ლუნა-14
„ლუნა-14“ (რუს. «Луна-14», «Е-6ЛС №113») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1968 წლის 7 აპრილს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, რადიოკავშირების „დედამიწა-ბორტისა“ და „ბორტი-დედამიწის“ ტექნოლოგიების დამუშავება და სრულყოფა. ასს-მა დააზუსტა მთვარის მასა, ფორმა, გრავიტაციული ველი და სხვა.
ლუნა-14 | |
---|---|
NSSDC ID | 1968-027A |
SCN | 03178 |
ისტორია
რედაქტირება1968 წლის 7 აპრილს 10:09:32 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-14. 8 აპრილს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 10 აპრილს 19:25:00 UTC დროით სადგური „ლუნა-14“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე და გახდა მთვარის ხელოვნური თანამგზავრი. ასს-მა მთვარის ორბიტაზე იმუშავა 75 დღე-ღამე და დედამიწასთან განახორციელა 271 რადიოავშირი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
- Автоматическая станция «Луна-14». НПО им. Лавочкина.
- Сурдин В. Г. и др. Путешествия к Луне : Наблюдения. Экспедиции. Исследования. Открытия. М.: Физматлит, 2009. 512 с. ISBN 978-5-9221-1105-8.
- Мороз В. И., Хантресс В. Т., Шевалев И. Л. Планетные экспедиции XX века // Космические исследования, 2002. Т. 40, № 5. С. 451—481.
- Зеленый Л. М., Захаров А. В., Закутняя О. В. Грядет ли лунный Ренессанс? // Вестник НПО им. С. А. Лавочкина. 2010. № 4. С. 13—21.