ვიკიპედია:კენჭისყრა/სტატიების შექმნის ახალი კრიტერიუმები
კანონპროექტი:
- ვიკიპედიაში ახალი სტატიების შესაქმნელად დღეს არსებული წესების გაუქმება და მათ ნაცვლად ახალი კრიტერიუმების შემოღება.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
- სტატიის მინიმალურ ზომად შემოღებულ იქნას 5000 ბაიტიანი ზღვარი (შენიშვნა:1. ეს წესი არ გავრცელდება მის შემოღებამდე არსებულ სტატიებზე; 2. იმ სტატიებზე რომელზეც არ მოიპოვება/ვერ ხერხდება 5000-იან ზღვრამდე შესავსები ინფორმაციიის მოძიება.
- 5000 ბაიტზე ნაკლები მოცულობის სტატიის დაწერის შემთხვევაში მის ავტორს მიეცეს 10 დღიანი ვადა მის შესავსებად. ვადის გასვლის შემდეგ თუ სტატია პირვანდელი სახით დარჩება, მაშინ იგი წაიშლება.
- ახალი წესის შესახებ ინფორმაცია დაემატოს მისალმების თარგში, ხოლო ანონიმი (IP) მომხმარებლებისთვის შეიქმნას ცალკე თარგი.
კენჭისყრაში მონაწილეობის წესები: გაითვალისწინეთ!!! კანონპროექტში წარმოდგენილ ყველა საკითხს კენჭი ერთდროულად ეყრება. კენჭისყრაში დადებითი ხმების 75%-ის მიღების შემთხვევაში ახალი კანონი ძალაში ხმის მიცემის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში შევა, ხოლო კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში მოხდება მისი გადამუშავება და ხელმეორედ ისე წარდგენა.
თუ ეთანხმებით აქ მოყვანილ პროექტს მაშინ ხმის მიცემისას გამოიყენეთ თარგი # {{ჰო}} ~~~~
, ხოლო თუ რომელიმე საკითხს მაინც არ ეთანხმებით კენჭისყრაში გამოიყენეთ თარგი # {{არა}} ~~~~
კენჭისყრა მიმდინარეობს 11 იანვრიდან (15:00) - 18 იანვრამდე 21 იანვრამდე (00:00). --დათო1010 12:02, 11 იანვარი 2016 (UTC)
კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ვიკიპედიელებს რომლებიც სულ მცირე 3 თვის წინ დარეგისტრირდნენ და აქვთ 200+ რედაქტირება
მომხრე
- (მომხრე) --ჯაბა 1977 11:09, 11 იანვარი 2016 (UTC)
- (მომხრე) -- კანონპროექტს ვერ დავარქმევ, მაგრამ კარგი წესი იქნება :) --g. balaxaZe★ 12:19, 11 იანვარი 2016 (UTC)
(მომხრე) -- ოღონდ სადმე ხელმისაწვდომად მიეთითოს თუ როგორ შეამოწმონ სტატიის მეგაბაიტების რაოდენოაბ. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 12:23, 11 იანვარი 2016 (UTC)- (მომხრე)--Lika Kharazishvili 12:25, 11 იანვარი 2016 (UTC)
- (მომხრე) ორივე ხელით! ვიკიპედიაში სიახლეების დროა! დროა, ნელ-ნელა შევცვალოთ დრომოჭმული, არაეფექტიანი ძველი წესები. — Mikheil მიწერა 13:15, 11 იანვარი 2016 (UTC)
- (მომხრე) Georgiano განხილვაწვლილი 14:16, 11 იანვარი 2016 (UTC)
(მომხრე)--ILIA განხილვა 14:19, 11 იანვარი 2016 (UTC)- (მომხრე)--დათო1010 14:19, 11 იანვარი 2016 (UTC)
(მომხრე) პაატას აზრს ვიზიარებ, იმასთან დაკავშირებით, რომ კარგად უნდა ავხსნათ, სად შეამოწმონ მბ-ები.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 14:53, 11 იანვარი 2016 (UTC)- (მომხრე) -- ფხოველი (გ) 19:04, 11 იანვარი 2016 (UTC)
- (მომხრე) — ცვლილებებს მივესალმები. თუმცა წაშლაზე უარყოფითი რეაქცია დამეუფლა. ნეტა, ვინმე რამეს შექმნიდეს და წაშლის დრო გვაქვს?... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 12:25, 12 იანვარი 2016 (UTC)
- (მომხრე)--GrigalashviliT განხილვაწვლილი 16:45, 12 იანვარი 2016 (UTC)
- (მომხრე)--გ.ჯანაძე განხილვაწვლილი 19:06, 19 იანვარი 2016 (UTC)
- (მომხრე)--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 11:45, 20 იანვარი 2016 (UTC)
- (მომხრე)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:30, 20 იანვარი 2016 (UTC) ხარისხი ყველგან და ყოველთვის!
- (მომხრე) - Hubble განხილვაწვლილი 22:33, 20 იანვარი 2016 (UTC)
წინააღმდეგი
- (წინააღმდეგი) - სანამ ყოველი დეტალი დაზუსტებული არ იქნება და განხილვა არ დასრულდება, მხარს ვერ დავუჭერ --Jafara777 განხილვაწვლილი 15:29, 12 იანვარი 2016 (UTC)
- (წინააღმდეგი) ყოველ შემთხვევაში, ამ სახით. ყოველმხრივ მივესალმები მსგავსი წესის შემოღებასა და, ზოგადად, სიახლეებს ვიკიპედიაში, მაგრამ სანამ მიდის განხილვა, კენჭისყრის ჩატარება, როგორც მინიმუმ, არ მიმაჩნია სწორად.--SHOTHA [UT] 16:48, 12 იანვარი 2016 (UTC)
- კომენტარი: — არ ვიცი, აქვს თუ არა აქ ჩემი ხმის დაწერას მნიშვნელობა, რადგან ვთვლი, რომ ბიუროკრატებმა უნდა გაითვალისწინონ იმ მომხმარებლების აზრი, რომელთაც ჯერ განხილვაში სურთ წესის ჩამოყალიბება და შეაჩერონ კენჭისყრა, ან კენჭისყრა ჩავთვალოთ, რომ წესის მიღებაზეა და განხილვა განვაგრძოთ ამ წესის დეტალებზე. შოთას ვეთანხმები აბსოლუტურად. :) — GIO→13 06:39, 13 იანვარი 2016 (UTC)
- (წინააღმდეგი) ნათლისღებას გილოცავთ ყველას! რაც შეეხება ამ იდეას: ცვლილები და ვიკიპედიის იმიჯის ამაღლება აუცილებელია - აი, ამაში ვეთანხმები მხოლოდ პროექტის მომხრეებს, მაგრამ სხვა არაფერში. პროექტის წამოწყებისას დავსვი კითხვები და მას შემდეგ აღარ ვერთვებოდი განხილვაში. ვაკვირდებოდი მაგალითებს და დავრწმუნდი, 5 000 ბაიტიანი ზღვარი ვერ მოიტანს იმ შედეგს, რაც გვინდა. ბაიტების რაოდენობა არ განსაზღვრავს სტატიის ხარისხს და ინფორმატიულობას: სტატიებს ზომა თუნდაც ინფოდაფამ შეიძლება გაუზარდოს ისე, რომ ინფოდაფის ველების უმეტესობა შეუვსებელი იყოს - ამას რას ვუზამთ? ასევე, ერთმა სურათმა გრძელი სახელითაც კი შეიძლება რამდენიმე ასეული ბაიტით გაზარდოს სტატიის ზომა. იგივე შეიძლება ვთქვათ სქოლიოზე მითითებული გრძელი ინტერნეტ-ბმულით. თუ ბაიტებით შევადარებთ სტატიებს ეს სტატია ამაზე „ხარისხიანი“ გამოდის. არადა, მეორე მათგანი გაცილებით ინფორმატიულია და ჩემი ღრმა რწმენით, არავითარ შემთხვევაში უნდა წაიშალოს ვიკიპედიიდან. თქვენს სურვილს, რომ უკეთესი გავხადოთ ვიკიპედია, სრულად ვიზიარებ, თუმცა გადაჭრის ეს გზა უშედეგო მგონია. ჩემი აზრით, ჯობია ასეთი წესის სრულიად არქონის პირობებში (3 წინადადება შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ), ჯობია 3 წინადადების წესთან ერთად ავამოქმედოთ 2 000 ბაიტის ზღვარი, რაც ნამდვილად აუცილებელი მგონია, რათა ავიცილოთ მსგავსი სამარცხვინო ახალი სტატიები.--Saliner ✉ 12:29, 19 იანვარი 2016 (UTC)
- (წინააღმდეგი) — ნუ ვჩქარობთ!!! უნდა გავითვალისწინოთ განხილვა.--ცანგალა (გ) 17:21, 19 იანვარი 2016 (UTC)
- (წინააღმდეგი) მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ უნდა ვიღებდე მონაწილეობას პროცედურული ხარვეზების გამო (ვიკიპედია: კენჭისყრის პოლიტიკა დაირღვა მეორე პუნქტი, ასევე გაეცანით პირველს, მეხუთეს და მეექვსეს), პროცედურებს ვიკიპედიის კეთილდღეობას ვერ გადავაყოლებთ. იმედია სხვებიც ასე მოიქცევიან. წესს რაც შეეხება, უარზე ვარ ბევრი მიზეზის გამო, რომლებიც ფორუმზე დევს პასუხგაუცემელი--Tornike 18:42, 19 იანვარი 2016 (UTC)
- კენჭისყრა არის არალეგიტიმური, რადგან ის წარიმართა წესების დარღვევით და მომხმარებელთა უპატივცემულობის ფონზე. ეს არის დაცინვა მომხმარებლებისა. ასე რომ, ჩემი (წინააღმდეგობა) ეხება არა მხოლოდ პროექტს, არამედ უმსგავსოდ ჩატარებულ კენჭისყრასაც. პროექტს რაც შეეხება, ფორუმზე მე უკვე დავწერე არგუმენტირებული კითხვები, რომლებზეც პასუხები ვერ მივიღე. პრობლემის არსი კარგად ჩამოაყალიბეს აგრეთვე თოკოკომ, სანდრომ, შოთამ, პაატამ, ოთოჯიმ და სხვ. ვიმედოვნებ, მათ მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები, მიუხედავად იმისა კენჭისყრაშია ისინი თუ მის გარეთ, ხმის მიცემის თარგით თუ უთარგოდ, გათვალისწინებული იქნება — წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა პედანტური ბიუროკრატიზმი, რასაც თავად ბიუროკრატებიც ემიჯნებიან, როგორც ვიცი. თუ როგორი უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ეს პროექტი, ამაზე აღარ დავიწყებ საუბარს: მითითებულ ბმულებზე საკმაოდაა ამაზე საუბარი. Deu. 06:40, 20 იანვარი 2016 (UTC)
- (წინააღმდეგი) — გადავინაცვლე მოწინააღმდეგეების ბანაკში, ამის მთავარი მოტივი არის ის, რომ რეალურ პრობლემას არა სტატიების სიდიდე არამედ მათი ხარისხი წარმოადგენს. ამიტომ მსგავსი შეზღუდვის შემოტანაში მე ვერანაირ სარგებელს ვერ ვხედავ, ხოლო უსარგებლო შეზღუდვა თავისთავად პრობლემაა. ასევე მომხრეების მხრიდან ვერ დავინახე ამ წესის შემოღების აუცილებლობის დამადასტურებელი ობიექტური მონაცემები, გარდა ვიკიპედიის გაუმჯობესების სურვილისა რომელიც ყველას გვაქვს :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 12:22, 20 იანვარი 2016 (UTC)
- (წინააღმდეგი) — იდეა კარგია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ნაადრევია. ბოდიშს ვიხდი, ჯერ მაგ დონეზე არა ვართ მისული (პირადად მეც). ცოტაც მოვიცადოთ და ალბათ მივიღებთ მაგ წინადადებას.GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:50, 20 იანვარი 2016 (UTC)
- (წინააღმდეგი) აღნიშნული კანონპროექტი მისაღებად მიმაჩნია მე ჩემისთანა დონის ვიკირედაქტორებისთვის! მაგრამ არანაირად ისედაც ბეჩავი ქართული ვიკიპედიისათვის, ოღონდ ჯერ არა! ის არანაირად ხელს არ შეუწყობს ჩვენს რიგებში ახალი აქტიური იუზერების გამოჩენას. მე არაერთ დამწყებს ვექაჩებოდი და ზოგი ზარმაცობდა, ზოგი სარგებელს ეძებდა, ზოგიც ფანატიური იდეებით იყო შებოჭილი, ზოგს ვიკიში დაწერილი სტატია მისი სახელობის ეგონა... ამ აუარება ფსიქოლოგიის ხალხთან გიზიარებთ ადმინებო მაგრამ მუშაობაა საჭირო! მათთვის ახალი ბარიერის შექმნა თან მით უმეტეს როდესაც ქართველი მომხმარებლის ქცევა არ გაქვთ შესწავლილი ვფიქრობ ნაჩქარევი ნაბიჯია. აი როდესაც ქართულ ვიკიპედიაში იმდენივე აქტიური რედაქტორი იქნება რამდენიცაა თუნდაც სომხურ ვიკიპედიაში, მაშინ კიბატონო! ოღონდ დღეს არა!--Surprizi განხილვაწვლილი 18:28, 20 იანვარი 2016 (UTC)
მოსაზრებები
