ლუნა-10
„ლუნა-10“ (რუს. «Луна-10», «Е-6С №206») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1966 წლის 31 მარტს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, სელენოცენტრულ ორბიტაზე გასვლა და მის პირველ ხელოვნურ თანამგზავრად (მხთ) გახდომა, ასევე, წინა პროექტებში დაწყებული მთვარის ზედაპირსა კვლევისა და მის გარემო სივრცეზე დაკვირვებების წარმოება.
ლუნა-10 | |
---|---|
NSSDC ID | 1966-027A |
SCN | 02126 |
მიღებულ იქნა ინფორმაცია მთვარის გრავიტაციული ველის, აგრეთვე მთვარის ქანების ზოგიერთი თვისების შესახებ. საერთაშორისო ავიაციის ფედერაციამ საბჭოთა მეცნიერები, კონსტრუქტორები და მუშები ამ ასს-ის შექმნისათვის საპატიო დიპლომით დააჯილდოვა.
ისტორია
რედაქტირება1966 წლის 31 მარტს 10:46:59 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-10. თავდაპირველად, აპარატი დაბალ გეოცენტრულ ორბიტაზე (200-250 კმ) გაიყვანეს. შემდეგ მან მთვარისკენ მიმართული ტრაექტორიით აიღო გეზი. 1 აპრილს განხორციელდა ტრაექტორიის კორექტირება, ხოლო 3 აპრილს მთვარიდან 8000 კმ-ის მოშორებით აპარატმა დაიწყო დამუხრუჭება, რის შედეგადაც „ლუნა-10“-ის სიჩქარე შემცირდა 0.64 კმ/წმ-მდე და 18:44 UTC დროით აპარატი გახდა მთვარის პირველი ხელოვნური თანამგზავრი. მასა მთვარისკენ ფრენისას იყო 1582 კგ. სელენოცენტულ ორბიტაზე — 240 კგ. ასს-მ მთვარეს 460-ჯერ შემოუარა, დედამიწასთან განახორციელა 219 რადიოსეანსი და 56 დღე-ღამის შემდეგ მისი ქიმიური ბატარეის დაცლისთანავე დაასრულა თავისი აქტიური არსებობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Искусственные спутники Луны / Рябов Ю. А. // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
- Zarya - Luna 9 chronology დაარქივებული 2012-11-24 საიტზე Wayback Machine. * Space probe Luna-10. space-ru.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: 2010-08-15.