განხილვა:ბჰაგავადგიტა

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა MIKHEIL თემაში ტექსტი

ეს ერთად იწერება თუ როგორც ბჰაგავად-გიტა? - ალ-ო / 15:18, 30 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

ქსე ტ. 2. გვ. 599 მიხედვით ერთად.--ცანგალა () 15:25, 30 ივლისი 2007 (UTC)პასუხი


ლიგატურა

რედაქტირება

ზოგი ასე წერს და ზოგი ისე. მე პირადად ორიგინალთან სიახლოვე მიყვარს: სანსკრიტში ყველაფერი შერწყმულად იწერება, არამარტო ცალკეული სიტყვები, არამედ მთელი წინადადებებიც კი. არც ვიცი, საიდან მოაქვთ ხოლმე ასეთი დეფიზიანი ფორმები - განგა-დევი და სხვა. სიტყვა ”ბჰაგავად-გიტა” კი საერთოდ კურიოზულია ამ შემთხვევაში - ნახე ორიგინალი:
भगवद्गीता
მუქად გამოყოფილია ”დ” და ”გ” - ერთ ასოდ შერწყმული, ანუ ლიგატურად --Gigineishvili 14:56, 31 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

ორიგინალთან სიახლოვე ყოველთვის კარგია, მაგრამ ეს ყოველთვის არ გადმოდის. ჩვენს შემთხვევაში ქართული სალიტერატურო ენის წესებიც არის ყოველთვის გათვალისწინებელი. ზოგი ასე წერს და ზოგი ისე - ეს არ გამოგვადგება. ვიკიპედიაში ვცდილობთ დადგენილი ნორმების მიხედვით ვწეროთ. მაგ. ინგლ.: New York - ორიგინალი ორი სიტყვით იწერება, ხოლო ქართულში კი ნიუ-იორკი დეფისით იწერება. Царское цело - ცარსკოე-სელო. --ცანგალა () 15:36, 31 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

ყიველთვის შეგიძლია სტატიის განხილვის გვერდზე დაწერო და მომხმარებლები გამოგეხმაურებიან. --ცანგალა () 10:10, 1 აგვისტო 2007 (UTC)პასუხი

კაი, ცანგალავ, შეგეკითხები ხოლმე ასეთ რაღაცეებს, შენ, გატყობ, ქართული მართლწერის ლიტერატურა გაქვს გერმანიაში ჩამოტანილი. მე, სამწუხაროდ, არა. --გუგა 10:00, 1 აგვისტო 2007 (UTC)პასუხი

ტექსტი

რედაქტირება

სტატიაში მოცემულია ამონარიდი ნაწარმოებიდან. მე მგონია, ზედმეტია. ინგლისურში მაგალითად, არ არის. მოცემულია თავების მოკლე აღწერა და ისტორია. ვიკიპედიის წესებით, ამჟამინდელი მასალა, ასეთი შინაარსით ამოსაღებია. --H.McC. (მომწერეთ) 23:03, 2 მაისი 2012 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა, გეთანხმები. აშკარად ვიკიციტატის კომპეტენციებში ვართ შეჭრილნი. --მიხეილ მიწერა 23:05, 2 მაისი 2012 (UTC)პასუხი
მეორეც, სათაური ერთად უნდა ეწეროს? ყველა ენაში ცალ-ცალკე ან დეფისით წერია. ქართულადაც მაქვს ეს წიგნი ნანახი, საკმაოდ სქელტანიანი და ცალ-ცალკე აწერია ბჰაგავად გიტა --მიხეილ მიწერა 23:07, 2 მაისი 2012 (UTC)პასუხი
მაგას მეც მივაქციე ყურადღება. წიგნი მეც მახსოვს, აშკარად ცალ-ცალკე ეწერა. ტექსტი კი ამოვიღე. --H.McC. (მომწერეთ) 23:09, 2 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ხოდა მაშ მივმართოთ ჩვენს ყადს. --მიხეილ მიწერა 23:11, 2 მაისი 2012 (UTC)პასუხი

თქვე განათლებულნო! "მაქვს ეს წიგნი ნანახი", "წიგნი მეც მახსოვს" - "ტექსტი კი ამოვიღე". ყოჩაღ! ("ყოვლადმისაბაძ" ინგლისურ ვერსიას ადარეთ და) მოსპეთ სხვისი ნაშრომი! ეეე.. მორჩა რა. მე ამ თქვენს ქართულ ვიკიპედიაზე არც შემოვალ, აღარც რამეს დავწერ - ვხდები, რა პუბლიკაც "მუშაობთ" აქ. აბა თქვენ იცით, "მიაწექით" ქართულად! ტაშიიიი! --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 00:11, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
წარმეტაბები ბრაუნ! არც ჩვენ გვინდა ისეთ ადამიანთან მუშაობა, ვინც ისიც კი არ იცის, რა არის ვიკიპედია და აქ მხოლოდ თავის წარმოჩინებას ცდილობს. P.S. ისე, ძალიან მაგონებთ ერთ ძველ მომხმარებელს   --მიხეილ მიწერა 08:34, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
გვერდ „ბჰაგავადგიტა“-ზე დაბრუნება.