ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/13

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.


კვლავ მამის სახელების შესახებრედაქტირება

იხ. ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/7# მამის სახელი და ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/11#მამის სახელი რატომ გახდა კვლავ აქტუალური ეს საკითხი? იხ. გია ქარსელაძე, მანანა მელქაძე, მზია ჯინჭარაძე, ეკა ბეჟანიშვილი და ა. შ. სამწუხაროდ ორივე განხილვას შედეგი არ უწერია. ამიტომ ისმის შეკითხვა მამის სახელებს სტატიებში ვწერთ თუ არა? --ცანგალა 19:50, 3 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მამის სახელებს არ ვუთითებთ.--Melberg მიწერა 06:57, 4 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ფორუმის გადაწყვეტილებების რეესტრირედაქტირება

მეგობრებო, მემგონი უკვე დადგა საჭიროება, რომ შეიქმნას ფორუმის გადაწყვეტილებების ცენტრალიზებული რეესტრი, რომელშიც მოვუყრით თავს ფორუმზე განხილვისა და კენჭისყრით მიღებულ გადაწყვეტილებას.--Melberg მიწერა 06:56, 4 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

დროა აშკარად. თორემ...--Wiki - ჯაბა 07:07, 4 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ვიკიპედია:ფორუმი/რეესტრი - გაკეთდა. ახლა უნდა გადავწყვიტოთ, აქ მხოლოდ ახალი გადაწყვეტილებეიბ ჩავწეროთ, თუ ძველიც :D --Melberg მიწერა 10:48, 4 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ჩემი აზრით ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია. --Wiki - ჯაბა 11:34, 4 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ვიკიპედია:ვიკიპედიის დადგენილებები — ამ გვერდთან შერწყმა მოხდება თუ თანაცხოვრება? გიო ოქრო 11:44, 4 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]
შერწყმა: ორი იდენტური გვერდია, და ორივეს არსებობის საჭიროება არ არის. არც ვიცოდი ამ გვერდის არსებობის შესახებ :--Melberg მიწერა 12:47, 4 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]
გეთანხმები. მოქმედი ახალი და ძველი გადაწყვეტილებები უნდა ჩაიწეროს. ხანდახან შედეგის ჩანაწერი ორაზროვანია, რაც მომხმარებლებს შორის უთანხმოებას იწვევს და იქნებ შედეგში დაკონკრეტებაც ჩაიწეროს. რასაკვირველია, თუ ეს შესაძლებელია. მადლობა Melberg-ს ამ ინიციატივის წამოწყებისთვის. --ცანგალა 15:18, 4 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ბუნებრივია შერწყმა მოხდება, რადგან სადაც გადაწყდება საკითხი, იმ სივრცეში მოექცევა შედეგიც და იქნებ ფორუმში საამისო ღილაკი (ან ხატულა, როგორც ახლა ფორუმშია) სადმე ჩავამატოთ რომ სწრაფად მოხდეს ნახვა. --Wiki - ჯაბა 16:35, 4 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

პ. ს. უკვე დაგიმატებია :) --Wiki - ჯაბა 16:37, 4 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

რეესტრის ყველა ტექნიკური გვერდი გამართულია და სრულ მზადყოფნაშია. @გიო ოქრო:ს მიერ შემჩნუელი ვიკიპედია:ვიკიპედიის დადგენილებები სრულიად ინტეგრირდა ახალ მექანიზმში. --Melberg მიწერა 15:13, 7 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ფორუმის დაარქივებარედაქტირება

რადგანაც დავიწყეთ ფორუმის გადაწყვეტილებების რეესტრი, იქნებ მივიღოთ წესი, თუ რამდენი ხნის შემდეგ ხდება ფორუმის გვერდის (არ აქვს მნიშვნელობა რომელი განყოფილება) დაარქივება. რადგან ზოგჯერ ერთი დღის შემდეგ ხდება დაარქივება. --ცანგალა 16:07, 4 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

იყოს სტანდარტულად - თემა დახურულია და არქივდება იმ შემთხვევაში, თუ მასში ბოლო შეტყობინებიდან 7 დღის განმავლობაში ახალი შეტყობინება არ ყოფილა.--Melberg მიწერა 18:07, 6 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]
დიახ, ერთი კვირა საკმარისია ბოლო კომენტარიდან. გიო ოქრო 18:22, 6 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]
მეც ვფიქრობ, რომ შვიდი დღე საკმარისია ბოლო კომენტარიდან.--ცანგალა 19:35, 6 იანვარი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]