მომხმარებლის განხილვა:Henry McClean/არქივი 17
:)
რედაქტირებაჰენრი ის ანონიმი აშკარად დასაბლოკი იყო, მივხვდი რატომაც ჩაუსვი ვანდალის თარგი, რომ წაშალა თავისი უაზრო ჩანაწერი, ჰო ? :)). მაინც დავბლოკე, კარგი მიზნები აშკარად არ ამოძრავებს :). მოკლედ, რამ გადარია ეს ხალხი ასე. - ოთოჯი განხილვა 13:46, 21 მარტი 2014 (UTC)
- კი კი, მერე კი მივხვდი. მოკლედ, სხეულის ქვედა სართულის საკითხებით დაინტერესებულებს ეგეთ რაღაცეებზე ჩავუსვამ დასაბლოკის თარგს. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:49, 21 მარტი 2014 (UTC)
- ოკ. :)) - ოთოჯი განხილვა 13:55, 21 მარტი 2014 (UTC)
შეკითხვა
რედაქტირებაჰენრი, ნახე აქ შენ მიერ ატვირთული რამდენიმე სურათია და რა მოვუხერხოთ ?. მახსოვს ადრე რაღაც პრობლემა იყო, არ აჩვენებდა სისტემა რომ სურათი გამოყენებულია სტატიაში. - ოთოჯი განხილვა 11:35, 4 აპრილი 2014 (UTC)
ჰო ეგ პრობლემატური გვერდია, ზოგი მართლა გამოყენებულია, თუმცა ამ შემთხვევაში - Marillion-ის ალბომები/DVD-ები ნამდვილად გამოუყენებელია, იმიტომ, რომ შევკვეცე ეგ სტატიები. აღარ ჩავუყარე წაშლის თარგები. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:43, 4 აპრილი 2014 (UTC)
- თუკი არის რამე წასაშლელი წავშალოთ. - ოთოჯი განხილვა 12:15, 4 აპრილი 2014 (UTC)
დავუვლი მერე და ჩავუყრი თარგებს, რომ ადვილად მოიძებნოს წასაშლელები. ადრე დავუვლიდი მაგ კატეგორიას ხოლმე და ვასწორებდი, თუ რამეს იყენებდა რომელიმე სტატია. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:32, 4 აპრილი 2014 (UTC)
- რამდენი ფაილი ყოფილა გამოუყენებელი. კარგი საქმე გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 12:48, 5 აპრილი 2014 (UTC)
მადლობა შენ, რომ დრო გამონახე, ამისთვის. ჯერ-ჯერობით, ესაა. რაღაცეები არის მანდ კიდევ, დავხედავ, მგონი ასლამაზიშვილის დადებული ფოტოებია (ფეხბურთის) და გადასახედია. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:56, 5 აპრილი 2014 (UTC)
- ოკ. საჩქარო საქმე არაა. ნელ-ნელა მივყვეთ. - ოთოჯი განხილვა 13:00, 5 აპრილი 2014 (UTC)
რუკა თუ რუქა?
რედაქტირებაინტერნეტშიც და წიგნებშიც ორივე ფორმაა მოცემული, ხომ არ იცით, რომელია სწორი? 92.51.64.86 11:19, 12 აპრილი 2014 (UTC)
პერსონაჟზე არ ვამბობ, უბრალოდ მიკვირს რომ ჩანაწერებშიც და მეტყველებაშიც საკმაოდ ხშირად იყენებენ რუქას რუკის მაგივრად
მძიმე როკი
რედაქტირებაგაუმარჯოს. შენთან ერთი საკითხი მაქვს დასაზუსტებელი. მძიმე მეტალის ქვეჟანრები რომაა, ვთქვათ, გოთური მეტალი, ან სიმფონიური მეტალი, ეგ ვიცი, მაგრამ მძიმე როკის ქვეჟანრი თუ არის, მაგალითისთვის, ალტერნატიული და ექსპერიმენტული როკი? თუ უბრალოდ როკ-მუსიკის ქვეჟანრებია. მგონი უფრო ასეა, არაა?— G.G. 09:04, 22 აპრილი 2014 (UTC)
ალტერნატივა თავისი ჟღერადობით, ასე თუ ისე, ის არის, რაც მერე ინდიში (Franz Ferdinand) და ბრიტპოპში (Coldplay, Radiohead, Blur, Pulp, Oasis) აირეკლა. იდეაში, მძიმე როკს არ ეკუთვნის, მიუხედავად მომენტებში მძიმე ჟღერადობისას. შეგიძლია ინგლისურენოვან ვიკის ენდო კატეგორიზაციაში. ექსპერიმენტული კი მე მგონია, საერთოდ შორს არის და მეტად ფართო მცნებაა, ვინაიდან მინიმუმ 60-იანებში მაინც იღებს სათავეს. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:08, 22 აპრილი 2014 (UTC)
- შევქმენი კატეგორია: კატეგორია:მძიმე როკ-ჯგუფები ჟანრების მიხედვით, მაგრამ ინგლ. ვიკიში მსგავსი ვერ ვიპოვე. ამიტომ მოგმართე შენ, როგორც როკ-მუსიკაში ჩახედულს, საერთოდ ააქვს კი მძიმე როკს ქვეჟანრები? მე კონკრეტულად ალტერნატივა და ექსპერიმენტული როკი არ მიგულისხმია, მაგალითისთვის ვთქვი, იგივე შეიძლება მეთქვა ფსიქოდელიურ ან პროგრესულ როკზეც.— G.G. 09:22, 22 აპრილი 2014 (UTC)
- ჰო, ვიკის თუ დავუჯერებთ, მხოლოდ მონათესავე ჟანრები აქვს, ქვეკატეგორიები რაღაც ვერ შეიმჩნევა. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:25, 22 აპრილი 2014 (UTC)
- მადლობა. როკ-მუსიკას მეც კი ვუსმენ, მაგრამ მე უფრო მეტალი მიზიდავს. თან კარგია, როცა ამა თუ იმ საკითხზე ვინმე შენზე უფრო ჩახედულის და, შესაბამისად, კომპედენტურის აზრს გაიგებ. ვიკიში შენს გვერდით მუშაობა ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის) პატივია — G.G. 09:37, 22 აპრილი 2014 (UTC)
- ჰო, ვიკის თუ დავუჯერებთ, მხოლოდ მონათესავე ჟანრები აქვს, ქვეკატეგორიები რაღაც ვერ შეიმჩნევა. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:25, 22 აპრილი 2014 (UTC)
- არაფრის :) ვიკის სტატიების კითხვაში და სხვა მასალების ქექვაშიც მეტს ვსწავლობ ხოლმე. რა ვქნა, დილეტანტობის დონეზე ჯერ-ჯერობით საკმარისია ჩემთვის ამის ცოდნაც, აქ რომ ვწერო :) --Henry McClean განხილვაწვლილი 09:43, 22 აპრილი 2014 (UTC)
რეკომენდებული ლიტერატურა
რედაქტირებასალამი, ჰენრი. ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება#სექცია „ლიტერატურა“ აქედან მახსოვდა, რომ ვუთითებთ, თუმცა ახლა ვკითხულობ:
მაგრამ აქ არაფერია ნათქვამი იმ შემთხვევებზე, როდესაც მხოლოდ რეკომენდებულ ლიტერატურას ვწერთ, რომლის გაცნობასაც ურჩევთ მკითხველს (ჩემი შემთხვევა). ჩემი გადაწყვეტილებით, რადგან „ლიტერატურის“ ბლოკში ჩამოთვლილია მხოლოდ გამოყენებული ლიტერატურა, მაშინ სექციასაც ასე უნდა ეწოდოს, მისგან განსასხვავებლად „რეკომენდებული ლიტერატურა“ დავარქვი. რას იტყვი?— G.G. 11:01, 28 აპრილი 2014 (UTC)
- არ ვიცი, მე არ მინახავს ეგ სტანდარტი და იმიტომ გავაკეთე ეგრე. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:04, 28 აპრილი 2014 (UTC)
- იქნება, სადმე (მაგ. ფორუმში, წინადადებების განყოფილებაში) ფართო განხილვა მოგვეწყო...— G.G. 11:54, 28 აპრილი 2014 (UTC)
- არ ვიცი, მე არ მინახავს ეგ სტანდარტი და იმიტომ გავაკეთე ეგრე. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:04, 28 აპრილი 2014 (UTC)
არა მგონია, საჭირო იყოს. არ მინახავს და იმიტომ გავაუქმე, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ სექციის მსგავსი სათაური დასაშვებია. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:16, 28 აპრილი 2014 (UTC)
- კარგი. მაშინ ერთ რევერტს გავაკეთებ, შენი ნებართვით — G.G. 12:21, 28 აპრილი 2014 (UTC)
- თუ დამტკიცდება სხვა სტანდარტი ოდესმე, ეგეც არაფერია, AWB არსებობს. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 12:22, 28 აპრილი 2014 (UTC)
Believe
რედაქტირებაბიბერი ვიღა ჯანდაბაა??? Believe არის ამერიკული ფენტეზი სერიალი და არაფერ შუაში არ არის ვიღაც ბიბერებთან --BeliveGeorgia განხილვაწვლილი 12:40, 2 მაისი 2014 (UTC)
პელე
რედაქტირებასალამი ჰენრი. რეზიუმეზე გულიანად ვიცინე. :D მაგრამ ეგ კაცი იძახის 23-ში დავიბადეო და რა ვქნათ? :) – BruTe (გ) 20:22, 4 მაისი 2014 (UTC)
სქოლიო დღემდე იმიტომაა ჩასმული, რომ ოფიციალურ წყაროებშია 21 და ის რას ამბობს, ეს მეორეხარისხოვანია მანამ, სანამ იმ ოფიციალურ წყაროებშიც არ დაწერენ 21ს. მე მგონია, საერთოდ არ არის ეს შესაცვლელი მონაცემი. მით უმეტეს, თუ დაბადების მოწმობაში 21ია, პელე კი არა, მამა ზეციერმა რომ გვითხრას, არა 23ში გავაჩინეო, ოფიციალური დოკუმენტი მაინც დოკუმენტია :) --Henry McClean განხილვაწვლილი 20:46, 4 მაისი 2014 (UTC)
- მე არ ვფიქრობ ასე. ვიკიპედია ენციკლოპედიაა და არა ოფიციალური რეესტრი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ავსახოთ სიმართლე, და ამ შემთხვევაში არ მგონია, თუნდაც გარდიანი და ბრიტანიკა, პელეზე ავტორიტეტული და სანდო იყოს. მე მაინც იმ ვარიანტს ვემხრობი რომ ინფოდაფაში და შესავალში დავწეროთ ფაქტობრივი დაბადების თარიღი და სქოლიოს საშუალებით მკითხველს დაბადების მოწმობაში გაპარულ შეცდომაზე მივაწოდოთ ინფორმაცია. :) – BruTe (გ) 21:39, 4 მაისი 2014 (UTC)
- პ.ს. როგორც მშობლიურ პორტუგალიურშია. :) – BruTe (გ) 21:40, 4 მაისი 2014 (UTC)
დიმიტრი თავაძე
რედაქტირებასალამი ჰენრი! ბევრი უცხოელი (და არა მარტო) მხატვრის გვერდზე მოტანილია არაერთი ათეული სურათი. მხატვარზე შექმნილ ენციკლოპედიურ გვერდზე (რა თქმა უნდა არა ბეჭდურ ენციკლოპედიაში) ჩემი აზრით უნდა იყოს მისი შემოქმედების ამსახველი სურათები. მით უმეტეს, რომ ამ სურათებზე საავტორო უფლებების მფლობელი (აღნიშნული მხატვრის შვილი) საკუთარი ნებით დებს სურათების ფოტოებს ინტერნეტში... — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Cocoracha (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- ჰენრი, სალამი. ერთი ორი სექცია ხომ არ გაკვეკეთებინა სტატიაში გალერეის სახით ?. გადავხედავ მერე სტატიას. - ოთოჯი განხილვა 20:01, 6 მაისი 2014 (UTC)
- მცირე, ალბათ. 20 ფოტო ძალიან ბევრია. მცირე ნიმუშები არ არის უადგილო. უბრალოდ ჩემ მიერ გაუქმებამდე აღმოვაჩინე, რომ ერთი დიდი გალერეის გარდა კიდევ ბევრი <gallery></gallery> ჰქონდა გამზადებული და მივხვდი, რომ ზედმეტია. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:03, 6 მაისი 2014 (UTC)
- მგონი კიდევ დაამატა. ამოსაღებია ბევრი სურათი. - ოთოჯი განხილვა 20:04, 6 მაისი 2014 (UTC)
- გავაუქმე. 118 სურათი იყო ზუსტად გალერეაში (დავითვალე). ამდენზე ინგლისურშიც არ მისცემდნენ უფლებას. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:07, 6 მაისი 2014 (UTC)
- ბევრია აშკარად, ოთხ-ოთხი სურათით 1-2 ხაზი შესაძლოა გაკეთდეს. მაგრამ 100 რა ამბავია. - ოთოჯი განხილვა 20:10, 6 მაისი 2014 (UTC)
- გავაუქმე. 118 სურათი იყო ზუსტად გალერეაში (დავითვალე). ამდენზე ინგლისურშიც არ მისცემდნენ უფლებას. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:07, 6 მაისი 2014 (UTC)
- მგონი კიდევ დაამატა. ამოსაღებია ბევრი სურათი. - ოთოჯი განხილვა 20:04, 6 მაისი 2014 (UTC)
- მცირე, ალბათ. 20 ფოტო ძალიან ბევრია. მცირე ნიმუშები არ არის უადგილო. უბრალოდ ჩემ მიერ გაუქმებამდე აღმოვაჩინე, რომ ერთი დიდი გალერეის გარდა კიდევ ბევრი <gallery></gallery> ჰქონდა გამზადებული და მივხვდი, რომ ზედმეტია. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:03, 6 მაისი 2014 (UTC)
