი და მქვია David. მხოლოდ სახელი დაემთხვა. ესეც ინფორმაციისათვის. — დავით პასუხი 07:49, 28 თებერვალი 2011 (UTC)
- სხვათა შორის, უკვე დადგენილი IP მისამართის საჯაროდ გამოაშკარავებისა და მესამე პირისთვის გადაცემის უფლება არც ჩეკიუზერს აჰვს: de:Wikipedia:Checkuser. — დავით პასუხი 07:56, 28 თებერვალი 2011 (UTC)
- გარდა ამისა, ჯაბას მიერ გამოყენებული Whois სისტემა გადავამოწმე, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მე ვცხოვრობ ინგლისში, ქალაქ ლონდონში, მაქვს რაღაც უცნაური ტელეფონის ნომერი, უცნაური იმეილი და მქვია David. მხოლოდ სახელი დაემთხვა. ესეც ინფორმაციისათვის. — დავით პასუხი 07:49, 28 თებერვალი 2011 (UTC)
- მაპატიეთ გაუმართავი თარგმანისათვის, აზრი გასაგებია. წინაპირობა ამ ორი მომხმარებლის IP მისამართის ქართულ ვიკიპედიაში საჯაროდ გამოტანისა არ არსებობდა, ისევე როგორც არ არსებობდა ამისი უფლება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდგომში ეს. — დავით პასუხი 07:38, 28 თებერვალი 2011 (UTC)
ყველაფერი აქედან გამომდინარე, სანამ აღშფოთებას გამოთქვამდეთ, მანამდე დაადგინეთ, რამდენად სამართლიანად მოხდა ამ ორი მომხმარებლის "მხილება" ქართულ ვიკიპედიაში ყოველგვარი მიზეზის (თუ საბაბის) გარეშე. ქართულ ვიკიპედიაში მათი დაბლოკვა უსამართლობაა, რბილად რომ ვთქვათ. რუსულში თვითონ რუსებმა იციან. — დავით პასუხი 08:00, 28 თებერვალი 2011 (UTC)
ადმინისტრატორი, რომელიც უხეშად არღვევს კონფიდენციალობის პოლიტიკას, თესავს ვიკიპედიაში ღვარძლს და ინტრიგებს, არ იმსახურებს ადმინისტრატორობას. მე აქ დიიიდი წერტილი დავსვი მეგობრებო. --Ouzo განხილვაწვლილი 08:07, 28 თებერვალი 2011 (UTC)
- ვეთანხმები Ouzo-ოს. რუსულ ვიკიპედიაში რატომ არიან დაბლოკილები Ouzo და zolokin სამწუხაროდ ეს არავის არ აინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ქართულ ინტერესებს იცავდნენ. ქართულ ვიკიპედიაში კი ჯერჯერობით კარგის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ. ამიტომ არც მათი დაბლოკვა მიმაჩნია მიზანშეწონილად და არც მათი წასვლა. ეს მათ კარგად ესმით და დარწმუნებული ვარ თავიანთ მუშაობას გააგრძელებენ როგორც ქართულ ასევე სხვა ენოვან ვიკიპედიებში. --ცანგალა (გ) 13:51, 28 თებერვალი 2011 (UTC)
ტექნიკური პრობლემა მაქვს
როდესაც ჩემი განხილვის გვერდი იცვლება ელ. ფოსტით აღარ მომდის შეტყობინება. რა პრობლემა მაქვს? კონფიგურაციაში აღნიშნული მაქვს რომ მივიღო.--ცანგალა (გ) 14:22, 28 თებერვალი 2011 (UTC)
- #მედიავიკი 1.17 – ამისი ბრალი უნდა იყოს. ვიმედოვნებ, გამოსწორდება. — დავით პასუხი 14:33, 28 თებერვალი 2011 (UTC)
- ცანგალა, თუ დამიდასტურებ, რომ ეს პრობლემა აღარაა, ამასაც დავხურავ. — დავით პასუხი 13:33, 1 მარტი 2011 (UTC)
