სელენოცენტრული ორბიტა
სელენოცენტრული ორბიტა,[1][2] მთვარისახლო ორბიტა, მთვარისირგვლივი ორბიტა — მთვარის გარშემო სხეულის მოძრაობის ორბიტა. ასეთი ორბიტის აპოცენტრსა და პერიცენტრს ეწოდება, შესაბამისად აპოსელენი და პერისელენი.
პირველი ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს) იყო საბჭოთა წარმოების „ლუნა-10“, რომელმაც 1966 წლის 3 აპრილს მიაღწია მთვარეს და მოძრაობდა მთვარისახლო ორბიტაზე 56 დღე-ღამის განმავლობაში. პირველი ამერიკული ასს, რომელიც 1966 წლის 14 აგვისტოს გავიდა მთვარისახლო ორბიტაზე, იყო „ლუნარ ორბიტერ 1“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- მცირეპერისელენიუმიანი ორბიტა
- გეოცენტრული ორბიტა (დაბალი, მაღალი) — დედამიწისახლო ორბიტა, დედამიწისირგვლივი ორბიტა
- ჰელიოცენტრული ორბიტა (დაბალი, მაღალი) — მზისახლო ორბიტა, მზისირგვლივი ორბიტა
- გაწელილი ელიფსური ორბიტა
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 311.