ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება/არქივი/5

სეპარატიზმის წაქეზება

ვერ ვიგებ აი რატომ და როგორ უნდა არსებობდეს ასეთი თარგი თარგი:ქვეყნის_მონაცემები_აფხაზეთი? ჯერ სახელი რას მიქვია, მერე ის ჭრელი დროშისმაგვარი ნაგლეჯი რა არის?! გადახედეთ და შეაფასეთ, ვითხოვ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვას რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ყველაფერი და ადგილი არ ქონდეს პიროვნულ თვითნებურობას! --g. balaxaZe 20:33, 4 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

საკითხის განხილვა უნდა გაგრძელდეს სტატიის განხილვაში. — Mikheil მიწერა 20:36, 4 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:Dixtosa → მომხმარებელი:Giorgi Eufshi

@MIKHEIL: @David1010: გამარჯობა! საერთოდ, როგორც ცნობილია ვიკიპედიაში ორი ანგარიშის შექმნა არ არის რეკომენდებული, განსაზღვრული შემთხვევების გარდა. ვიკი-საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ეს განსაზღვრული შემთხვევები ამ მომხმარებელს ვერ შეეხება, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ იგი მკვეთრად გამოხატული ვანდალია. აქ განხორციელებული ქმედება ისევ იხრება ვანდალიზმისკენ და ამასთან რეზიუმეში შესრულებული მინაწერი. ამ წესის ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით თანახმად ვფიქრობ, ორივე ანგარიში განუსაზღვრელი ვადით უნდა დაიბლოკოს. ვთხოვ ბიუროკრატებს ამ საქმეში ჩაერთონ. - OTOGI Messages 11:11, 30 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

დაუყოვნებლივ დასაბლოკია. — Mikheil მიწერა 11:35, 30 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ბიუროკრატი არაფერ შუაშია, ამ საქმეში სამივეს შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ადმინისტრატორებს. მეც გამოვთქვამ ჩემს აზრს. ჩვენთან მოქმედებს რამდენიმე ანგარიშის პოლიტიკა (ინგლისური ვერსია). შესავლის ბოლოს ვკითხულბთ, რომ „მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ გამოიყენონ რამდენიმე ანგარიში დაშვებული მიზეზების გამო, უნდა უზრუნველყონ ბმულები ამ ანგარიშებსა და შესაბამის მომხმარებლის გვერდებს შორის“. ახალი მომხმარებლის გვერდზე მეორე ანგარიშის შექმნის მიზეზად მოყვანილი აქვს უსაფრთხოება. ძველი ანგარიში რომ განუსაზღვრელი ვადით იყოს დაბლოკილი, სხვა საქმე იქნებოდა, ისე განვიხილავდით ამ ფაქტს, როგორც ბლოკის არიდების მცდელობას. თუ მომხმარებელი დაარღვევს იმ წესებს, რომლებიც ჩემ მიერ მოყვანილ გვერდზეა მითითებული, რა თქმა უნდა, უნდა დაიბლოკოს, თანაც ისე, რომ ეს ისტორიაც გათვალისწინებული იყოს. ესაა ჩემი აზრი. – BruTe () 11:40, 30 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

@BRUTE: კი, ადმინისტრატორსაც შეუძლია და ბიუროკრატსაც. ბიუროკრატები ამის გამო არ მომინიშნია, აზრი მაინტერესებდა. რაც დაწერე ეგ მქონდა გათვალისწინებული და ამის გამო დავწერე აქ. მაგრამ ბოლომდე ვერ დაგეთანხმები. საქმე იმაშია, რომ მისი ამ ახალი ანგარიშიდან უკვე განხორციელდა არასასურველი რედაქტირება, გვერდის თვითნებური გადატანა განმარტების გარეშე. ახლა ამ ანგარიშს რა უნდა ვუყოთ ? ცალ-ცალკე უნდა ვაფრთხილოთ ?. მომხმარებელი მკვეთრად გამოხატული ვანდალია და მისი ახალი ანგარიშის შექმნა არის საეჭვო, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი აქვს მითითებული. - OTOGI Messages 11:50, 30 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

