„ლუნა-5“ (რუს. «Луна-5», «E-6 №10») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1965 წლის 9 მაისს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მოეხდინა მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვება.

ლუნა-5
COSPAR ID 1965-036A
მისიის ხანგრძლივობა 3 დღე
მდებარეობა 31° ს. გ. 8° დ. გ. / 31° ს. გ. 8° დ. გ. / -31; -8
სტატუსი დამსხვრეული
ტექნიკური მახასიათებლები
მწარმოებელი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, რკკ „ენერგია“
ასაფრენი მასა 1474 კილოგრამი
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 9 მაისი, 1965, 07:49:37 UTC
სასტარტო მოედანი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, ბაიკონური №1
რაკეტა-მატარებელი „მოლნია 8K78M“

1965 წლის 9 მაისს 07:49:37 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-5.[1] 12 მაისს „ლუნა-5-მა“ მიაღწია მთვარეს. დაგეგმილი იყო, რომ იგი განახორციელებდა მასზე მსუბუქ დაჯდომას, რითაც იგი გახდებოდა პირველი კოსმოსური სადგური, რომელმაც ეს შეძლო. ხომალდის დაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა. მისმა სამუხრუჭე ძრავებმა ვერ უზრუნველყვეს ხომალდის უსაფრთხო დაშვება, რის შედეგადაც იგი 19:10 UT დროით ჩამოვარდა მთვარის ზედაპირზე. დაცემის ზუსტი ლოკაცია დღემდე უცნობია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია აპარატის დაახლოებით ღრუბლების ზღვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის თაობაზე (კოორდინატები 31° ს. გ. 8° დ. გ. / 31° ს. გ. 8° დ. გ. / -31; -8), ბოლო ცნობებით ის კოპერნიკის კრატერის ახლოს დაეცა (კოორდინატები 8° ჩ. გ. 23° დ. გ. / 8° ჩ. გ. 23° დ. გ. / 8; -23).[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
  • G. P. Lyubimov (ოქტომბერი, 1967). Measurement of the intensity of cosmic radiation during the flights of automatic interplanetary stations Zond 1, Zond 2, Zond 3, Luna 5, Luna 6. NASA, ST-CR-IS-10655. 
  • N. L. Johnson (1979). Handbook of soviet lunar and planetary exploration, Vol. 47, Science and Technology, American Astronautics Society Publications. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Luna 5. NASA Space Science Data Coordinated Archive (2014-08-26). ციტირების თარიღი: 2023-01-09