ვიკიპედია:პერსონალური შეტევების დაუშვებლობა

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:პშდ)
ვიკიპედიის სახელმძღვანელოები
ქცევის წესები

ნუ ეცემით ახალბედებს · ეტიკეტი · განხილვის გვერდების მართვა · იყავით გაბედული · ვიკიპედია:რეზიუმე · მალსახმობი · კატეგორიზაცია

შინაარსის სახელმძღვანელოები

ლიტერატურის მითითება · სანდო წყაროები · ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს

რედაქტირების წესები

ბიოგრაფიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა · წყაროს მითითება

სტილის სახელმძღვანელო

სტილის სახელმძღვანელო


იხ. აგრეთვე დებულებები

არ განახორციელოთ პერსონალური შეტევები ვიკიპედიის ფარგლებში. შენიშვნა კონტენტზე და არა მომხმარებელზე. პერსონალური შეტევა ზიანს აყენებს ვიკიპედიის საზოგადოებას და კოლეგიალურ ატმოსფეროს, რომელიც ესოდენ ესაჭიროება კარგი ენციკლოპედიის შექმნას. სხვა რედაქტორების მიმართ განთავსებული დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი კომენტარების წაშლა შეუძლიათ ნებისმიერ რედაქტორებს. განმეორებითმა ან აშკარა პერსონალურმა შეტევებმა შესაძლოა სანქციები გამოიწვიოს, ბლოკირების ჩათვლით.

რა არის პერსონალური შეტევა?

ვიკიპედიაში კომენტარების ზოგიერთი ტიპი ყოვლად მიუღებელია.

  • რასობრივი, სექსისტური, ჰომოფობიური, ეიჯისტური, რელიგიური, პოლიტიკური, ეთნიკური, ეროვნული, სქესობრივი ან სხვა ეპითეტები (ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საწინააღმდეგო) მიმართული სხვა მომხმარებლის ან ჯგუფისა და მომხმარებელთა წინააღმდეგ. უთანხმოება იმის თაობაზე თუ რას შეადგენს რელიგია, რასა, სექსუალური ორიენტაცია თუ ეროვნება ვერ იქნება ლეგიტიმური შეწყნარება.
  • განცხადება იმის თაობაზე, რომ ამა თუ იმ მომხმარებელს არ შეუძლია კარგად დაწეროს ესა თუ ის სტატია ან საერთოდ იყოს ვიკიპედიის ღირსეული მომხმარებელი თავისი ასაკის, სქესის, ეროვნული კუთვნილების, რელიგიის, სოციალური ჯგუფის, პროფესიის, ორგანიზაციის ან სხვა პირთა კატეგორიის გამო. ამასთან არ აქვს მნიშვნელობა, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ეს მომხმარებელი ამ კატეგორიას.
  • ვიკიპედიის მომხმარებლის წვლილის ნეგატიური შეფასება, მაგალითად, „ის ტროლია“, „ის ცუდი რედაქტორია“ და ა.შ. რომელსაც თან არ ახლავს წონადი არგუმენტაცია (კონკრეტული ცვლილებების მნიშვნელოვანი რაოდენობის ანალიზი და ა.შ.).
  • ვინმეს წევრობის გამოყენება, როგორც ad hominem ნიშნავს მათი შეხედულებების დაკარგვას ან დისკრედიტაციას — იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ვინმეს წევრობა მეინსტრიმული; ამის მაგალითია: „თქვენ ხართ მატარებლის მეთვალყურე, ამგვარად, რა უნდა იცოდეთ თქვენ მოდის შესახებ ?“ — ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს არ არის პერსონალური შეტევა, არამედ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი სტატიის ან თემის ირგვლივ რედაქტორთა შორის მათი განხილვის ან სტატიის განხილვის გვერდზე.
  • ნეგატიურად შეფერადებული ლექსიკა, რომელიც მომხმარებელს და მის ხასიათს ახასიათებს: შეფასებები, როგორებიცაა „სულელი“, „დებილი“, „შეურაცხი“, „ისტერიკა“, „მრავალსიტყვაობა“ და აგრეთვე ნებისმიერი უცენზურო გამონათქვამი (მათ შორის გამოტოვებული ან შეცვლილი ასოებით და ა.შ.).
  • ნეგატიური გამონათქვამი სხვის მისამართით ან უპირატესობით გამოსვლა სხვა მომხმარებელთან მიმართებაში, მაგალითად, „მე ვარ მეცნიერებათა დოქტორი და შენ ვინ ხარ საერთოდ?“.
  • მომხმარებლის სახელის განზრახ დამახინჯება.
  • იმის მტკიცება, რომ მომხმარებელს სჭირს ავადმყოფობა, რომ არის გონებრივად ან ფიზიკურად არასრულფასოვანი და ა.შ.
  • გადაბმული გარე შეტევები, შევიწროვება ან რაიმე მასალა სხვა რედაქტორზე შეტევის მიზნით.
  • რედაქტორების შედარება ნაცისტებთან, დიქტატორებთან ან სხვა ცუდი რეპუტაციის მქონე პიროვნებებთან.
  • ბრალდებები პერსონალურ საქციელზე, რომელიც დამამტკიცებელი საბუთების გარეშეა. სერიოზული ბრალდებები მოითხოვს სერიოზულ მტკიცებულებებს. მტკიცებულებები ვიკიპედიაში ხშირად წარმოდგენილია diffs და links-ის სახით.
  • მათ რიცხვშია დამუქრება, მაგრამ არ არის შეზღუდული:
    • არ დაემუქროთ სასამართლოთი
    • ძალადობის მუქარა ან სხვა ვიკის-მიღმა ქმედება (მათ შორის სიკვდილით დამუქრება)
    • მუქარა ან ქმედება, რომელიც წინასწარ აგდებს საფრთხეში ვიკიპედიის რედაქტორებს, პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა ტიპის დევნით, განხორციელებული მთავრობის ან მათი დამქირავებლების თუ სხვა ნებისმიერ პირთა მხრიდან. ამ სახის დარღვევამ, შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი ბლოკირება, რომლის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ადმინისტრატორს მისი აღმოჩენის მომენტიდან.
    • რედაქტორზე განხორციელებული მუქარა.

ეს მაგალითები არ არის ამომწურავი. რედაქტორის შეურაცხყოფა ან დამცირება ეს არის პერსონალური შეტევა, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ არის იგი შესრულებული. ეჭვის არსებობისას, დააკომენტარეთ სტატიის შემცველობა და არა საკუთრივ მომხმარებელი.

რატომ არის პერსონალური შეტევები საზიანო

პერსონალური შეტევები არის დამანგრეველი. პერსონალური შეტევების გამო სტატიათა განხილვის გვერდზე წარმოებული დისკუსია სცილდება სტატიის თემას. ამგვარი შეტევები, როგორც წესი, აგრძელებს ბრძოლის ხაზს და ართულებს მუშაობას რედაქტორთა შორის.

მომხმარებლებს ხშირად სურთ, რომ მათი თვალსაზრისი იყოს ჩართული სტატიებში. დასაბუთებული დებატების წყალობით, მომხმარებლებს შეუძლიათ ამ შეხედულებების სინთეზირება ერთ სტატიაში, რაც ქმნის უკეთეს, უფრო ნეიტრალურ სტატიას თითოეული მკითხველისათვის. თითოეული ადამიანი, რომელიც არედაქტირებს სტატიას, არის ერთი დიდი საზოგადოების ნაწილი — ჩვენ ყველანი ვიკიპედიელები ვართ.

პერსონალური შეტევები ერთნაირად ეკრძალება ყველა ვიკიპედიელს. მიუღებელია აგრეთვე პერსონალური შეტევის განხორციელება მომხმარებელზე, რომელსაც აქვს სულელური ან უზრდელური საქციელი და იმათზეც, რომლებიც იყვნენ დაბლოკილები, ბანირებული ან სხვაგვარად სანქცირებულნი. ვიკიპედია თავაზიანი საზოგადოების წამახალისებელია: ადამიანები უშვებენ შეცდომებს, თუმცა ისინი ამ შეცდომებზე უნდა სწავლობდნენ და უნდა ცვლიდნენ თავიანთ გზას. პერსონალური შეტევები წინააღმდეგობას უწევს ამ სულისკვეთებას და ზიანს აყენებს ერთმანეთში მუშაობასა და ენციკლპედიის შექმნას.