სანდრო, გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ამ საქმის მიზანთან შედარებით წესები შეიძლება მეორეული იყოს. სწორედ ამიტომ დავსვი შეკითხვა, რათა არ ეგონოს ვინმეს, რომ ჩემი თვითმიზანი ამ მომხმარებლის სამუდამოდ განდევნაა ვიკიპედიიდან. მე ხელებს მაღლა ვწევ. - OTOGI Messages 12:05, 30 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ეს მომხმარებელი დასაბლოკი არ არის. უბრალოდ მან არ იცოდა როგორ შეეცვალა მომხმარებლის სახელი. შეუცვალეთ მშვიდობიანად. მან თვითონ მიგვითითა, რომ ადრე სხვა სახელი ჰქონდა.--ცანგალა () 12:16, 30 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
შანსი მოგეცა და გადიდგულდი? არ წავსულვართ და არც ვაპირებთ, ასე განაგრძე და შენ წახვალ სულ მალე ისევ იქ, საიდანაც დაბრუნდი. — Mikheil მიწერა 14:27, 30 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ამ ეტაპზე დაბლოკვის საფუძველს ვერ ვხედავ მეც. თუმცა, ასე ვთქვათ, შეშფოთებას გამოვთქვამ ცინიზმის გამო და ამ მომხმარებლისათვის „უბლოკო სტატუსის“ მინიჭების მომხრე არ ვარ :). შესაბამისად, ძველებური ქმედებების გამეორება მიგვიყვანს ბლოკამდე. Deu. 14:56, 1 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

უთანხმოება

  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

მომხმარებელი Deu ათავსებს ანტიქართულ და ცრუ ინფორმაციებს, რაც არღვევს ვიკიპედიის წესებს. კერძოდ სტატიაში: სომხეთის ისტორია ნაჩვენებია რუკა რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, იქ ჩანს თითქოს, ტიგრანმა საქართველოს ტერიტორია დაპყრო თბილისის,მცხეთის,სამცხის და შიდა ქართლის ჩათვლით,მტკვრის ჩრდილოეთითაც კი. ეს სიცუეა, ტიგრანის დროს იბერიამ დაკარგა მხოლოდ მტკვირს სათავე და ქვემო ქართლის ნაწილი, არცერთი წყარო ამ რუკის დამადასტურებელი არ არსებობს თუმცა ჯიუტად ეწევა იუზერი სომხურ პროპაგანდას. ასევე გოგარენე/გუგარქი/ქვემო ქართლი სომხეთის ისტორიულ რეგიონად ჰყავს მოხსენიებული,სტატიაში სომხეთის ისტორიული რეგიონები, რაც ასევე სიცრუეა, ამას ასაბუთებს იმით რომ სომხეთს ეს ტერიტორია გარკვეული პერიოდი დაპყრობილი ჰქონდა,მაგ ლოგიკით ყარსი,ანისი,დვინი,ერევანი უფრო დიდი ხანი ეკავა საქართველოს, ესენი ჩვენი ისტორიული რეგიონებია? ვასწორებ,მაგრამ ჯიუტად შლის. გთხოვთ მიხედოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელების აღკვეთას ვიკიპედიაში.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:49, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

P. S. დასათაურება ჩემია.   Deu. 11:52, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
თუკი პრობლემა მე ვარ, კი ბატონო, აქ განვიხილოთ ჩემი ტომიდან მოკვეთის საკითხი. თუკი სტატიების შინაარსზე ვდაობთ, ამას შესაბამისი განხილვის გვერდები აქვს: განხილვა:სომხეთის ისტორიული რეგიონები, განხილვა:სომხეთის ისტორია, განხილვა:უტიქი. Deu. 11:56, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

დასათაურება პროვოკაციულია თქვენი მხრიდან,მე ის არ გამიკეთებია და ჩემი დაწერილი პრეტენზიის ზევით რატომ გააკეთეთ ეს? უსინდისობაა,მოვითხოვ გაასწოროთ ისე როგორც იყო.თუ სურვილი მექნებოდა თვითონ ვიზამდი. ახლა მეორე. ეს რაიმე ჭეშმარიტებაზე მქონე ენციკლოპედიაა თუ ფანტაზიების განყოფილება? თუ მეორეა გაგვარკვიეთ. პრობლემა არ იქნება. თუ არა მე დასაბუთებულად გეკამათებით, თუ ხედავთ. თქვენ კი წარმოდგენა არ გაქვთ თემატიკაზე და ისეთ უაზრობებს/კომიკურ სისულელებს იძახით თითქოს ტიგრანის დროს დასახლებულიყვნენ სომხები კილიკიაში როცა ყველა,ვიმეორებ ყველა სომხური და ბერძნული წყაროთი ეს მოხდა 11 საუკუნეში ბასილი 2-ის დროს და ამის შესახებ ცნობილია ყველა საშუალოზე დაბალი დონის არმენოლოგისა და ბიზანტიოლოგისთვისაც კი. ან ეს სამარცხვინო და კომიკური ტყუილები უნდა გასწორდეს, ან გაუგებარია რას ემსახურება ეს" ვითომ სომხეთის შემადგენლობაში მყოფი მცხეთა,თბილისი,შიდა ქართლი", "სომხები კილიკიაში ტიგრანის დროს" და სომხური ტერმინები "გუგარქი" და ა.შ. ქართულ ვიკიპედიაში. თუ ამას ყავს საერთოდ პატრონი და სომხურის ფილიალად არაა გადაკეთებული,ველოდები სხვა იუზერებს თუ ექნებათ რეაქცია. ხოლო იმ თემებში მე არაერთი არგუმეტი დაგიწერეთ,მაგრამ შედეგი? კომიკურ უცოდინრობას ავლენთ და მაინც შლით.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 12:03, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ყოველი ახალი თემა დასათაურებული უნდა იყოს. თქვენ ეს არ გააკეთეთ და მე გავაკეთე. იმისათვის, რომ პროვოკაცია არავინ დაგაბრალოთ, მე ხაზი გავუსვი, რომ დასათაურება ჩემია. თუმცა ანტიქართული და ცრუ ჩემი ქმედებების მიმართ სწორედ რომ თქვენ გამოიყენეთ.   წარმატებებს გისურვებთ! Deu. 12:12, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

მაგრამ ეს დასათაურება ჩემთან შეთანხმებით არ გაკეთებულა ეს ერთი. მეორე, ანტიქართული ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად არის ეს, რატომ მე აგიხსენით კიდეც,მშვიდად წყაროებზე დაყრდნობით,მეტი არაფერი. მაგრამ მე არ მიკადრებია რომ თქვენ ანტიქართველი ხართ, ამას და იმას შორის როგორც თქვენ დაასათაურეთ განსხვავებას ვერ ხედავთ ვითომ? ხოლო ცრუ ნამდვილად იყო და წყაროებით მიგითითეთ, თუ გნებავთ გადმოგიგზავნით კიდეც, მე ვფიქრობ უნდა მისალმებოდით გასწორებას, თუმცა არაადექვატური რეაქცია მივიღე საპასუხოდ.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 12:18, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

შეცვალეთ, გეთაყვა დასათაურება. მე ვერ გავიგე, აქ რას განვიხილავთ. Deu. 12:20, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

არის რამე გაუგებარი? არამგონია. ვასწორებ სტატიებს, რომლებიც შეიცავენ ცრუ ინფორმაციას, ამის შესახებ ვწერ იმ თემების განხილვაში, თქვენ საწინააღმდეგო წყაროების გარეშე შლით შესწორებებს ან კომიკურ რაღაცეებს ამბობთ. გპაუხობთ რომ ეს ასე არ არის, მაგრამ არ მოქმედებს და სტატიები მაინც არ ქვეყნდება სწორი ფორმით. 1.გეუბნებით რომ რუკა რომელზეც ნაჩვენებია მცხეთა,თბილისი,შიდა ქართლი,სამცხე და.ა.შ. სომხეთის ნაწილებად უბრალოდ პროპაგანდისტული ტყუილია,რომ ამის დამამტკიცებელი წყარო არ არსებობს და რომ სომხეთის ყველაზე ძლევამოსილების პერიოდშიც კი ამ ტერიტორიებს არც კი მიახლოვებიან, საწინააღმდეგო კი უამრავია, ვშლი ამ რუკას თქვენ ისევ დებთ. რატომ? 2.გეუბნებით რომ გუგარქი ქართული სიტყვა არაა და ქართულენოვან ვიკიპედიაში რატომ უნდა ეწეროს გუგარქი,თორემ სომხურში ეწეროს უნდა რადგან მათ ენაზე ასე ქვია,ვინაა წინააღმდეგი?! როცა გვაქვს მეცნიერულად დამკვიდრებული გოგარენე, მაინც ისე ასწორებთ. რატომ? 3.გეუბნებით რომ სომხეთის "ისტორიული პროვინცია" გუგარქი ვერ იქნება, "დაპყრობილი" კიბატონო, ისე როგორც ანისი,დვინი და ა.შ. საქართველოს მიერ, მაინც შლით. რატომ? 4.გეუბნებით რომ აჭარა არასდროს ყოფილა არც გუგარქში,არც რამენაირად სომხეთში, არც თქვენ მიერ მოხმობილ "აშჰარაიცუცში" სადაც დაფიქსირებულია აჭარა როგორც ქართული რეგიონი, მაინც დევს ის რუკა რომელიც აჩვენებს 150 წელს აჭარას სომხეთში,როცა 134 წელს დაწერილი რომაული წყარო პირდაპირ საწინააღმდეგოს მიუთითებს. რატომ? მე მგონი ჩამოვაყალიბე რისი თქმაც მსურს. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს არც სომხეთის ისტორიის,არც იმის რომ ტიგრანის დროს ძლიერი სახელმწიფო ჰქონდათ,არც ერის, მაგრამ სიყალბე რატომ უნდა მოვიწონო? მე ხომ არ ვამბობ ტიგრანის დროს ქვემო ქართლის ნაწილი არ დაუპყრიათ თქო,ან მტკვრის სათავეები. მე მგონი გასაგებად ჩამოვაყალიბე.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Giorgi Mechurchle (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

@Giorgi Mechurchle: @Deu: მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!. თუკი არსებობს რაიმე საკითხის გარკვევის აუცილებლობა არსებობს შესაბამისი განხილვის გვერდები. დასათაურება კი ნამდვილად შესაცვლელია, ხოლო აქ განსახილვევი არაფერი, რადგან ეს განყოფილება უშუალოდ მომხმარებელთა შორის წამოჭრილი კონფლიქტების გადასაჭრელადაა განკუთვნილი, ხოლო თქვენთან საუბარი სტატიათა შინაარსის თაობაზე მიდის. თქვენის ნებართვით, შევცვლი დასათაურებას და ამ განხილვას დავხურავ!. გმადლობთ!. - OTOGI Messages 12:40, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

კიბატონო, იმ განხილვის გვერდებზეც დავწერე ეს ყველაფერი, წყაროების მითითებით და არ ქვეყნდება სტატიები მაინც, პირიქით რედაქტირდება და რაღა მექნა? სხვა ვერაფერი მოვიფიქრე,საწინააღმდეგო არავისი არაფერი მაქვს.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 12:43, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

  განხილვა დახურულია. - OTOGI Messages 12:47, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]