Acnatali
გამარჯობა, Acnatali. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
– ბრუტ (გ) 08:47, 12 მარტი 2010 (UTC)
სექციებს მუქი შრიფტით ნუ წერთ, იხ. ვიკიპედიის დახმარება – ბრუტ (გ) 09:15, 12 მარტი 2010 (UTC)
Acnatali სტატიაში ხელმოწერას არ ვტოვებთ, მხოლოდ განხილვის გვერდებზე, ასევე შეგახსენებთ რომ სექციები მუქი შრიფტით არ იწერება. საფუძვლიანად გაეცანით ჩემს მიერ ზემოთ მითითებულ დახმარებას – ბრუტ (გ) 14:25, 12 მარტი 2010 (UTC)
გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Paolo Maldini 1986.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.
ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.
Gaeser განხილვაწვლილი 04:28, 20 მარტი 2010 (UTC)
სურათის ჩასმა
რედაქტირება[[სურათი:|სურათის სახელწოდება|thumb|xxxpx|right|სურათის წარწერა]] – ეს არის. P.S. თუ right-ის მაგივრად left-ს ჩასვავ, მაშინ მარცხნივ აჩვენებს, თუ არა – მაშინ მარჯვნივ. xxx–ის მაგივრად უნდა ჩასვა რამდენი პიქსელი გინდა. – ბრუტ (გ) 11:43, 20 მარტი 2010 (UTC)
ავტვირთე ფოტო მაგრამ მაინც ვერ ვსვამ. ეს რაც გამომიგზავნე ჩავსვი, მაგრამ მაინც ვერ ვაკეთებ :(((((( — Acnatali განხილვაწვლილი 13:32, 22 მარტი 2010 (UTC)
- სად რას ვერ სვავ აბა? :)) – ბრუტ (გ) 09:44, 23 მარტი 2010 (UTC)
კი ავტვირთე ფოტო მაგრამ მალდინის სტატიაში ვერ ვსვამ. ბოდიშს გიხდით ასე რომ გაწუხებთ :))— Acnatali განხილვაწვლილი 10:33, 23 მარტი 2010 (UTC)
გაიხარე :))) — Acnatali განხილვაწვლილი 13:37, 23 მარტი 2010 (UTC)
ვიკიორდენი
რედაქტირებაფაილის ლიცენზია
რედაქტირებაგამარჯობათ. იქნებ თქვენს მიერ ატვირთულ ფაილებს გადახედოთ და შესაბამისი ლიცენზია მიუთითოთ. ულიცენზიო ფაილები გარკვეული ხნის შემდეგ, აუცილებლად წაიშლება. — Uriah Heep (გ) 21:24, 23 მარტი 2010 (UTC)
გთხოვთ, მითხრათ სად და როგორ უნდა მივუთითო? — Acnatali განხილვაწვლილი 21:45, 23 მარტი 2010 (UTC)
- სპეციალური:ატვირთვა – აქ არის ყველანაირი ინსტრუქცია. ლიცენზია აქედან უნდა მიუთითო. P.S. განხილვის გვერდებიდან არაფრის წაშლა არ შეიძლება :) – ბრუტ (გ) 08:37, 24 მარტი 2010 (UTC)
ბრუტმა ყველაფერი გითხრათ. იმედია არ გაგიჭირდებათ. — Uriah Heep (გ) 09:42, 24 მარტი 2010 (UTC)
axla Tavidan unda avtvirTo suraTi? iqve ver Cavasworeb? — Acnatali განხილვაწვლილი 10:10, 24 მარტი 2010 (UTC)
- თავიდან ატვირთვა საჭირო არ არის, ფაილის რედაქტირებაში შედით და იქ ჩასვით შესაბამისი ლიცენზია. — Uriah Heep (გ) 10:19, 24 მარტი 2010 (UTC)
me araeri vici licenziis Taobaze, SeiZleba es mivutito? — Acnatali განხილვაწვლილი 10:21, 24 მარტი 2010 (UTC)
აქ არის ყველა ლიცენზია, წაიკითხეთ რომელი შეესაბამება თქვენს მიერ ატვირთულ სურათს და ის ჩასვით. — Uriah Heep (გ) 10:25, 24 მარტი 2010 (UTC)
შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიკისაწყობი აქ მრავალი სურათია, რომლის ჩასმა სტატიებში უპრობლემოდ შეგიძლიათ. — Uriah Heep (გ) 10:40, 24 მარტი 2010 (UTC)
საერთაშ. ბმულები
რედაქტირებაგამარჯობა Acnatali, სტატიებს საერთაშორისო ბმულები უნდა დაურთო. გაეცანი ვიკიპედია:ენათშორისი ბმულები. მადლობა წინასწარ. – BruTe (გ) 10:37, 26 მარტი 2010 (UTC)
ცალკე სექცია უნდა გავაკეთო ბმულების თუ შიგ სტატიაში უნდა ჩვასვა? გთხოვ მითხარი რომელიმე სტატია, რომელიც ასეა გაკეთებული, ვნახავ და უკეთ გავერკვევი. ასე ცოტა მიჭირს :(((( — Acnatali განხილვაწვლილი 10:45, 26 მარტი 2010 (UTC)
- მაგ. სტენდალი. შედი მის რედაქტირებაში და ქვევით ჩამოყევი.:) თვითონ ეგ ბმულები რომელიმე უცხოენოვანი ვიკიპედიიდან (მაგ. ინგლისურიდან) უნდა გადმოაკოპირო. ქართულ კი იქ უნდა ჩასვა კოდით [[ka:სტატიის სახელი]] – BruTe (გ) 10:57, 26 მარტი 2010 (UTC)
რესურსები ინეტრნეტში ხო? გავაკეთებ აუცილებლად, თან სწორად იმედია და აღარ შეგაწუხებ :)))— Acnatali განხილვაწვლილი 11:08, 26 მარტი 2010 (UTC)
- არა, არა, საერთაშორისო ბმულებს სექცია არ უნდათ, და არც კატეგორიებს :) P.S. "შეწუხებაზე" ნუ ფიქრობ, ყოველთვის მოხარული ვიქნები ახალბედების დასახმარებლად :D – BruTe (გ) 11:13, 26 მარტი 2010 (UTC)
ბარეზიზე სტატიას კიდევ სჭირს რამე?— Acnatali განხილვაწვლილი 14:02, 26 მარტი 2010 (UTC)
- აღარ – BruTe (გ) 13:02, 27 მარტი 2010 (UTC)
სურათების ლიცენზია
რედაქტირებაგამარჯობა. ვიკიპედიაში სურათების გამოყენება საკმაოდ შეზღუდულია, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ცოცხალი ადამიანის სურათებს. გაეცანით ru:Википедия:Лицензирование изображений/Краткий справочник, en:Wikipedia:Image use policy. - Island (გ) 15:15, 27 მარტი 2010 (UTC)
დერბი
რედაქტირებამილანურ დერბიზე მინდა სტატიის დაწერა და რომელი თარგი გამოვიყენო? — Acnatali განხილვაწვლილი 11:14, 31 მარტი 2010 (UTC)
ნატალი მეც მილანის ფანი ვარ სკაიპში დამამატე რაგაც უნდა გითხრა— osuji 16:58, 13 მაისი 2010 (UTC)
niki momwere da dagamateb— 89.232.8.22 15:13, 17 მაისი 2010 (UTC)
მილანი
რედაქტირებაგამარჯობა. მილანი (საფეხბურთო კლუბი) რჩეულ სტატიად წარვადგინე და დაწერეს, რომ წყაროები აკლია. ვინაიდან შენი დაწერილი სტატიაა, სქოლიოს ვერ ჩაამატებ? — Taro James განხილვაწვლილი 18:05, 27 იანვარი 2011 (UTC)
უი დიდი მადლობა :)) ეგ სულ პირველად დავწერე არც ვიცოდი მაშინ როგორ უნდა დამწერა :))) ხვალ ვცდები ჩავამატო --Acnatali განხილვაწვლილი 20:52, 27 იანვარი 2011 (UTC)
ახლა ვნახე ჩემს მერე ვიღაცას ჩაუყრია რაღაცეები, ის შენიშნვები ვნახე და ვეცდები გამოვასწორო, იქ გამოთქმულ შენიშვნებს აბსოლუტურად ვეთანხმები. ისე დიდი ვიკიპედიელი ახლაც არ ვარ და იმედია გამომივა :) --Acnatali განხილვაწვლილი 20:58, 27 იანვარი 2011 (UTC)
როცა გთხოვეს სქოლიოს ვერ ჩაამატებო ასე არ უგულისხმიათ ეს არასწორია. გადახედე სხვა რჩეულ სტატიებს და ისე მოიქეცი შენც. — ჯაბა ლაბაძე (გ) 18:48, 28 იანვარი 2011 (UTC) მაგას ვაკეთბ ახლა და იმედია გამომივა :)))--Acnatali განხილვაწვლილი 18:50, 28 იანვარი 2011 (UTC) ისე ახლა ვნახე ბარსას რჩეული სტატია თუმცა სქოლიო საერთოდ არ არი, რიო ფერდინანდზეცმხოლოდ ერთია. გამიჭირდება ახლა მოძებნა საიდან რა ამოვწერე, დიდი არქივი მაქვს სახლში, ჟურნალ-გაზეთები კრებულები და მათი ნაერთია ეს. ვიზუალურ მხარეს გავასწორებ, მაგრამ თუ მაინც აუცილებელია სქოლიო რამდენიმე ლინკს ჩავსვამდი--Acnatali განხილვაწვლილი 18:54, 28 იანვარი 2011 (UTC)
როგორც ჩანს სწორად ვერ გაიგეთ რა გთხოვათ მომხმარებელმა Taro james-მა. მას უნდა სტატიას გაუკეთოთ სქოლიო ისე როგორც მითითებულ ბმულშია.— ჯაბა ლაბაძე (გ) 19:09, 28 იანვარი 2011 (UTC)
- ასე გააგრძელეთ, კარგი გამოდის. — Taro James განხილვაწვლილი 11:01, 30 იანვარი 2011 (UTC)
მადლობა :) ვცდილობ რაც შემიძლია :)--Acnatali განხილვაწვლილი 16:35, 30 იანვარი 2011 (UTC)
- სქოლიოს კიდევ გაფართოვება არ შეგიძლია? — Taro James განხილვაწვლილი 16:20, 2 თებერვალი 2011 (UTC)
ავად ვიყავი ეს დღეები, კი გავაფართოვებ, მაგრამ არც ერთ სხვა სტატიას (სპორტში რაცაა ყოველშემთხვევაში)ამაზე მეტი არ აქვს :)))--Acnatali განხილვაწვლილი 18:27, 2 თებერვალი 2011 (UTC)
გილოცავ აქაც! :) ასე გააგრძელე, სპორტში გვჭირდება კარგი სტატიები ;) — დავით პასუხი 06:01, 17 თებერვალი 2011 (UTC)
- მადლობა :)პაოლო მალდინიზე მინდა გაკორექტირება და მთლიანად გამართვა, ვნახოთ როგორც კი დროს ვიპოვი დავასრულებ, არადა როდის დავიწყე :(((--Acnatali განხილვაწვლილი 09:23, 17 თებერვალი 2011 (UTC)
სხვა სტატია სპორტზე
რედაქტირებაგამარჯობა. შეგიძლია რამე სხვა სტატია დაწერო/გააუმჯობესო სპორტზე? — Taro განხილვაწვლილი 12:15, 17 თებერვალი 2011 (UTC)
- გაგიმარჯოს :) შეძლებით, შემიძლია მაგრამ დროის არქონას რა ვუყო:( როგორც ზემოთ დავწერე ჩემივე სტატიის გაუმჯობესება და გამართვა მინდა, პაოლო მალდინის ვგულისხმობ.ძირითადი მასალა დაწერილია უკვე და გასწორებას ვეცდები, ნუ სქოლიო რა თქმა უნდა --Acnatali განხილვაწვლილი 13:24, 17 თებერვალი 2011 (UTC)
გამარჯობა. მილანის სტატიაში ბოლო სეზონებზე ხომ არ დაწერდი? — Taro 16:13, 13 მარტი 2011 (UTC)
- გამარჯობა! ბოლო სეზონებზეც მიწერია, იანვრის ტრანსფერებზე. სხვა აღსანიშნი არაფერი მომხდარა, როგორ დამთავრდება ახლანდელი სეზონი ვნახოთ და მისი დასრულების შემდეგ მივამატებ--Acnatali განხილვაწვლილი 17:19, 13 მარტი 2011 (UTC)
ბლოგების შესახებ
რედაქტირებაგამარჯობათ. ბლოგები, როგორც წესი, სანდო წყაროდ არ მიიჩნევა. გთხოვთ მომავალში გაითვალისწინოთ. მე კი ამაღამ გავუშვებ AWB-ს და ბურუსს, არმურს და რაც გამახსენდება კიდევ ამოვშლი სტატიებიდან. საუკეთესო სურვილებით, —G.G. 06:15, 4 სექტემბერი 2011 (UTC)
ლოგო
რედაქტირებაფაილი:Logooooooooo.jpg - ფაილებს ასეთი სახელები არ უნდა ჰქონდეთ. მომავალში შემოიტანეთ ფაილი გასაგები სახელწოდებით, მაგ. : „Cignebis-Gamomcemlobis_Logo.jpg“. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:11, 27 იანვარი 2012 (UTC)
ვიცი, მაგრამ რომ ავტვირთე მერე დავაკვირდი, ახლა შესაძლებელია სახელის შეცვლა თუ თავიდან ავტვირთო? --ნატალია განხილვაწვლილი 10:22, 27 იანვარი 2012 (UTC)
ვნახე, შეგიცვლიათ. მადლობა --ნატალია განხილვაწვლილი 10:24, 27 იანვარი 2012 (UTC)
DEFAULTSORT:
რედაქტირებასტატიებზე პიროვნებების შესახებ როგორც წესი ისმება {{DEFAULTSORT:}}, რათა კატეგორიებში დალაგდეს გვარის მიხედვით. მაგალითად სტატიაში დანიელე პორტანოვა უნდა ჩასვა {{DEFAULTSORT:პორტანოვა, დანიელე}}.— --GagaVaa განხილვაწვლილი 07:21, 2 მაისი 2013 (UTC)
სურათის ლიცენზია
რედაქტირებაგამარჯობა. ატვირთული სურათის რედაქტირებაში შედით და ჩაუსვით ეს თარგი: თარგი:ლოგო. შეავსეთ შესაბამისი ინფორმაციით. სურათს უნდა ახლდეს ინფორმაცია ავტორის, თარიღის და წყაროს შესახებ (იმ შემთხვევაშიც, თუ უცნობია) --Henry McClean განხილვაწვლილი 15:36, 11 დეკემბერი 2015 (UTC)
გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Charter logo.png-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.
ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Henry McClean განხილვაწვლილი 12:02, 12 დეკემბერი 2015 (UTC)
გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Giorgi kldiashvili.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.
ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Stefan2 განხილვაწვლილი 20:43, 12 მაისი 2016 (UTC)