ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/12

მისალმება

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

2018 წელს ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო საუბარი ავტომატურ მისალმებაზე. იქნებ ვინც ერკვევიან გააკეთონ და თითოეული ჩვენთაგანი თავისუფალი ვიქნებით მისალმებისაგან. მე პირადად მომხრე ვარ ავტომატურ მისალმებაზე.--ცანგალა 18:16, 8 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

დავიწყებ მალე, ცოტა მაცადე :) --Mehman 97 20:51, 8 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ამიტომ მგონი ჯერ მსჯელობაა საჭიროა. --Mehman 97 18:52, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
როგორი აზრთა სხვადასხვაობაა?--ცანგალა 19:52, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ბევრი მინუსი არსებობს, ვიდრე პლიუსიო და ამიტომ აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომ მოდი ჯერ დისკუსია და გადაწყვეტილება, ხოლო მერე იმპლემენტაცია. --Mehman 97 19:56, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ველოდები პლიუს-მინუსების დასახელებას.--ცანგალა 20:10, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
გაიტანე სადისკუსიოდ, ნუ პრინციპში გატანილია და ვიმსჯელოთ/გადავწყვიტოთ. --Mehman 97 20:28, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
  •   (წინააღმდეგი) ახალბედა მომხმარებლისთვის უფრო სასიამოვნო მგონია, ადამიანი მიესალმოს და არა რობოტი. — Mikheil მიწერა 06:37, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
  •   (წინააღმდეგი) ავტომატური მისალმება იმ შემთხვევაშია მისაღები, როდესაც დღეში ასობით ადამიანი რეგისტრირდება და ამის კონტროლი შეუძლებელი ხდება. მაგრამ ქართულ ვიკიპედიაში, სადაც დღეში მხოლოდ რამდენიმე მომხმარებელი რეგისტრირდება უპრიანი იქნებოდა ხელით მისალმება. ჩემი აზრით, ხელით მისალმება დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. - OTOGI Messages 07:07, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
  •   (მომხრე) ვიცი, რომ უპირატესობა არ მექნება, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს აზრს, თუ რატომ ვარ მომხრე ავტომატური მისალმებისთვის. ავტომატური მისალმება (მგონი XXI საუკუნეა თუ ვცდები?) იქნება დროული, სწრაფი (წესით ავტომატურ რეგისტრაციის მომხმარებლებსაც უნდა მივესალმოთ, რასაც არ ვაკეთებთ) და არა, როდესაც ჩვენ გაგღვეღვიძება. შემდეგ ახალბედა მომხმარებლებს (ბანაკებში და ა. შ.) ჰგონიათ ვინც (ჩვენ ყველანი ვართ თანასწორუფლებიანები — ეს არ უნდა დაგვავიწყდეს) მიესალმა ის არის უფროსი (რაც ეს ასე არ არის და არ არის მართებული ახალბედა-ახალგაზრდებს ტყუილით დავაწყებინოთ ვიკიპედიაში მუშაობა). ამით მუშაობის პლიუსებს ეპოტინებით და ბოლოს ყველა წამყვან და არა მხოლოდ წამყვან ვიკიპედიებში ავტომატური მისალმებაა და ქართული ვიკიპედია რატომ უნდა იყოს გამონაკლისი და დარჩეს XIX საუკუნეში (წავიდა ის დრო, როდესაც რეგისტრაციას გადიოდა წელიწადში ერთი მომხმარებელი). პატივისცემით--ცანგალა 07:36, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Otogi:, ხუთი დღე არ ყოფილხარ ვიკიში და ახალბედებმა დაგელოდოს, როდის მიესალმები? — აი კიდევ რატომ არის ავტომატური მისალმება საჭირო.--ცანგალა 07:39, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: შენ რისთვის მყავხარ ?! კეთილი ინებე და მიესალმე. ჩემი იმედი არც უნდა გქონდეს. მაგრამ შენი თანამოაზრეების იმედზე ყოფნით დიდ წარმატებებს მიაღწევ დარწმუნებული ვარ. ყველაფერში გაზარმაცება არც თუ ისე კარგი იდეაა. მათი იმედი გქონდეს. გეთანხმები, დიდი ხანია რაც გავიდა მე-19 საუკუნე. მინდა გითხრა საბჭოთა კავშირიც ჩაბარდა წარსულს. ნუ დააჩვევ სიზარმაცეს მომხმარებლებს. - OTOGI Messages 07:45, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: ზუსტად მაგას ვიძახი, რომ XIX საუკუნეში ნუ ჩავრჩით და საბჭოთა კავშირიდან გამოდით. გამოდით ახალგაზრდებო ჭაობიდან. სხვისი იმედი არასდროს უნდა ჰქონდეს. ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. ასე, რომ ხუთ დღით ახალბედა მისალმების გარეშე რომ არ დარჩეს — ავტომატური მისალმება მართებულია. --ცანგალა 08:20, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ ბევრი მიუსალმებელია (ჩვენი ვიკისია თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ ფაქტია), მეორეც: აბა კითხვა თვითნ შეიბრუნე ბატონო ადმინისტრატორო: „შენ რისთვის მყავხარ ?!“, სიზარმაცე სხვებს არ უნდა დააბრალო, შენ რომ არ გცალია, სხვებს რატომ უნდა ეცალოთ, შენ თუ გეზარება, სხვებს რატომ არ უნდა დაეზაროთ? არავის ეხალისება ამ მისალმების გაკეთება ყოველ საათში. არც თქვენ და არც ჩვენ. ასე რომ, საკუთარი თავისათვის რაღაც ტვირთის მოშორება და სხვაზე აკიდება, ხოლო შემდეგ ამ ტვირთის შემსუბუქებაზე უარის თქმა არ მგონია სწორი იყოს თქვენგან. თქვენ მაინც არ ესალმებით და წინააღმდეგები რაღატო ხართ? არ ვიცი. უნდა გახდეს ავტომატური! გიო ოქრო 08:23, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: შუბლზე გაწერიათ ჭაობში ჭაფლულთ ჭკუითაც და საქმითაც. @გიო ოქრო: ვისაც ეხალისება ის მიესალმება. ვიკიპედია მოხალისეობრივი პროექტია და ძალით არავინ მუშაობს. ნუ აძალებ ხალხს აქ რაიმეს გაკეთებას! და ბოლო-ბოლო შეწყვიტე აქ ჭკუის დარიგება და მითითებების გაცება. შენი სამარცხვინო და უტაქტო რეპლიკებით აზიზღებ აქ ხალხს მუშაობას. - OTOGI Messages 08:50, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვინ აზიზღებს მუშაობას აქამდე ვერ მიხვდით? მე კი არ ვაძალებ (მიმითითე სად დავაძალე), არამედ დაძალება რომ არ გამოვიდეს მისალმების გაკეთება, ავტომატურს ვუჭერ მხარს. კარგად წაიკითხე რა დავწერე. და კიდევ, უტაქტო რეპლიკებს თუ გინდ მოგიყვან, ოღონდ ვის გაკეთებულს, ეს საინტერესოა. ეს ხელსაწყო ნამდვილად გამოგვიყვანს საბჭოთა კავშირიდანაც და XIX საუკუნიდანაც. თუ არაფერს გააფუჭებს, რატომ არ უნდა გვქონდეს? გიო ოქრო 08:56, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
შენ კი არ მელაპარაკები, მარტივად აგიხსნი რასაც აკეთებ: უბრალოდ ჭორაობ მეგობარო, ისევე როგორც Zangala. ჯერ ერთი შენი დამოკიდებულება შენ კოლეგასთან, მეჰმანთან სამარცხვინოა და შენ ადგილას სირცხვილით დავიწვებოდი, სხვებზე რომ არაფერი აღარ ვილაპარაკო. - OTOGI Messages 09:07, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: პირად შეურაცხყოფაზე ნუ გადადიხარ!!!!!!!!!!!!!!!--ცანგალა 09:08, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
მეჰმანი რა შუაშია ვერ გავიგე. სხვა თემაზე თუ არ ვეთანხმებით, აქ რა შუაშია მეჰმანი? გიო ოქრო 09:12, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: საქმეს მიხედე მეთქი გეუბნები!!!. შენ ამ ბოლო დროს რაღაც თავზე ხო არ გაგივიდა ? ვერ ამჩნევ ?! თავი გაანებე ახალბედებს, ნუ დევნით მეჰმანს და თქვენ ვიკი-კოლეგებს!!!. @გიო ოქრო: შუაში კი არა, თავშია, თავში გაიგე ?! გულის ამრევია ეს ყველაფერი ბოლო-ბოლო. - OTOGI Messages 09:15, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Mehman97: ამიხსენი, რას გულისხმობს User:Otogi. აქ მისალმების დისკუსიაა თუ შენზე?--ცანგალა 09:23, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@David1010:, @MIKHEIL: გთხოვთ რამე უთხრათ. თქვენი კოლეგა, ადმინი User:Otogi პირად შეურაცხყოფებზე გადავიდა.--ცანგალა 09:23, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ერთი რამ ცხადია, აბა დაუკვირდით საკუთარ თავებს თქვენ ორი, ცანგალა და ოქრო, მეჩვენება თუ თქვენ მიერ დაწყებული ნებისმიერი განხილვა ბოლოს აბსურდში, შეურაცხყოფაში და სრულიად სხვა თემაზე გადადის? ყველაფერი ბოლოს თემას სცდება და იღებს თქვენი მხრიდან პანიკურ ელფერს, ვისი ბრალია? კარგად დაფიქრდით. ნამდვილად არაფერი მეჩვენება, გადახედეთ თქვენ მიერ დაწყებულ ბოლოდროინდელ განხილვებს. მგონი, გავიწყდებათ სად ხართ. ჩვენს აზრს ვაფიქსირებთ მისალმებაზე, რაც ითხოვე, ცანგალ, შენ კი აქაც „პლიუსებს შეპოტინებას“ ხედავ, შენივე სიტყვებით. ატყობ, რომ დიდ მარაზმთან გვაქვს საქმე? ერთ დროს ყველასათვის საყვარელ და მეგობრულ ცანგალას, ვიკის დიდ გულშემატკივარს, საერთოდ აღარ გესმის რა არის ვიკიპედია. ძალიან, ძალიან დასანანია. შეგიძლიათ, არ მიპასუხოთ, გაგრძელდეს ეს განხილვა იმ საკითხის გარშემო, რისთვისაც დაიწყე. გმადლობთ! — Mikheil მიწერა 09:34, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე დღესაც საყვარელი და მეგობრული ვარ (შენ თუ არ გსურს მეგობრობა და სიყვარული – ეს სხვა თემაა) და დღესაც შემტკივა გული ქართულ ვიკიპედიაზე. საკუთარ თავსაც ვუკვირდები და სხვებსაც და მწყდება გული იმაზე, რომ ჩვენი ქართული ვიკიპედია მისალმებას ჯერ კიდევ მანუელით აკეთებს და XXI საუკუნეში არ გსურთ, რომ განვითარებადი ქართული ვიკიპედია ავტომატური მისალმებით შეიცვალოს. აღარ გავიმეორებ იმას, თუ რატომ არის საჭირო ავტომატურ მისალმებაზე გადასვლა (უკვე ზევით დავწერე). ხოლო პირად შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. --ცანგალა 09:48, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
მოდი, ჯერ ის აბსურდი შევცვალოთ, რაც ამ მისალმების ტექსტებში წერია, ტუტორიალს ვგულისხმობ და ავტომატურზე მერე ვილაპარაკოთ, კარგი? გულწრფელად მითხარი, ოდესმე ერთხელ მაინც წაგიკითხავს? ან გეგულება ვინმე, ვინც მაგ მისალმების თარგში მოცემული ბმულებიდან ისწავლა ვიკიპედიაში მუშაობა? — Mikheil მიწერა 09:53, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვისაც ტექნიკური საკითხები ესმის იმან თვითონ გაიკვლია გზა ქართულ ვიკიპედიაში. უმრავლესობამ არა. და მერე ვინც მიესალა ახალბედას იმას ეკითხება, თუ ზოგადად რომელიმე მომხმარებელს? რასაკვირველია რომელიმე მომხარებელს. არ ვიცი, რომელ აბსურდზე საუბრობ. ტექსტი თუ დასახვეწია დავხვეწოთ — ამაში ცუდი არაფერია. თუ არ ვცდები მომხმარებელი:Alsandro–ს შექმნილია, თუ მერე ვინმემ შეცვალა არ ვიცი.--ცანგალა 10:05, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
დიახ, სწორედ ეგ ტექსტებია შექმნილი მეოცე საუკუნეში. ისე იწყებ საკითხს, არსსშიც არ იხედები, არადა მიზანი სწორედ მაგ ტექსტის ჩასმაა და არა ის, თუ ვინ ჩაუსვამს. — Mikheil მიწერა 10:10, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
და მერე დავიწყოთ. რას გვთავაზობ? ყოველ შემთხვევაში შენი წინააღმდეგობის მიზეზი შინაარსობრივი პრობლემა არ ყოფილა. შენ აღნიშნე, რომ „ახალბედა მომხმარებლისთვის უფრო სასიამოვნო მგონია, ადამიანი მიესალმოს და არა რობოტი.“ (ესეც მეოცე კი არამედ მეცხრამეტე საუკუნეა).--ცანგალა 11:37, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე ორივე არგუმენტი მაქვს. კეთილი, დაიწყე. — Mikheil მიწერა 12:36, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
„მოდი, ჯერ ის აბსურდი შევცვალოთ, რაც ამ მისალმების ტექსტებში წერია, ტუტორიალს ვგულისხმობ“ @MIKHEIL: შენ დაიწყე, რადგან შენ გსურს შეცვლა. და თქვი რა არ მოგწონს და ჩვენ გისმენთ.--ცანგალა 14:26, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: მართალია პასუხის გაუცემლობა გიყვარს, მაგრამ მაინც დავწერ იხ. მომხმარებლის განხილვა:David1010#რატო წაშალე ჩემი გვერდი მომხმარებელი:Leriko1337 არ ვიცი რატომ არ აქვს მისალმება (შეიძლება ავტომატურია ვერ მივაგენი). მე მხოლოდ იმის თქმა მსურს ავტომატურად შეიქმნილ მომხმარებლის ანგარიშსაც და პირდაპირ ქართულ ვიკიპედიაში შექმნილ მომხმარებლის ანგარიშს სჭირდება მისალმება და ეს უნდა ხდებოდეს ავტომატურად და არა მანუელით, რომ არავინ გამოგვრჩეს.--ცანგალა 09:04, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
როგორც ვხედავ საკითხი თითქმის ჩიხში შევიდა და საერთოდ განხილვის მიმართულებაც შეიცვალა. ამიტომ, სანამ ისევ საკითხის დისკურსი არ შეცვლილა მე შემოგთავაზებთ ჩემ მთავარ არგუმენტს ამ საკითხთან დაკავშირებით და დავხურავ დიალოგს. გადავალთ (აქვე) კენჭისყრაზე და ამ გზით გადავწყვიტავთ საჭიროა თუ არა ეს ავტომატური მისალმება საერთოდ. არ გვინდა ნამდვილად დაუმთავრებელი განხილვები, რომელიც არაფრით მთავრდება, ისედაც საკმაო გავქვს ამ მომენტისთვის.
  • წლების მანძილზე მსგავსი ბოტი არსებობდა მეტა-ვიკიზე, თუმცა მომხმარებლებმა 2017 წელს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ის უნდა შეჩერებულიყო, რადგან ბოტი ესალმებოდა ყველას, მათ შორის არასასურველი სახელით (გინება და შეურაცხყოფა) რეგისტრირებულებსაც. შესაბამისად ის შეაჩერეს და ახლა ელოდებიან როდის შეიქმნება უფრო ჭკვიანი ბოტი და მხოლოდ მას შემდეგ, ისევ კონსესუსით აღადგენენ მას. ანუ ჯერჯერობით ასეთი „ჭკვიანი“ ბოტი არ არსებობს, შესაბამისად დიდია იმის რისკი, რომ ბოტი, როგორც მეტას შემთხვევაში მიესალმება არასასურველი სახელით რეგისტრირებულებსაც აქ. აქედან გამომდინარე მეც წინააღმდეგი ვარ ამ წინადადების, ამ ეტაპზე. თუმცა, თუ შეიქმნება ე.წ. „ჭკვიანი“ ბოტი, შეიძლება შევცვალო ეს პოზიცია.
მადლობა ყურადღებისთვის. ახლა ვხურავ ამ განხილვას და გადავიდეთ კენჭისყრაზე. პ.ს. იმედი მაქვს გაითვალისწინებთ ჩემ არგუმენტს და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას. --Mehman 97 17:05, 11 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრა

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
  • ერთი კვირა სავსებით საკმარისია. კენჭისყრა დასრულდება: 18 აპრილი 2019 წელი; 23:59
  1.   (მომხრე)--გიო ოქრო 17:10, 11 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
  2.   (მომხრე). ჩემი ხმა კი არაა გადამწყვეტი, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევაში ავტომატიზაცია არ იქნება ცუდი: ოღონდ, უპირველესად, მოსაწესრიგებელია ახალბედებისთვის გვერდი, ამიტომ conditional ჰო-ს ვწერ. --Melberg განხილვაწვლილი 19:27, 11 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
  3.   (მომხრე) ამ მისალმებაში ზოგადად დიდ აზრს ვერ ვხედავ, რადგან არავინაა, ვინც აქ მუშაობა მისი დახმარებით ისწავლა. მაგრამ თუ მისალმება ავტომატიზირებული გახდება, ცუდს ვერაფერს ვხედავ. -- ნიკა 19:59, 11 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
  4.   (მომხრე) --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:13, 12 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

წინააღმდეგი

რედაქტირება
  1.   (წინააღმდეგი) --Mehman 97 17:05, 11 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
  2.   (წინააღმდეგი) --ჯაბა 1977 17:15, 11 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
  3.   (წინააღმდეგი)--დათო1010 17:38, 11 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
  4.   (წინააღმდეგი) – მომხმარებელი:Mehman97-მა ისეთი არგუმენტი დაწერა, რომ დაველოდოთ „ჭკვიან“ ბოტს. --ცანგალა 19:24, 11 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
  5.   (წინააღმდეგი) — Mikheil მიწერა 08:21, 12 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
  6.   (წინააღმდეგი) — მომხმარებელი:Mehman97-ის არგუმენტის გამო და იმის გამო, რომ ვიღაც უნდა აკონტროლებდეს ნებისმიერ შემთხვევაში, ვინ და რა სახელით დარეგისტრირდა. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 04:31, 13 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
  7.   (წინააღმდეგი) —--Nina1009 განხილვაწვლილი 15:01, 14 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
  8.   (წინააღმდეგი) ვეთანხმები მეჰმანის გამოთქმულ მოსაზრებებს. --Nino FZ განხილვაწვლილი 07:26, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

გაითვალისწინეთ

რედაქტირება

ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით#მეგობრებით თამაში იხ. საზიარო მისამართი (სადაც წერია: მჭიდროდ დაკავშირებულმა ანგარიშებმა უნდა გაუმხილონ საზოგადოებას მათ შორის კავშირი და დაიცვან ვიკიპედიის შესაბამისი პოლიტიკა. თუ მათ არ სურთ კავშირის გამხელა, თავი უნდა აარიდონ რედაქტირებას ერთსა და იმავე თემის გარშემო, განსაკუთრებით კი საკამათო თემების). მადლობა.--ცანგალა 07:39, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ძვირფასო ცანგალა, ყველასთვის კარგა ხანია რაც ცნობილია, რომ მომხმარებელი Nino FZ მომხმარებელ ჯაბა1977 მეუღლეა, თუ ჩაიხედავ ჯაბას პირად გვერდს, დაინახავ შესაბამის თარგს, ამიტომ თავი დაანებე უსაფუძვლო ბრალდებებს და თემით სპეკულირებას, რაც გჩვევია ეს ბოლო დრო. --Mehman 97 09:42, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
ჯაბასთან ვხედავ გეთანხმები, მეორე მომხმარებელთან არა იხ. მომხმარებელი:Nino FZ. მე მხოლოდ წესი დავდე. რა არის ამაში ცუდი? იმ წუთშივე „უსაფუძვლო ბრალდებებს და თემით სპეკულირებას“ დაარქვი. ყველამ თავის ჩვევებს მიხედოს. წარმატებები.--ცანგალა 09:54, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
მომხმარებლის უფლებაა შექმნას თუ არა თავისი სამომხმარებლო გვერდი და მას ვერავინ ვერ აიძულებს ამის გაკეთებას. მთავარია ჩვენ ვიცით და ვხედავთ, რომ ჯაბას მომხმარებლის გვერდზე არსებობს ასეთი თარგი, რაც ადასტურებს ნათესაურ კავშირებს. ასე რომ ტყვილად აქ პანიკას ნუ ატეხავ. ჩემ ჩვევებს ვხედავ და ვაუმჯობესებ, შენგან განსხვავევით :) --Mehman 97 10:02, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
„თუ მათ არ სურთ კავშირის გამხელა, თავი უნდა აარიდონ რედაქტირებას ერთსა და იმავე თემის გარშემო, განსაკუთრებით კი საკამათო თემების.“ — ესეც წერია წესში. ტყვილად მართებულია ტყუილად. ეს პანიკა კი არ არის არამედ წესის დაცვაა.--ცანგალა 10:48, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
კავშირის გამხელა არ სურთ? მართლა? აშკარად ვერ იგებ და აზრი არ აქვს შენთან საუბარს. --Mehman 97 10:56, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე გადმოვიტანე ისე („თუ მათ არ სურთ კავშირის გამხელა...“) როგორც წესში წერია. ჩემი მოგონილი ერთი სიტყვაც კი არ არის. თუ ვერ ვიგებ, ამიხსენი. --ცანგალა 11:42, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

