უპანიშადები
უპანიშადები (სანსკრ. उपनिषद्) — ძველინდური რელიგიურ-ფილოსოფიური ხასიათის ტრაქტატები. წარმოადგენს ვედების ნაწილს და ეხება ინდუიზმის წმინდა წერილებს. მასში ძირითადად განხილულია ფილოსოფია, მედიტაცია და ღმერთის ბუნება. ითვლება, რომ უპანიშადებში დევს ვედების ძირითადი არსი. ამის გამო, მას, აგრეთვე უწოდებენ „ვედანტას“ (ვედების დასასრულს) და ისინი წარმოადგენს ვედანტური ინდუიზმის საფუძველს. უპანიშადები ძირითადად აღწერს სრული ჭეშმარიტების უპირობო ასპექტს.
ეტიმოლოგია
რედაქტირება„უპანიშადა“ (სანსკრ. उपनिषद् upaniṣad IAST) — სიტყვა უპანიშად-ისგან ნაწარმოები სახელზმნა — სიტყვასიტყვით „სიახლოვეს ჯდომა“ („ახლოს ჯდომა“). უპა- (ახლოს, სიახლოვეს), ნი- (ქვემოთ, ქვედა), და შად- (ჯდომა) სიტყვასიტყვით „ჯდომა ქვედა სიახლოვეს“. არსებობს ამ ტერმინის მრავალი ინტერპრეტაცია. ზოგიერთი მათგანის თანახმად, უპანიშადი ნიშნავს, „ვიღაცის ფეხებთან ჯდომას, მისი სიტყვების მოსმენას და ამ სახით, საიდუმლო ცოდნის მიღებას“. მაქს მიულერი განმარტავს ტერმინს, როგორც „გურუს სიახლოვეს ჯდომა და მისი ყურადღებით მოსმენის ხელოვნება“. შანკარეს თანახმად, ტერმინი აღნიშნავს, „მას, რაც ანგრევს უცოდინრობას“. ტრადიციული ინტერპრეტაციით ტერმინი უპანიშადი ნიშნავს, „უზენაესი სულის შეცნობის მეშვეობით უცოდინრობის განდევნას“. სხვა განმარტებებით ეს არის „ეზოთერული დოქტრინა“ ან „საიდუმლო დოქტრინა“.
დათარიღება
რედაქტირებაუპანიშადების დათარიღება რთულია. ამასთან დაკავშირებით არსებობს მეცნიერთა შორის მრავალი შეხედულება. უპანიშადთა შორის უძველეს ტექსტებს—„ბრიჰადარანიაკა-უპანიშადს“ და „ჩჰანდოგია-უპანიშადს“ მეცნიერები მიაკუთვნებენ ძვ. წ. VIIIს., მაშინ, როდესაც დანარჩენთა უმრავლესობა, მეცნიერთა აზრით, შეიქმნა ძვ.წ. VII-III ს.ს., ხოლო ზოგიერთი მათგანი გამოჩნდა მხოლოდ შუა საუკუნეების ეპოქაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანდრონიკაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 163-164.
- Овсянико-Куликовский Д. Н., Религия индусов в эпоху вед, в сборнике: Избр. труды русских индологов-филологов, М., 1962
- Сыркин А. Я., Некоторые проблемы изучения упанишад, М., 1971
- С. Радхакришнан, Индийская философия, том 1, Москва. 1956.
- Фалев Е. В. Некоторые спорные места Иша Упанишады // Философские науки. — 2003. — № 1. — С.110-124.
- Посова Т. К., Чижикова К. Л. Краткий каталог индийских рукописей Института востоковедения РАН М.:Издательская фирма «Восточная литература» РАН, 1999.С.48.
- Шептунова И. И. Скрытое в камне: космогония «Вастусутра-упанишады» // Религия и искусство. Материалы научной конференции в Гос. институте искусствознания 19 21 мая 1997 года. / Рос. акад. театрального искусства, Гос. ин-т искусствознания, Науч. совет по историко-теоретическим проблемам искусствознания отделения литературы и языка Рос. акад. наук; науч. ред. И. П. Ильин. М.: изд-во «ГИТИС», 1998. С. 226 242.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- უპანიშადები
- უპანიშადები დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- Devanagari text in Wikisource დაარქივებული 2011-10-08 საიტზე Wayback Machine.
- GRETIL
- Sri Aurobindo, The Upanishads
- რუსული თარგმანები
- Упанишады: В 3 т. — Москва: «Наука». Главная редакция восточной литературы. Научно издательский центр «Ладомир», 1991.
- Т. 1 : Брихадараньяка упанишада. — 1991. ISBN 5-86218-006-0 ISBN 5-86218-007-9
- Т. 2 : Упанишады. — 1991. ISBN 5-86218-005-2 ISBN 5-86218-007-9
- Т. 3 : Чхандогья упанишада. — 1991. ISBN 5-86218-004-4 ISBN 5-86218-007-9
- კათჰა-უპანიშადი დაარქივებული 2008-12-07 საიტზე Wayback Machine. ბორის ბორისის ძე გრებენშიკოვის თარგმანში ჯგუფ აკვარიუმის საიტზე
- იშავასია-უპანიშადი(იშა-უპანიშადი) ბ.ვ.მარტინოვის თარგმანში
- იშა-უპანიშადი დაარქივებული 2008-12-19 საიტზე Wayback Machine. ბჰაკტივედანდა სვამი პრაბჰუპადის კომენტარებით
- უპანიშადების 71 ტექსტი
- ინგლისური თარგმანები
- The Upanishads Translated and Commentated by Swami Paramananda From the Original Sanskrit Text დაარქივებული 2015-03-28 საიტზე Wayback Machine.
- 11 principal Upanishads with translations
- Upanishads at Sanskrit Documents Site დაარქივებული 2006-09-07 საიტზე Wayback Machine.
- Upanishads and other Vedanta texts დაარქივებული 2012-01-27 საიტზე Wayback Machine.
- Translations of principal Upanishads
- Ishopanishad დაარქივებული 2008-01-31 საიტზე Wayback Machine.