განხილვა:სომხეთის ისტორიული რეგიონები

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Deu თემაში ცრუ ინფორმაცია
სტატია „სომხეთის ისტორიული რეგიონები“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
ქართულ-სომხური ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

ცრუ ინფორმაცია

რედაქტირება

სტატიაში შეტანილია, "გუგარქი"-რომელიც ვითომ ისტორიული რეგიონი იყო სომხეთის, "გუგარქი" ქართულად გოგარენეა(ქვემო ქართლი), ამდენად თუ ქართულ ენაზე ამ პროვინციის სახელწოდებას ვწერთ უნდა დაიწეროს "გოგარენე". გოგარენე არასდროს ყოფილა "სომხეთის ისტორიული რეგიონი", ეს ტყუილია და ქართულ ვიკიპედიაში თუ ასეთი რაღაცეები წერია მაშინ სხვაენოვნებში რა ეწერება? ბარემ პატკანოვის და ეზოვის სტატიები გადმოვბეჭდოთ. სირცხვილია. სინამდვილეში ჩვ.ერამდე II-I ს.ს. მიჯნაზე ეს რეგიონი ქართლს(იბერია) წაართვა სომხეთმა, I-II ს.ს.-ში ფარსმან I და ფარსმან II მეფობის პერიოდში ეს მხარე ქართლმა დაიბრუნა, სულ ეს იყო. მოსახლეობა ყოველთვის იყო ქართული, ამ მხარეს სომეხი ავტორები ქართველებით დასახლებულად აღწერენ, ხოლო ქვემო ქართლის დაბლობს უწოდებენ "ვრაც დაშტან" ანუ "ქართველების ველს", ლაზარ ფარპეცი სომეხი ისტორიკოსი რომელიც V საუკუნეში საქართველოში,ქვემო ქართლში ანუ გოგარენეში აფარებდა თავს ასევე ერთმნიშვნელოვნად წერს რომ ეს ქართველებით დასახლებული მხარეა, იბერიის შემადგენლობაში.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:02, 22 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

გეთაყვა, ასეთი ცვლილებებისაგან თავი შეიკავეთ. ჯერ განიხილეთ და მერე. გოგარენე (იგივე გუგარქი) ქართული პროვინციაცაა და სომხურიც. მოსახლეობა არ იყო სომხური თუ იყო, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ის სომხეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა და, შესაბამისად, არის სომხეთის ისტორიული რეგიონი. ეს ისევე ცხადია, როგორც ის, რომ რუსეთის იმპერიის ისტორიული რეგიონები იყო ქუთაისისა და ტფილისის მაზრები, ოსმალეთის ისტორიული რეგიონი იყო ახალციხის საფაშო და ა. შ. რაც შეეხება თავად სიტყვა გოგარენეს, მინდა გითხრა, რომ ეგ ქართული სიტყვა არაა, ბერძნულია. ქართულად ამ რეგიონს ქვემო ქართლი ჰქვია. Deu. 11:07, 24 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

გოგარენე არაა სომხური პროვინცია ეს ერთი, თუკი იმ საფუძვლით რომ გარკვეული პერიოდი გოგარენე შედიოდა სომხეთში, ეს სომხეთის ისტორიული პროვინციაა მაშინ ანისი,ყარსი,ერევანი,დვინი,ყარაბახი საქართველოს ისტორიული რეგიონებია რადგან ეს მხარეები არანაკლები პერიოდი და ზოგიერთი უფრო მეტი ხანიც კი შედიოდა საქართველოში. ამიტომ ან ეს წაიშლება ან იმათაც ჩავასწორებ, როგორც საქართველოს ისტორიულ რეგიონებად. ეს ერთი, ახლა მეორე, ქართულად ქვემო ქართლი რომ ქვია ახლა ვიცი, მაგრამ ქართულ ისტორიოგრაფიაში იმ პერიოდზე საუბრისას მიღებულია სწორედ რომ გოგარენე იხ.იჯ.ჯავახიშვილი და სხვა ავტორიტეტული ქართველი მეცნიერები, ხოლო გუგარქს ქართულ ენასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მოსახლეობა არ იყო სომხური და ეს გარკვევით უწერიათ სომეხ ავტორებს, როდესაც წერენ რომ მოსახლეობამ არ იცის სომხური და მმართვლეებს უწოდებენ "ვრაც" ანუ ქართველი, ხოლო ქვემო ქართლის ველს "ვრაც დაშტან"-"ქართველების ველი". შესაბამისად ისევ ჩავასწორებ.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:21, 24 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