რა სამწუხაროა, როცა ამხელა გამოცდილების ვიკიპედიელი მსგავსი საქმით ხარ დაკავებული და შენს გამოცდილებას არათუ იყენებ ვიკიპედიის განვითარებისათვის, პირიქით სხვა ახალ მომხმარებლებსაც ხელს უშლი მუშაობაში. დეტალურ პასუხს გაგცემ შენს ამ ბოლო ქმედებაზე და ვიკისაზოგადოებას დავანახებ შენს რეალურ სახეს: ძალიან მიხარია, რომ მაგ წესს მიაგენი და შენი გამამტყუნებელი პასუხი შენვე გამოთხარე. მაგ წესში გარკვევით წერია: მჭიდროდ დაკავშირებულმა ანგარიშებმა უნდა გაუმხილონ საზოგადოებას მათ შორის კავშირი და დაიცვან ვიკიპედიის შესაბამისი პოლიტიკა. თუ მათ არ სურთ კავშირის გამხელა, თავი უნდა აარიდონ რედაქტირებას ერთსა და იმავე თემის გარშემო, განსაკუთრებით კი საკამათო თემების. ალბათ დაგავიწყდა, ან შენს მახვილ მზერას გამოეპარა ჩემი პირადი გვერდის რედაქტირება. არაუშავს გაგახსენებ. ჩემი მეუღლე ვიკიში დარეგისტრირდა 5 იანვარს, ხოლო 6 იანვარს ჩემს პირად გვერდზე ჩნდება ეს ჩანაწერი. შენს მიერ დადებული წესის პირველი წინადადება ამ ცვლილებით გაბათლებულია და ლოგიკურად მეორეც ბათილდება, რადგან გარკვევით წერია თუ მათ არ სურთ კავშირის გამხელაო. აგერ ზემოთ განახე ბმული, გავუმხილე საზოგადოებას და არ დამიმალავს. აქედან გამომდინარე ლოგიკურად სწორედაც მაგ წესის საფუძველზე უფლება გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ, მათ შორის საკამთო თემებშიც. გარდა ამისა მე კიდევ ერთხელ ვიკისაზოგადოების დასანახად ამ განხილვაში დავადასტურე მომხმარებელთან ჩემი ნათესაური კავშირი და უარი ვთქვი ვიკი-კონკურსის ჟიურის წევრობაზე ინტერესთა კონფლიქტის გამო. ეჭვი მაქვს ამ წესის არსებობა არ იცოდი და მოგაწოდეს, რომ დაგეწერა. რატომ ვფიქრობ ასე? გეტყვი: შენ არ იყავი ჩემს მეუღლესთან საკამათო თემაში რომ მითრევდი მოდი შენი აზრი დააფიქსირეო? არ გჯერა? ა, ბატონო ბმული. თუ იცოდი ამ წესის არსებობა, მაშინ მიზანმიმართულად აკეთებდი, რომ ამ წესის დარღვევაში დაგედანაშაულებინე. ვინ თუ არა შენ ყველაზე კარგად იცი პირადი გვერდი რას ნიშნავს ვიკიპედიაში. ამიტომ შენი საქციელი სხვა არაფერია თუ არა ქარიშხლის ატეხვა ჭიქაში. ვიკისაზოგადოება დაიღალა შენი ინტრიგების ხლართვით. შენდა სამწუხაროდ დღესაც კიდევ ერთხელ ჩაიჭერი და კიდევ ერთხელ გვაჩვენე შენი რეალური სახე და მიზნები. წარმატებებს გისურვებ შენს არჩეულ გზაზე. — Wiki - ჯაბა 15:40, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

რაც ჩამოთვალე ყველაფერი ნანახი აქვს ჩემს „მზერას“. „თუ მათ არ სურთ კავშირის გამხელა, თავი უნდა აარიდონ რედაქტირებას ერთსა და იმავე თემის გარშემო, განსაკუთრებით კი საკამათო თემების.“ ეს კენჭისყრაც ხომ საკამათოა?მადლობა და წარმატებები.--ცანგალა 15:52, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: ამ კენჭისყრის დახურვა როდის ხდება? --Wiki - ჯაბა 15:59, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
ოთხ საათში დასრულდება. ჯაბა გთხოვ თავი შეიკავო მოსალოდნელი პროვოკაციისგან, არ აყვე! --Mehman 97 16:04, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
უი ახლა ვნახე მეც, ზემოთ ყოფილა მითითებული. თურმე რატომ ჩამოცხააააა :))--Wiki - ჯაბა 16:11, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
პროვოკაცია მე კი არა ნინომ გააკეთა, როდესაც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. Mehman97 თითი სწორი მიმართულებით გაიშვირე ხოლმე.--ცანგალა 16:15, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Mehman97: ლელა კაკულიასთან ხომ არ ემზადები შენ? :))))--Wiki - ჯაბა 16:20, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

მაინც 0. ცანგალას ლოგიკით, არჩვენებში ქმარმა და ცოლმა ერთდროულად მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, ვინაიდან ისინი ცოლ-ქმარი არიან. სასწაულია რა :) ჯაბა პროვოკაციის დასანახად კაკულია არაა საჭირო, როდესაც ღვაწლმოსილი დემაგოგები გვყავს. --Mehman 97 16:25, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
ჩემი ლოგიკით კი არა წესის მიხედვით, ოქრო, წესის მიხედვით.--ცანგალა 16:52, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის მომხმარებელთა უმრავლესობის მოსაზრებით, ამ დროისთვის არ არის საჭირო ზემოთ აღნიშნული ბოტის აუცილებლობა, შესაბამისად ასეთი ბოტი არ შეიქმნება. დისკუსია და კენჭისყრა აღნიშნულ საკითხზე დასრულებულია. პატივისცემით, --Mehman 97 20:27, 21 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის ინტერფეისის ადმინისტრატორი

რედაქტირება
  • აღნიშნული განხილვა გაგრძელდება 7 დღე; იწყება 2019 წლის 4 თებერვალს 00:00 საათზე, სრულდება 2019 წლის 10 თებერვალს 23:59 საათზე
  • 2018 წელს მოხდა ცვლილებები ვიკიმედიის პროექტების ადმინისტრირებაში, რომლის მიხედვით კლასიკური გაგებით ადმინისტრატორებს ჩამოერთვათ უფლება დაარედაქტირონ CSS, JS და JSON გვერდები (მაგ.: მედიავიკი:Common.js). შესაბამისად, ამ მომენტისთვის ვიკიპედიის ადმინისტრატორებს არ აქვთ უფლება დაარედაქტირონ ეს გვერდები. დღეისთვის ქართულ ვიკიპედიას არ ჰყავს მოქმედი ინტერფეისის ადმინისტრატორი, ამიტომ საჭიროა ინტერფეისის ადმინისტრატორის შესახებ წესის დამტკიცება და მის თანახმად შემდგომი მოქმედება. დამტკიცება მოხდება კენჭისყრის მეთოდით. თუმცა, მანამდე საჭიროა განხილვა სამომავლო წესების შესახებ, ამიტომ გთავაზობთ განხილვას.
  • შეგახსენებთ! ინტერფეისის ადმინისტრატორები არიან ვიკიმედიის პროექტების მომხმარებლები, რომლებსაც შეუძლიათ რედაქტირება CSS, JS და JSON გვერდებს და ასევე მედია-ვიკის სახელთა სივრცეში არსებული გვერდების. მათ არ გააჩნიათ სხვა რაიმე სახის უფლება (მაგ.: მათ არ შეუძლიათ გვერდის დაბლოკვა, სტატიის წაშლა, მომხმარებლის დაბლოკვა და ა.შ.), რაც კლასიკური გაგების ადმინისტრატორებს შეუძლიათ. მათ მხოლოდ CSS, JS და JSON გვერდების რედაქტირება შეუძლიათ და მეტი არაფრის!

პატივისცემით, --Mehman 97 19:22, 3 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

დისკუსია

რედაქტირება

„ვიკიპედიაში, ინტერფეისის ადმინისტრატორობის არჩევნების მომენტამდე, ერთი (1) წლით ადრე უნდა იყოს დარეგისტრირებული.“ — ძალიან დიდი ვადაა, შემცირება კარგი იქნება. გიო ოქრო 19:26, 3 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში, ბოდიში, სხვა რაღაც დავაკოპირე. უნდა დამეწერა „თუ ინტერფეისის ადმინისტრატორი ბოლო 1 წლის მანძილზე არ განახორციელა მინიმუმ 1 (ერთი) რედაქტირება CSS, JS და JSON გვერდებზე, მას ჩამოერთმევა სტატუსი.“ — ეს. გიო ოქრო 19:28, 3 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
CSS, JS და JSON ჩვეულებრივი გვერდები არ არის (როგორც მოდულის ან თარგის), ეს გვერდები ვიკიპედიის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ და მათზე ხშირად მუშაობა არ მიმდინარეობს, მაგალითად გასული 1 წლის მანძილზე მხოლოდ ერთი რედაქტირება დასჭირდა, ისიც საახალწლოდ ლოგოს შესაცვლელად. შესაბამისად ეს გონივრული მოთხოვნაა. --Mehman 97 19:40, 3 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ჩამორთმევა, პუნქტი 2 წერია: „თუ ინტერფეისის ადმინისტრატორი არამიზნობრივად იყენებს თავის სტატუს, მას ჩამოერთმევა სტატუსი.“ საინტერესოა, ვინ დაადგენს მიზნობრივ და არამიზნობრივ გამოყენებას?--ცანგალა 20:39, 3 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
პასუხი მარტივია: ვიკიპედიის საზოგადოების უმრავლესობა. --Mehman 97 20:49, 3 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
მადლობა პასუხისთვის. და ამას შეძლებს საზოგადოების უმრავლესობა? რაღაც მეეჭვება.  --ცანგალა 20:57, 3 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
რატომაც არა, თან ეს დიდი სადავო სტატუსი არ არის, რომ პრობლემა იყოს. --Mehman 97 21:08, 3 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
1.) რამდენად გვჭრდება ცალკე ინტერფეისის ადმინისტრატორი? ამ ეტაპზე, ხომ არ ჯობია პირდაპირ მიებას ადმინისტრატორის ფუნქციებს?
2.) ვიკიპედია:ინტერფეისის ადმინისტრატორები/მოთხოვნა - ცალკე მოთხოვნების გვერდის აუცილებლობას, ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ. არ ჯობია ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები-ს მიებას?--Melberg განხილვაწვლილი 06:16, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
1) თუ მარტო საახალწლო ლოგოს შესაცვლელად უნდა გამოიყენონ, ჯობია ადმინისტრტორებს მიებას ეგ სტატუსი. გიო ოქრო 08:08, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: 1) რა თქმა უნდა ეგეც შეიძლება, არჩევნების გზით. თუმცა, თავის დროზე ზუსტად ადმინებს ჩამოართვეს ეს უფლება. დღეისთვის ჩვენთან სამი ადმინია და მათ ან დრო ან რაიმე სხვა მიზეზით ვერ ახერხებენ აქტიურად სიახლეების გადმოტანას ქართულ ვიკიპედიაში, ამიტომ მიზანშეწონილად არ ვთვლი, რომ მარტო ადმინების პრეროგატივა იყოს. ადმინებსაც შეუძლიათ ამ სტატუსზე განაცხადის გაკეთება, ზუსტად ამ მიზეზით დავტოვე წესში 1 წლის მანძილზე 1 რედაქტირება. 2) მოთხოვნის გვერდი ყველა ვიკიპედიაში ცალკეა და ჩავთვალე, რომ ქართულშიც ასე იყოს, სადაც მარტო კონკრეტული მოთხოვნები იქნება. წესით დიდ ვიკიპედიებში (რუსული, ინგლისური) ადმინებისთვის, ბიუროკრატებისთვის და სხვებისთვის ცალკეა მოცემული მოთხოვნების გვერდი. --Mehman 97 12:40, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: 1.) კი, გეთანხმები: უბრალოდ, ქართული ვიკიპედიისნაირ მცირე ვიკიპედიაში, სადაც სულ 3 ადმინისტრატორია, ის პრობლემა (ადმინების რაოდენობა და უფრო მაღალი შანსი, რომ ვინმე ამ უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენებს, უფრო მაღალია). მე მგონია, რომ ამ ორი ფუნქციის გაერთიანება და, ქართულ ვიკიში, ადმინისტრატოებისთვის დაბრუნება, უფრო სწორია, ვიდრე ცალკე ცალკე არჩევნების დამატება არ მგონია რესურსის სწორი გამოყენება, ვინმეს თუ სურს ამ მიმართულებით მოქმედება, იყაროს კენჭი ჩვეულებრივ ადმინისტრატორად.
2.) იქ არის ამის საჭიროება - ჩვენთან ფორუმის განყოფილებებიც კი არ არის ბოლომდე ათვისებული, ამიტომ მგონია, რომ ჯობია ეს მოთხოვნები ამ ფორუმთან გაერთიანდეს, და ოდესმე, თუ შეიქმნა გაყოფის საჭიროება, წინ არაფერი უდგას.--Melberg განხილვაწვლილი 12:51, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
თუ ადამიანს არ სურს ადმინისტრატორობა და სურს CSS, JS და JSON-ზე მუშაობა, ამ შემთვევაში რა გავაკეთოდ. ანუ უნდა ვაიძულოთ, რომ გახდეს ადმინისტრატორი? არამგონია ეს მართებული იყოს. მოთხოვნის გვერდზე დაგეთანხმები, თუ ალტერნატიული ვერსია არ გაიჟღერა, მაშინ გავაუქმოთ ცალკე გვერდი და ფორუმში დავაბრუნოთ. --Mehman 97 14:25, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო, ეს ლეგიტიმურია - არავინ არ უნდა ვაიძულოთ. აქ ერთი ვარიანტია, ორმ იყაროს კენჭი ჩვეულებრივ ადმინისტრატორად და იქვე ჩაწეროს, რომ სურს მხოლოდ ინტერფეისის რედაქტირების უფლებამოსილება (შეგვიძლია კრიტერიუმებიც მისდამი განსხვავებული იყოს). --Melberg განხილვაწვლილი 15:04, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ანუ თუ სწორად მივხვდი, ამბობ არც ეს გვერდია საჭირო და გავაერთიანოთ ადმინისტრატორის გვერდთან? --Mehman 97 15:19, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ნაწილობრივ: ჩემი აზრით, ჩვენი ზომის ვიკიპედიაში შესაძლებელია, რომ ადმინისტრაოტირ ავტომატურად იყოს ინტერფეისის ადმინისტრატორებიც - ანუ თუ [პირობითი] ვაკო-ს აირჩევენ ადმინისტრატოდა, ავტომატურად ჩაერთოს ინტერფეისის ადმინისტრატორების უფლებამოსილებაც, ისევე, როგორც ახლა მოქმედ ყველა ადმინისტრატორს, ასევე ჩაერთოს ეს უფლებამოსილება. არჩევნების გვერდებიც გაერთიანდეს; თუ გამოჩნდა [პირობითი] უილი, რომელსაც სურს მარტო ინტერფეისის ადმინისტრატორება, შექმნის სტანდარტულ ადმინისტრატორის კენჭისყრას და წინასირტყვაობაში ჩაწერს რომ, მარტო ეს უნდა და მასზე გავრცელდება მხოლოდ ინტერფეისის ადმინისტრატორების კრიტერიუმები.--Melberg განხილვაწვლილი 15:53, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
მაშინ მოდი ასე გავაკეთოდ: წესებში ჩავწეროთ და მოქმედ ადმინებს ავტომატურად მიენიჭოს ეს სტატუსი, შემდეგომ ჩვეულებრივი ადმინის არჩევისაც ავტომატურად მიენიჭოს. ინტერფეისის ადმინისტრატორის არჩევნების გვერდი დავტოვოთ სხვა მსურველებისთვის, ვისაც ჩვეული ადმინობა არ უნდა. მოთხოვნები ორივეს მიმართედ და არჩვენების შემთხვევაშიც თითქმის იგივე და შეგიძლია გადაამოწმო. --Mehman 97 16:07, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
იქნებ, რომელიმე ჩვენი სამი ადმინიდან აქვს სურვილი იმუშაოს მხოლოდ CSS, JS და JSON გვერდებზე. თუ აქვთ მაშინ მოეხსნება ჩვეულებრივი ადმინის უფლებები და იმუშავებს მხოლოდ CSS, JS და JSON გვერდებზე. რომელიმე დღემდე ხომ მუშაობდა? --ცანგალა 16:48, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ჩვენ აქ ადმინობიდან ვინმეს მოხსნაზე არ ვსაუბრობთ, ყურადღებით წაიკითხე ზემოთ რაზე ვმსჯელობთ. --Mehman 97 17:00, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
მოხსნაზე არც მე ვსაუბრობ, ფუნქციების მოხსნაზე და მხოლოდ CSS, JS და JSON-ზე მუშაობა. არ შეიძლება? თუ აუცილებელია ახალი ადმინის არჩევა CSS, JS და JSON-ზე მუშაობით?--ცანგალა 17:03, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