თუ შეგიძლიათ ამიხსენით, რატომ მიგაჩნიათ, რომ გალერეის გაკეთება სტატიაში არასწორია. ვიკიპედიას გააჩნია ეს ტეგი და ამდენად მე მგონი მისი გამოყენებაც უნდა შეიძლებოდეს. თუ არა, მაშინ გთხოვთ ამიხსნათ, რისთვის არის ეს ტეგი და რა შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენება. გავიმეორებ კიდევ ერთ შეკითხვას – თუ ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ა.შ. სტატიებში უამრავგან არის გამოყენებული გალერეა, ქართულ სტატიებში რატომ არის ასე მიუღებელი? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Cocoracha (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- თქვენი პასუხი არ მაკმაყოფილებს! დანა რომელიც დევს მაგიდაზე, შეიძლება გამოვიყენოთ პურის დასაჭრელად, ან ვაშლის გასათლელად. მე გთხოვეთ, რომ მიგეთითებინათ, თუ ვიკიპედიას პოლიტიკის თანახმად რა შემთხვევაში შეიძლება გალერეის გაკეთება. თქვენს მიერ მითითებულ ლინკზე, იმის შესახებ, თუ რა არ არის ვიკიპედია, წერია, რომ ვიკიპედია არ არის სურათების საცავი, მაგრამ მე ასე არც გამომიყენებია. მით უმეტეს, რომ ინგლისულ ვარიანტში უფრო ზუსტად წერია – Photographs or media files with no accompanying text. ჩემს გალერეაში ყველა სურათს ახლდა სათანადო განმარტება, წელი, დადგმის ავტორი და სახელწოდება; ასევე ვაპირებდი მიმეთითებინა, თუ სად, რომელ მუზეუმში ინახება ესა თუ ის ნამუშევარი. ჩემი მიზანია, რომ თვალსაჩინოდ გავაცნო მომხმარებელს ამ მხატვრის შემოქმედება, ამას კი სურათების გარეშე ვერც მე შევძლებ და ვერ სხვა... — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Cocoracha (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- ვიკიპედია არაა ფოტო-გალერეა და ფაილების საცავი! ამის შესახებ პირდაპირ წერია ოფიციალურ პოლიტიკაში. დაუშვებელია სტატიაში ამდენი (118) ფოტოს განთავსება. შეგიძლიათ რამდენიმე ფოტო განათავსოთ და ჩასვათ ვიკისაწყობის თარგი, სადაც დანარჩენი ფოტოების ნახვა იქნება შესაძლებელი. — Mikheil მიწერა 22:50, 6 მაისი 2014 (UTC)
- იმედია 20 სურათს მაინც არ წაშლით!
სალამი, ჰენრი. პირველ რიგში, კარგი გაძლება მოგცეს ღმერთმა, რომ არ მიგვატოვო კვლავ (იმედია, მიმიხვდი) . ალბათ, გახსოვს ეს განხილვა. ახლა თარგი:ინფოდაფა/ინფო ამ გვერდზე ჩამოვწერე ყველა შესაძლო პარამეტრი, რომელიც შესაძლოა, ამ თარგის გამოყენებისას დავჭირდეს. მომავალში ამ თარგზე დაფუძნებული თარგები ამის გათვალისწინებით დაწერე ხოლმე. ჰო კიდევ, ტყუილად დავწამე თარგს „მატყუარობა“: პარამეტრი „|სახელწოდება=“ თარგში არის, მაგრამ სხვა დატვირთვა აქვს. თარგის ბოლოში იყო ეგ პარამეტრი და ალბათ მაგიტომ ვიფიქრე მასე. — G.G. 13:24, 9 მაისი 2014 (UTC)
- მადლობა, ძალიან კარგია, რომ ეს ჩასვი, თორემ მკითხაობამ მომკლა. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 13:29, 9 მაისი 2014 (UTC)
სურათი
რედაქტირებაჰენრი სალამი. ისე სურათი ბლოგიდან, რომ წამოვიღე რამე ხომ არ უჭირს ?. ეს სურათი იმიტომ ავირჩიე, რომ ქსე-ში იგივე სურათია, და მგონია მსახიობის ოფიციალური სურათია. - ოთოჯი განხილვა 12:02, 10 მაისი 2014 (UTC)
მე მგონია, არ უნდა იყოს პრობლემა. ალტერნატივა თუ არ არის, რა პრობლემა უნდა იყოს. მგონი, ბევრი ფოტოა ჩვენთან ბურუსის ბლოგიდან აღებული. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:04, 10 მაისი 2014 (UTC)
- პირიქით არ არის ბევრი ფოტო. რუსულში საერთოდ ერთი ვნახე და ისიც წარეცხილია. ქართულ რესურსებშიც მხოლოდ ბლოგებშია. - ოთოჯი განხილვა 12:09, 10 მაისი 2014 (UTC)
ევროვიზია 2014
რედაქტირებაჰენრი გამარჯობა თუ დრო გქონდა კონჩიტას და მის სიმღერას მიმიხედავ? შენი სფეროა და შენზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებს. --JABA 1977 06:27, 11 მაისი 2014 (UTC)
- გასაგები მიზეზების გამო ამ საფრთხობელას ზედაც ვერ ვუყურებ, მაგრამ ამას ვიკიპედიისთვის გავაკეთებ ახლა, თუნდაც ესკიზის სახით :) --Henry McClean განხილვაწვლილი 07:20, 11 მაისი 2014 (UTC)
დიდი მადლობა ჰენრი ასეთი მსხვერპლის გაღებისათვის. --JABA 1977 15:00, 11 მაისი 2014 (UTC)
არაფრის, ჯაბა, რითაც შემიძლია :) --Henry McClean განხილვაწვლილი 15:07, 11 მაისი 2014 (UTC)
ფორუმი
რედაქტირებაჰენრი სურვილი თუ გაქვს, შეგიძლია ფორუმში გახსნა თემა. იქ გლობალურად წარიმართება დისკუსია და გადაწყდება საკითხი. აშკარად არ ესმის ვიკიპედიის არსი. - ოთოჯი განხილვა 14:25, 12 მაისი 2014 (UTC)
საერთოდ, მესმის, რომ ეს ჩვენ შორის მოხდა ყველაფერი, მაგრამ რეალურად მას პრობლემები აქვს ვიკისთან მუშაობაში და არა ჩვენთან. გარდა ამისა, რომელ შეხვედრაზე საუბრობს, როდესაც მენტორი ჰყავს სიურპრიზის სახით - იმან მიხედოს. ყველა პრობლემატურ ვიკიპედიელთან შეხვედრებზე რომ ირბინონ ვიკიპედიის მომხმარებლებმა, იგივე იტალიური ან ფრანგული ვიკიპედიიდან, ეგრე სად არის :) --Henry McClean განხილვაწვლილი 14:28, 12 მაისი 2014 (UTC)
- ჰო, მძიმე სიტუაციაა აშკარად :). დარეკვას ხომ არ აპირებ ჰენრი ? :). - ოთოჯი განხილვა 14:30, 12 მაისი 2014 (UTC)
ინფოდაფა
რედაქტირებაჰენრი, ნახე მაგ., არტისტი (ფილმი) სურათი დაპატარავებულია, ბოტი უნდა გავუშვათ, თუ რა ვუყოთ ასეთ სტატიებს ?. - ოთოჯი განხილვა 18:37, 30 მაისი 2014 (UTC)
გიორგიმ თქვა, რომ უნდა იყოს პარამეტრი
სურათის ზომა =
იქ კი იყო
სურათის_ზომა
შევცვალე და გამოსწორდა. თუ შენ არ გყავს ბოტი, ჩემსას გავუშვებ ხვალ ფილმების კატეგორიაში და შეცვლის :) --Henry McClean განხილვაწვლილი 18:41, 30 მაისი 2014 (UTC)
- მე სადა მყავს ბოტი :). შენ მიხედე :). - ოთოჯი განხილვა 18:43, 30 მაისი 2014 (UTC)
- კეთილი, ხვალ გავუშვებ. იმედია, M. არ შემოვა ამასობაში, არ დაიბნეს. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:46, 30 მაისი 2014 (UTC)
@Otogi:, @M.: მოკლედ ბოტმა დღეს იმუშავა და გაასწორა ყველა. პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთ სტატიაში არ არის ეს პარამეტრი საერთოდ მითითებული, ამის გამო ისევ ის მომცრო ზომაა. თუ ბოტს აქვს ფუნქცია, რომ ინფოდაფაში მანამდე არარსებული ველი ჩაამატოს, ვცდი და იქნებ თავისით გააკეთოს ეგეც, რომ ასეთ სტატიებშიც გასწორდეს. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:32, 1 ივნისი 2014 (UTC)
- ჰო, თუ არ ეშველა ხელით ჩავასწოროთ. მადლობა :). - ოთოჯი განხილვა 10:43, 1 ივნისი 2014 (UTC)
თხოვნა
რედაქტირებაჰენრი, სპეციალური:PendingChanges, როცა მოიცლი ეგებ გადახედო ამ გვერდს. მეც, ვამოწმებ ხოლმე დრო და დრო, ასობით დაუმოწმებელი გვერდი იყო, რავიცი, მინიმუმამდე დავიყვანე, თითქოს. - ოთოჯი განხილვა 11:00, 1 ივნისი 2014 (UTC)
დამავიწყდა ამ გვერდის არსებობა, ოთო, კარგი ქენი, რომ შემახსენე. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:12, 1 ივნისი 2014 (UTC)
- რასაც ვერ დავამოწმებთ თარგ ფაქტის ან თარგ წყაროს გამოყენება მოგვიწევს. - ოთოჯი განხილვა 11:44, 1 ივნისი 2014 (UTC)
ბოლო დადასტურებულიდან ვაკეთებ ათვლას, თუ რამე საეჭვო არაა, ვადასტურებ. მგონი, ასე, არა? --Henry McClean განხილვაწვლილი 11:47, 1 ივნისი 2014 (UTC)
- ფიზიკურად ყველაფრის გადამოწმება შეუძლებელია, რისი გადამოწმებაც შეიძლება ჩვენთვის უკეთესია. თუ რამეა საეჭვო თარგები ჩავყაროთ ხოლმე და შემდეგ, გარკვეულ დროში ამოიშლება ინფორმაცია. თუ ვანდალიზმი არაა უნდა დამოწმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სტატიები 200 და 300 დღეა შეუმოწმებელი, რაც ცუდია. - ოთოჯი განხილვა 11:53, 1 ივნისი 2014 (UTC)
- ჰო ვანდალიზმი რაც არაა და უბრალოდ ოდნავ გაუგებარი ნაწერია, ვიკიფიცირებას ჩავუგდებ, როგორც ახლა გავაკეთე. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:54, 1 ივნისი 2014 (UTC)
- ძალიან ცოტა რედაქტორია ქართულ ვიკიპედიაში და ამის გამოა, რომ გროვდება დაუმოწმებელი გვერდები. ისე, ყველამ, რომ იაქტიუროს ამოდენა შეუმოწმებელი გვერდები აღარ დაგროვდებოდა. ჩემ კოტროლის სიაში დაახლოებით 7 ათასი გვერდია და ყველა დამოწმებულია. ასე ვცდილობ, რომ ვებრძოლო ვანდალიზმს და ვამოწმო გვერდები. ახლა მგონი პირველად არის, რომ ყველა სტატიაა დამოწმებული. მადლობა ჰენრი :).- ოთოჯი განხილვა 12:02, 1 ივნისი 2014 (UTC)
- გუშინ ფეისბუკის კედელზე მორიგი მარაზმები წავიკითხე (ქართული ვიკის გვერდზე). მაინცდამაინც 24-ე შრიფტით უნდა დაუწერო ამათ ყოველ გვერდზე, რომ ვიკიპედიის რედაქტირება ნებისმიერს შეუძლია. თუ შეცდომები ნახეს, შეასწორონ, რას ელოდებიან სხვას. და კიდევ - ოდნავ უსამართლობაა. გართობის მიზნით შემოყრილები უფრო აქტიურობენ (ვანდალიზმებით), ვიდრე ის ხალხი, ვისაც მართლა შეუძლია წვლილის შემოტანა. შეიძლება, არ არის ლამაზი თავის მართლება, მაგრამ ჩვენ მთლად თავს არ ვიმართლებთ - გვაქვს რეალური მიზეზი თუ რატომ გვაქვს ასე ცოტა სტატია. ჰო და სანამ ეს მიზეზი გვექნება, თავის გასამართლებელიც გვაქვს :) გეგონება 80.000-ივე სტატია კონტროლზეა აყვანილი და თუ სადმე 3 წლის წინ ვიღაცამ დაწერა, რომ ეს ადგილი ქართული კი არა, სომხური იყო, აუცილებლად უნდა შეგვემჩნია. აქ კი არა, ინგლისურ ვიკიშიც მიპოვია ყბის ჩამოსავარდნი ვანდალიზმები. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:13, 1 ივნისი 2014 (UTC)
- ეგრეა, რას იზამ. ჩვენთან არ არის საზოგადოება ჯერ მზად მიიღოს მონაწილეობა ვიკიპედიის მსგავს პროექტებში. ზოგი ფიქრობს, რომ არიქა, ჩვენ ვალდებულები ვართ აქ რამე ვაკეთოდ. ის რაც გააკეთეს ქართული ვიკის რედაქტორებმა უკვე საშვილიშვილო საქმეა, მინდა გითხრა :). ქართული ვიკიპედია, რომ არა, ქართული ვებ-სივრცე გაღარიბებული იქნებოდა ინფორმაციული თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენ ხომ, ვიკის რედაქტორები, მუდამ კულისებს მიღმა ვართ :). ვანდალიზმს რაც შეეხება, საერთოდ, დიდ ვიკიპედიებში გავრცელებულია გადამისამართებების ხშირი ვანდალიზმი, კიდევ კარგი, ჩვენთან არ არის მსგავსი რაღაცეები. - ოთოჯი განხილვა 12:28, 1 ივნისი 2014 (UTC)
არა უშავს, მე მაინც ვიმედოვნებ, რომ რაღაც შეიცვლება. თუმცა, საჭიროა საინფორმაციო პროპაგანდა ვიკის სპეციფიკის შესახებ, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში ეს საშუალება ყველა სფეროში ეფექტურია. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:31, 1 ივნისი 2014 (UTC)
- გეთანხმები. ერთობლივად რამე უნდა მოვიფიქროთ აწი. - ოთოჯი განხილვა 12:33, 1 ივნისი 2014 (UTC)
შემოწმების მომლოდინე გვერდები 0. :)). - ოთოჯი განხილვა 12:41, 1 ივნისი 2014 (UTC)
მარკ ტვენი
რედაქტირებაჰენრი დავიჯერო თარგი:ინფოდაფა მწერალი აქაც იგივე პრობლემაა ? ნახე ჩემი ბოლო ცვლილება ზომასთან და ტიტრთან. რა უბედურებაა, რა. - ოთოჯი განხილვა 19:00, 1 ივნისი 2014 (UTC)
კარგი, ეგ არაფერია, ხვალ გავუვლი ბოტით.
შენს განხილვაში გწერდი და რა მაინტერესებს - ვიკის რამე ოფიციალური პოლიტიკა აქვს ასეთ ქმედებებზე? ვანდალიზმად, თავისთავად, ამის ჩათვლა აბსურდული ქმედება იქნებოდა, მაგრამ ვისი რა საქმეა, უკაცრავად, ჩვენ ლოკალიზებულ ვიკიში რომელ სურათს/ვიდეოს გამოვიყენებთ/არ გამოვიყენებთ საცავიდან (სანამ ეს commons არის)? შესაძლოა, რედაქტირება სასარგებლოც იყოს, მაგრამ მაინც - ისევ ჩვენი გადაწყვეტილება არაა, გამოვიყენებთ თუ არა? შესაძლოა, მასზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება და სწორედ ამიტომ იუტუბიდან აიღო და დადო, მაგრამ პირდაპირ იუტუბზე ვერ შევალ მაგის სანახავად? :) დაუარა ყველა ვიკის და ყველგან დაყარა ეს თავის დადებული ვიდეო. რომ შეეწინააღმდეგო, არა და, მყარი არგუმენტი არ გვაქვს - სტატიის თემატიკას განავრცობს ეგ ვიდეო და საინფორმაციოა. მომხმარებელიც მცოდნეა და ვერ შეედავები, შავ სიაში არაა. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:08, 1 ივნისი 2014 (UTC)
- p.s უკვე მუშაობს ბოტი და ორივე პარამეტრს ცვლის. სულ 474 სტატიაშია. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:16, 1 ივნისი 2014 (UTC)
- საქმეც იმაშია, რომ ფაილებისა თუ აუდიოფაილების გამოყენება დასაშვებია. მაშინ ამ საკითხებთან დაკავშირებით ფორუმში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა ინდივიდუალურად გადავწყვიტოთ ასეთი საკითხები. ბოლო დროს გახშირდა თვითნებური ქმედობები ასეთი მომხმარებლების მხრიდან. ჯერ-ჯერობით საგანგაშო არაფერია, თუმცა ერთგვარი პოლიტიკა, რომ გვქონოდა კარგი იქნებოდა ამ მიმართულებით. - ოთოჯი განხილვა 19:25, 1 ივნისი 2014 (UTC)
- p.s. მადლობა ჰენრი :). - ოთოჯი განხილვა 19:26, 1 ივნისი 2014 (UTC)
- საქმეც იმაშია, რომ ფაილებისა თუ აუდიოფაილების გამოყენება დასაშვებია. მაშინ ამ საკითხებთან დაკავშირებით ფორუმში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა ინდივიდუალურად გადავწყვიტოთ ასეთი საკითხები. ბოლო დროს გახშირდა თვითნებური ქმედობები ასეთი მომხმარებლების მხრიდან. ჯერ-ჯერობით საგანგაშო არაფერია, თუმცა ერთგვარი პოლიტიკა, რომ გვქონოდა კარგი იქნებოდა ამ მიმართულებით. - ოთოჯი განხილვა 19:25, 1 ივნისი 2014 (UTC)
არაფრის, ოთო. :) დაამთავრა, უბრალოდ იგივე სიტუაციაა აქაც - ზოგ სტატიას ამ 437-დან საერთოდ აკლია ეგ პარამეტრი და ჩასასმელია, თორემ ციცქნაა ყველა სურათი --Henry McClean განხილვაწვლილი 19:32, 1 ივნისი 2014 (UTC)
- მოკლედ, დაგვტანჯა ამ ინფოდაფებმა :). - ოთოჯი განხილვა 19:42, 1 ივნისი 2014 (UTC)
ლინკები უცხოენოვანი ვიკიპედიებიდან
რედაქტირებამოგესალმებით ჰენრი.
ერთ პრობლემას წავაწყდი: უცხოენოვანი ვიკიპედიებიდან, ლინკებს, კომპაქტურად და ლამაზად, ისე რომ შიგთავსის სიტყვები იკითხებოდეს ძირითად სტატიაში, ვერ ვსვამ :
- en:Aberrations_of_the_eye - ეს ვარიანტი ყველაზე მისაღებია ცხრილებში შესატანად, განხილვის გვერდებზე ესევე ჩანს, მაგრამ სტატიების გვერდებზე არა, ანუ იმალება.
- [ [ https://en.wikipedia.org/wiki/Aberrations_of_the_eye ] ] - ეს ვარიანტი მხოლოდ ნუმერაციას იკეთებს და შიგთავსი აღარ ჩანს, [[1]], მისაღები იქნებოდა რომ ჩანდეს ”Aberrations_of_the_eye” და თან ლინკიც იყოს ზედ მიბმული.
- ეს პრობლემა თუ გავარკვიე ცხრილში https://ka.wikipedia.org/wiki/მომხმარებელი:თერალი/სავარჯიშო_4 მეორე და მესამე მწკრივები გართიანებული მექნება და ცხრილიც უფრო კომპაქტური იქნება .--თერალი განხილვაწვლილი 10:05, 3 ივნისი 2014 (UTC)
სალამი, ეგ ძალიან ადვილია. ძირითადი ბმულის შემდეგ (სტირონქვედა ხაზები რომ მოჰყვებოდეს სიტყვებს, როგორც აქ არის) გამოვტოვებთ ადგილს და ვწერთ იმას, რაც გვინდა, აისახოს სახელწოდებად. ვიღებთ:
https://en.wikipedia.org/wiki/Aberrations_of_the_eye
მივაწერთ ასე
https://en.wikipedia.org/wiki/Aberrations_of_the_eye Aberrations of the eye
და მოვაქცევთ ერთმაგ ფრჩხილებში
[https://en.wikipedia.org/wiki/Aberrations_of_the_eye Aberrations of the eye]
გამოვა
არის მეორე ვარიანტიც - რედაქტირების პანელიდან, ზემოთ რომ არის, გარე ბმულის ჩასმა. მოქმედებს უკვე შექმნილ ბმულებზეც, ანუ შეიძლება მათი დამუშავება და სტატიაში ასახული სახელწოდების მითითება. წარმატებები. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 10:18, 3 ივნისი 2014 (UTC)
- მადლობთ. --თერალი განხილვაწვლილი 10:51, 3 ივნისი 2014 (UTC)
არაფრის. იმედია, დაგეხმარებათ. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:58, 3 ივნისი 2014 (UTC)
- ლინკები უცხოენოვან ვიკიპედიებში? რატომ? გააკეთეთ ქართულში, მერე რა, თუ ეს სტატია არ არის, გამოჩნდეს წითლად, ვინმე შექმნის. — Mikheil მიწერა 12:14, 3 ივნისი 2014 (UTC)
- სამუშაოს საორგანიზაციოდ აქვს, თუ არ ვცდები. წინასწარ აქვს ჩამოწერილი დასაწერების სია. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:17, 3 ივნისი 2014 (UTC)
- გასაგებია, ვიფიქრე უშუალოდ სტატიას გულისხმობდა. — Mikheil მიწერა 12:19, 3 ივნისი 2014 (UTC)
- სამუშაოს საორგანიზაციოდ აქვს, თუ არ ვცდები. წინასწარ აქვს ჩამოწერილი დასაწერების სია. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:17, 3 ივნისი 2014 (UTC)
სალამი
რედაქტირებაგამარჯობა. დიდი მადლობა. ვეცდები, მოვაწესრიგო.--Blink! განხილვაწვლილი 17:14, 7 ივნისი 2014 (UTC)
- გმადლობთ :)--Blink! განხილვაწვლილი 20:13, 7 ივნისი 2014 (UTC)