ვიკიპედია:კენჭისყრა/პროექტი სტატიაში ეპითეტების გამოყენების შესახებ
პროექტი სტატიაში ეპითეტების გამოყენების შესახებ
რედაქტირებაპროექტის განხილვა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ყავახანაში, შესაბამის ქვეთავში. გთხოვთ, ხმა მისცეთ ამ პროექტის დამტკიცებას ან უარყოფას. პროექტის საბოლოო ტექსტი ქვემოთაა მოყვანილი. — დავით პასუხი 08:14, 5 ივნისი 2011 (UTC)
პროექტი
რედაქტირება[1] ვიკიპედიის სტატიებში აკრძალულია საგნის, პიროვნების ან მოვლენის მიმართ დამაკნინებელი, პრივილეგიის მიმნიჭებელი, საქებარი ან სხვაგვარი ეპითეტების გამოყენება, თუკი ეს აშკარად სუბიექტურია.
- მაგალითები:
- 1. საზიზღარი პავლე პეტრიაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში;
- 2. პავლე პეტრიაშვილის მოხსენება სხვებისას ათი თავით აღემატებოდა;
- 3. საქართველოს დიდებული პატრიოტი და უმშვენიერესი ვოკალის მქონე პავლე პეტრიაშვილი ხელგაშლილად ცხოვრობდა;
- 4. ცნობილი ქართველი მომღერალი პავლე პეტრიაშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა.
- მაგალითები:
[2] წინა მუხლში გათვალისწინებული ეპითეტების გამოყენება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც მათი გამოყენება საყოველთაოდ აღიარებულ ობიექტურ სინამდვილესთანაა დაკავშირეული. (ეს მუხლი ძირითადად ეხება შემდეგი ეპითეტების გამოყენებას: ცნობილი, გამოჩენილი, აღიარებული, პოპულარული... უცნობი...)
- მაგალითები:
- 1. საბჭოთა კავშირის ცნობილი მმართველი იოსებ სტალინი ეროვნებით ქართველი იყო;
- 2. ჯგუფ იგლზის ყველაზე ცნობილი სიმღერაა Hotel California.
- 3. პავლე პეტრიაშვილმა უცნობი მხატვრის ნამუშევარი შეიძინა.
- მაგალითები:
[3] თუკი ობიექტური სინამდვილე არსებობს, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში ან ქვეყანაში, სასურველია ეპითეტთან ერთად მითითებული იყოს ეს რეგიონი ან ქვეყანაც. საჭიროა წყაროს მითითებაც
- მაგალითები:
- 1. პავლე პეტრიაშვილი - პოპულარული მომღერალი საქართველოში.
- 2. პავლე პეტრიაშვილი ქალაქ ქუთაისში ცნობილი და გამოჩენილი პიროვნებაა.
- მაგალითები:
[4] პირველ მუხლში გათვალისწინებული ეპითეტების გამოყენება სტატიაში დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც ისინი მესამე პირის მიერ გამოთქმული სუბიექტური მოსაზრების გადმოსაცემადაა გამოყენებული. ამ შემთხვევაში საჭიროა წყაროს მითითება. ციტირებისას სასურველია ბრჭყალების გამოყენება.
- მაგალითები:
- 1. პავლეს აზრით, პეტრე ყველაზე საზიზღარი პიროვნებაა მსოფლიოში;
- 2. პავლე ფიქრობდა, რომ პეტრეს მოხსენება სხვებს ათი თავით აღემატებოდა;
- 3. გაზეთ «მაგალითის» ცნობით, „საქართველოს დიდებული პატრიოტი და უმშვენიერესი ვოკალის მქონე პავლე პეტრიაშვილი ხელგაშლილად ცხოვრობდა“;
- მაგალითები:
[5] ნივთის, პიროვნების ან მოვლენის მიმართ წინა მუხლებში გათვალისწინებული ეპითეტების გამოყენება დასაშვებია, თუკი ისინი ეყრდნობა ავტორიტეტულ ენციკლოპედიურ წყაროს.
[6] პირველ მუხლში გათვალისწინებული ეპითეტების გამოყენება დაუშვებელია სტატიის პირველსავე წინადადებაში (დეფინიცია), გარდა ამ დადგენილების [2] და [5] მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დეფინიცია მაქსიმალურად ნეიტრალურად, მოკლედ და ობიეტურად უნდა ასახავდეს სტატიის თემას.
მომხრე
რედაქტირება- (მომხრე) — დავით პასუხი 08:15, 5 ივნისი 2011 (UTC)
- (მომხრე) --მიხეილ (გ) 08:18, 5 ივნისი 2011 (UTC)
- (მომხრე) — ოღონდ მესამე და მეოთხე მუხლებში წყაროს სქოლიოს სახით წამოდგენაზე კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები.— G.G. 08:39, 5 ივნისი 2011 (UTC)
- (მომხრე)--Ouzo განხილვაწვლილი 11:28, 5 ივნისი 2011 (UTC)
- (მომხრე)--Otogi განხილვაწვლილი 19:13, 5 ივნისი 2011 (UTC)
- (მომხრე).--გიორგი; 04:27, 7 ივნისი 2011 (UTC)
- (მომხრე) — Nodar Kherkheulidze (გ) 14:37, 7 ივნისი 2011 (UTC)
- (მომხრე)--- კი ვეთანხმები, მაგრამ არ მგონია ამით არ ამოიწუროს ამ საკითხზე კამათი--Acnatali განხილვაწვლილი 19:08, 7 ივნისი 2011 (UTC)
- (მომხრე) — David Dobo --Dobo განხილვაწვლილი 09:45, 9 ივნისი 2011 (UTC)
- (მომხრე)— Jano Markhulia განხილვაწვლილი 13:12, 13 ივნისი 2011 (UTC)
- (მომხრე)— გავეცანი პროექტს და ჩემი აზრით სწორად არის გაწერლი. ყველანაირი ეპითეტის აკრძალვა ზედმეტი რადიკალიზმია. თუ ადამიანი ობიექტურად გამოჩენილია მასზე უნდა იწერებოდეს გამოჩენილი ადამიანი. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:02, 15 ივნისი 2011 (UTC)
წინააღმდეგი
რედაქტირება- (წინააღმდეგი) — მე ვთვლი, რომ ნამდვილად არაა აუცილებელი, სტატიებში ესეთი ფრაზებით მოიხსენიებდნენ პიროვნებას. მერე დაიწყება განხილვებში სჯა-ბაასი, მართლა შეესაბამება ამა თუ იმ პიროვნებას ესა თუ ის ეპითეტი თუ არა. მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. :) — დავით ჟორჟოლიანი განხილვაწვლილი 17:20, 6 ივნისი 2011 (UTC)
- კომენტარი: ძალიან გთხოვთ, დაკვირვებით წაიკითხოთ პროექტი. განხილვებში სჯა-ბაასი არ დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ ეპითეტის გამოყენება სტატიაში ეფუძნება ავტორიტეტულ წყაროს. სხვა შემთხვევაში წაიშლება განხილვის გარეშე. --Ouzo განხილვაწვლილი 21:31, 9 ივნისი 2011 (UTC)
- (წინააღმდეგი) ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე--Δαβίδ 19:32, 6 ივნისი 2011 (UTC)
- (წინააღმდეგი) კატეგორიული წინააღმდეგი ვარ გამონაკლისებისა. -ჯაბა ლაბა 04:15, 7 ივნისი 2011 (UTC)
- კომენტარი: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამართალში დიდ უსამართლობად ითვლება ყველანაირ გამონაკლისზე უარის თქმა. თქვენ წარმოიდგინეთ, კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველაზე მეტად დაცული სიცოცხლის უფლების შელახვაც კი, გამონაკლის შემთხვევებში, დასჯადი არაა. — დავით პასუხი 13:35, 7 ივნისი 2011 (UTC)
- (წინააღმდეგი)--ცანგალა (გ) 07:58, 9 ივნისი 2011 (UTC)
- (წინააღმდეგი)Nugo92 განხილვა 14:35, 9 ივნისი 2011 (UTC)
- (წინააღმდეგი)-ოთარი (გ) 13:41, 11 ივნისი 2011 (UTC)
ნეიტრალური
რედაქტირება- (ნეიტრალური)-- უფროს სწორად ამ საკითხზე კენჭისყრის წინააღმდეგი ვარ - წესებში ყველაფერს ვერ გავწერთ. Rastrelli F
18:19, 10 ივნისი 2011 (UTC)18:22, 10 ივნისი 2011 (UTC) - (ნეიტრალური) - ზოგადად ეპითეტების გამოყენების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ პროექტის კატეგორიულობას ვერ ვიზიარებ. ეს წესები შეიძლება რედაქტორის ერთგვარი სტილის მეზგური/სახელმძღვანელო გახდეს, მაგრამ გამოყენებულ მაგალითებს სტილისტურად გამართული (ან უფრო მისაღები?) ფორმებიც უნდა მიეთითოს. - ალ-ო @ 19:58, 15 ივნისი 2011 (UTC)
განხილვა
რედაქტირებაბოდიშით, მაგრამ მე პირდაპირი ვარ და დავწერ ახლაც იმას, რასაც ვფიქრობ და არ მიწყინოთ მოწინააღმდეგეებმა, რომლებსაც ვერ გაგიგიათ რას ეწინააღმდეგებით. პროექტი საკმაოდ დიდი ხანი იყო ყავახანაში გამოქვეყნებული განსახილველად. განხილვისას უნდა გადაგვეწყვიტა, როგორი იქნებოდა პროექტის საბოლოო სახე, რომელსაც მერე დავამტკიცებდით ან არ დავამტკიცებდით კენჭისყრით. ახლა კენჭს ვუყრით იმ პროექტს, რომელის განხილვაში მონაწილეობის მიღება ბევრმა არ ისურვა (ამისთვის არავის ვაკრიტიკებ). აქ ჩამოწერილი მოწინააღმდეგეების კომენტარებიდან ჩანს, რომ ისინი საერთოდ წინააღმდეგები არიან ეპითეტების გამოყენებისა, "ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე" – ეს, ჩემი აზრით, არის ყველაზე მცდარი ლოგიკა, რაც კი შეიძლება არსებობდეს. არამგონია ვინმე იყოს ისეთი, რომელიც არ ეთანხმებოდეს მინიმუმ [1] და [4] მუხლებს მაინც – და მაინც "ყველანაირი გამონაკლისის გარეშე"? ასეთი რადიკალიზმი და მერე რადიკალური აზრების სიმრავლით მიღებული "დემოკრატიული გადაწყვეტილების" პედანტურად აღსრულება იქნება საშინელება. ცოტა დაფიქრებაცაა საჭირო. რასტრელი ალბათ მართალია — ეს წესები, რაც პროექტშია ჩამოწერილი, მე არ მომიგონია. ასე კეთდებოდა აქამდე და ასე უნდა გაკეთდეს მერეც, ეს დაუწერელი კანონია. დაუწერელი წესი რომ დავწერე, ალბათ ეგ მე შემეშალა. ჰოდა, მოვითხოვ დაფიქრდეთ – აქ კენჭს ვუყრით პროექტს, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს ეპითეტების გამოყენებას გამონაკლისი შემთხვევების გარდა. აქ კენჭს არ ვუყრით ეპითეტების გამოყენება–არგამოყენების საკითხს. ამ ორს შორის, იმედია ხვდებით, რომ დიდი სხვაობაა. — დავით პასუხი 18:51, 10 ივნისი 2011 (UTC)
განხილვა
რედაქტირებამეც ბოდიში მარა არ შემიძლია რომ არ ვთქვა. პირადად მე კი ვფიქრობ, რომ როდესაც ამდაგვარი საკითხით არის დაინტერესებული ესა თუ ის ადამიანი საჭიროა იმითაც იყოს დაინტრესებული თუ რა პრინციპით უნდა გამოქვეყნდეს რომელიმე ეპითეტი ენციკლოპედიაში. ნუ გვავიწყდება რომ ვიკიპედია ენციკლოპედიურ ნიშნებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა პირად სიმპათიებზე. ასე მაგალითად : მე პირადად არ მიაჩნია და მორჩა. ეს არ არის გამოსავალი. როდესაც ღებულობ კენჭისყრაზე მონაწლეობას და აფიქსირებ ან ჰო ან არას ამას დამატებითი განმარტება სჭირდება და ჩემ განმარტებას მსურველი თავისდროზე ნახავდა. ან მაგ. ოუზოს განმარტებას. აი ხომ ხედავთ მე ზეპირად არ დამიფიქსირებია გადაწყვეტილება. მე ამაზე ვიფიქრე. და ასევე ყოველ ადამიანს რომელსაც აქვს სურვილი აზრის გამოთქმისა და ჯერ კარგად გაანალიზოს აზრი და მერე დააფიქსიროს იგი.
პ.ს. მე მაშინაც თუ კენჭისყრაზე გავიმარჯვებთ არ ვაპირებ მაინცდამაინც ამდაგვარი ეპითეტებს გამოყენებას. ეს ძაან არ მაღელვებს. მე მაღელვებ წესები, რომელიც ზუსტად უნდა იყოს გაშუქებული, და ჩემი აზრით დავითმა შესანიშნავად განმარტა ყოველივე.--Otogi განხილვაწვლილი 19:37, 10 ივნისი 2011 (UTC)
- მე მახსენდება ძველი სტატიები მაგ. თამარ ღვალაძე ვკითხულობთ: „გიმნაზიაში მას ასწავლიდა დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვასილ ბარნოვი (ბარნაველი).“ „მისი სადიპლომო ნაშრომის "ზაქარია და ბესიკ გაბაშვილების შემოქმედება" ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი ქართველოლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი.“ სტატიაში ევგენ ღვალაძე - ადრე ვკითხულობდით, ამჟამად შესწორებულია: „ევგენ (გენო) ღვალაძე (1900 წლის 13 მაისი - 1937 წლის 25 ოქტომბერი), თვალსაჩინო ქართველი ადვოკატი, საქართველოს 1921-1937 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცნობილი მოღვაწე.“ სტატიაში ვასილ წერეთელი ვკითხულობთ: ვასილ წერეთელი იყო ამ პარტიის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. სტატიაში:ანა კუცია-ჩოჩია ვკითხულობთ:„ანა (ანიკო) ნესტორის ასული კუცია-ჩოჩია (დ. 1898, აბაშა, - გ. 1964, იქვე), ქართველი ექიმი-პედიატრი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამსახურებული ექიმი (1940). ცნობილი მკვლევარ-ბიბლიოგრაფის და პედაგოგის თამარ კუცია-ღვალაძის (1902-1986) უფროსი და, ცნობილი ქირურგის ალექსანდრე ჩოჩიას (1935-2005) დედა.“ სტატიაში გურანდა ღვალაძე ვკითხულობდით ამჟამად შესწორებულია: „გურანდა ღვალაძე (დ. 1932 წლის 23 ივნისს), ცნობილი ქართველი ბოტანიკოსი და მეცნიერების თვალსაჩინო ორგანიზატორი, მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აკადემიკოს ს. ნავაშინის სახელობის საერთაშორისო მედლის ლაურეატი (1990), ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1990).
