ვიკიპედია:კენჭისყრა/პროექტი არააქტიურ ადმინ.-თა სტატუსის მოხსნის წესში ცვლ.-ების შეტანის შესახებ
პროექტი არააქტიურ ადმინისტრატორთა სტატუსის მოხსნის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ
რედაქტირებაპროექტის კენჭისყრა მიმდინარეობს 5 დღის განმავლობაში. ხმის მისაცემად გამოიყენება {{ჰო}} ( (მომხრე)), {{არა}} ( (წინააღმდეგი)) ან {{ჰმმ}} ( (ნეიტრალური)).
- მუხლი 1. ცვლილება წესში.
ა) თუ ადმინისტრატორს ხუთი თვის განმავლობაში არ ექნება აქტიური წვლილი, ეცნობოს მას სტატუსის დაკარგვის საშიშროების შესახებ და მიეცეს ერთი თვის ვადა, ხოლო თუ ამ ერთ თვეში იგი ისევ არააქტიური იქნება, დაინიშნოს კენჭისყრა ადმინისტრატორის სტატუსის ჩამორთმევის შესაებ. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ადმინისტრატორს საერთოდ არ ექნება ან ექნება მნიშვნელოვნად მცირე წვლილი — ამ შემთხვევაში კენჭისყრა დაინიშნება გაფრთხილებისა და დამატებითი ერთთვიანი ვადის გარეშე.
ბ) აქტიურ წვლილად ჩაითვლება ხუთი თვის განმავლობაში სულ მცირე 250 რედაქტირება და 15 ადმინისტრატორული ქმედება.
გ) გადაყენებულ ადმინისტრატორს შეუძლია კვლავ მოიპოვოს ადმინისტრატორის სტატუსი ახალი არჩევნების გზით.
- მუხლი 2. დამატებითი დებულებები.
პროექტის ამოქმედებისთანავე გადაისინჯოს ამჟამინდელ ადმინისტრატორთა სია და არააქტიურ ადმინისტრატორებს, თუ ასეთები აღმოჩნდებიან, კენჭისყრის საფუძველზე ჩამოერთვათ სტატუსი.
- მუხლი 3. ძალაში შესვლა.
პროექტი ამოქმედდეს მიღებისთანავე.
მომხრე
რედაქტირება- (ნომინაცია) იხილეთ ამ პროექტის შესახებ განხილვა ყავახანაში. — Nodar Kherkheulidze განხილვა 10:25, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- (მომხრე) — დავით პასუხი 12:37, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- (მომხრე) — მიხეილ (მომწერე) 13:22, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- (მომხრე)--David 14:19, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
წინააღმდეგი
რედაქტირებანეიტრალური
რედაქტირება- (ნეიტრალური) — რადგან ზუსტადაა განსაზღვრული აქტიური წვლილი და საერთოდ არაფერია ნახსენები მნიშვნელოვნად მცირე წვლილზე.—G.G. 13:40, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- ვთქვათ, მნიშვნელოვნად მცირე წვლილად დავადგინეთ 50 და 50-ზე ნაკლები რედაქტირება. გამოვა, რომ 51 რედაქტირება არ არის მნიშვნელოვნად მცირე. ამით კი ადმინისტრატორმა შეიძლება ბოროტად ისარგებლოს. თანაც გათვალისწინებულია ვიკიშვებულების შემთხვევა. ამიტომ ჯობია, რომ მნიშვნელოვნად მცირე წვლილი დადგინდეს განსჯითა და განხილვით. თანაც ამას დიდი დადგენა არ ჭირდება, რადგან კარგად ჩანს, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის ადმინისტრატორი. — Nodar Kherkheulidze განხილვა 14:31, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- მე, როგორც უკვე ვთქვი, საერთოდ არანაირ ზუსტი ციფრების განსაზღვრას (არც აქტიური წვლილის) არ ვთვლი საჭიროდ, თუმცა, რადგან არავინ დამეთანხმა ყავახანაში განხილვისას, აღარ ვაგრძელებ საუბარს. — დავით პასუხი 14:35, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- მხოლოდ ერთი შეკითხვა: ვთქვათ ადმინი, მცირედ აქტიურობს, აქტიური წვლილი არ აქვს. როგორ უნდა დადგინდეს, მიეცეს მას დამატებით ერთი თვე თუ არა?