ვიკიპედია:კენჭისყრა/ეპითეტების გამოყენება სტატიებში

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

გთხოვთ, კენჭი უყაროთ ამ კანონპროექტს. ხმის მისაცემად გამოიყენეთ მხოლოდ ეს # ნიშანი (დიეზი) შესაბამის განყოფილებაში. გაითვალისწინეთ ასევე, ნეიტრალური ხმები არ ჩაითვლება შედეგების შეჯამებისას. შენიშვნებისათვის იხილეთ ფორუმის შესაბამისი განყოფილება, სადაც აქამდე მიმდინარეობდა განხილვა. კენჭისყრა გაგრძელდება 3 იანვრის 13:00-მდე. — G.G. 09:18, 19 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეპითეტების გამოყენება სტატიებში.

[1] ვიკიპედიის სტატიებში აკრძალულია საგნის, პიროვნების ან მოვლენის მიმართ დამაკნინებელი, პრივილეგიის მიმნიჭებელი, საქებარი ან სხვაგვარი ეპითეტების გამოყენება, თუკი ეს აშკარად სუბიექტურია.

მაგალითები:
1. საზიზღარი პავლე პეტრიაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში;
2. პავლე პეტრიაშვილის მოხსენება სხვებისას ათი თავით აღემატებოდა;
3. საქართველოს დიდებული პატრიოტი და უმშვენიერესი ვოკალის მქონე პავლე პეტრიაშვილი ხელგაშლილად ცხოვრობდა;
4. ცნობილი ქართველი მომღერალი პავლე პეტრიაშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა.

[2] წინა მუხლში გათვალისწინებული ეპითეტების გამოყენება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც მათი გამოყენება საყოველთაოდ აღიარებულ ობიექტურ სინამდვილესთანაა დაკავშირეული. (ეს მუხლი ძირითადად ეხება შემდეგი ეპითეტების გამოყენებას: ცნობილი, გამოჩენილი, აღიარებული, პოპულარული... უცნობი...)

მაგალითები:
1. საბჭოთა კავშირის ცნობილი მმართველი იოსებ სტალინი ეროვნებით ქართველი იყო;
2. ჯგუფ იგლზის ყველაზე ცნობილი სიმღერაა Hotel California.
3. პავლე პეტრიაშვილმა უცნობი მხატვრის ნამუშევარი შეიძინა.

[2] თუკი ობიექტური სინამდვილე არსებობს, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში ან ქვეყანაში, აუცილებელია ეპითეტთან ერთად მითითებული იყოს ეს რეგიონი ან ქვეყანაც. საჭიროა ავტორიტეტული ენციკლოპედიური წყაროს მითითება.

მაგალითები:
1. პავლე პეტრიაშვილი - პოპულარული მომღერალი საქართველოში.
2. პავლე პეტრიაშვილი ქალაქ ქუთაისში ცნობილი და გამოჩენილი პიროვნებაა.

[2] საყოველთაოდ აღიარებულ ობიექტურ სინამდვილედ არ ჩაითვლება ის შემთხვევა, როდესაც თუნდაც ორ მომხმარებელს განსხვავებული აზრი აქვს.

[3] პირველ მუხლში გათვალისწინებული ეპითეტების გამოყენება სტატიაში დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც ისინი მესამე პირის მიერ გამოთქმული სუბიექტური მოსაზრების გადმოსაცემადაა გამოყენებული. საჭიროა წყაროს მითითება. ციტირებისას სასურველია ბრჭყალების გამოყენება.

მაგალითები:
1. პავლეს აზრით, პეტრე ყველაზე საზიზღარი პიროვნებაა მსოფლიოში;
2. პავლე ფიქრობდა, რომ პეტრეს მოხსენება სხვებს ათი თავით აღემატებოდა;
3. გაზეთ «მაგალითის» ცნობით, საქართველოს დიდებული პატრიოტი და უმშვენიერესი ვოკალის მქონე პავლე პეტრიაშვილი ხელგაშლილად ცხოვრობდა;

[4] სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ნივთის, პიროვნების ან მოვლენის მიმართ წინა მუხლებში გათვალისწინებული ეპითეტების გამოყენება დასაშვებია, თუკი ისინი ეყრდნობა ავტორიტეტულ ენციკლოპედიურ წყაროს.
[5] პირველ მუხლში გათვალისწინებული ეპითეტების გამოყენება დაუშვებელია სტატიის პირველსავე წინადადებაში (დეფინიცია), გარდა ამ დადგენილების [2] და [4] მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დეფინიცია მაქსიმალურად ნეიტრალურად, მოკლედ და ობიეტურად უნდა ასახავდეს სტატიის თემას.
[6] სტატიებში, რომლებშიც ერთზე მეტი წყაროა მითითებული, აუცილებელია, წყარო მოყვანილი იყოს სქოლიოს სახით ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რათა დაინტერესებული პირისთვის ადვილი გასაგები იყოს, რომელ წყაროშია მოხსენიებული ესა თუ ის პიროვნება ამ ეპითეტით.

პროექტი
  1. --ცანგალა () 17:36, 19 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
  2. G.G. 18:01, 19 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
  3. - --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:09, 21 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

წინააღმდეგი რედაქტირება

ნეიტრალური რედაქტირება