ლუნა-9
„ლუნა-9“ (რუს. «Луна-9») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1966 წლის 31 იანვარს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მოეხდინა მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვება.
ლუნა-9 | |
---|---|
პლანეტათაშორისო სადგურის „ლუნა-9“-ის მოდელი კ. ციოლკოვსკის სახელობის კოსმონავტიკის ისტორიის მუზეუმში | |
NSSDC ID | 1966-006A |
SCN | 01954 |
ისტორია
რედაქტირება1966 წლის 31 იანვარს 11:41:37 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, 4-საფეხურიანი რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-9. მთვარისკენ ტრაექტორიაზე გაყვანის შემდეგ მისი მასა იყო 1583 კგ. 1966 წლის 3 თებერვალს 18:45:30 GMT დროით სადგურმა პირველად ისტორიაში შეასრულა მსუბუქი დაჯდომა მთვარის ზედაპირზე ქარიშხლების ოკეანის რაიონში, კავალიერის კრატერის ჩრდილო-აღმოსავლეთით (კოორდინატები 7°08′ ჩ. გ. 64°32′ დ. გ. / 7.133° ჩ. გ. 64.533° დ. გ. სხვა მონაცემით 7°05′N 64°22′W / 7.08° ჩ. გ. 64.37° დ. გ.). სადგურთან განხორციელდა რადიოკავშირის 7 სეანსი, რომლის საერთო ხანგრძლივობამ 8 საათი შეადგინა. ამ სეანსების განმავლობაში სადგური დედამიწას გადასცემდა მთვარის ზედაპირის სურათებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Zarya - Luna 9 chronology დაარქივებული 2012-11-24 საიტზე Wayback Machine.
- Jodrell Bank first image დაარქივებული 2012-01-03 საიტზე Wayback Machine.