—G.G. 15:09, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- მე, როგორც უკვე ვთქვი, საერთოდ არანაირ ზუსტი ციფრების განსაზღვრას (არც აქტიური წვლილის) არ ვთვლი საჭიროდ, თუმცა, რადგან არავინ დამეთანხმა ყავახანაში განხილვისას, აღარ ვაგრძელებ საუბარს. — დავით პასუხი 14:35, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- როგორც წერია, აქტიურ წვლილად ითვლება 250 რედაქტირება, ხო (15 ადმინისტრატორულ ქმედებას რომ დავანებოთ თავი)? „არააქტიურობის“ დადგენისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რედაქტირებების რაოდენობა. თუ, ვთქვათ, 200 რედაქტირება ექნება, ესე იგი ნაკლებად აქტიურობს. ამ შემთხვევაში, გავაფრთხილებთ. ხომ შეიძლება, ვიკიშვებულება ჰქონდეს აღებული და ვერ დააგროვოს 250 რედაქტირება (განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში)? დააგროვოს, ვთქვათ, 130. ამის გამო ხომ არ უნდა წავართვათ სტატუსი? აქაც გავაფრთხილებთ, რომ გააქტიურდეს. და თუ ვიკიშვებულების გარეშე დააგროვებს 130-ს, ესე იგი არ აქტიურობს და უნდა დაიწყოს კენჭისყრა. ამ კენჭისყრაზე ან ჩამოერთმევა სტატუსი, ან არა. გააჩნია გარემოებებს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერს ვერ გავწერთ და ზოგი რაღაც გარემოებებით უნდა დადგინდეს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:23, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- ვთქვათ, მნიშვნელოვნად მცირე წვლილად დავადგინეთ 50 და 50-ზე ნაკლები რედაქტირება. გამოვა, რომ 51 რედაქტირება არ არის მნიშვნელოვნად მცირე. ამით კი ადმინისტრატორმა შეიძლება ბოროტად ისარგებლოს. თანაც გათვალისწინებულია ვიკიშვებულების შემთხვევა. ამიტომ ჯობია, რომ მნიშვნელოვნად მცირე წვლილი დადგინდეს განსჯითა და განხილვით. თანაც ამას დიდი დადგენა არ ჭირდება, რადგან კარგად ჩანს, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის ადმინისტრატორი. — Nodar Kherkheulidze განხილვა 14:31, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- გიორგი, სამართალში არსებობს ე. წ. „გონივრული განსჯა“ (ხომ სწორად მახსოვს ნოდარ?); ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ერთ ნორმაში ვერ მოექცევა, რადგან ყველა ცალკეული შემთხვევა განსხვავებულია — ორი ანალოგიური შემთხვევა არ შეიძლება არსებობდეს. გონივრული განსჯა სწორედ იმას ქვია, რომ თითოეულ შემთხვევაში ბრმად კი არ უნდა ვენდოთ კანონს, არამედ ნორმა სხვადასხვაგვარად უნდა იქნას გამოყენებული, გონივრულად, როგორც მოერგება სიტუაციას. რომ ზედმეტად დაკონკრეტებული ნორმები თანამედროვე ევროპულ იურისპრუდენციაში მიღებული არაა და ხშირად სწორედ ამ გონივრულ განსჯას ენიჭება უპირატესობა. მეტიც, ინგლისური სამართალი მთლიანად გონივრული განსჯაა და მეტი არაფერი, რადგან მათ დაწერილი კანონმდებლობა თითქმის არა აქვთ. ასე რომ, ყველაფრით ამ წესის გადატვირთვა და გართულება არ იქნება კარგი. (ნოდარ, გთხოვ დამიდასტურო ნათქვამი ესე ჩემი ) — დავით პასუხი 15:42, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- (ნეიტრალური) ვის დაევალება წვლილის რაოდენობის თვლა?--ცანგალა (გ) 15:46, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- კი, ნამდვილად ეგრეა, დათო. ეგ ყავახანაშიც დავწერე, რომ „გონივრული განსჯა“ არასრულფასოვნებას არ ნიშნავს, პირიქით, იძლევა იმის საშუალებას, რომ კონკრეტული შემთხვევა სწორად და სამართლიანად გადაწყდეს. ყველა შემთხვევას თავისი გარემოებები აქვს და საჭიროა სხვადასხვანაირად გადაწყვეტა. ყავახანაშივე მოვიყვანე მუხლი სამოქალაქო კოდექსიდან, სადაც გამოყენებულია სიტყვა „გონივრული“ (...მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში...). ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი არასრულფასოვანია? რა თქმა უნდა, არა — პირიქით. რაც შეეხება, წვლილის დათვლას. მგონი, დიდი პრობლემა არ იქნება. დათომ დადო ბმული, სადაც სათითაოდ არის დათვლილი ყველა მოქმედება — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:50, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- ნოდარ, შენს მიერ მოყვანილ ნაწყვეტს სამოქალაქო კოდექსიდან არანაირი კავშირი არ არქვს ჩვენს შემთხვევასთან, რადგან მანდ ფასზეა საუბარი, რომელიც დამოკიდებულია გირავნობის საგანზე (ანუ იმაზე, რა საგანია იგი)). ჩვენთან კი ყველა ჩვენგანი თვლის, რომ „გონივრულად სჯის“ და შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში გაფრთხილების გარეშე დაიწყოს განხილვა, ხოლო სხვამ (უპირატესად კი — კენჭისყრის სუბიექტმა) შესაძლოა ჩათვალოს, რომ „არაგონივრულად განსაჯეს“ და დაიწყოს ნახევარწლიანი დისკუსია ვინ იყო მართალი, ვინ მტყუანი, ვინ უფრო გონივრულად აზროვნებს და ა.შ., რომელიც (აუცილებლად) პირადი შეურაცყოფებით, ვიკიურთიერთობის დაძაბვით და გაფუჭებით დამთავრდება. ასე რომ, მე ვფიქრობ, უკვე წინააღმდეგებში ხომ არ ჩავწერო ჩემი ხმა, რადგან თავად „გონივრული განსჯა“ სუბიექტური ტერმინია თავისი არსით.—G.G. 18:12, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- კი, ნამდვილად ეგრეა, დათო. ეგ ყავახანაშიც დავწერე, რომ „გონივრული განსჯა“ არასრულფასოვნებას არ ნიშნავს, პირიქით, იძლევა იმის საშუალებას, რომ კონკრეტული შემთხვევა სწორად და სამართლიანად გადაწყდეს. ყველა შემთხვევას თავისი გარემოებები აქვს და საჭიროა სხვადასხვანაირად გადაწყვეტა. ყავახანაშივე მოვიყვანე მუხლი სამოქალაქო კოდექსიდან, სადაც გამოყენებულია სიტყვა „გონივრული“ (...მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში...). ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი არასრულფასოვანია? რა თქმა უნდა, არა — პირიქით. რაც შეეხება, წვლილის დათვლას. მგონი, დიდი პრობლემა არ იქნება. დათომ დადო ბმული, სადაც სათითაოდ არის დათვლილი ყველა მოქმედება — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:50, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- გონივრულ განსჯას რომ თავი დავანებოთ, რედაქტირებების ციფრებითაც ნათლადაა ყველაფერი შესაძლებელი. მით უმეტეს, რომ მეტას მონაცემებში ყველა ადმინისტრაციული ქმედება ზედმიწევნითაა დათვლილი. — მიხეილ (მომწერე) 18:25, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- ჰოდა მაგას ვამბობ მეც: არის მინიმუმი 15? რამდენია მინიმუმი იმისათვის, რომ პირდაპირ კენჭისყრა არ დაიწყოს? ეს ეხება 250 რედაქტირებასაც. დამიჯერეთ, უსიამოვნებები იქნება ამის გამო.—G.G. 18:46, 6 სექტემბერი 2011 (UTC)
- მე ზოგადად მომხრე ვარ, თუმცა წარმოდგენილი წესიც ზოგადია და ვფიქრობ მეტი კონკრეტიკა ჯობია (მაგ. როგორც რუსულშია, რაც ყავახანაშიც განიხილებოდა), ეს თავიდან აგვაცილებს გაუგებრობებს. იქნებ ჩაასწოროთ შესაბამისად? რაც შეეხება თავად პროექტის ენას, ჩემი თხოვნაა, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ იურიდიულ ენის გამოყენებას - როგორც წესი ართულებს არსის გაგებას, თან ენციკლოპედიაში ვმუშაობთ, არასამთავრობოში ხომ არა?! :). --Rastrelli F 16:53, 7 სექტემბერი 2011 (UTC)
- რაღაც ასეთზე ვსაუბრობ:
თუ ადმინისტრატორს ხუთი თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 250 ზოგადი და 15 ადმინისტრაციული რედაქტირება, მიეცეს გაფრთხილება უმოქმედობაზე, ხოლო თუ მომდევნო ერთ თვის მანძილზე იგი კვლავ არააქტიური იქნება, დაინიშნოს კენჭისყრა ადმინისტრატორისთვის სტატუსის მოხსნაზე. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრატორს საერთოდ არ ექნება ან ექნება დადგენილზე ნაკლები წვლილი, კენჭისყრა გაიმართება გაფრთხილების და დამატებითი ერთთვიანი ვადის გარეშე. გადაყენებულ ადმინისტრატორს შეუძლია კვლავ მოიპოვოს ადმინისტრატორის სტატუსი ახალი არჩევნების გზით.
