ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:სწორი)

იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა განათავსოთ თხოვნა რამდენიმე ანგარიშით მოქმედი მომხმარებელის შესახებ, მოინახულეთ ეს გვერდი.

როგორც წესი, ვიკიპედიის მომხმარებლები უნდა იყენებდნენ მხოლოდ ერთ ანგარიშს (სასურველია, რეგისტრირებულს). ერთი ანგარიშის გამოყენება უზრუნველყოფს რედაქტირების უწყვეტობას, ამაღლებს ანგარიშვალდებულების შეგრძნებას და აყალიბებს საზოგადოების ნდობას ერთმანეთისადმი, რაც ენციკლოპედიისთვის გრძელვადიანი სტაბილურობის წინაპირობაა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე ანგარიშის გამოყენების კანონიერი მიზეზები, მათი გამოყენება სხვა მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის, დაპირისპირებათა გამწვავების, მოტყუების, დისკუსიათა ჩაშლის, კონსენსუსის მიღწევისთვის ხელის შეშლის ან სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დიდი მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად ერთ-ერთი მოსაზრებისთვის ან, ზოგადად, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტანდარტების დასარღვევად — ანგარიშებით თამაში — აკრძალულია. ასეთ ანგარიშებს უწოდებენ ვირტუალებს, თოჯინებს, კლონებს ან მარიონეტებს.

ანგარიშებით თამაში, შესაძლოა, სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს:

  • ახალი ანგარიშების შექმნა დეტექტირების თავიდან აცილების მიზნით;
  • სისტემიდან გასვლა პრობლემატური რედაქტირებების გასაკეთებლად IP მისამართიდან;
  • ძველი გამოუყენებელი ანგარიშების გააქტიურება და მათი სხვადასხვა მომხმარებლად წარმოდგენა;
  • მეგობრების დარწმუნება ანგარიშების შექმნაში ერთ-ერთი მოსაზრების მხარდასაჭერად.

რამდენიმე ანგარიშის არასწორად გამოყენება საზოგადოების ნდობის სერიოზულ დარღვევად ითვლება, რასაც საბოლოოდ ყველა ამ ანგარიშისა და IP მისამართის ბლოკირება მოჰყვება შედეგად, როგორც ვიკიპედიაში, ასევე მის დობილ პროექტებში. პოტენციურად შესაძლებელია ასევე რამდენიმე ანგარიშით მოქმედებას შედეგად მოჰყვეს პიროვნების „რეალური“ საქმიანობისა და პირადი ინფორმაციის საჯაროდ გამოვლენა, თუ კი ეს მიიჩნევა მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან აცილებისათვის საჭიროდ.[1]

მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ გამოიყენონ რამდენიმე ანგარიში დაშვებული მიზეზების გამო, უნდა უზრუნველყონ ბმულები ამ ანგარიშებსა და შესაბამის მომხმარებლის გვერდებს შორის (იხილეთ ქვემოთ), თითოეული ასეთი ანგარიშის დანიშნულებისა და ურთიერთკავშირის ახსნა-განმარტებით. ასეთ შემთხვევაში, სასურველია მომხმარებლისა და მისი განხილვის გვერდის გადამისამართება შესაბამის მომხმარებელსა და განხილვის გვერდზე. მომხმარებლებმა, რომლებიც იყენებენ ანგარიშებს ბმულების გარეშე ან ცალკე IP მისამართებს, უნდა ძალიან იფრთხილონ, რადგან ისეთი უბრალო მოქმედებაც კი, როგორებიცაა ვიკიფიცირება, ენათშორისი თუ შიდა ბმულების ჩასმა, შესაძლოა, მიჩნეული იქნას ანგარიშებით თამაშად, წესების დარღვევად, და ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, კეთილისმსურველი მიზნები სანქციების თავიდან აცილების მიზეზი ვერ გახდება.

ალტერნატიული ანგარიშების არასწორი გამოყენება

მალხმობა:
ვპ:არასწორი

ალტერნატიული ანგარიშების არასწორი გამოყენება მოიცავს, მაგრამ არ ამოიწურება ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევებით:

  • მხარდაჭერის ილუზიის შექმნა: ალტერნატიული ანგარიშები არ უნდა იქნას გამოყენებული იმაზე მეტი მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად ერთ-ერთი მოსაზრებისთვის, ვიდრე ეს სინამდვილეშია.
  • პროექტის სივრცის რედაქტირება: დაუხურავ ალტერნატიულ ანგარიშებს აკრძალული აქვთ: ვიკიპედიის პოლიტიკის, სახელმძღვანელოებისა და საკუთარი განხილვის გვერდების რედაქტირება; კომენტირება არბიტრაჟის პროცედურებზე; ხმის მიცემა ადმინისტრატორების არჩევნებში, ასევე სხვა სახის ნებისმიერ არჩევნებში.[2]
  • პოლიტიკის ან სანქციებისგან თავის არიდება: ვიკიპედიის პოლიტიკა მოქმედებს პიროვნებების და არა მათი ანგარიშების მიხედვით. მეორე ანგარიშის გამოყენება პოლიტიკის დასარღვევად გამოიწვევს სანქციებს როგორც მეორე, ასევე მომხმარებლის ძირითად ანგარიშზეც, ხოლო ამ ანგარიშისთვის უკვე არსებული დროებითი აკრძალვების ან ბლოკირების შემთხვევაში — მათ გახანგრძლივებას. იხილეთ ასევე ვიკიპედიის პოლიტიკა ბლოკირების შესახებ.
  • ერთი და იმავე გვერდის რედაქტირება ან დისკუსია რამდენიმე ანგარიშით: მომხმარებლებმა არ უნდა გამოიყენონ ერთზე მეტი ანგარიში ერთი და იმავე გვერდის რედაქტირებისათვის ან მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში სხვადასხვა ანგარიშით სხვადასხვა პიროვნების სახელით. ერთი და იმავე გვერდის რედაქტირება კანონიერი ალტერნატიული ანგარიშით, ნათლად წარმოდგენილი ბმულით ძირითად ანგარიშზე, დაშვებულია (მაგალითად, იმ გვერდის რედაქტირება, რომელიც იმავე მომხმარებლის ბოტმა დაარედაქტირა).
  • შემოწმების აცილება: ალტერნატიული ანგარიშების გამოყენება თქვენი რედაქტირების ისტორიის განსაცალკევებლად ნიშნავს იმას, რომ სხვა მომხმარებლებს ეკარგებათ თქვენს წვლილში კანონზომიერების აღმოჩენის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ეს განსაზღვრულ შემთხვევებში დასაშვებია (იხ. გამონაკლისი შემთხვევები), ალტერნატიული ანგარიშის შექმნა სხვა მომხმარებელთა დასაბნევად და მოსატყუებლად ამ პოლიტიკის დარღვევად ითვლება. სხვა მომხმარებლებს, შესაძლოა, კანონიერი ინტერესები ჰქონდეთ თქვენი წვლილის შესამოწმებლად.
  • „კარგი“ და „ცუდი“ ანგარიშები: ნიშნავს, ერთი ანგარიშით აკეთოთ კონსტრუქციული რედაქტირებები, ხოლო მეორე გამოიყენოთ დარღვევების განსახორციელებლად.
  • ანგარიში, რომელითაც რამდენიმე პიროვნება სარგებლობს: რადგან ანგარიში წარმოადგენს თქვენს რედაქტირებებს, როგორ ინდივიდუალურს, ანგარიში, რომელითაც რამდენიმე პიროვნება სარგებლობს, როგორც წესი, მიუღებელია და იბლოკება. გამონაკლისია თავად ფონდ ვიკიმედიის შექმნილი ანგარიშები და ბოტები, რომელთაც რამდენიმე ზედამხედველი ყავთ. იხილეთ ასევე ვიკიპედიის პოლიტიკა მომხმარებელთა სახელების შესახებ (ინგლისურად).
  • ადმინისტრატორი რამდენიმე ანგარიშით: რედაქტორებს არ აქვთ უფლება, იქონიონ ერთზე მეტი ანგარიში ადმინისტრატორის პრივილეგიებით, გარდა ბოტებისა. თუ ადმინისტრატორს ახალი ანგარიშით სურს ადმინისტრატორობა რაიმე მიზეზის გამო, მან უნდა მოითხოვოს ძველი ანგარიშის დახურვა. ფონდის თანამშრომლებს აქვთ უფლება, იქონიონ ერთზე მეტი ადმინისტრატორის ანგარიში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირად გვერდებზე მიუთითებენ ვინც არიან. მაგალითად, მომხმარებელი Bastique იყენებს ანგარიშს Cary Bass ფონდის მიზნებისთვის.
  • ნეიტრალური კომენტატორის როლის მორგება: ალტერნატიული ანგარიშის გამოყენება დისკუსიაში იმავე პიროვნების სხვა ანგარიშის შესახებ.
  • ხმის მიცემა ერთზე მეტი ანგარიშით ერთსა და იმავე კენჭისყრაში.
  • ახალი გვერდების პატრულირების/შემოწმების არასწორი გამოყენება: ერთი ანგარიშით შექმნა ახალი სტატიისა, მეორეთი მისი პატრულირებულად/შემოწმებულად მონიშვნა.
  • სისტემაში შეუსვლელად რედაქტირება სხვა მომხმარებელთა დაბნევის მიზნით: რედაქტირება რამდენიმე IP მისამართით შეცდომაში შეყვანის, ან ამ პოლიტიკით გათვალისწინებული დებულებათა დარღვევის მიზნით განიხილება ანგარიშებით თამაშად და იგივე პრევენციული ღონისძიებები შეუფარდდება.

გამონაკლისი შემთხვევები

მალხმობა:
ვპ:სწორი

ალტერნატიული ანგარიშების გამოყენება, ზოგიერთ შემთხვევაში, დაშვებულია. მაგალითად, ვიკიპედიაში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილების მქონე მომხმარებელს შეუძლია შექმნას ალტერნატიული ანგარიში იმის გასაგებად, თუ საზოგადოება როგორ ექცევა ახალბედა მომხმარებლებს ან იგივე მომხმარებელს, რომელიც რეალური სახელით არის დარეგისტრირებული, სურს ახალი ანგარიშის შექმნა ფსევდონიმით, რომელიც არ იქნება დაკავშირებული მის რეალურ სახელთან, დასაშვებია. თუ თქვენ იყენებთ ალტერნატიულ ანგარიშს, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, რომ არ დაარღვიოთ ეს პოლიტიკა. გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ალტერნატიული ანგარიშის გამოყენება ნებადართულია, მოიცავს:

  • ბოტები: ან რობოტები, ყველაზე გავრცელებული დაშვებული ალტერნატიული ანგარიშის სახეა. რედაქტორები, რომლებსაც სურთ იყოლიონ ბოტი, ვალდებულნი არიან მოითხოვონ ბოტის სტატუსი მათი ახლადშექმნილი ანგარიშისთვის ამ გვერდზე, რათა მოხდეს მათი რედაქტირებების ფილტრაცია და არ დატბოროს ბოლო ცვლილებების გვერდი.
  • უსაფრთხოება: საზოგადოებრივ კომპიუტერებზე (მაგ: ინტერნეტ-კაფეში), შესაძლოა, ეყენოს ტროიანები და კეილოგერები, რომლებიც პაროლებს იპარავენ. ამ კომპიუტერებით მოსარგებლე მომხმარებლებს შეუძლიათ, მათი ძირითადი ანგარიშის უსაფრთხოების მიზნით, დაარეგისტრირონ ალტერნატიული ანგარიში. ასეთი ანგარიშების მომხმარებლისა და მომხმარებლის განხილვის გვერდები აუცილებლად გადამისამართებული უნდა იყოს მომხმარებლის მთავარი ანგარიშზე.
  • კონფიდენციალურობა: ისეთ სტატიაზე მომუშავე პიროვნებას, რომელიც საკამათოა მის ოჯახში ან სოციალურ და პროფესიულ წრეში, ხოლო მისი ანგარიშის ფლობელის ვინაობა ცნობილია ან ადვილი დასადგენია ამ წრისთვის, შეიძლება, სურდეს ალტერნატიული ანგარიშის შექმნა მისი რედაქტირებების (ან სხვა ვიკი-ქმედებების) გამო მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით რეალურ სამყაროში.
  • ანგარიშის ორეული: ეს არის ანგარიში, რომელიც ძალიან ჰგავს მომხმარებლის ძირითადი ანგარიშის სახელს. მათ ქმნის აღნიშნული მომხმარებლი ამ მომხმარებლის სხვის მიერ განსახიერების თავიდან აცილების მიზნით. ასეთი ანგარიშები არ გამოიყენება რედაქტირებისათვის და გადამისამართებული უნდა იყოს მომხმარებლის ძირითად ანგარიშზე.
  • სუფთა დასაწყისი ახალი სახელით: მომხმარებელი, თუ ყველაფრის თავიდან დაწყებას გადაწყვეტს, უნდა შეწყვიტოს მიმდინარე ანგარიშით რედაქტირება და საკუთარი მომხმარებლის განხილვის გვერდზე მოითხოვოს ამ ანგარიშის ბლოკირება განუსაზღვრელი ვადით, ხოლო მომხმარებლის გვერდზე მიუთითოს ახალი სახელი. თუ აღნიშნული ანგარიში არ იქნა დაბლოკილი 3 დღის ვადაში, მიმართოს რომელიმე აქტიურ ადმინისტრატორს თხოვნით. მომხმარებელს ამის გაკეთების უფლება არ აქვს, თუ ბლოკირებულია, ან მის მიმართ მოქმედებს სხვა სანქციები. ასეთი ანგარიშით ადმინისტრატორად ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნის დროს, აუცილებელია, მომხმარებელმა საზოგადოებას აცნობოს ძველი ანგარიშის სახელი თუ საკუთარ მომხმარებლის გვერდზე არ აქვს მითითებული.
  • იუმორისტული ანგარიშები: დასაშვებადაა მიჩნეული ალტერნატიული იუმორისტული ანგარიშები. ასეთი ანგარიშების მომხმარებლის გვერდზე უნდა იყოს ბმული ორიგინალ ანგარიშზე.

მეგობრებით თამაში

მალხმობა:
ვპ:მთ

გახმაურებულ დავებს ვიკიპედიაში, შესაძლოა, ახლდეს ახალი მომხმარებლების შემოდინება საიტზე. ზოგიერთმა მომხმარებელმა, შესაძლოა საკუთარი აზრის გასამყარებლად მიიშველიოს მისნაირად მოაზროვნე ახალი მომხმარებლები. ხშირად, ასეთი მომხმარებლები მეგობრებით თამაშის მსხვერპლნი ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედია კეთილგანწყობილია რედაქტორებისადმი, განსაკუთრებით კი ახალი მომხმარებლებისადმი, დაუშვებელია ახალი მომხმარებლების შემოერთება საბოლოო გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ახალი მომხმარებელი, რომელიც იქცევა ისე, როგორც დისკუსიაში მონაწილე ერთ-ერთი რედაქტორი და რომელიც ვიკიპედიას მხოლოდ ამ მიზნით არედაქტირებს, შესაძლოა, გახდეს ამ რედაქტორისადმი სანქციების გატარების მიზეზი.

ვიკიპედიაში არსებობს პროცესები, რომლებიც მიმართულია ერთი მიზნით მოქმედი რედაქტორთა შემოდინების შედეგებისგან გამოწვეული უხერხულობის შესამცირებლად, კერძოდ:

  • ხშირად კონსენსუსი, იდეალურ შემთხვევაში, უნდა ეფუძნებოდეს არა ხმათა სიმრავლეს, არამედ სხვა რედაქტორების მიერ დაფიქსირებულ ვიკიპედიის პოლიტიკასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს.
  • შესაძლოა ასევე, კენჭისყრაში ან მსგავს დისკუსიაში ახალ მომხმარებელთა ხმები ან არ იქნას გათვალისწინებული, ან მიეცეს მნიშვნელოვნად მცირე წონა, განსაკუთრებით თუ ბევრია ასეთი, რომელიც ერთსა და იმავე აზრს აფიქსირებს. მათ ხმებს, შესაძლოა, მიეწეროს, რომ მცირე წვლილი აქვთ/საერთოთ არ აქვთ წვლილი ვიკიპედიაში ამ დისკუსიის მიღმა.

ტერმინი “მეგობრებით მოთამაშე“ ითვლება დამამცირებლად და უნდა გამოიყენებოდეს სიფრთხილის დაცვით, ცივილიზირებულობის პოლიტიკასთან შესაბამისობაში. ზემოთ აღწერილი პროცესების გამო, რედაქტორის პირდაპირი დადანაშაულება მეგობრებით თამაშში, შესაძლოა, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს და დისკუსია უფრო გაამწვავოს.

მეგობრებით თამაში გათანაბრებულია ანგარიშებით თამაშთან და იგივე სანქციები შეეფარდება.

საზიარო IP მისამართი

თუ ორი ან მეტი მომხმარებელი სარგებლობს ერთი და იმავე ქსელში ჩართული კომპიუტერ(ებ)ით, იმისათვის, რომ თავი აარიდონ დადანაშაულებას ანგარიშებით თამაშში, რეკომენდირებულია, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე განაცხადონ, რომ იყენებენ ერთ IP მისამართს.

ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი მომხმარებლები, შესაძლოა, ერთ მომხმარებლად იქნას მიჩნეული ვიკიპედიის მიზნებისთვის. როდესაც არედაქტირებენ ერთსა და იმავე, მონაწილეობენ ერთსა და იმავე დისკუსიებში, მხარს უჭერენ ერთმანეთს, მჭიდროდ დაკავშირებულმა ანგარიშებმა უნდა გაუმხილონ საზოგადოებას მათ შორის კავშირი და დაიცვან ვიკიპედიის შესაბამისი პოლიტიკა. თუ მათ არ სურთ კავშირის გამხელა, თავი უნდა აარიდონ რედაქტირებას ერთსა და იმავე თემის გარშემო, განსაკუთრებით კი საკამათო თემების.

პროცედურა და სანქციები

ჩეკიუზერი

რედაქტორებს ჩეკიუზერის უფლებებით წვდომა აქვთ სერვერების ჩანაწერებთან და შეუძლიათ, იხილონ რომელი IP მისამართი რომელ ანგარიშზეა მიბმული. ფონდ ვიკიმედიის კონფიდენციალურობისა და ჩეკიუზერის პოლიტიკაზე დაყრდნობით, შემოწმება ხდება მხოლოდ კარგი მიზეზის ქონის შემთხვევაში. განსაკუთრებით აკრძალულია ფიშინგი, — ჩეკიუზეირის გამოყენება მოცემული მომხმარებლის ანგარიშისთვის ამ ანგარიშისთვის მახასიათებელი კარგი მიზეზის არქონის შემთხვევაში.

ბლოკირება

ანგარიშებით მოთამაშე მომხმარებელს უნდა დაებლოკოს ანგარიშ(ებ)ი განუსაზღვრელი ვადით. მთავარი ანგარიში შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერმა ადმინისტრატორმა, რომელიც კონფქლიქტში არ მონაწილეობს. ანგარიშებით თამაშში მონაწილე IP მისამართების დაბლოკვაც შესაძლებელია, მაგრამ შეზღუდვებია სამუდამოდ დაბლოკვასთან დაკავშირებით.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო