ბჰაგავადგიტა (სანსკრ. भगवद्गीता bhagavadgītā „ღვთის ნამღერი“, ასევე ცნობილია როგორც გიტა) — ინდუიზმის მთავარი ლიტერატურული ძეგლი, ძველინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი.

სტატიები თემატიკაზე
ინდუიზმი
ისტორია · პანთეონი
მიმართულებები · მითოლოგია
რწმენა და პრაქტიკა
რეინკარნაცია · მოკშა
კარმა · პუჯა · მაია
სამსარა · დჰარმა
ნირვანა ·
ვედანტა ·
იოგა · აიურვედა
იუგა · ვეგეტარიანელობა
ბჰაკტი
მწერლობა
უპანიშადები · ვედები
ბრაჰმანები
რამაიანა ·
მაჰაბჰარატა (ბჰაგავადგიტა)
პურანები · არანიაკები
შიკშაპატრი · ვაჩანამრუტი
დაკავშირებული თემები
დჰარმული რელიგიები ·
ინდუიზმი ქვეყნების მიხედვით
მასწავლებლები · მანდირი
კასტები · მანტრა
ტერმინოლოგია
კამასუტრა
დღესასწაულები
მურტი

    
ბჰაგავადგიტა, XIX საუკუნის ხელნაწერი

კურუკშეტრას დიდი ბრძოლის დაწყებამდე პანდავათა დინასტიის პრინცი არჯუნა სთხოვს თავის მეგობარს და დამრიგებელს კრიშნას, გაარკვიოს ამ ძმათშორის ომის გარდაუვლობასა და საბოლოო შედეგებში. მას არ სურს ბრძოლა თავის ნათესავ კურუს დინასტიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ, ეჭვობს ამ ბრძოლის სამართლიანობაში და შიშობს მორალის და რწმენის დაკარგვას.

უშუალოდ ბრძოლის ველზე სისხლისმღვრელი შეტაკების დაწყებამდე კრიშნა დიალოგის ფორმაში უხსნის არჯუნას ბოროტების განადგურებისა და სამართლის მხარეზე მყოფ მებრძოლთა მოვალეობის მოხდის ღვთაებრივ მისიას, უყვება მსოფლიოს შექმნის და განვითარების ისტორიას, აჩვენებს თავის კოსმოსურ ფორმას, ასწავლის სულის უკვდავების ფენომენსა და მიზეზ-შედეგობრივ კანონს (კარმა), რითაც საბოლოოდ არჯუნას არწმუნებს და საბრძოლველად ითანხმებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება