ლაკშმი
ლაკშმი (სანსკ. लक्ष्मी lakṣmī „ბედნიერების მომტანი“) — ინდუისტური ბედნიერების ქალღმერთი, ღვთაება ვიშნუს მეუღლე და მარადიული თანამგზავრი.
ლაკშმი მფარველ ღმერთს მუდმივად ფეხთით უზის და მას მაშინაც არ შორდება, როდესაც ვიშნუ თავისი მისიის აღსასრულებლად ქვეყანას ერთ-ერთ ავატარად ევლინება. ლაკშმი მეუღლეს ყოველთვის თან ახლავს: რამასთან იგი სიტაა, კრიშნასთან — რადჰა.
მშვენიერი ქალღმერთი განისვენებს ლოტოსის ყვავილზე და აწეული ხელით ლოცავს თავის თაყვანისმცემლებს, ხოლო უბეში მყოფი ოქროთი სავსე ქოთნიდან მას მონეტები უცვივა.
ლაკშმის ერთგულება და მეუღლის დაუღალავი მსახურება ახლადგათხოვილთათვის მაგალითად მოჰყავთ ინდოეთში, ხოლო მისი უხვად შემკული ტაძრები ყოველთვის სავსეა სიმდიდრის და ბედნიერების მრავალრიცხოვანი მაძიებლებით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Venkatadhvari, , (1904). Sri Lakshmi Sahasram. Chowkhamba Sanskrit Depot, Benares.
- Hindu Goddesses: Vision of the Divine Feminine in the Hindu Religious Traditions (ISBN 81-208-0379-5) by David Kinsley
- Lakshmi Puja and Thousand Names (ISBN 1-887472-84-3) by Swami Satyananda Saraswati
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Laksmi Sadhana Vidhi
- Mahalaxmi Temple, Ambabai Temple, Kolhapur დაარქივებული 2014-04-04 საიტზე Wayback Machine.
- MahaLakshmi Puja დაარქივებული 2012-10-21 საიტზე Wayback Machine.