User:Giorgi Balakhadze, User:პაატა შ, User:Lika-Kharazishvili, User:MIKHEIL, User:Georgiano, User:ILIA, User:Beqabai. მეგობრებო, თქვენ და კიდევ სხვებს, რომლებიც ამ განხილვის გვერდზე შემოვლენ, მინდა მივმართო თხოვნით: ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ განხილვაში, რადგან ჯერ პროექტი არაა ჩამოყალიბებული, რაღაც დეტალები დასაზუსტებელია. განხილვა მიმდინარეობს აქ, ფორუმში. განხილვისას გამოითქვა განსხვავებული აზრები, რომლებსაც ვეთანხმები მე, ოთოჯი, ბრუტე, გიორგი13, თორნიკე, ილია, ბექაბაი... მიგვაჩნია, რომ კენჭისყრის გამართვა ნაადრევია, რადგან ასე ჩვენი აზრი არ იქნება გათვალისწინებული და მივიღებთ წესს, რომელიც გარკვეულ დაზუსტებებს მოითხოვს. დაუზუსტებელი წესი კი მომავალში პრობლემებს წარმოშობს. თავად წესის მიღებისა ყველანი მომხრეები ვართ განხილვაში და ასეთ დროს კენჭისყრის ჩატარება ვიკიპედიის წესების მიხედვით არაა საჭირო. გარდა ამისა, ჯერ ჩამოვყალიბდეთ, რას ვუყრით კენჭს და მერე ვუყაროთ. გმადლობთ, Deu. 16:45, 11 იანვარი 2016 (UTC)
- User:Giorgi Balakhadze, User:პაატა შ, User:Lika-Kharazishvili, User:MIKHEIL, User:Georgiano, User:ILIA, User:Beqabai, User:Fkhoveli, User:Fiqriasidamonize, ასევე User:Otogi, User:Giorgi13, User:Tokoko, User:BRUTE და სხვებთანაც მაქვს კითხვა და თხოვნა: თქვენგან რამდენიმემ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში და იქვე აღნიშნა, რომ რაღაც-რაღაცები დასაზუსტებელია. მეც ასე ვფიქრობ, რომ პროექტში ბევრი რამეა დასაზუსტებელი და პრობლემური, პროექტი ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს და მერე ვუყაროთ კენჭი. აქ, ფორუმში მიმდინარეობს განხილვა სწორედ ამ საკითხებზე, განვიხილავთ იმ დეტალებს, რაც დაზუსტებას მოითხოვს. ამიტომ, გთხოვთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომ შეჩერდეს ეს კენჭისყრა, სანამ შევჯერდებით იმაზე, თუ რას ვუყრით კენჭს. ახალი წესის შემოღების წინააღმდეგი არავინ არაა, მათ შორის არც მე. აქ კენჭისყრის გვერდზე კი წერია, რომ კენჭისყრის დასრულებიდან 2 კვირაში შევა ძალაში ახალი წესიო... თუკი არ მოითხოვთ შეჩერებას კენჭისყრისას, მაშინ ისე გამოვა, რომ ძალაში შევა დაუზუსტებელი წესი და ეს შემდეგში პრობლემებს გააჩენს. გთხოვთ, კონსტრუქციულად მოეკიდოთ ჩემს თხოვნას — ერთი და ორი ადამიანის პრინციპული სიჯიუტის გამო არ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ, ამით უნებლიედ თუ ნებსით შეურაცხყოფას ვაყენებთ იმ მომხმარებლებს, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილავენ უკეთესი პროექტის დეტალებს. გმადლობთ, Deu. 15:01, 12 იანვარი 2016 (UTC)
- Deu, შეგიძლია, ჩამოაყალიბო, რა გადაწყდა ამ მსჯელობის შედეგად? — Mikheil მიწერა 16:19, 12 იანვარი 2016 (UTC)
