ლუნა-13
„ლუნა-13“ (რუს. «Луна-13», «E-6M») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1966 წლის 21 დეკემბერს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მთვარის ზედაპირის ფოტოგადაღების წარმოება.
ლუნა-13 | |
---|---|
NSSDC ID | 1966-116A |
SCN | 02626 |
მესამე ასს („ლუნა-9“-სა და „სერვეიორ 1“-ის შემდეგ), რომელიც რბილად დაეშვა მთვარეზე. მიღებულ იქნა ცნობები მთვარის გრუნტის ფიზიკო-ქიმიური თვისებების შესახებ. დედამიწაზე გადმოიცა მთვარის ლანდშაფტის 5 პანორამა.
ისტორია
რედაქტირება1966 წლის 21 დეკემბერს 10:19:00 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-13. თავდაპირველად, აპარატი გეოცენტრულ ორბიტაზე (171-223 კმ) გაიყვანეს. შემდეგ მან მთვარისკენ მიმართული ტრაექტორიით აიღო გეზი. 24 დეკემბერს 09:00:00 UTC დროით სადგური „ლუნა-13“ დაეშვა ქარიშხლების ოკეანის რაიონში, კრაფტისა და სელევკეს კრატერებს შორის (კოორდინატები 18°52′ ჩ. გ. 62°03′ დ. გ. / 18.867° ჩ. გ. 62.050° დ. გ.). სადგურმა 4 დღე იმუშავა 28 დეკემბრამდე და დედამიწას გადასცა მთვარის ზედაპირის ხუთი ფოტო პანორამა. გარდა ამისა, სადგური აღჭურვილი იყო ნიადაგის პენეტრომეტრით, რადიაციის სიმკვრივის მრიცხველით და დინამოგრაფით, რომელთა დახმარებით ჩატარდა მთვარის ნიადაგის ზედაპირის ფენის სიმკვრივისა და სიძლიერის პირველი ინსტრუმენტული შესწავლა. წარმატებული მისიის შემდეგ, 28 დეკემბერს 06:13 UTC დროით, ბორტზე ელექტრობატარეების ამოწურვისთანავე აპარატთან კონტაქტი შეწყდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.