როგორც ვხვდები ბევრი არაფერი არ არის გასაკეთებელი ამ მხრივ (ამას მაფიქრებინებს ერთ წელში ერთი რედაქტირება, ისიც ლოგოს შეცვლა) და რა საჭიროა ცალკე თანამდებობა. ვემხრობი ამ სტატუსის ადმინებისათვის შეთავსებას. გიო ოქრო 17:05, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ადმინებთან შეთავსებაზე არც მე მაქვს პრობლემა, მაგრამ არ უნდა შეიძღუდოს ეს სტატუსი მათთვის, ვისაც არ სურს ჩვეული ადმინობა. ახალი ინტერფეისის ადმინს შესაძლოა ახალი ხელსაწყოები შექმნას ამ სტატუსის გამოყენებით. მარტივია ყველაფერი --Mehman 97 17:14, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
„აღნიშნული განხილვა გაგრძელდება 7 დღე; იწყება 2019 წლის 4 თებერვალს 00:00 საათზე, სრულდება 2019 წლის 10 თებერვალს 23:59 საათზე“ — ეს დრო საკმარისია დისკუსიისთვის. და ვინ ადგენს ამ დროს?--ცანგალა 17:20, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ზოგადი წესია, როგორც არჩევნების შემთხვევაში. შენთვის საკმარისი არ არის ერთი კვირა? --Mehman 97 17:22, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
და შენ მხოლოდ ჩემზე ფიქრობ?  --ცანგალა 17:24, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
მიყვარხარ ძალიან და მიტომ   --Mehman 97 17:33, 4 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
არჩევნები სხაა და დისკუსია — სხვა. არსად წერია, რომ მკაცრად უნდა განისაზღვროს დისკუსიის ვადები (მითუმეტეს წუთი-წამში), მინიმუმად აღიარებულია 1 კვირა, მაგრამ არსად წერია, რომ ვადები თავიდანვე უნდა გაიწეროს. დისკუსიის გაგრძელების შემთხვევაში დახურვის უფლება არავის აქვს და შესაბამისად თავში იმის მითითება, რომ ამ დროს დაიწყო და იმ დროს დამთავრდება, სრულიად ზედმეტია და არღვევს წესებს. გთხოვ ამოიღე. იხ. en:Wikipedia:Closing discussions. გიო ოქრო 08:57, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
მადლობა გიო ოქრო. მეც იმიტომ ვიკითხე, რადგან ეს ხომ არჩევნები არ არის.--ცანგალა 09:39, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვადა იმიტომ არის მითითებული, რომ არ გაიწელოს ძალიან განხილვა და დროულად მიღებული იყოს გადაწყვეტილება, საჭიროების მიხედვით შეიძლება გაგრძელდეს განხილვის დრო. ისე განხილვის დროს მსჯელობის ნაცვლად, არსებითზე იმსჯელეთ, ჯობია. --Mehman 97 16:30, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
და გაწელვა რაში გიშლის ხელს? მაშინ რატომ 7 დღე და არა 14 დღე? ვინ დააწესა დისკუსია 7 დღე? აქაც კი ერთპიროვნულად იღებ გადაწყვეტილებას.--ცანგალა 18:15, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ძალიან აცდით დისკუსიის თემას. ცანგალა თავი შეიკავე უსაფუძვლო და უადგილო ბრალდებებისაგან. --ჯაბა 1977 19:43, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჩვეულებრივ ადმინს ვირჩევთ ერთ კვირაში და ეს რატომ უნდა იყოს მეტი? მეორეც, ბიუროკრატის მოვალეობებიც გაიხსენეთ, გახანგრძლივებასთან მიმართებაში. — Mikheil მიწერა 19:52, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა, უსაფუძვლო კი არ არის, არამედ ფაქტია ჩემო კარგო, ფაქტი. უთითებთ იმდენ დღეებს როგორც გსურთ. ვის გაუგონია შეზღუდული დისკუსია. „ჩვეულებრივ ადმინს ვირჩევთ ერთ კვირაში და ეს რატომ უნდა იყოს მეტი?“ — მიხეილ ბატონო, ადმინის არჩევაში ხო, არა, წინააღმდეგი. აქ დისკუსია, რომლის დღეების დაწესება არ შეიძლება. ამას ქართულ პარლამენტშიც კი არ აწესებენ. მაგრამ რა ვქნა, სადაც დემოკრატია არ არის, სადაც მომხმარებელი:Deu ერთპიროვნულად სამუდამოდ დაბლოკეს (არც კი გამართულა დისკუსია) — იქ ცანგალა უძლურია. ისე წესით ამ დისკუსიაშიც არც კი უნდა მიმეღო მონაწილეობა, რადგან ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც თქვენ გსურთ. ალბათ მოსწავლეებმა უკვე ხელში აიღეს კალამი კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად. მე მხოლოდ ის დამრჩენია, რომ გისურვოთ წარმატებები. --ცანგალა 15:23, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: 1-წლიანი ვადის შემცირება მნიშვნელოვანია, რადგან თუ ინტერფეისის ადმინი თავის სტატუსს მხოლოდ საახალწლო ლოგოს შესაცვლელად გამოიყენებს, მაშინ არც ყოფილა მისი ადმინობა საჭირო. შენ იძახი, რომ „არ უნდა შეიძღუდოს ეს სტატუსი მათთვის, ვისაც არ სურს ჩვეული ადმინობა. ახალი ინტერფეისის ადმინმა შესაძლოა ახალი ხელსაწყოები შექმნას ამ სტატუსის გამოყენებით“, მაშინ რედაქტირებათა რაოდენობის მოგროვება არ იქნება რთული მისთვის, ვინც ამ სტატუსს ახალი ხელსაწყოების შექმნისათვის გამოიყენებს. გიო ოქრო 15:29, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ცანგალ, მოდი, ჯერ კარგად გაეცანი, რას ემსახურება ეს დისკუსია. დიახ, აქ განვიხილავთ, საკმარისია თუ არა ერთი კვირა ამ ადმინის ასარჩევად. სხვანაირად როგორ უნდა მოვიქცეთ? გაქვს რამე ვარიანტი ან იცი სხვა რამე გზა? რაც შეეხება ბლოკირებას, გახსოვს შენ ფაქტი, რომ ბლოკირება დისკუსიის საფუძველზე ხდებოდეს? რას ითხოვ? კენჭისყრით უნდა დაედოს ბლოკი? თანაც, როგორც ნახე, ჩემს ამ ნაბიჯს, ანუ დეუს ბლოკირებას, შემდეგ დანარჩენი ორი ადმინიც დაეთანხმა. — Mikheil მიწერა 15:43, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, უკვე მეორედ გაფრთხილებ თავი შეიკავო ვიკიპედიაში უსაფუძვლო და უადგილო ბრალდებებისაგან. --ჯაბა 1977 15:45, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ან რას ჰქვია, მოსწავლეები? ვიკიპედიელებს შორის პრივილეგიები არსებობს? რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებელი, რომ მოსწავლე არ უწოდო და ათასნაირად არ დაამცირო? ყველაფერზე მეტყველებს წვლილი. მოდი, სანამ ასეთ გაუაზრებელ რამეებს დაწერდე, იმ „მოსწავლეთა“ წვლილსაც ჩახედე და შენ მიერ ნახსენები დაბლოკილი მომხმარებლისასაც. ვინ უფრო გამოდის აქტიური ვიკიპედიელი და ვის უფრო ეთქმის პროექტში სიტყვა, თავად განსაჯე. — Mikheil მიწერა 15:49, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
მიხეილ, სამუდამო ბლოკირებას როდესაც შეეხება — კი საჭიროა დისკუსია. ეს ერთ კვირიანი ან სამთვიანი ბლოკირება არ არის. სამუდამოდ დაბლოკო საღად მოაზროვნე მომხმარებელი, აქტიური ადმინი. მაგრამ ამას ალბათ დრო დასჭირდება, რომ მიხვდე რა გააკეთე. ეს დისკუსია რასაც ეხება იმასაც გავეცანი. მონოპოლია გსურთ ყველაფერში. იმედი მაქვს რომ ამას დასასრული ექნება. რაც შეეხება მოსწავლეები (და არა დამწყები მომხმრებლები) — ვისაც ვგულისხმობ ძალიან კარგად იცი. გადახედე შენს კენჭისყრას და გაიხსენებ. წარმატებები. --ცანგალა 15:54, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
არ მინდა რომ სხვა რამეზე გადავიდეს განხილვა, მაგრამ ეს უნდა დავწერო:
  • ყველაზე დიდი წვლილის მქონე მოსწავლეს — Nina1009 დაწერილი აქვს 234 სტატია, რედაქტირება — 3,543;
  • დაბლოკის მომხმარებელ Deu-ს — 738, რედაქტირება — 28,328.
„ვინ უფრო გამოდის აქტიური ვიკიპედიელი და ვის უფრო ეთქმის პროექტში სიტყვა“ — ნათელია მემგონი ვისაც. მეტს აღარ გავაგრძელებ და ვესაც სურვილი აქვს მოცემულ თემას (ინტერფეისის ადმინისტრატორი) მივხედოთ. გიო ოქრო 15:57, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

