ვიკიპედია:კენჭისყრა

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:კენჭი)
მალხმობა:
ვპ:კენჭი

იმისათვის, რომ ვიკიპედიელთა უფრო მეტი ყურადღება მივიპყროთ მნიშვნელოვან საკითხებზე, ხშირად სასარგებლოა აზრთა გამოკითხვის ჩატარება. ამ გვერდზე მოთავსებულია ამჟამად სხვადასხვა განხილვის გვერდებზე მიმდინარე კენჭისყრა/დისკუსიების სია. ის ასევე შეიცავს ბმულებს დებატებზე და მისთ. გახსოვდეთ, რომ სასურველია კენჭისყრამდე მოხდეს თემის განხილვა/დისკუსია. ვიკიპედიაში კენჭისყრის წესებისთვის იხ. ვიკიპედია:კენჭისყრის პოლიტიკა.

ინსტრუქციები გამოკითხვის სიაში შემტანთათვის: გთხოვთ დაამატოთ ახალი გამოკითხვა შესაფერისი სათაურით. ბმული მიუთითეთ შესაბამის სექციაზე განხილვის გვერდზე. დაამატეთ მოკლე განსაზღვრება თუ რას ეხება ეს გამოკითხვა. მიუთითეთ გამოკითხვის დაწყების და დამთავრების თარიღები, თუ საჭიროა. გამოკითხვის პერიოდის დასრულების შემდეგ შეიძლება მისი სიიდან ამოღება (თუმცა არა დაუყოვნებლივ; დატოვეთ რამდენიმე დღით გამოკითხვის დასრულების შემდეგ, რათა დაინტერესებულ მხარეებს მიეცეს შედეგების გაცნობის საშუალება). თუ დახურვის თარიღს არ უთითებთ, მაშინ მისი ამოღება სიიდან შეიძლება როცა საკითხი უკვე აღარ არის აქტიურად განხილვის საგანი. ზოგიერთი მნიშვნელოვანი კენჭისყრა/გამოკითხვის ისტორია შეინახება არქივში, დანარჩენი წაიშლება, თუმცა მათი ნახვა შესაძლებელი იქნება ამ გვერდის ისტორიაში.

გამოკითხვის დანიშნულება

გამოკითხვების დანიშნულებაა კამათის გადაწყვეტა ან მოსაზრებათა მოძიება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე. ისინი გვეხმარება კონსენსუსის მიღწევაში, იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოების შეხედულება ამა თუ იმ ჩვეულებრივ დისკუსიაში ცალსახა არ არის. მაგალითად, კენჭისყრამ შეიძლება მოიზიდოს დამატებით ადამიანთა ხმები, რომლებიც ეთანხმებიან ერთ-ერთ რომელიმე მოსაზრებას, თუმცა ისინი დისკუსიას არ შეუერთდნენ ვინაიდან არ თვლიდნენ, რომ რაიმე ახალი აზრი არ ჰქონდათ. გამოკითხვის ორგანიზაციისთვის შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ დახმარების გვერდით ვიკიპედია:კენჭისყრის პოლიტიკა. გამოკითხვის შედეგები რაიმე ვალდებულებას არ ქმნის და შესაძლოა მისი ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად მოხდეს. გამოკითხვამ შეიძლება ხშირად კენჭისყრის სახე მიიღოს, თუმცა ეს იგივე არაა, რაც არჩევნები. ვიკიპედიასთან დაკავშირებული არჩევნების ინფორმაციისთვის იხ. ვიკიპედია:არჩევნები. გამოკითხვების გამოყენება საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ არსებობს თუ არა კონსენსუსი გარკვეულ საკითხზე და არა იმაზე, თუ რომელი მხარე იმარჯვებს. წარმატებული გამოკითხვები და კენჭისყრა მხოლოდ იმ მომენტისთვის არსებულ კონსენსუსს ასახავს და, ამგვარად, ისინი რაიმეს წინაპირობას არ ქმნის. მიუხედავად ამისა, გამოკითხვის გამოყენება სასარგებლოა ზოგიერთისთვის ვინც არ ეთანხმება გარკვეულ მოსაზრებას, თუმცა გაგებით ეკიდება საზოგადოების უმრავლესობაში არსებულ კონსენსუსს.




მიმდინარე კენჭისყრა

  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

კენჭისყრა

ვპ:ბიოს წესად მიღებასთან დაკავშირებით (განხილვსითვის იხ. ფორუმის გვერდი. კენჭისყრა დაიწყება 2022 წლის 26 მარტს, 00:00 საათზე და 29 მარტს, თბილისის დროით 21:45 საათზე.

მომხრე

  1. --Melberg მიწერა 04:42, 26 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]
  2. DavidAs 04:52, 26 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]
  3. --— Mehman 97 17:53, 26 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]
  4. —Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 10:40, 29 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]
  5. - OTOGI Messages 16:23, 29 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]
  6. - --Wiki - ჯაბა 16:26, 29 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]

მოწინააღმდეგე

მოსაზრებები

შედეგი

არქივი

იხილეთ აგრეთვე