დანიელე პორტანოვა

დანიელე პორტანოვა (იტალ. Daniele Portanova; დ. 17 დეკემბერი, 1978, რომი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს სერია ა-ს კლუბ ბოლონიაში.

დანიელე პორტანოვა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დანიელე პორტანოვა
დაბადების
თარიღი
17 დეკემბერი, 1978 (1978-12-17) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
რომი, იტალია
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბოლონია
ნომერი 90
ახალგაზრდული კარიერა
ფერმანა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1996–1998 ფერმანა 20 (1)
1998–1999 ჯენოა 6 (0)
1999–2000 აველინო 9 (0)
2000–2003 მესინა 85 (5)
2003–2004 ნაპოლი 31 (0)
2004–2009 სიენა 158 (8)
2009– ბოლონია 105 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

დანიელემ კარიერა საფეხბურთო კლუბ ფერმანაში დაიწყო, რომელიც სერია ც1-ში გამოდიოდა. თუმცა, დიდი ხნით იქ არ გაჩერებულა და მალე ჯენოაში გადავიდა, სადაც ექვსი თამაში ითამაშა სერია ბ-ში. არც გენუა იყო მისი დიდი ხნის გაჩერების ადგილი და ამჯერად უკვე აველინოში გადავიდა, სადაც მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა. საბოლოოდ, არც აქ გაჩერდა და მესინაში გადავიდა, რომელშიც მანამდე გუნდებისგან განსხვავებით შედარებით დიდი ხნით, სამი სეზონით გაჩერდა და თავიც გამოიჩინა. იგი 2003 წელს ნაპოლიში გადავიდა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა.

2004 წლის ზაფხულს დანიელე სიენაში გადავიდა, სადაც გაჩერდა უფრო დიდი ხნით და გუნდის წამყვანი მცველიც გახდა. მან ხუთი წარმატებული სეზონი ჩაატარა ტოსკანას კლუბში, თუმცა ეს არ იყო საკმარისი, რათა ეროვნული ნაკრებიდან გამოძახება მიეღო. ამასთან, მან სერია ა-ში მაინც გამოიჩინა თავი და ერთ-ერთი საიმედო მცველის სტატუსიც მიიღო.

2009 წლის აგვისტოს მისი ტოსკანური ვოიაჟი დასრულდა და დაიწყო ემილია-რომანიას ვოიაჟი. იგი ბოლონიაში წავიდა სათამაშოდ. იქაც ასე დაიმკვიდრა ადგილი ძირითადში და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. დანიელე აგრეთვე ცნობილია, როგორც რომის ლაციოს ფანი და ეს კარგად გამოჩნდა რომში გამართულ შეხვედრაში, სადაც მან გოლი გაუტანა რომაელებს და არ აღნიშნა. თამაშის შემდგომ მან ბოდიშიც კი მოუხადა ლაციოს ტიფოზერიას. ამასთან, ლაციოსაც არაერთხელ უცდია დანიელეს რომში გადმოყვანა, მაგრამ ტრანსფერი ვერ მოხერხდა. დანიელემ მცირე ხნის წინ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ მზად არის, უფასოდ ითამაშოს „ოღონდაც მისი "რომაული ოცნება" ასრულდეს და ლაციოს ფორმა მოირგოს“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება