ღრუბლების ზღვა[1] (ლათ. Mare Nubium) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეს, ქარიშხლების ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ითვლება, რომ ზღვის აუზი ჩამოყალიბდა ნექტარიამდელ პერიოდში, ხოლო მიმდებარე წარმონაქმნები - ადრეულ იმბრიულ პერიოდში. გვიან იმბრიულ პერიოდში თავად ზღვა ლავით იყო დაფარული. ზღვის დასავლეთით არის კრატერი ბულიალდი[2], რომელიც ჩამოყალიბდა ერატოსთენეს პერიოდში, სამხრეთით კი — კრატერი პიტატი. კრატერ ტიხოს სხივები ზღვას კვეთს სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. ზღვის სამხრეთ ნაწილში, კრატერ ბერტისა და ტაბიტს შორის, არის ტექტონიკური რღვევა, სახელად სწორი კედელი (Rupes Recta), რომლის სიგრძე 125 კმ-ია, სიმაღლე კი 240 მ[3], ადვილადაა შესამჩნევი 60 მმ-იანი ტელესკოპით[4].

ღრუბლების ზღვა
Mare Nubium
მონაცემები
სიგრძე 714.50 კმ.
სახელწოდება
ეპონიმი ღრუბელი
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
20.59° ს. გ. 17.29° დ. გ. / 20.59° ს. გ. 17.29° დ. გ. / -20.59; -17.29
ციური სხეული მთვარე
ღრუბლების ზღვა — მთვარე
ღრუბლების ზღვა
ღრუბლების ზღვა ვიკისაწყობში

ღრუბლების ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მატერიკული ტერიტორია პირველი ოლქი იყო, რომელიც Lunar Reconnaissance Orbiter მისიის ფარგლებში გადაიღეს[5].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ხარაძე ე., „ასტრონომიის საფუძვლები“ : 2 ტომად : ტომი I, 1991
  2. Observatorio ARVAL - Moon Map. Observatorio ARVAL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-08. ციტირების თარიღი: 2010-08-06.
  3. Галкин И.Н., Внеземная сейсмология, М., 1988
  4. Луна и как её наблюдать. ციტირების თარიღი: 2019-12-02
  5. LRO's First Moon Images. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-28. ციტირების თარიღი: 2019-12-02