- შენიშვნა/განმარტება: შევცვალე გადმოცემის ენა - არაა საჭირო ადამიანის დაბნევა, ჯერ უთხრა გაუგებარი ტერმინი და მერე განმარტო ტერმინი; არასწორია ფრაზა: „ეცნობოს მას სტატუსის დაკარგვის საშიშროების შესახებ“, წესი ვიკიპედიის სასიკეთოდ კეთდება და არა ადმინისტრატორების! გავმართე სტილი - ტექსტში დასაწყიში სხვა ფრაზეოლოგია იყო გამოყენებული და ბოლოსკენ სხვა (მაგ. „სტატუსის მოხსნა“ <> „სტატუსის ჩამორთმევა“, „ეცნობოს“ <> „გაფრთხილების გარეშე“, „აქტიური წვლილი 250-15 რედ“<>„მნიშვნელოვნად მცირე წვლილი“).
- ველი კომენტარებს. --Rastrelli F 15:58, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
- წესი იგივეა გამარტივებული ენით დაწერილი (რაც მისასალმებელია).
„...იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრატორს საერთოდ არ ექნება ან ექნება დადგენილზე ნაკლები წვლილი...“
|
- გამუქებული სიტყვები განსამარტია.—G.G. 16:06, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
- განმარტება სწორედ რომ არ ჭირდება, რადგან 250 და 15 რედაქტირება დადგენილია. შეიძლება დაზუსტება ჭირდება - „ზემოთ დადგენილზე მაკლები“.--Rastrelli F 16:15, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
- არ მეგონა, თუ ამის ახსნა კიდევ დამჭირდებოდა. „თუ ადმინისტრატორს ხუთი თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 250 ზოგადი და 15 ადმინისტრაციული რედაქტირება, მიეცეს გაფრთხილება უმოქმედობაზე“ და „იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრატორს საერთოდ არ ექნება ან ექნება დადგენილზე ნაკლები წვლილი, კენჭისყრა გაიმართება გაფრთხილების და დამატებითი ერთთვიანი ვადის გარეშე“ ამ ორი შემთხვევის ერთმანეთისგან გასამიჯნად არის საჭირო განმარტება-დაზუსტება-ახსნა-განსაზღვრა.—G.G. 16:39, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
- გამიჯვნა რა შუაშია, როცა პირდაპირ კავშირშია?! თუ წვლილი საერთოდ არ ექნება, ან დადგენილზე (250 ზოგად და 15 ადმინისტრაციულ რედაქტირებაზე) ნაკლები ექნება , მაშინ ესე და ესეო.. გაუგებრობას რა ქმნის კონკრეტულად? --Rastrelli F 19:16, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
- რასტრელის გამარტივებული მომწონს :). მაგრამ, გიორგის ვეთანხმები; ცოტა სხვანაირად ვიტყვი მის სიტყვებს: თუ ადმინისტრატორს ხუთი თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 250 ზოგადი და 15 ადმინისტრაციული რედაქტირება, მიეცეს გაფრთხილება უმოქმედობაზე — ეს ნიშნავს, რომ თუ ამ დადგენილზე ნაკლები წვლილი ექნება, მაშინ მიეცემა გაფრთხილება. თუ ადმინისტრატორს საერთოდ არ ექნება ან ექნება დადგენილზე ნაკლები წვლილი — ესეც იმავეს ნიშნავს, ანუ დადგენილზე ნაკლები წვლილის შემთხვევაში ერთი წესიც მოქმედია და მეორეც :). ეს ორი წინადადება წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან... ამას გულისხმობს გიორგი. — დავით პასუხი 04:50, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
- გამიჯვნა რა შუაშია, როცა პირდაპირ კავშირშია?! თუ წვლილი საერთოდ არ ექნება, ან დადგენილზე (250 ზოგად და 15 ადმინისტრაციულ რედაქტირებაზე) ნაკლები ექნება , მაშინ ესე და ესეო.. გაუგებრობას რა ქმნის კონკრეტულად? --Rastrelli F 19:16, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
- არ მეგონა, თუ ამის ახსნა კიდევ დამჭირდებოდა. „თუ ადმინისტრატორს ხუთი თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 250 ზოგადი და 15 ადმინისტრაციული რედაქტირება, მიეცეს გაფრთხილება უმოქმედობაზე“ და „იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრატორს საერთოდ არ ექნება ან ექნება დადგენილზე ნაკლები წვლილი, კენჭისყრა გაიმართება გაფრთხილების და დამატებითი ერთთვიანი ვადის გარეშე“ ამ ორი შემთხვევის ერთმანეთისგან გასამიჯნად არის საჭირო განმარტება-დაზუსტება-ახსნა-განსაზღვრა.—G.G. 16:39, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
- განმარტება სწორედ რომ არ ჭირდება, რადგან 250 და 15 რედაქტირება დადგენილია. შეიძლება დაზუსტება ჭირდება - „ზემოთ დადგენილზე მაკლები“.--Rastrelli F 16:15, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
- გამუქებული სიტყვები განსამარტია.—G.G. 16:06, 8 სექტემბერი 2011 (UTC)
სწორად გამიგე, დავით :). მე მინდა უბრალოდ ჩანდეს, როდის „მიეცეს გაფრთხილება უმოქმედობაზე“ და როდის — „კენჭისყრა გაიმართება გაფრთხილების და დამატებითი ერთთვიანი ვადის გარეშე“.—G.G. 05:07, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
- გასაგებია, ტექსტის გადმოცემის გამარტივებაში, მექანიკურად აზრი დამეკარგა. მეორე წინადადება ასე უნდა ყოფილიყო: „იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრატორს 5 თვის მანძილზე საერთოდ არ ექნება წვლილი, კენჭისყრა გაიმართება გაფრთხილების და დამატებითი ერთთვიანი ვადის გარეშე“.--Rastrelli F
06:28, 9 სექტემბერი 2011 (UTC)06:31, 9 სექტემბერი 2011 (UTC)- კარია. ჩემთვის მისაღებია. რადგან ზემოთ ნოდარის პროექტს უკვე რამდენიმე მომხმარებელმა ხმა მისცა, ხომ არ ჯობია, ეს დაწყებული კენჭისყრა დავამთავროთ (ხვალ მთავრდება) და შემდეგ ახალ პროექტს (რასტრელის პროექტს) ცალკე ვუყაროთ კენჭი, ცოტა მშვიდ გარემოში. ახლა კენჭისყრის ნაცვლად ორი უზარმაზარი ბაღლინჯოსებური განხილვა გამოგვივიდა :)). — დავით პასუხი 06:34, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
- ხომ არ ჯობია ნოდარის პროექტის კენჭისყრა შეწყდეს. ჩამოყალიბდეს ყველაფერი ხელმეორედ და კენჭისყრაც განახლდეს. --ცანგალა (გ) 09:57, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
- ცანგალას ვეთანხმები. რასტრელის ბოლო წინადადებაც მისაღებია და მხარს ვუჭერ (გამოირიცხა მნიშვნელოვნად მცირე წვლილი თუ რაცაა). ეს იქნება ნოდარის პროექტი რასტრელის რედაქციით :) —G.G. 10:07, 9 სექტემბერი 2011 (UTC)
- მოიხსნას კენჭისყრიდან და გავიდეს განსახილველად. — Nodar Kherkheulidze განხილვა 12:31, 10 სექტემბერი 2011 (UTC)
შედეგი
რედაქტირებაპროექტი მოიხსნა კენჭისყრიდან და გავიდა ხელახლა განსახილველად, რადგან როგორც კენჭისყრისას მიმდინარე განხილვებმა აჩვენა, დასაზუსტებელია გარკვეული დეტალები, რომელთა დადგენის შემდეგ, იგი კვლავ გავა კენჭისყრაზე. — მიხეილ (მომწერე) 21:58, 10 სექტემბერი 2011 (UTC)