თარგის განხილვა:ქვეყნის მონაცემები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან თარგის განხილვა:ქვეყნის მონაცემები აფხაზეთი)
ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Giorgi Balakhadze თემაში დროშა
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

დროშა

@David1010: შენი ამ ცვლილებით [1] ისე გამოდის, რომ სეპარატისტული დროშა საქართველოს მიერ ოფიციალურად აღიარებულია, ვიცი რომ არც წინა იყო იდეალური, თუმცა ამის ასე დატოვებაც არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში! --g. balaxaZe 19:30, 20 აპრილი 2014 (UTC)პასუხი

არაფერი არ არის აღიარებული, უბრალოდ ამ თარგით ყველგან ეგ დროშა გამოიყენება. ამასთან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას ჯერ არც დროშა აქვს და არც გერბი. რა აზრი აქვს იმ დროშის ჩასმას რომელიც არ არის დამტკიცებული? როცა ოფიციალურად ექნება სიმბოლიკა მაშინ შეგვიძლია დავაბრუნოთ. --დათო1010 19:58, 20 აპრილი 2014 (UTC)პასუხი
გიორგი, შეწყვიტე თვითნებური ქმედება. თარგი მხარის მონაცემები, საერთოდაც არ არსებობს. მოიცადე, სანამ ვიკისაზოგადოება გადაწყვეტს ამ თარგის ბედს. — Mikheil მიწერა 20:41, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
მეორეც, აფხაზეთი მხარეა? ავტონომიური რესპუბლიკაა. — Mikheil მიწერა 20:42, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@MIKHEIL: მე რა რომ არ არის თარგი? ოკუპურებული აფხაზეთიც ერთი ყავს საქართველოს და თარგიც იმიტოა სხვანაირი, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს ასეთი თარგი საქართველოს ერთ-ერთი კუთხის შესახებ. დიახ აფხაზეთი მხარეა, თუმცა ამავე დროს არ-იც არის ეს ერთიმეორეს არ გამორიცხავს.--g. balaxaZe 20:54, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
აფხაზეთი მხარე უფროა ვიდრე ქვეყანა, და ის შესაძლო დროშა უფრო მეტად ლეგიტიმურია ვიდრე ასი ათასობით ადამიანის გამომყრელი და მარიონეტული ჯგროს ნაგლეჯი.--g. balaxaZe 20:58, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
როცა საქმე თარგის არსებობა-არარსებობას ეხება, სათაურზე დავა ზედმეტია, თანაც ეჭვი მეპარება, ამ თარგის ასე მოძებნა ვიკიპედიელის მეტს ვინმეს შეეძლოს. გადაწყდეს, საერთოდ რა სარგებლობა მოაქვს ამ თარგს და საჭიროა თუ არა მისი დარჩენა, მანამდე კი დააბრუნე ძველ სათაურზე და ზოგადად, ვერსიაზე, თორემ ასე ირღვევა მოვლენათა თანმიმდევრობა. — Mikheil მიწერა 21:02, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
დავაბრუნე ძველ ვერსიაზე.--დათო1010 04:22, 5 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
ერთი ეს გამარკვიეთ. ეს ხელიანი დროშა გასაგებია, რომ უნდა იყოს ვიკიპედიაში მაგრამ როგორც დღევანდელი მარიონეტული რეჟიმის დროშა. აქ კი მას ადგილი არ აქვს რადგანაც აღნიშ§ული დროშა არ წარმოადგენს ავტონომიური რესპუბლიკის დროშას და შესაბამისად საბჭოთა დროშების იურიდიული მემკვიდრე არც არის და ვერც იქნება. გთხოვთ თუ ეს ასეა მაშინ შეიქმნას აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის თარგი ცალკე და იქ ჩავსვათ თორე ეგრე არ ივარგებს.--Surprizi განხილვაწვლილი 04:29, 5 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
  • თუ ვინმეს პრეტენზია არ აქვს ამ თარგის ლიკვიდაციის შესახებ, მაშინ სხვა ამ თემასთან დაკავშირებული თარგის სახელისა და შინაარსის შექმნაზე მსჯელობა ედიწყოს ეს გაუგებრობა კი სასწრაფოდ მიბარდეს ისტორიას. დროს ნუ გავწელავთ!--g. balaxaZe 21:14, 6 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

მე ვთვლი რომ თარგი უნდა დარჩეს, და რატომ:

  1. {'{დროშა|აფხაზეთი|SSR}}აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა აფხაზეთი — ისტორიულია და უშუალოდ აფხაზეთთან არის კავშირში, ანუ ეს იყო „აფხაზეთის სსრ“.
  2. {'{დროშა|აფხაზეთი|ASSR}}აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა აფხაზეთი — ესეც ისტორიულია და ასევე აფხაზეთთან კავშირში
  3. {'{დროშა|აფხაზეთი}}აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა აფხაზეთი — მართალია სინტაქსი არასწორია ისევე როგორც ვიზუალი შედეგი, მაგრამ თავად დროშას რადგან ვიღაცა იყენებს ვთვლი რომ, აღნიშნული მესამე თარგის სინტაქსი უნდა დარედაქტირდეს და უნდა იყოს შემდეგი {'{დროშა|აფხაზეთის რესპუბლიკა}} ხოლო ვიზუალი კი უნდა იყოს ასეთი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა აფხაზეთი(არაღიარებული) ან მისი ერთერთი ვერსია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკა. ანუ ამ თარგის უგულვებელსყოფა არ გამოვა. თან არც ვიქნებით მართლები აფხაზ ძმებთან. დავწეროტ ისე როგორც არის! "არ აღიარებული", თუ ვინმეს უნდა თავის ვიკიპედიაში ან აფხაზეთის რესპუბლიკა ან ნაწილობრივ აღიარებული დაწეროს. ჩვენთან ეს სიტყვებია მიღებული - "არაღიარებული". თან იქვე ქომენტშიც მივუწეროთ რომ ამდენმა ქვეყანამ აღიარა. დავწეროთ რეალობა, რომელსაც ვიკიპედია გვთხოვს.--Surprizi განხილვაწვლილი 14:59, 29 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
ხომ არსებობს flag alias-Sep ფუნქცია. ხომ შეიძლება, რომ მაგით გაკეთდეს. ანუ {{დროშა|აფხაზეთი|Sep}} მოგვცემს ხელიან დროშას. ხოლო რაკი აფხაზეთის არ-ს არ აქვს დროშა, {{დროშა|აფხაზეთი}} ან საქართველოს დროშას უნდა უჩვენებდეს ანდა თეთრი ფერის მართკუთხედს უბრალოდ. Deu. 11:22, 30 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@Giorgi Balakhadze: ნუ ცდილობ ვიკიპედიის საქართველოს რეალობაზე მორგებას, რადგან ვიკიპედია უნდა ასახავდეს არსებულ რეალობას და არა იმას ჩვენ რა გვინდა. ერთადერთი რასაც მე დავეთანხმები ეს იქნება ამ თარგის თარგი:ქვეყნის მონაცემები აფხაზეთის რესპუბლიკაზე გადატანას, ვინაიდან სეპარატისტული წარმონაქმნი სწორედ ამ სახელითაა ცნობილი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გაკეთდეს ცალკე თარგი ამ სახელით თარგი:ქვეყნის მონაცემები აფხაზეთი--დათო1010 12:25, 30 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
ხო, უნდა იყოს ორი თარგი დღევანდელი რეალობისთვის. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ხელიანი დროშა ან მისი თარგი, ის უნდა არსებობდეს. ელემენტარულად აფხაზეთის დეფაქტო მთავრობას ხომ უნდა მივუთითოთ რომ არიან ამ დროშის მატარებელი "ორგანიზაციის" წევრნი რომლებიც თავს აფხაზეთის რესპუბლიკას ეძახიან. აქვთ ესა და ეს სიმბოლიკა და ამგვარები. ანუ ხელიანი დროშაც და თარგიც აუცილებელია. კარგი ვარიანტია {{დროშა|აფხაზეთი|Sep}} — ეს სინტაქსი, მაგრამ ვიზუალი უნდა იყოს დროშა და წარწერაში არავითარ შემთხვევაში აფხაზეთი, ამ დროშის მატარებლები აფხაზეთთან კი არა და აფხაზეთის რესპუბლიკასთან ასოცირებენ თავს. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში უნდა იყოს აფხაზეთის ა/ო (კარგი აზრია ცარიელი დროშის გამოტანა, ან ცარიელ დროშის ფონზე დიაგონალში ჩაიწეროს "დროშა არ გააჩნია"), რესპუბლიკის შემთხვევაში - აფხაზეთის რესპუბლიკა (არაღიარებული თუ რაცაა). ისე ურიგო არ იქნება რომ ორივე თარგი შეიქმნას ამ სივრცეში რომ თვალსაჩინო იყოს მომხმარებლისათვის, თორე ხომ ვიცი ვიღაცას რარაცა შეეშლება და სად უნდა ვეძებო და ასე შემდეგ. ძებნის პონტში შემოვიდეს აქ და აქედან ან ბმული გავუკეთოთ ან უფრო უკეთესი აქვე გაკეთდეს ჯერ ჩვენი ა/ო , მერე კი იმათი "რესპუბლიკა"--Surprizi განხილვაწვლილი 17:13, 30 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@Surprizi: მე თავის დროზე შევცვალე ეს თარგი და გავმიჯნე სეპარატისტული და ავტონომიური აფხაზეთი, მაგრამ ზოგი „სეპარატისტების ქომაგის“ წყალობით ეს რედაქტირებები გაუქმდა.--g. balaxaZe 13:07, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@David1010: აფხაზეთის რელაურ მთავრობაში ასე უდგები საქმეს? რას ქვია რეალობა? აფხაზეთი ქვეყანაა შენს რეალობაში? თუ რეალობაა მაშინ მითუმეტეს ის უნდა ეწეროს მარიონეტი წარმონაქმნი როა, რომელიც აქტიურად კონტროლირდება რუსეთის სამხედრო უწყების მეშვეობით. ვიკიპედია მართლა რეალობას უდნა ასახავდეს და არა ვინმეს პერსონალურ ხედვებს. ეგ რომ ქვეყანა არაა მთელი მსოფლიო ჯერდება ამ აზრზე და შენ რამე ახალს მიაგნე? —— g. balaxaZe 12:59, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
ჩემი უმთვრესი მიზანი არის ის, რომ ამ სიმახინჯეს ქვეყანა არ ერქვას, ახლა სწორედ რომ იმ ბიჭების სახელს აყენებ შეურაცხყოფას ვინც ამ მიწისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის გაწირა თავი, და სულ მცირე მიუკერძოებლობის ნაცვლად ემხრობი, რომ ამას ქვეყანა ერქვას. სეპარატისტული აფხაზეთის მონაცემები საკმაოდ მისაღებად მიმაჩნია მე ან თუ ორივე დროშა იქნება თარგში მაშინ თარგი:აფხაზეთის მონაცემები.— g. balaxaZe 13:03, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
მე რას როგორ ვუდგები ეგ ძალიან კარგად ვიცი. არაღიარება არ ნიშნავს არარსებობას, რასაც შენ დღემდე ვერ ხვდები ან არ გინდა რომ მიხვდე. რადგან თარგს ქვეყნის მონაცემები ჰქვია ეგ არ ნიშნავს, რომ ამ თარგში არსებული ინფორმაციაც ქვეყნის შესახებაა. შენი პოზიცია ჩემთვის ცნობილია ამიტომ დებატების ტყუილად გამართვას არ ვაპირებ.-დათო1010 13:14, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
აი ჩემი რედაქტირებები [2], რომელიც ისევ David1010-ის წყალობით გაუქმდა [3]!— g. balaxaZe 13:24, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@David1010: სიტყვა „ქვეყნის“ სემანტიკა კარგად გესმის? ისევ ნუ ცდილობ ვინმეს გაბრმავებას, რაღანც შენ ცდილობ თავი დაიბრმავო, ამ თარგების სერიას ქვეყანა იმიტომ ჰქვია, რომ სწორედ ქვეყნებისთვის შეიქმნა! რა განსხვავება გამოდის თარგებს თარგი:ქვეყნის მონაცემი აშშ-სა და თარგი:ქვეყნის მონაცემი აფხაზეთს შორის? რა გამოდის განსხვავება ამათ სტატუსს შორის? სადმე სულ მცირედით მაინც თუ ფიქსირდება აფხაზეთის აშშ-სგან განსხვავებული რეალობა? ვიკიპედია და ეს თარგი პირადად სენი საკუთრება არაა და არც შენ ხარ ზეჭეშმარიტების გარანტი, ასე რომ მოუსმინე და უპასუხე სხვა მომხმარებლების აზრს და ამის შესაბამისად არედაქტირე. — g. balaxaZe 13:24, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@Giorgi Balakhadze: თუ ხვდები, რომ შეურაცხყოფაში გადადის ეს ყველაფერი და ზედმეტი მოგდის? კი, შენ ხარ ყველაზე მაგარი პატრიოტი, შენ გტკივა აფხაზეთი ყველაზე მეტად და ჩვენ „სეპარატისტების ქომაგები“ ვართ. კიდევ ერთხელ გეკითხები, ეს თარგი სადმე, სტატიაში გამოყენებისას ავლენს ამ უკანასკნელს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს? როგორც ვხვდები, პრეტენზია მხოლოდ სათაურზე გაქვს. თარგი და მისი სათაური კი ვიკიპედიისთვის ძალიან შიდა მოხმარებისაა, მკითხველმა ის შესაძლოა ვერც ვერასოდეს ნახოს, ხედავენ მხოლოდ იმ შედეგს, რასაც ეს თარგი იწვევს სტატიაში. — Mikheil მიწერა 13:31, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
რაც შეეხება დროშას, აბსოლუტურად ვიზიარებ სიურპრიზის მოსაზრებას. — Mikheil მიწერა 13:34, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

@MIKHEIL: შეურაცყოფაში ვერ გადავა, მე უბრალოდ რეალურ ქმედებებს ვამბობ ყოველგვარი გალამაზებების გარეშე, რადგან ამ საკითხზე ყველაფერი პირდაპირ უნდა ითქვას, ათასჯერ ვეცადე ამ თარგის უფრო ნეიტრალურად გახდას და ყოველთვის დათო მეწინააღმდეგებოდა და ზემოთ ნათლად დავინახე რა მცდარად აღიქვამს ის რეალობას და ქვემოთ არგუმენტებიც მოვიყვანე მისი სიმცდარისთვის. შიდაა თუ გარეა უნდა იყოს ნეიტრალური, ამიხსენით ამ სახელის ქვეყნის მოცილებით ვის რა აკლდება თუ არა უფრო ნეიტრალურობის გამოხატულება? რა სამწუხაროა რომ აქ ამის მტკიცება მიწევს.— g. balaxaZe 13:38, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

@Giorgi Balakhadze: მემგონი უკვე ხვდები, რომ შეურაცხყოფაზე გადმოდიხარ და ცოტა ხანში მიიღებ იმას რაც სხვა ვიკიპედიებში შენ სავიზიტო ბარათად იქცა.-დათო1010 13:47, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@David1010: მაინც რას? უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გვიჩვენებ? ზემოთ დაგიწერე არგუმენტები ახლა ნება იბოძე და მიპასუხე და დამისაბუთე ჩემი მცდარეობა და რა არის საპირისპირო არგუმენტები თუ მუშტებზე გადმოხვალ არგუმენტების არ ქონის გამო?--g. balaxaZe 13:50, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
დაუშვებელია და დიდი სირცხვილია ამ თარგის ამ სახით არსებობა.--g. balaxaZe 13:53, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@Giorgi Balakhadze: ბოროტად გამოყენება სად დაინახე? შენი წვლილისთვის გადაგიხედავს მაინც? იმას რასაც შენ აკეთებ ვანდალიზმი ჰქვია და ძალიან დიდი ხნის გეკუთვნოდა ბლოკი. გადაავლე ამ კატეგორიას თვალი და იქნებ მიხვდე, რომ მაგ სიაში მარტო ქვეყნები არაა კატეგორია:ქვეყნის მონაცემების თარგები.--დათო1010 13:59, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