- მიხეილ, განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და რაღაც საკითხებს ვაზუსტებდით, როცა ჯაბამ და დათომ ყველასგან მოულოდნელად კენჭისყრა წამოიწყეს და Sitenotice-ში გამოაქვეყნეს. ვინაიდან ჯერ კიდევ განვიხილავდით საკითხებს, ჯერ არ გადაწყვეტილა, მაგრამ შემიძლია გითხრა, რას განვიხილავთ მოკლედ: ნაწილი ვთვლით, რომ 5000 კბ ძალიან ბევრია მინიმუმისთვის და გვაქვს არგუმენტებიც, გარდა ამისა, არაერთმა მომხმარებელმა (არ მინდა ვინმეს სახელით ვისაუბრო, მაგრამ ძირითადად განხილვაში ამ ან ცოტა განსხვავებულ პოზიციაზე ვართ მე, ოთოჯი, თორნიკე, სანდრო, გიორგი13, ბექა...) გამოვთქვით აზრი, რომ გაურკვეველი რჩება პროცედურა, როგორ და რის შემდეგ იშლება მოკლე სტატიები, ვინ წყვეტს და რის მიხედვით, თუ რომელი მოკლე სტატიაა წესიდან გამონაკლისი. ამ პროცედურის სავარაუდო მოდელიც დავწერე განსახულველად, თუმცა იმის გამო, რომ კენჭისყრა უკვე მიდის, განხილვის გაგრძელება ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საუბრის კონსენსუსისკენ წაყვანა სრულიად შესაძლებელია, ვინაიდან ყველა თანხმდება, რომ წესის შემოღება საჭიროა. ასეთ დროს კი კენჭისყრა არაა გამართლებული — ჯერ შევჯერდეთ, რას ვუყრით კენჭს. Deu. 16:41, 12 იანვარი 2016 (UTC)
- ერთი რამ ვერ გავიგე შენი ნათქვამიდან, თუკი წაშლას ისევ განხილვა დასჭირდება, აბა, რისთვის ვიღებთ ამ წესს? ხომ კარგად იცით, რომ ეს ძირითადად სოფლებს ეხება? გავწერთ ყველა გამონაკლისს? კარგად დაფიქრდი :) კიდევ ერთი — არავის ეწყინოს, მაგრამ ამ განხილვაში აქტიურად ჩართულთა უმეტესი ნაწილი ამჟამად არააქტიური ვიკიპედიელია, რომელთაც ეჭვი მაქვს, კარგად იცოდნენ ვიკიპედიის ბოლო დროის მაჯისცემა. მომხრე ვარ, კენჭისყრა გაგრძელდეს, ყველამ ხმით დააფიქსიროს თავისი პოზიცია. თუ ეს წესი ვერ გავიდა, კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთება მისი ნაკლოვანი მხარეები, ხელახალი კენჭისყრის ჩატარებაში კი პრობლემას ვერ ვხედავ. Mikheil მიწერა 17:11, 12 იანვარი 2016 (UTC)
- არ მწყენია, მაგრამ მხოლოდ იმის თქმას რომ ვცდები, ისიც რომ მითხრათ რაში ვცდები კარგი იქნება. ამიხსენით რა გამოვტოვე ბოლო დროს და იქნებ დაგეთანხმოთ, შეეცადეთ მაინც, სხვა თუ არაფერი --Tornike 17:20, 12 იანვარი 2016 (UTC)
- როგორც ჩანს, გამოცდილება არაფერს ნიშნავს? მიხეილ, საქმე ის არაა, იმ განხილვაში ჩემი შემოთავაზებული ვარიანტი ხარვეზიანია თუ არა, საქმე ისაა, რომ განხილვაში ბევრია განსხვავებული აზრი და განხილვა მიდის პრობლემებზე, რომლებსაც ეგებ ვაგვარებდით! კენჭისყრის წამოწყებაა თავად არასწორი ასეთ დროს, ეს ჩვენი დისკრედიტაციაა მხოლოდ. რაც შეეხება სტატიებს, ეს გამონაკლისი მხოლოდ სოფლებს რატომ უნდა შეეხოს? რაკი ამ კენჭისყრის ავტორი გეოგრაფია? მითხარი, გეთაყვა, რა ნიშნით ჯობია სოფლების სტატიები ამ და ამ სტატიას და რა კრიტერიუმით უნდა დარჩეს მომავალში სოფლის სტატიები და წაიშალოს ასეთი სტატიები? ამ კრიტერიუმებს თუ ვერ განვსაზღვრავთ, ეს წესი მიკერძოებული იქნება და თუ განვსაზღვრეთ, მაშინ ყველანი შევთანხმდებით — ამისთვის კი საჭიროა განხილვა. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან ეს კენჭისყრა პროცედურული დარღვევებითაა დაწყებული და ჩემი ხმა ისედაც გასაგებია. იმედია იმას არ მეტყვით, რომ რაკი თარგ {{არა}}-ს არ ვიყენებ, ჩემი აზრი ირელევანტურია. Deu. 17:26, 12 იანვარი 2016 (UTC)
