საეკლესიო ისტორია (A-2)

საეკლესიო ისტორია (A-2)XIX საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნი, გადაწერილია 1825 წელს. გადამწერი ბერი დიონისეა, მომგებელი უცნობია.

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი, შეიცავს 172 ფურცელს; ფურცლის ზომებია 34X21.5 სანტიმეტრი. ყდა ტყავგადაკრული მუყაოსია. ტექსტი შესრულებულია მხედრული დამწერლობით, შავი მელნით.

საეკლესიო ისტორია (A-2) ინახებოდა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში, დღეს კი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. I1, თბილისი, 1974, გვ. 17