ფსალმუნი (A-351) — XV საუკუნის მიწურულის ქართული ხელნაწერი წიგნი, ფსალმუნი. გადაწერილია სამცხეში საოჯახო ბიბლიოთეკისათვის. შექმნილია ყვარყვარე და მზეჭაბუკ II ათაბაგების დაკვეთით 1494 წელს.

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. ხელნაწერი მომცრო ზომისაა. შეიცავს 168 ფურცელს, რომელთა ზომებია 9,8X7,6 სანტიმეტრი. ნაწერია ნუსხური დამწერლობით, საზედაო ასოები შესრულებულია ასომთავრულით, გაფორმებულია ოქრომელნით. ფსალმუნებს წინ უძღვის მინიატიურა დავით წინასწარმეტყველისა, რომელიც ქნარზე უკრავს. ტექსტის დასაწყისში ორიგინალური ორნამენტით შემკული თავსამკაულია.

ფსალმუნის ეს ხელნაწერი დღეს ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A-351).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 84