იუგა
იუგა (სანსკ. युग yuga ”წყვილი”) — დროის პერიოდი ინდუიზმში, სამყაროს განვითარების ერთ-ერთი ხანა — მისი დაბადების, ზრდის, დაკნინების და განადგურების ციკლი.
არსებობს ოთხი იუგა:
- სატია-იუგა (ჭეშმარიტების ხანა - ადამიანები ცხოვრობდნენ დჰარმის მიხედვით)
- ტრეტა-იუგა (მესამე იუგა, არსებობს ლეგენდა, რომ ვიშნუმ მეორე და მესამე იუგა გადაანაცვლა)
- დვაპარა-იუგა (მეორე იუგა)
- კალი-იუგა (რკინის ხანა, დაკნინების და დჰარმის დაცემის იუგა)
ინდუიზმის მიხედვით კაცობრიობა ამჟამად მეოთხე — კალი-იუგაში იმყოფება და საქმე მის განადგურებისაკენ მიდის (აპოკალიფსური ხანა).