- 6 მარტს მივიღე 4 მარტს შეცვლილი ჩემი განხილვის გვერდი. ე. ი. რაღაც დროის გასწორება სჭირდება რომ იმავე დღეს მივიღო. პრობლემა ჯერჯერობით მოხსნილი არ არის.--ცანგალა (გ) 10:44, 6 მარტი 2011 (UTC)
- მე გუშინ გვიან ღამით მიმიღია ამ ცდის შედეგად იმეილზე შეტყობინება. ანუ, იმავე დღეს მივიღე, მაგრამ მოგვიანებით. ე. ი. მუშაობს, მაგრამ, ხარვეზებით. გასწორდება ალბათ. — დავით პასუხი 10:54, 6 მარტი 2011 (UTC)
ჯაბას მიერ კონფიდენციალობის დარღვევა
კოლეგებო, დღეს ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ასეთი წერილი გადმომცა, რომელიც ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორის, user:Jaba1977-ის დაწერილია. ვახდენ მის პუბლიკაციას ვიკიპედიაში და ველი ვიკიპედიელების შეფასებას. გარდა ამისა, ამ შეფასების შემდეგ, გადავწყვეტ, მივწერო თუ არა ომბუდსმენებს user:Jaba1977-ის ამგვარი უხეში დარღვევის შესახებ. კონფიდენციალობის პოლიტიკის დამრღვევი ტექსტი განგებ ვარსკვლავებში ჩავსვი.
- ჯაბა ლაბაძე <******>
- ვეძებ ჩემს პატარა მეგობრებს ***** და გიორგი *****. როგორც მითხრეს თქვენს ****** უნდა სწავლობდნენ. შეგიძლიათ დამიდასტუროთ ეს ინფორმაცია?
რამდენად იმსახურებს ადამიანი, რომელიც კონფიდენციალობის პოლიტიკას ასე უხეშად არღვევს, ვიკიპედიის ადმინისტრატორობას? შეგახსენებთ, რომ რუსულ ვიკიპედიაში სულ ახლახან მოხსნეს ადმინისტრატორის უფლებები გაცილებით მცირ დარღვევისთვის. გარდა ამისა მინდა ავღნიშნო, რომ ეს არ არის ამ მომხმარებლის მიერ კონფიდენციალობის პოლიტიკის დარღვევის პირველი შემთხვევა, რაშიც დარწმუნება რამდენიმე თემით ზემოთ შეგიძლიათ. ახლა კი კითხვა - როგორ შეიძლება ვიკიპედიის ადმინისტრატორი იყოს ადამიანი, რომელმაც არც ვიკიპედიის წესები არ იცის და არ სურს მათი შესრულება, და თან თავისი მოქმედებით უკვე სამი მომხმარებლის კონფიდენციალობის უფლება დაარღვია?--გიორგი 13:16, 28 თებერვალი 2011 (UTC)
- რუსული ვიკიპედია ჩვენთვის მაგალითი არ არის. მაგრამ როდესაც ქართულ ვიკიპედიაში დარღვევაა უნდა მივიღოთ ზომები. რომ მომავალში სხვა ადმინისტრატორებმა არ გაიმეორონ. ალბათ ჯაბას აქვს ამ წერილის ახსნაც.--ცანგალა (გ) 14:02, 28 თებერვალი 2011 (UTC)
- ჰმ. ამ წერილს მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: ჯაბა იქექება ვიკიპედიელთა პირად ცხოვრებაში, ვინ იცის, ეგებ ჩემშიც... ამ ადამიანთან ბოლოჟამს ვცდილობდი დამეწყნარებინა სიტუაცია, მაგრამ არ გამოდის. მე არ მსურს, ვიკიპედიაში ადმინისტრატორი იყოს პიროვნება, რომელმაც ცოტა ხანში შეიძლება ჩემს პირად ცხოვრებაშიც ჩაყოს ცხვირი დაუკითხავად. და მაინც, საინტერესოა როგორ ახსნის თავად ამ წერილს, პატარა „მეგობრებთან“ მიწერილს. — დავით პასუხი 14:17, 28 თებერვალი 2011 (UTC)