დაიბადა თბილისში, თვალსაჩინო იურისტის, 1920-1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცნობილი მოღვაწის ევგენ (გენო) ღვალაძის (1900-1937) და თვალსაჩინო მკვლევარ-ბიბლიოგრაფის თამარ კუცია-ღვალაძის (1902-1986) ოჯახში.“ მიუღებლად მიიჩნევს ეპითეტების გამოყენებას გამონაკლისი შემთხვევების გარდა. აქ კენჭს არ ვუყრით ეპითეტების გამოყენება–არგამოყენების საკითხს. - ჩემთვის გასაგებია. ვიკიპედიელი:Acnatali კარგად აღნიშნა:კი ვეთანხმები, მაგრამ არ მგონია ამით არ ამოიწუროს ამ საკითხზე კამათი. --ცანგალა (გ) 20:54, 10 ივნისი 2011 (UTC)
- ცანგალა, მაგ ღვალაძეებს, კუციებს, ჩოჩიებს და სხვებს წყაროდ რომელი ჰქონდათ მითითებული - ბრიტანიკა, კათოლიკური ენციკლოპედია, ბროკჰაუზ-ეფრონი, ბსე, ქსე თუ ოქსფორდის ენციკლოპედია? არცერთი? ჰოდა სამართლიანადაც წაიშალა! პრობლემას ვერ ვხედავ.--Ouzo განხილვაწვლილი 00:31, 11 ივნისი 2011 (UTC)
- ცანგალა, ზემოთ შენ მიერ მოყვანილი მაგალითები ამოიშლებოდა ჩვენი პროექტის [1] მუხლის საფუძველზე. შემდეგი მუხლები (რომლებიც გამონაკლისებს ითვალისწინებენ) მაგ შემთხვევებს არ მოიცავს. შესაბამისად არანაირი პრობლემა არაა. დავით, დათო, ჯაბა, ცანგალა, ნუგო, გთხოვთ, მიმითითოთ, რატომ იწუნებთ პროექტს – ანუ, რა არის შესაცვლელი მასში. — დავით პასუხი 05:19, 11 ივნისი 2011 (UTC)
- ცანგალა, მაგ ღვალაძეებს, კუციებს, ჩოჩიებს და სხვებს წყაროდ რომელი ჰქონდათ მითითებული - ბრიტანიკა, კათოლიკური ენციკლოპედია, ბროკჰაუზ-ეფრონი, ბსე, ქსე თუ ოქსფორდის ენციკლოპედია? არცერთი? ჰოდა სამართლიანადაც წაიშალა! პრობლემას ვერ ვხედავ.--Ouzo განხილვაწვლილი 00:31, 11 ივნისი 2011 (UTC)
- ვერ ვიგებ რატომ ვქმნით ამხელა პრობლემას ამ ეპითეტების გამოყენების შესახებ, თანაც უკიდურეს, გამონაკლის შემთხვევებში. სხვათა შორის, ინგლისური ვიკიპედია სავსეა ამდაგვარი ეპითეტებით, თანაც არამარტო პიროვნებების მიმართ. თარგმნის პროცესში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სტატია არ შემხვედრია, რომ მინიმუმ ერთი ისეთი ეპითეტი მაინც არ შემხვედროსეს, როგორიცაა მომაჯადოებელი, ბრწყინვალე, თვალსაჩინო და კიდევ რამდენი ასეთი... --მიხეილ (გ) 13:46, 11 ივნისი 2011 (UTC)
- Ouzo - სამწუხაროდ ჩემს მიერ მითითბულ სტატიებიდან ყველაფერი არ არის ამოშლილი. დავით, პროექტი ძალიან კარგად არის დაწერილი.--ცანგალა (გ) 14:40, 11 ივნისი 2011 (UTC)
- ჰოდა ეს წესი (თუ კანონი) მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უსაფუძვლო ეპითეტები უპრობლემოდ ამოვყაროთ ისე, რომ ამას ზედმეტი კამათი და განხილვებზე დროის უაზრო დაკარგვა არარ მოჰყვება. იმ შემთხვევაში, თუკი სტატიის შემომტანი ვინმე ღვალაძეზე ან კუციაზე წყაროდ მიმითითებს ბრიტანიკას, ბროკჰაუზ-ეფრონს და ასე შემდეგ, ხელებს ავწევ, მაშინ მართლა ეკუთვნით ეპითეტები (ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა). მაგრამ ყველა დანარჩენ შემტხვევაში უნდა ვიყოთ დაუნდობელი. კანონიც ამისთვის გვინდა.— Ouzo განხილვაწვლილი 15:07, 11 ივნისი 2011 (UTC)
- ცანგალა, კარგად რომაა დაწერილი, მაგას მეც ვხდები :). კარგი თუ არის დაწერილი, ეს მაინტერესებს :). რადგან წინააღმდეგი ხართ, ე. ი. რომელიღაც მუხლს არ ეთანხმებით და ეს მაინტერესებს, რას არ ეთანხმებით. — დავით პასუხი 15:10, 11 ივნისი 2011 (UTC)
- ჰოდა ეს წესი (თუ კანონი) მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უსაფუძვლო ეპითეტები უპრობლემოდ ამოვყაროთ ისე, რომ ამას ზედმეტი კამათი და განხილვებზე დროის უაზრო დაკარგვა არარ მოჰყვება. იმ შემთხვევაში, თუკი სტატიის შემომტანი ვინმე ღვალაძეზე ან კუციაზე წყაროდ მიმითითებს ბრიტანიკას, ბროკჰაუზ-ეფრონს და ასე შემდეგ, ხელებს ავწევ, მაშინ მართლა ეკუთვნით ეპითეტები (ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა). მაგრამ ყველა დანარჩენ შემტხვევაში უნდა ვიყოთ დაუნდობელი. კანონიც ამისთვის გვინდა.— Ouzo განხილვაწვლილი 15:07, 11 ივნისი 2011 (UTC)
- Ouzo - სამწუხაროდ ჩემს მიერ მითითბულ სტატიებიდან ყველაფერი არ არის ამოშლილი. დავით, პროექტი ძალიან კარგად არის დაწერილი.--ცანგალა (გ) 14:40, 11 ივნისი 2011 (UTC)
- [3] თუკი ობიექტური სინამდვილე არსებობს, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში ან ქვეყანაში, სასურველია ეპითეტთან ერთად მითითებული იყოს ეს რეგიონი ან ქვეყანაც. საჭიროა წყაროს მითითებაც. ჩემი აზრით სიტყვა „სასურველია“ უნდა იქნეს ამოღებული. ეს სიტყვა მომხმარებლის მიერ შეიძლება გაგებული იყოს (შეიძლება ვცდები) ავტორის სურვილის მიხედვით. ...ეპითეტთან ერთად მითითებული უნდა იყოს ეს რეგიონი ან ... - „უნდა“ და არა „სასურველია“.--ცანგალა (გ) 18:55, 11 ივნისი 2011 (UTC)
- ვეთანხმები ცანგალას. აუცილებელად უნდა მიეთითოს. (როცა ვკითხულობდი პროექტს, რატომღაც ასე თვალში არ მეცა... :))—G.G. 19:01, 11 ივნისი 2011 (UTC)
შედეგი
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ პროექტის მოწინააღმდეგეებს არ დაუსაბუთებიათ რა მოსწონთ და რა არა პროექტში, მაინც შევაჯამებ გამოკითხვას. 11 მომხრე, 6 წინააღმდეგი, 2 ნეიტრალური. მომხრეები არიან დაახლოებით 57%. ამას, რა თქმა უნდა, კონსენსუსი არ ჰქვია. შესაბამისად, ვერ ჩავთვლით, რომ პროექტი დავამტკიცეთ. ახლა უკვე მოწინააღმდეგეებზეა საქმე — მათ უნდა გამოთქვან ალბათ მოსაზრებები, რატომ დაიწუნეს პროექტი და შემოგვთავაზონ მისი ახალი ვერსია ან სულაც ახალი, უკეთესი იდეა (თუნდაც არა კანონპროექტის სახით). გმადლობთ მონაწილეობისათვის. — დავით პასუხი 08:57, 19 ივნისი 2011 (UTC)