ვიკიპედია:კენჭისყრა/წყაროს მითითების თარგების შესახებ

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ყურადღება! ეს არის ვიკიპედიაში გამართული კენჭისყრის საბოლოო შედეგის ასლი ისტორიის გარეშე. კენჭისყრის ისტორია დაცულია ყავახანაში.

კენჭისყრა

რედაქტირება

კენჭისყრის თემა: თარგების {{წყაროს მითითება}} და {{წყარო}} მომავალი ბედი.

წაიშალოს

რედაქტირება

განმარტება:

წაიშალოს თარგი {{წყაროს მითითება}} და გაუქმდეს თარგ {{წყარო}}–ში 3 სექტემბერს გაკეთებული ცვლილება. შეიცვალოს თარგი {{წყარო}}–ს გამოყენების დამკვიდრებული წესი.

მომხრეთა არგუმენტი:

{{წყაროს მითითება}}, თარგის შინაარსი წინააღმდეგობრივია. 3 სექტემბერს გაკეთებული მინაწერი და ამ ორი თარგის გამოყენების დამკვიდრებული წესი კი ვიკიპედიის ზოგად პრინციპებს ეწინააღმდეგება; ვიკიპედიის სტატიას არ ჰყავს „ძირითადი ავტორი“, სტატიები იწერება კოლექტიურად. შეცდომით დამკვიდრდა პრაქტიკა, რომლის მიეხდვითაც სტატიის „ძირითად ავტორად“, როგორც წესი, მიიჩნევა სტატიის შემქმნელი. ერთობლივი მუშაობის პირობებში სტატიის ავტორად (ან „პატრონად“) ერთი კონკრეტული მომხმარებლის მიჩნევა მიუღებელია. ვინაიდან ვიკიპედიის სტატიები ცალცალკე არავისია და ამავე დროს ერთად ყველასია, ამ სექციაში ხელის მომწერთ მიაჩნიათ, რომ სტატიაში წყაროების არარსებობის გამო შეტყობინება არ უნდა ეგზავნებოდეს კონკრეტულ პირს. ნებისმიერი (თუნდაც სხვისი დაწერილი) სტატიისათვის წყაროების მითითება ყოველი ვიკიპედიელის უფლება-მოვალეობაა და ამისთვის დამატებითი შეტყობინება საჭირო არაა.

მომხრეები:

ყურადღება! ჩხუბში გადაზრდილი კამათის თავიდან ასაცილებლად კენჭისყრა ტარდება ყოველგვარი დამატებითი კომენტარების გარეშე. ხმა მიეცით ამგვარი კოდით: * {{ჰო}} ~~~~. ყოველგვარი დამატებითი მინაწერი ამოიშლება.
  1. (მომხრე) — ჯაბა ლაბაძე () 10:53, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  2. (მომხრე) — ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 11:11, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  3. (მომხრე) — Datofm განხილვაწვლილი 11:25, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  4. (მომხრე) — მიხეილ () 12:33, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

განმარტება:

თარგი {{წყაროს მითითება}} და თარგ {{წყარო}}–ში 3 სექტემბერს ჩამატებული მინაწერი დარჩეს, თუმცა შესწორდეს შინაარსი ისე, რომ არ ეწინააღმდეგებოდეს ვიკიპედიის ზოგად პრინციპებს. შეიცვალოს ორივე თარგის გამოყენების დამკვიდრებული წესი.

მომხრეთა არგუმენტი:

{{წყარო}} და {{წყაროს მითითება}}, აშკარაა, რომ ამ ორი თარგის ერთობლივმა მუშაობამ გარკვეული შედეგი მოიტანა ვიკიპედიის სასარგებლოდ: 3 სექტემბრიდან მოყოლებული არაერთ სტატიას მიეთითა წყარო, რის შედეგადაც ვიკიპედიის ხარისხი და სანდოობა გაიზარდა. ამ სექციაში ხელის მომწერები არ უარყოფენ თარგების შინაარსთან და მათი გამოყენების დამკვიდრებულ წესთან დაკავშირებულ ხარვეზებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს არ უნდა გახდეს მათი წაშლის/გაუქმების მიზეზი. ამ ხარვეზების გამოსწორება მარტივად შეიძლება, თარგების შინაარსი და მათი გამოყენების წესი შესაძლოა მივუსადაგოთ ვიკიპედიის ზოგად პრინციპებს (ერთ–ერთი მოსაზრება ამ თარგების მომავალ შინაარსზე გამოთქმულია ამ წერილში). შეტყობინებას უნდა მიეცეს თხოვნის (დაგვეხმარეთ, რათა ერთად შევძლოთ წყაროების მითითება) და არა მოთხოვნის ფორმა. ამგვარი თხოვნა გაეგზავნება მომხმარებლებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის დაწერაში, რადგან მეტად სავარაუდოა, რომ სტატიის ნამდვილი წყაროები (და არა ინტერნეტ–რესურსები, რომლებიც ხშირად არ წარმოადგენენ სტატიის წყაროს) მან უკეთ იცოდეს. თუკი სტატიის დაწერაში არაერთ მომხმარებელს მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი, ყველა მათგანს მივწერთ თხოვნას დასახმარებლად – თუმცა, თარგის შინაარსს იმგვარად მოვმართავთ, რომ მხოლოდ მათ არ დავავალდებულებთ – ნებისმიერს შეეძლება სხვის მიერ დაწერილი სტატიის გაუმჯობესება და წყაროების მითითება.

მომხრეები:

ყურადღება! ჩხუბში გადაზრდილი კამათის თავიდან ასაცილებლად კენჭისყრა ტარდება ყოველგვარი დამატებითი კომენტარების გარეშე. ხმა მიეცით ამგვარი კოდით: * {{ჰო}} ~~~~. ყოველგვარი დამატებითი მინაწერი ამოიშლება.
  1. (მომხრე) — დავით პასუხი 10:44, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  2. (მომხრე) — დავით XXI 10:46, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  3. (მომხრე) — ცანგალა () 12:18, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  4. (მომხრე) — იორგი 13:35, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  5. (მომხრე) — Taro განხილვაწვლილი 15:00, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  6. (მომხრე) — Rastrelli F 15:12, 13 თებერვალი 2011 (UTC)15:47, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  7. (მომხრე) — BruTe () 15:24, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  8. (მომხრე) — Zolokin განხილვაწვლილი 16:37, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  9. (მომხრე) — პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 17:11, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  10. (მომხრე) — G.G. 17:14, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
  11. (მომხრე) — Island (გ) 04:04, 14 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრა გაგრძელდა ერთი კვირა. 4–მა ვიკიპედიელმა თარგის წაშლას მისცა ხმა, ხოლო უმრავლესობამ – 11–მა ვიკიპედიელმა ამ ორი თარგის განახლება ინება. შედეგად შეიცვლება ამ ორი თარგის შინაარსი და გამოყენების წესები. — დავით პასუხი 10:57, 20 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]