ეს სტატია მთვარის, დედამიწის გარშემო ბრუნვას ეხება. ობიექტების, მთვარის გარშემო ბრუნვის შესახებ იხილეთ სელენოცენტრული ორბიტა (მთვარისირგვლივი ორბიტა).

მთვარის ორბიტა — ტრაექტორია, რომლის გასწვრივ მთვარე ბრუნავს დედამიწის მასის საერთო ცენტრის გარშემო, რომელიც მდებარეობს დედამიწის ცენტრიდან დაახლოებით 4700 კმ-ში.[1] ყოველ ერთ სრულ ბრუნს 27.32 დედამიწის დღე-ღამე სჭირდება და მას სიდერულ თვეს უწოდებენ. სინქრონული მოძრაობის გამო, მთვარე ყოველთვის ცალ მხარეს უყურებს დედამიწას. საშუალოდ, მთვარე დაშორებულია დედამიწის ცენტრიდან 60 დედამიწის რადიუსით, რაც 384400 კმ-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ორბიტალური საშუალო სიჩქარეა 1.023 კმ/წმ, მთვარე ვარსკვლავებთან მიმართებაში ყოველ საათში ცაზე გადაადგილდება 0.5°-ით, რაც დაახლოებით ემთხვევა მის ხილვად დიამეტრს. მზის სისტემის პლანეტების უმეტესი თანამგზავრებისგან განსხვავებით, მთვარის ორბიტა პრაქტიკულად ეკლიპტიკური სიბრტყეში დევს (დახრილია 5.14°), და არა დედამიწის ეკვატორის სიბრტყეში. მთვარის ორბიტის სიგრძე დედამიწის ათვლის სისტემაში არის დაახლოებით 2.4 მილიონი კმ.

მთვარის ორბიტის (ექსცენტრისიტეტი ~0.055) ანიმაცია

ინსტრუმენტ SWAN-ის[2] მონაცემების ანალიზმა SOHO კოსმოსურ ხომალდზე აჩვენა, რომ დედამიწის ეგზოსფეროს ყველაზე გარე ნაწილი (გეოკორონა) ვრცელდება დაახლოებით 100 დედამიწის რადიუსზე ან დაახლოებით 640 ათასი კმ-ზე, ანუ ბევრად უფრო შორს ვიდრე მთვარის ორბიტაა.[3]

ორბიტის პარამეტრი მნიშვნელობა
დიდი ნახევარღერძი 384748 კმ[4]
დედამიწისა და მთვარის ცენტრებს შორის საშუალო მანძილი 385000 კმ[5]
მანძილი პერიგეაში ~362600 კმ
(356400-370400 კმ)
მანძილი აპოგეაში ~405400 კმ
(404000-406700 კმ)
საშუალო ექსცენტრისიტეტი 0.0549006
(0.026-0.077)[6]
ორბიტის ეკლიპტიკის მიმართ საშუალო დახრილობა 5.14°
(4.99-5.30)[6]
ბრუნვის ღერძის საშუალო დახრილობა 6.58°
მთვარის ეკვატორის საშუალო დახრილობა ეკლიპტიკასთან მიმართებაში 1.543°
მთვარის პრეცესიის პერიოდი 18.5996 წელი
  1. Gerald North, Observing the Moon: The Modern Astronomer's Guide, Cambridge University Press, 2000. — P. 3, 381 p, ISBN 9780521622745.
  2. SWAN Far Side Imaging დაარქივებული 2021-12-06 საიტზე Wayback Machine. // NASA (ინგლისური)
  3. Baliukin I. I. et al. [SWAN/SOHO Lyman‐α Mapping: The Hydrogen Geocorona Extends Well Beyond the Moon], 15 February 2019
  4. M. Chapront-Touzé, J. Chapront, The lunar ephemeris ELP-2000(ინგლისური) // Astronomy and Astrophysics, 1983, ტ. 124, გვ. 54, Bibcode1983A&A...124...50C.
  5. M. Chapront-Touzé, J. Chapront, ELP2000-85: a semi-analytical lunar ephemeris adequate for historical times(ინგლისური) // Astronomy and Astrophysics, 1988, ტ. 190, გვ. 351, Bibcode1988A&A...190..342C.
  6. 6.0 6.1 Jean Meeus, Mathematical astronomy morsels (Richmond, VA: Willmann-Bell, 1997) 11-12.