არტისტი (ფილმი)
არტისტი — 2011 წლის ფრანგული შავ-თეთრი მუნჯი მხატვრული ფილმი[2][3][4][5]. მისი რეჟისორია მიშელ ჰაზანავიჩუსი. ფილმში მოთხრობილი ამბები მიმდინარეობს 1927-1932 წლებში, ჰოლივუდში. ამ პერიოდში მუნჯი კინო თავის აქტუალურობას კარგავს. სიუჟეტური ხაზის ამ ფონზე ვითარდება მუნჯი ფილმების ძველი მსახიობი მამაკაცისა და ახალგაზრდა მსახიობი ქალის ურთიერთობები.
„არტისტი“ | |
---|---|
რეჟისორი | მიშელ ჰაზანავიჩუსი |
პროდიუსერი | ტომას ლანგმანი |
სცენარის ავტორი | მიშელ ჰაზანავიჩუსი |
როლებში | |
კომპოზიტორი | ლუდოვიკ ბურსი |
ოპერატორი | გიიომ შიფმანი |
მონტაჟი |
|
სტუდია |
|
დისტრიბუტორი |
|
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 100 წთ. |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა |
მუნჯი ინგლისური სუბტიტრებით |
ბიუჯეტი | 15 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 133,432,856 აშშ დოლარი[1] |
ჯილდოები
რედაქტირებაკრიტიკოსებმა ფილმს არაერთი მაღალი შეფასება მისცეს. 2011 წელს გამართული კანის კინოფესტივალის ფარგლებში (სადაც ფილმის პრემიერა გაიმართა) ჟან დიუჟარდენი აღიარეს წლის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად. ფილმი ნომინირებული იქნა ექვს ოქროს გლობუსის ჯილდოზე, საიდანაც სამი მიიღო - საუკეთესო მხატვრული ფილმის, საუკეთესო მუსიკისა და საუკეთესო მსახიობის კატეგორიებში. 2012 წლის იანვარში იგი ნომინირებული იქნა BAFTA-ს 12 ჯილდოზე და მიიღო შვიდი (მათ შორის - საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა, საუკეთესო მსახიობი მამაკაცისა და საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიებში). ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოების 10 კატეგორიაში ნომინირებამ მას ხუთი ოსკარი მოუტანა[6], მათ შორის - წლის მსახიობის, წლის რეჟისორისა და წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიებში. 1927 წელს ოსკარზე წარდგენილი „ფრთების“ შემდეგ ეს არის პირველი მუნჯი ფილმი, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო დაიმსახურა. საფრანგეთში ფილმი ნომინირებული იქნა სეზარის 10 ჯილდოზე და მიიღო ექვსი - საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიებში. ფრანგული კინოს ისტორიაში „არტისტი“ იქცა ყველაზე ტიტულოვან ფილმად.[7]
ოსკარი
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისორი: მიშელ ჰაზანავიჩუსი
- საუკეთესო მსახიობი კაცი: ჟან დიუჟარდენი
- საუკეთეს ორიგინალური მუსიკა: ლუდოვიკ ბურსი
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია
- საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში: ჟან დიუჟარდენი
- საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკი
BAFTA
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისორი: მიშელ ჰაზანავიჩუსი
- საუკეთესო მსახიობი კაცი: ჟან დიუჟარდენი
- საუკეთესო ორიგინალური სცენარი: მიშელ ჰაზანავიჩუსი
სეზარი
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისორი: მიშელ ჰაზანავიჩუსი
- საუკეთესო მსახიობი ქალი: ბერენის ბეჟო
კანის კინოფესტივალი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „არტისტი (ფილმი)“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- „არტისტი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „არტისტი“ — Allmovie-ზე
- „არტისტი“ — Box Office Mojo-ზე
- „არტისტი“ — Rotten Tomatoes
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Artist (2011). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 23 June 2012.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-22. ციტირების თარიღი: 2012-03-09.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-08. ციტირების თარიღი: 2012-03-09.
- ↑ http://www.rottentomatoes.com/m/the_artist/
- ↑ https://archive.today/20120723052713/www.chicagotribune.com/entertainment/movies/sc-mov-1220-the-artist-20111220,0,2703056.column
- ↑ http://www.bbc.co.uk/news/entertainment-arts-16699960
- ↑ 'The Artist' Wins 6 Cesar Awards, Including Best French Film of the Year. hollywoodreporter.com