კი გადამიხედავს და რას ხედავ იქ დასაბლოკს? თუ პიროვნული შუღლი გძლევს ახლა ჩემზე შური იძიო? დამისაბუთე, მხოლოდ დასაბუთებულად მელაპარაკე და არ მინდა ზოგადი ცნებები „სავიზიტო ბარათი“, „შენი წვლილი“ და ა.შ.— g. balaxaZe 14:03, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@David1010: ეს თარგები უმეტესობა ერთი ადამიანის მიერ შექმნილია და ეგ არ ნიშნავს, რომ მან შეცდომა არ დაუშვა ამით. ვიკის წესებიც გრჩება, რომ ვიკი არ უნდა მოიყვანო ისევ მაგალითად. ეს პრეცედენტების პროექტია გუშინ ასე იყო დღეს კონსესუსით სხვანაირად იქნება მუდმივი აქ არაფერია და თუ რამე დასაბუთებულად საჭიროებს ცვლილებას უნდა შეიცვალოს. ახლა წამოვაყენებ ერთ იდეასაც, რომ კარგი იქნება თუ შევქმნით თარგების სერიას თარგი:რეგიონის მონაცემები ******.--g. balaxaZe 14:06, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
მე არავისზე შურისძიებას არ ვაპირებ და ნუ ცდილობ საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენას. არგუმენტირებულად მიწერია თუ რა როგორ უნდა იყოს, მაგრამ შენ ეგ არ გაინტერესებს და მხოლოდ შენი ნაციონალისტური კაპრიზის დაკმაყოფილებას ცდილობ. აქ გაკეთებული ვანდალიზმისთვის წესით 2 დღის წინ უნდა მიგეღო ბლოკი-დათო1010 14:14, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
ნუ ცდილობ ვიკიპედიის საკუთარ თავზე მორგებას!!!-დათო1010 14:14, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@David1010: პათოსის გარეშე დავით, ძახილის ნიშნები ზედმეტია, რადგან ჩემს ნებაზე სულ სხვანაირად გავაკეთებდი ;). საქმეს რაც შეეხება, მე განხილვაში დავწერე თუ ვინმეს რამე პრეტენზია გაქვთ მეთქი და არავინ მიპასუხა (დრო: 21:14, 6 აგვისტო 2016), მხოლოდ ამის მერე ჩავსვი წაშლის თარგი (დრო: 11:42, 29 აგვისტო 2016) 23 დღე გავიდა, ასე რომ ვანდალიზმი მანდ არაფერი იყო. ნუ ცდილობ ჩემს ნაციონალისტად წარმოჩენას, ნაციონალიზმის იდეოლოგია ძალიან განსხვავდება ვიკიპედიის თარგში კონფლიქტური რეგიონიდან წარწერა „ქვეყნის“ ამოღებისგან.— g. balaxaZe 14:22, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@David1010: და კიდევ ჩემს გარდა ზევით სხვა ხალხიც წერს და იქნებ იმათაც უპასუხო, ყველა შენგან განსხვავებულ აზრზეა და ემხრობა თარგის გადაკეთებას.— g. balaxaZe 14:23, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

ამდენ წერას შექმენით ორი თარგი და დასვით ამ განყოფილებაში მარტივი მოძიებისათვის--Surprizi განხილვაწვლილი 14:24, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

აფხაზეთი რომ აფხაზეთის რესპუბლიკის დროშისაგან გაიმიჟნება ეს აფხაზეთის ა/ო-ს მთავრობაშიც იციან.--Surprizi განხილვაწვლილი 14:26, 31 აგვისტო 2016 (UTC) ვინმეს შეგიძლიათ ამიხსნათ, აქ მყოფებმა დღეს ესე რატომ გამოიყურება თარგი? ანუ აფხაზეთის ა/ო-ს რატომ არა აქვს თავისი თარგი? შეგახსენებთ ქაღთული ვიკიპედია არაერთი წლისაა და ეხლა რატომ ვარკვევთ ამ ს აკითხს?--Surprizi განხილვაწვლილი 14:28, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

@Giorgi Balakhadze: საბედნიეროდ იდეოლოგიის შენი შეფასებისას მხოლოდ ვიკითი არ შემოვიფარგლები. შენი ნაწერიდან ვხვდები, რომ კითხვისას ტექსტის შენებურ ინტეპრეტირებას ახდენ. ზევით თუ კარგად წაიკითხე, მაშინ შეამჩნევდი, რომ მე მომხრე ვარ შეიქმნას 2 თარგი: თარგი:ქვეყნის მონაცემები აფხაზეთის რესპუბლიკა და თარგი:ქვეყნის მონაცემები აფხაზეთი ან თარგი:ქვეყნის მონაცემები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ დღევანდელი თარგის ჩონჩხით. შენ კი ცდილობ ისე წარმოაჩინო თითქოს ყველა შენ გეთანხმება და მე კიდევ სეპარატისტების მხარდამჭერ პოლიტიკას ვატარებ.--დათო1010 14:35, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@Surprizi: ვიკიპედიაში არსებობს ერთი საერთო სისტემური თარგი რომელიც გამოიყენება ქვეყნების, რეგიონების, არაღიარებული ტერიტორიების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების და ა.შ. დროშებისათვის. ამიტომ არანაირი საჭიროება არაა ამისი შეცვლის-დათო1010 14:38, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
@David1010: მე არასდროს მიყვარს პიროვნული კინკლაობები და არასდროს მსურს ასეთ კამათებში ყოფნა, უბრალოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთადერთი შენ მეწინააღმდეგებოდი ამ თარგის შეცვლაზე, თან კონსესუსაც არ მთავაზობდი უბრალოდ მიშლიდი შესწორებებს, შეგეძლო რამე მაინც დაგეტოვა, მაგალითად ის, რომ სეპარატისტების ალიასი დავამატე, მარა ასე არ შვებოდი. თუ სეპარატისტების მხარდამჭერი არ ხარ ეს მე მეწყინება შენი აზრით? მე შენთან ამ გაუქმებების გამო დავიწყე კამათი, თუ სხვაგვარადაა საქმე მაშინ დაე ვიმოქმედოთ და პიროვნულ კამათში აღარ გადავიყვანოთ. ბოლოს ისევ მინდა ხაზი გავუსვა, გთხოვთ, ობიექტურად ვიმსჯელოთ ყველანაირი ქართველობის და თარგის არაძირითადობის გარეშე. თარგების ეს სტილი ძალიან დამაბნეველია, ჩვენს ენაში თანამედროვე გაგებით ქვეყანას მარტო ერთი გაგება აქვს რაშიც არც აფხაზეთი ჯდება და არც გაგაუზია და მაინც რა გვიშლის ხელს, რომ ეს თარგები ქვეყნის ნაცვლად რეგიონით შევცვალოთ?--g. balaxaZe 14:44, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
ცალკე თარგი შექმნაზე მეტად ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ამ თარგს შევუცვალოთ სახელი, და Alias განყოფილებებში მიეთითოს სეპარატისტული აფხაზეთიც და ავტონომიურიც.— g. balaxaZe 14:46, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
თუ სეპარატისტების მხარდამჭერი არ ხარ ეს მე მეწყინება შენი აზრით? აი აქ შევწყვიტე კითხვა და მივხვდი, რომ შენთან კამათს აზრი არ აქვს და ნუღარ მომნიშნავ კომენტარებზე-დათო1010 14:48, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
ნაციონალიზმზე კი მაინც ცდები ნაციონალიზმი ერთი ერის გაღმერთებისკენ მიდის, მე კი მხოლოდ ჩემი ქვეყნის სიყვარული მამოძრავებს, სადაც მრავალი ერი ცხოვრობს.— g. balaxaZe 14:52, 31 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
გვერდ „ქვეყნის მონაცემები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“-ზე დაბრუნება.