ბატონო გიორგი, პატივი ეცით ვიკიპედიის წესებს და ნუ ცვლით ასე ხელის მოსმით სტატიის შიგთავსს განხილვის გარეშე. Deu. 11:25, 24 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი
გუგარქი ისევე იყო სომხეთის პროვინცია, როგორც სომხეთი იყო საქართველოს პროვინცია შუა საუკუნეებში. აქ რაიმე პრობლემას, მე ვერ ვხედავ. ლიტერატურას მეც ვიცნობ, გეთაყვა. სიტყვა გუგარენე იქნება გამოყენებული თუ გუგარქი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ქვემო ქართლს ქართველი ავტორები გუგარენედ ან გუგარქად სწორედ იმ კონტექსტში მოიხსენიებენ, როცა მას, როგორც სომხეთის პროვინციას განიხილავენ. Deu. 11:28, 24 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ ბატონო, სიცრუეს ვცვლი და შევცლი, გოგარენე რომ გარკვეული პერიოდი დაპყრობილი ჰქონდა სომხეთს ეს ვიცი, მაგრამ თუკი ამის გამო ეს მათი ისტორიული პროვინციაა,მაშინ კითხვას გისვამ ანისი,დვინი,ყარსი,ყარაბახი ქართული ისტორიული პროვინციებია? რათქმაუნდა აქვს რადგან გუგარქი ქართული არაა, სომხურ ვიკიპედიაში რაც გინდათ წერეთ, ქართულ ვიკიპედიაში უნდა ეწეროს რაც არის დამკვვიდრებული ქართულ ენაში, მემგონი მარტივი ფაქტია. პატივისცემით. --Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:40, 24 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

სად წერია, რომ გუგაქრქი სომხური პროვინციაა? სომხეთის პროვინცია და სომხური პროვინცია მგონი სხვადასხვაა. და არც იმაზე დავობს ვინმე, რომ სომხეთი საქართველოს სამეფოს პროვინცია იყო. არ წერია ასე საქართველოს სამეფოს შესახებ სტატიაში? კიდევ ერთხელ: სადავო ცვლილებებს ვიკიპედიაში განხილვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვანდალიზმს ჩადიხართ რედაქტირებების ომის სახით. Deu. 11:49, 24 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ გიმეორებთ, აქ წერია "გუგარქი" ეს არაა ქართული სიტყვა, სომხურია, როცა ქართულად არის შესატყვისი სახელი "გოგარენე" და "ქვემო ქართლი" ეს ერთი. "სომხეთის ისტორიული პროვინციები" ასე ჰქვია სტატიას არა? ჰოდა გპასუხობ ეს არაა "სომხეთის ისტორიული პროვინცია" ისევე როგორც ერევანი,ანისი და ყარსი არაა საქართველოს ისტორიული პროვინცია, იმის მიუხედავად რომ დაპყრობილი ჰქონდა საქართველოს. რადგან ქართულ ენაში ისტორიული პროვინცია ნიშნავს მის კუთვნილს, დაპყრობილი დაწერეთ კიბატონო, პრობლემა არ იქნება. გუგარქს და ისტორიულ რეგიონს ვერ მივიღებ ვერანაირად, ვანდალიზმი კი თქვენი მხრიდანაა როცა რეალობას საფუძვლის გარეშე უარყოფთ,ბარემ "ჯავახქიც" დაწერეთ. სადავო საკითხებში უვკე დავწერე. ახლა კი დავარედაქტირებ ისევ და იქ განვიხილოთ. თუ სომხურ ვიკიპედიაში ვართ სომხური სომხური ტერმინებით და სომხური ვერსიებით, პრობლემაა არაა. მაგრამ ეს ქართული ვიკიპედიაა ჯერჯერობით.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:54, 24 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

გუგარქი ეწერება თუ გოგარენე, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. დაწერეთ, გეთაყვა, გოგარენე. რაზე დავობთ ახლა? გოგარენე არ იყო სომხეთის პროვინცია? ამ ლოგიკით, ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა ახალციხის საფაშო ოსმალეთის პროვინცია? ან კიდევ დალმაცია რომის? Deu. 12:00, 24 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

რატომ არ აქვს? ჯავახეთს ჯავახეთი ეწოდება თუ ჯავახქი არ აქვს მნიშვნელობა?სომხურ ვიკიპედიაში დაწერენ, გოგჩას სევანის ნაცვლად? კიბატონო გოგარენე 2-3 საუკუნე იყო სომხეთის პროვინცია, მე ეს უარვყვე? ახალციხე იყო ოსმალეთის პროვინცია, დალმაციაც რომის გეთანხმები, 12-ე საუკუნეში ანისი საქართველოსი. მაგრამ პროვინცია და არა "ისტორიული პროვინცია", არასდროს არცერთ ქართველ ისტორიკოსს არ უთქვამს დვინი საქართველოს "ისტორიული პროვინცია იყოო", ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. მაშინ ეწოდოს სტატიას "დიდი სომხეთის პროვინციები" რადგან გოგარენე/გუგარქი მხოლოდ მაგ კონკრეტულ მონაკვეთში იყო მათი,ამ სახელწოდებით. ეწეროს მაგ სტატიაში "გოგარენე" და 100%-ით დაგეთანხმებით. დაიდოს ეგ რუკაც და მემგონი კარგი გამოსავალი იქნება.

გვერდ „სომხეთის ისტორიული რეგიონები“-ზე დაბრუნება.