ქარიშხლების ოკეანე

ქარიშხლების ოკეანე[1] (ლათ. Oceanus Procellarum) — მთვარის ყველაზე დიდი ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილული მხარის დასავლეთ ნაწილში. სახელი დაარქვა იტალიელმა ასტრონომმა ჯოვანი ბატისტა რიჩიოლიმ იმ ვარაუდით, რომ დედამიწაზე ამინდი იცვლებოდა მთვარის ფაზების მიხედვით. ქარიშხლების ოკეანის სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ არის 2500 კმ, ხოლო ფართობი 4 მილიონი კმ².

ქარიშხლების ოკეანე
Oceanus Procellarum
მონაცემები
სიგრძე 2592.24 კმ.
სახელწოდება
ეპონიმი ქარიშხალი
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
20.67° ჩ. გ. 56.68° დ. გ. / 20.67° ჩ. გ. 56.68° დ. გ. / 20.67; -56.68
ციური სხეული მთვარე
ქარიშხლების ოკეანე — მთვარე
ქარიშხლების ოკეანე
ქარიშხლების ოკეანე ვიკისაწყობში

მთვარის სხვა ზღვების მსგავსად, ქარიშხლების ოკეანე არის ვაკე, რომელიც ამოვსებულია ბაზალტის გაქვავებული ლავით.

ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთვარის კარპატების მთები ქარიშხლების ოკეანეს წვიმების ზღვისგან გამოყოფს.

1969 წლის 19 ნოემბერს, მთვარის მოდული „Intrepid“, ამერიკული კოსმოსური ხომალდის აპოლო 12-ის დასაჯდომი ნაკვეთური, დაეშვა მთვარეზე. დაშვება მოხდა ქარიშხლების ოკეანეში, კოპერნიკის კრატერიდან სამხრეთით 370 კილომეტრში. მთვარის ზღვის ზედაპირზე გადმოსხდნენ ჩარლზ კონრადი და ალან ბინი. მათ მთვარიდან ჩამოიტანეს დაახლოებით 34 კგ გრუნტი, მათ შორის 45 ქვა. ქარიშხლების ოკეანიდან წამოღებული ნიმუშები აღმოჩნდა შედარებით ღია, ვიდრე სიმშვიდის ზღვაში შეგროვებულები.

კოსმოსური აპარატები, რომლებიც იმყოფებოდნენ ქარიშხლების ოკეანეში
ნომერი სახელწოდება თარიღი ადგილმდებარეობა
1 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკლუნა-7 07.10.1965 9°48′N 47°48′W / 9.8° ჩ. გ. 47.8° დ. გ. / 9.8; -47.8
2 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკლუნა-8 06.12.1965 9°36′N 62°00′W / 9.6° ჩ. გ. 62° დ. გ. / 9.6; -62
3 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკლუნა-9 03.02.1966 7°08′N 64°22′W / 7.13° ჩ. გ. 64.37° დ. გ. / 7.13; -64.37
4 აშშ-ის დროშა აშშსერვეიორი-1 02.06.1966 2°27′S 43°13′W / 2.45° ს. გ. 43.22° დ. გ. / -2.45; -43.22
5 საბჭოთა კავშირის დროშა სსრკლუნა-13 24.12.1966 18°52′N 63°03′W / 18.87° ჩ. გ. 63.05° დ. გ. / 18.87; -63.05
6 აშშ-ის დროშა აშშსერვეიორი-3 20.04.1967 2°59′S 23°20′W / 2.99° ს. გ. 23.34° დ. გ. / -2.99; -23.34
7 აშშ-ის დროშა აშშაპოლო 12 19.11.1969 2°59′S 23°20′W / 2.99° ს. გ. 23.34° დ. გ. / -2.99; -23.34
7 ჩინეთის დროშა ჩინეთიჩანიე-5 01.12.2020 43°02′S 51°33′W / 43.03° ს. გ. 51.55° დ. გ. / -43.03; -51.55

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება