„ლუნა-11“ (რუს. «Луна-11», «Е-6ЛФ №101») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1966 წლის 24 აგვისტოს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, სელენოცენტულ ორბიტაზე გასვლა, წინა პროექტებში დაწყებული მთვარის ზედაპირსა კვლევისა და მის გარემო სივრცეზე დაკვირვებების წარმოება.

ლუნა-11

სსრკ საფოსტო მარკა „ლუნა-11“. 1966
NSSDC ID 1966-078A
SCN 02406

1966 წლის 24 აგვისტოს 08:09:00 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-11. თავდაპირველად, აპარატი დაბალ გეოცენტრულ ორბიტაზე (177-190 კმ) გაიყვანეს. შემდეგ მან მთვარისკენ მიმართული ტრაექტორიით აიღო გეზი. 27 აგვისტოს სადგური „ლუნა-11“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე და გახდა მთვარის ხელოვნური თანამგზავრი (მასა 1640 კგ.). ერთერთი ძრავის გაუმართაობამ მთვარის ზედაპირის ფოტოგრაფირებას ხელი შეუშალა. სხვა ინსტრუმენტები უშეცდომოდ მუშაობდნენ. 1966 წლის 1 ოქტომბერს ელექტროენერგიის ამოწურვის გამო ავტომატურ საპლანეტათშორისო სადგურ „ლუნა-11“-თან კომუნიკაცია საბოლოოდ შეწყდა. „ლუნა-11“-მა ჯამში იმუშავა 38 დღე-ღამე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება