ვიშნუ
ვიშნუ (სანსკრ. विष्णु viṣṇu „ყოვლისმომცველი“) — ინდუისტური სამების (ტრიმურტი) მფარველი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და გამანადგურებელი შივას გვერდით.
ოთხხელიანი ვიშნუ განისვენებს კოსმოსურ ოკეანეში და ქმნის ახალ სამყაროებს. ფერხთით უზის ბედნიერების ქალღმერთი ლაკშმი. როგორც მფარველი ღვთაება, იგი ძილბურანიდან ყოვლეთვის მაშინ იღვიძებს, როდესაც სამყაროს საფრთხე ემუქრება.
ავატარად მოვლენილი, ვიშნუ ანადგურებს ბოროტებას და აღადგენს კანონიერებას. მის ავატარათგან ყველაზე ცნობილია რამა, კრიშნა და ბუდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Avatars or Incarnations of Lord Vishnu დაარქივებული 2011-10-08 საიტზე Wayback Machine.
- Vishnu, the god of Preservation, by Dr. C.P.Ramaswami Aiyar
- BBC Religion & Ethics - Who is Vishnu (bbc.co.uk)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: