ანა კუცია-ჩოჩია
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ანა კუცია-ჩოჩია}} |
ანა (ანიკო) ნესტორის ასული კუცია-ჩოჩია (დ. 1898, აბაშა, — გ. 1964, იქვე) — ქართველი ექიმი-პედიატრი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამსახურებული ექიმი (1940). ცნობილი მკვლევარ-ბიბლიოგრაფის და პედაგოგის თამარ კუცია-ღვალაძის (1902-1986) უფროსი და, ცნობილი ქირურგის ალექსანდრე ჩოჩიას (1935-2005) დედა.
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა ცნობილი მრეწველის, კომერსანტის და საზოგადო მოღვაწის ნესტორ კუციას (1871-1912) და ელისაბედ გაბილაიას (1879-1923. 1913-1923 წლებში იღუმენია) ოჯახში. დაამთავრა ფოთის ქალთა გიმნაზია (1919) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამედიცინო ფაკულტეტი (1929). იყო გამოჩენილი პედიატრის, პროფესორ სიმონ გოგიტიძის ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე და თანამშრომელი. 1921-1926 იყო ს. გოგიტიძის ასისტენტი ქ. თბილისის პირველ კლინიკურ (ე.წ. არამიანცის) საავადმყოფოში, ხოლო 1926-1930 ამავე საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი. 1930-1964 იყო აბაშის მუნიციპალიტეტის ჯერ ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე, შემდეგ კი აბაშის რაიონული საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგე. ა. კუცია-ჩოჩია არჩეული იყო საქართველოს პედიატრთა საზოგადოების წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში. ითვლებოდა საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო პედიატრად. მის მიერ აღზრდილია ექიმ-პედიატრთა არა ერთი თაობა.