- არ მწყენია, მაგრამ მხოლოდ იმის თქმას რომ ვცდები, ისიც რომ მითხრათ რაში ვცდები კარგი იქნება. ამიხსენით რა გამოვტოვე ბოლო დროს და იქნებ დაგეთანხმოთ, შეეცადეთ მაინც, სხვა თუ არაფერი --Tornike 17:20, 12 იანვარი 2016 (UTC)
- ერთი რამ ვერ გავიგე შენი ნათქვამიდან, თუკი წაშლას ისევ განხილვა დასჭირდება, აბა, რისთვის ვიღებთ ამ წესს? ხომ კარგად იცით, რომ ეს ძირითადად სოფლებს ეხება? გავწერთ ყველა გამონაკლისს? კარგად დაფიქრდი :) კიდევ ერთი — არავის ეწყინოს, მაგრამ ამ განხილვაში აქტიურად ჩართულთა უმეტესი ნაწილი ამჟამად არააქტიური ვიკიპედიელია, რომელთაც ეჭვი მაქვს, კარგად იცოდნენ ვიკიპედიის ბოლო დროის მაჯისცემა. მომხრე ვარ, კენჭისყრა გაგრძელდეს, ყველამ ხმით დააფიქსიროს თავისი პოზიცია. თუ ეს წესი ვერ გავიდა, კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთება მისი ნაკლოვანი მხარეები, ხელახალი კენჭისყრის ჩატარებაში კი პრობლემას ვერ ვხედავ. Mikheil მიწერა 17:11, 12 იანვარი 2016 (UTC)
- მიხეილ, განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და რაღაც საკითხებს ვაზუსტებდით, როცა ჯაბამ და დათომ ყველასგან მოულოდნელად კენჭისყრა წამოიწყეს და Sitenotice-ში გამოაქვეყნეს. ვინაიდან ჯერ კიდევ განვიხილავდით საკითხებს, ჯერ არ გადაწყვეტილა, მაგრამ შემიძლია გითხრა, რას განვიხილავთ მოკლედ: ნაწილი ვთვლით, რომ 5000 კბ ძალიან ბევრია მინიმუმისთვის და გვაქვს არგუმენტებიც, გარდა ამისა, არაერთმა მომხმარებელმა (არ მინდა ვინმეს სახელით ვისაუბრო, მაგრამ ძირითადად განხილვაში ამ ან ცოტა განსხვავებულ პოზიციაზე ვართ მე, ოთოჯი, თორნიკე, სანდრო, გიორგი13, ბექა...) გამოვთქვით აზრი, რომ გაურკვეველი რჩება პროცედურა, როგორ და რის შემდეგ იშლება მოკლე სტატიები, ვინ წყვეტს და რის მიხედვით, თუ რომელი მოკლე სტატიაა წესიდან გამონაკლისი. ამ პროცედურის სავარაუდო მოდელიც დავწერე განსახულველად, თუმცა იმის გამო, რომ კენჭისყრა უკვე მიდის, განხილვის გაგრძელება ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საუბრის კონსენსუსისკენ წაყვანა სრულიად შესაძლებელია, ვინაიდან ყველა თანხმდება, რომ წესის შემოღება საჭიროა. ასეთ დროს კი კენჭისყრა არაა გამართლებული — ჯერ შევჯერდეთ, რას ვუყრით კენჭს. Deu. 16:41, 12 იანვარი 2016 (UTC)
- Deu, შეგიძლია, ჩამოაყალიბო, რა გადაწყდა ამ მსჯელობის შედეგად? — Mikheil მიწერა 16:19, 12 იანვარი 2016 (UTC)
სანამ წაშლა-დატოვების საკითხის დეტალებს არ დავაზუსტებთ, ჩემს ხმას ვაუქმებ, შემდეგ სიამოვნებით დავუჭერ მხარს. თუ ყველა შევაჯერებთ ჩვენ-ჩვენ პოზიციებსა და შეხედულებებს, ნამდვილად არ გაგვიჭირდება ამ პრობლემის გადაწყვეტა. წესი იმგვარად უნდა იყოს მიღებული, რომ მისი ამოქმედების შემდეგ კითხვები არ გაჩნდეს, ეს კი, სამწუხაროდ ამჟამად არ ხერხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვან კითხვაზე, როგორ უნდა გადაწყდეს სტატიის წაშლა-არწაშლის საკითხი ეს პროექტი დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ იძლევა. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ უნდა დარჩეს ის სტატიები, რომელთა განვრცობაც უბრალოდ ფიზიკურადაა შეუძლებელი, მაგრამ კითხვა ვინ და როგორ უნდა გადაწყვიტოს შეიძლება თუ არა სტატიის გავრცობა მაინც პასუხგაუცემელი რჩება, ამიტომ ძალიან გთხოვთ დავაზუსტოთ ეს დეტალი და შემდეგ ჩემი ხმა ამ პროექტს.--ILIA განხილვა 18:27, 12 იანვარი 2016 (UTC)
- მეც იმ აზრზე ვარ რომ ეს კენჭისყრა უნდა შეჩერდეს და გაგრძელდეს საუბარი ფორუმის გვერდზე, მითუმეტეს, როგორც გამოჩნდა კითხვები ბევრს აქვს წესთან დაკავშირებით. კითხვებზე პასუხები კი კენჭისყრით არ გაიცემა, მხოლოდ განხილვით. აქტიური და არააქტიური მომხმარებელი კი არაფერ შუაშია, მიხეილს 1 წელი რომ არ ჰქონოდა რედაქტირება და ახლა გამოეთქვა თავისი აზრი, ყველა მაინც პატივისცემით მოეკიდებოდა მის აზრს. – BruTe (გ) 18:39, 12 იანვარი 2016 (UTC)
მე იმ სამ წესს ასე შევცვლიდი:
- სტატიის მინიმალურ ზომად შემოღებულ იქნას 3000 ბაიტიანი ზღვარი (შენიშვნა:1. ეს წესი არ გავრცელდება მის შემოღებამდე არსებულ სტატიებზე; 2. იმ სტატიებზე რომელზეც არ მოიპოვება/ვერ ხერხდება 3000-იან ზღვრამდე შესავსები ინფორმაციიის მოძიება.
- 3000 ბაიტზე ნაკლები მოცულობის სტატიის დაწერის შემთხვევაში მის ავტორს მიეცეს 7 დღიანი ვადა მის შესავსებად. ვადის გასვლის შემდეგ თუ სტატია პირვანდელი სახით დარჩება, მაშინ მოხდება მისი განხილვის გვერდზე წაშლის კანდიდატად დაყენება. 3 დღისს შემდეგ ხმების მარტივი უმეტესობით გადაწყდება მისი წაშლა არ წაშლის საკითხი.
- ახალი წესის შესახებ ინფორმაცია დაემატოს მისალმების თარგში, ხოლო ანონიმი (IP) მომხმარებლებისთვის შეიქმნას ცალკე თარგი, ასევე უნდა ხდებოდეს ახალი სტატიის მოცულობის მარტივად განსაზღვრა. - --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 20:23, 12 იანვარი 2016 (UTC)
ვეთანხმები ილიას. ნამდვილად დაუზუსტებელია სტატიების ბედი ამ წესში. ნუ შემოვიღებთ ასეთ ზედაპირულ წესს. სად ვჩქარობთ, განვიხილოთ, ჩამოვაყალიბოთ და შევჯერდეთ საუკეთესოზე. პაატამ კარგად ჩამოაყალიბა, მე მომწონს. კიდევ ერთხელ ვამბობ, წესის მიღებას კენჭისყრაც არ სჭირდება, ისედაც ყველა ვთანხმდებით. :) — GIO→13 06:33, 13 იანვარი 2016 (UTC)
- როგორც ჩანს, არაერთ ვიკიპედიელს აქვს განსხვავებული აზრი. მე მგონია, სადაც კი თუნდაც ერთი განსხვავებული აზრია, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული და განხილული.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 08:45, 13 იანვარი 2016 (UTC)
ვინაიდან, კენჭისყრა არ წყდება, უმჯობესი იქნება თარგი {{არა}} გამოვიყენოთ. ხმების საკმარისი რაოდენობის ვერ მიღების შემთხვევაში, უბრალოდ იძულებული გავხდებით თავიდან განვიხილოთ.--Jafara777 განხილვაწვლილი 12:03, 13 იანვარი 2016 (UTC)
- არა, გეთაყვა, კენჭისყრის შეწყვეტა და კენჭისყრაში უარყოფითი ხმის მიცემა სულ სხვადასხვა რამეა. კენჭისყრის შეწყვეტას ვითხოვთ: მე, ჯაფარა, ბექა, გიორგი13, პაატა, ბრუტე, ილია, თორნიკე, შოთა და აგრეთვე ოთოჯი განხილვაში გამოთქმული მოსაზრებებით. ათი ადამიანი! მათგან სამმა დადებითი ხმაც კი მისცა იმ პირობით, რომ რაღაცები დაზუსტდება. ასე რომ, დემოკრატიის უზოგადესი წესის თანახმად, კენჭისყრა უნდა შეწყდეს. ბიუროკრატებს მივმართავ: შეწყვიტეთ ეს კენჭისყრა და მოგვეცით ნორმალურ სიტუაციაში განხილვის შესაძლებლობა. Deu. 13:24, 13 იანვარი 2016 (UTC)
- წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ვიკიპედიაში ჯიუტი ორი-სამი ადამიანის აზრებია გატარებული, დანარჩენები კი თმობენ. Deu. 13:26, 13 იანვარი 2016 (UTC)
არ მესმის, რატომ არ წყდება კენჭისყრა. ეს განსხვავებული აზრის უპატივცემულობაა! შეწყდეს კენჭისყრა და განვიხილოთ, თანაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გამოჩნდა, რაც განხილვას აუცილებლად საჭიროებს, --Jafara777 განხილვაწვლილი 16:21, 14 იანვარი 2016 (UTC)
- ერთმანეთს ნუ ვეჯიბრებით. ჯერ ჩამოყალიბდეს პროექტი და შემდეგ მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა. --ცანგალა (გ) 18:28, 18 იანვარი 2016 (UTC)
5000 ბაიტი ზედმეტად დიდია, მგონი. ანუ როცა ვქმნი მოკლე სტატიებს, რომლებსაც არ აქვს სხვა დამატებითი ინფო, ვერ გამოქვეყნდება, არადა აუცილებელია არსებობდეს ეგ სტატია. მაგალითად, სტატია მთვარუკა 5000 ბაიტიც არაა, მაგრამ, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა არსებობდეს. მე მხოლოდ ინგლისური ვიკიდან შემიძლია თარგმნა, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მსგავსები არ არსებობს, ამიტომ სხვა გზა არ მრჩება: ან ხელოვნურად გავზარდო ან საერთოდ არ დავწერო. 3000 ან 2000 ბაიტს ვეთანხმები მე პირადად... - Hubble განხილვაწვლილი 12:45, 20 იანვარი 2016 (UTC)
- (ნეიტრალური) ასეთ ორაზროვან, გაურკვეველ და „დაკადაკა“ სიტუაციაში ნეიტრალიტეტს ვიცავ.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 13:53, 20 იანვარი 2016 (UTC)
- @Beqabai: ჩვენს კამათზე ცუდი შეფასება გაქვს გაკეთებული: ეს „დაკადაკა“ არ არის. ეს არის აზრის გამოთქმა. ხოლო აზრის გამოთქმის საშუალება ყველა მომხმარებელს აქვს, მათ შორის შენც. იმედია დიდი ბიჭი რომ გაიზრდები ამას სხვაგვარად შეაფასებ. წარმატებები.--ცანგალა (გ) 10:10, 21 იანვარი 2016 (UTC)
- @Zangala: დამიჯერეთ ცუდი გაგებით არ მხმარია „დაკადაკა“. ამიტომ იჯდა ზუსტად ბრჭყალებში. უბრალოდ ასეთ დაძაბულ და რადიკალურად განსხვავებული აზრებით გაჯერებული განხილვა მხატვრულ მოსაზრებაში „დაკადაკად“ წარმომიდგა.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 13:39, 21 იანვარი 2016 (UTC)
- @Beqabai: ჩვენს კამათზე ცუდი შეფასება გაქვს გაკეთებული: ეს „დაკადაკა“ არ არის. ეს არის აზრის გამოთქმა. ხოლო აზრის გამოთქმის საშუალება ყველა მომხმარებელს აქვს, მათ შორის შენც. იმედია დიდი ბიჭი რომ გაიზრდები ამას სხვაგვარად შეაფასებ. წარმატებები.--ცანგალა (გ) 10:10, 21 იანვარი 2016 (UTC)
შედეგი
სულ კენჭისყრაში მონაწილეობდა 21 მომხმარებელი. ახალ წესს მხარი დაუჭირა 13-მა მომხმარებელმა, ხოლო წინააღმდეგი იყო 8 მომხმარებელი. ამგვარად წესის მიღებისთვის საკმარისი დადებითი ხმების 75% ვერ მოგროვდა. სტატიების შექმნის ახალი კრიტერიუმები არ დამტკიცდა.