შემთხვევით მაგათი რეგისტრაციის ვადებსაც ხომ არ გადახედავდი? --ჯაბა 1977 16:00, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

მაგათ წვლილსაც თუ გადახედავ ბატონო ჯაბა, ნახავ რომ აქტიური არცერთია (მეორე გასაგებია რატომაც) ასე რომ ეს მონაცემები დიდად რომ არ შეიცვლება კარგად ვიცით ორივემ. გიო ოქრო 16:02, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
დავიწყოთ:
1) თავიდან დამავიწყდა იმის თქმა, რომ ინტერფეისის ადმინის უფლებამოსილებაში შედია მედიავიკი:Sitenotice-ის რედაქტირებაც, რომელიც გამოიყენება ქართული ვიკიპედიის ქუდზე სხვადასხვა სიახლეების (კონკურსების, მნიშვნელოვანი მოვლენების და ა.შ.) გამოსაჩენად. ახლა მაგალითად ფეისბუკის გვერდის ლინკია. შესაბამისად ერთი რედაქტირება ნომინალურია და მინიმალურია, დამერწმუნეთ, რომ ყოველი ინტერფეისის ადმინი ერთზე მეტ რედაქტირებას დააგროვებს.
2) მომხმარებელი ცანგალა უკვე რამდენი ხანია არამიზნობრივად ხარჯავს ვიკიპედიის სადისკუსიო რესურსებს, მაგალითად აქ კონკრეტული წესის დამტკიცების გარშემო მიმდინარეობს განხილვა, ცანგალა კი თავისი კლასიკური გადახვევით დაიწყო ვიკიპედიის სხვა მომხმარებლის დისკრედიტირება და უსაფძვლო ბრალდებები. ჰოდა უკვე დროა ავუხსნათ მას, რომ საქმის გარშემო დისკუსიებში საქმეზე უნდა ვისაუბროთ და არა სიზმარში ნანახ რაღაცეებზე. დაიცავი წესები!
მადლობა ყურადღებისთვის. --Mehman 97 20:37, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
სულ დამავიწყდა: რაც შეეხება მომხმარებელ ნინას წვლილს; იმედია არავის გაქვთ პროპორციასთან პრობლემა, ჰოდა აიღეთ მომხმარებელ დეუს წვლილი გაყავით მის სამუშაო პერიოდზე და იგივე ოპერაცია ჩაატარეთ ნინას შემთხვევაში. ამით განვსაზღვრავთ პროდუქტიულობის მაჩვენებელს. --Mehman 97 20:41, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
მეჰმან, შენ კი დაიცავი ეთიკა, რაც მრავალჯერ მიგითითეს.--ცანგალა 20:43, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: არ გინდა, ამ იაფფასიან დემაგოგიას შეეშვა? აქვე @Zangala:-საც ვკითხა, ეს ხომ დისკუსიაა ამ ადმინის არჩევის წესის საბოლოო ფორმულირებაზე? რას ითხოვთ? მხოლოდ ვადაშია პრობლემა? რას გვთავაზობთ, ორ კვირას? კი ბატონო, თუნდაც ერთი თვე იყოს! აქვს ამას რაიმე გადამწვეტი მნიშვნელობა უაზროდ რესურსის ხარჯვის გარდა? — Mikheil მიწერა 20:46, 8 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
იცი რა? აქ შენ არ განმისაზღვრავ მე რას დავწერ, მითუმეტეს რომ რაღაც საკითხები მაინტერესებს. შეიძლება ეს შენთვის დემაგოგიაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ასეა. ასე რომ არ გინდა რომ შენ თვითო შეიკავო თავი უაზრო ბრალდებებისგან? გიო ოქრო 03:17, 9 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977:-ს: შენი მხრიდან ცანგალასთან „პირადი შუღლის“ (რაც გინდათ ის დაარქვით კოლეგებო) ტირაჟირება, უკვე სასაცილოც აღარაა! ცანგალამ ძალიან კონკრეტული ფაქტი აღნიშნა, რაც მეჰმანს არც კი გაუპროტესტებია, სანამ შენ ორჯერ არ მიუთითე „უსაფუძვლო ბრალდებებზე“ ცანგალას — ამასაც სახელი თქვენვე მოუძებნეთ. კოლეგიალურად მოგიწოდებ შეწყვიტო ეს უმსგავსო „დევნა“. ცანგალას ჩემი დაცვა არ ჭირდება, მაგრამ თუ დამნაშავე იქნება რამეში, მერწმუნეთ თქვენგან არ ესწავლება ბოდიშის მოხდა. @MIKHEIL:, @Mehman97:: დისკუსია და მსჯელობა (და არა კამათი, როგორც ეს სავარაუდოდ შენ გესმის) არის საზოგადოების განვითარების უმთავრესი წინაპირობა და არავის აქვს უფლება ეს ვინმეს შეუზღუდოს, რასაც აქ აქვს ადგილი უკვე დიდი ხანია სამწუხაროდ. ცანგალამ, გიო ოქრომ გამოთქვეს მარტივი აზრი — მეტი დრო დაფიქრებისთვის და განსჯისა და გადაწყვეტისთვის! რა არის აქ სავაივიშო ან გასაკვირო „თუ რატომ არ ყოფნის ცანგალას 1 კვირა“?! შეიძლება ასე გრძელდებოდეს ამდენი ხანი ეს ყველაფერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯინში უზიხართ დამსახურებულ მომხმარებლებს გაუგებარი მოტივებით (და რატომ გგონიათ, რომ ვინეს აინტერესებს თან ეს ყველაფერი)?! მე ის უფრო მაინტერესებს რატომ იღებთ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, ვინ მოგცათ ამის უფლება?! --Rastrelli F 10:59, 9 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
დავიღალე იმის ახსნით ჯერ ცანგალას და ახლა თქვენ, რომ აქ საქმე კონკრეტულ საქმეზე მიდის და სადემაგოგოდ არ გახსნილა ეს დისკუსია. დისკუსიისთვის გონივრული ვადაა მითითებული, თუმცა, თქვენ ამას არ იყენებთ გონივრულად. აქ რაც საქმეზე რაიმე ითქვა, ყველაფერი მაქსიმალურად გავითვალისწინეთ, ახლა თუ რამე კონკრეტული შემოთავაზება გაქვთ საქმესთან მიმართებაში გისმენთ, თუ არა და სადემაგოგოდ სხვა სადისკუსიო ველი გამოიყენეთ. --Mehman 97 11:04, 9 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე საქმესთან მიმართებაში ვლაპარაკობ, ჩვენი ადმინს კი არ მოსწონს რატომღაც. გიო ოქრო 11:39, 9 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Rastrelli F: სასაცილო და მართლა სამარცხვინოა, რომ დისკუსიაში წერ, ერთპიროვნულად იღებთ გადაწყვეტილებებსო, აბა ეს დისკუსია რას ესმახურება? @გიო ოქრო: @Zangala: გისმენთ კიდევ ერთხელ, რას გვთავაზობთ? როგორ უნდა იყოს თქვენი აზრით ამ ადმინის არჩევის წესი? მხოლოდ ვადას არ ეთანხმებით? უკვე ამას განვიხილავთ ამდენი ხანია და თქვენ კი მაინც დემაგოგიისკენ მიდიხართ. აბა, გისმენთ. — Mikheil მიწერა 13:06, 9 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცოდი (ინფორაცია არ მქონდა), რომ Sitenotice-ის რედაქტირებაც ამ ადმინის მოვალეობაში შედიოდა. ამ შემთხვევაში და კიდევ იმიტომ, რომ ვიღაცას აქვს სურვილი (ამზადებთ ადმინობისთვის. ნეტავ ვის) შესაძლოა ამ თანამდებობის დაწესება, მაგრამ იმ კრიტერიუმს ვეწინააღმდეგები, რომლის მიხედვითაც ამ ადმინს წელიწადში 1 რედაქტირება უნდა ჰქონდეს. ეს არის დიდი სისულელე. თუ იმ ვიღაცას სურვილი აქვს ადმინობის, ამ 1 რედაქტირებას ერთ, ორ ან სამ თვეში მოაგროვებს და შესაბამისად შეინარჩუნებს სტატუსს. თუ მხოლოდ სტატუსისათვის სჭირდება ადმინობა, მაშინ საახალწლო ლოგოს შეცვლაც შეუნარჩუნებს ამ სტატუსს მაგ წესით, ეს კი არ მგონია სწორი და სამართლიანი იყოს. MIKHEIL შენ კი შეცდომით დემაგოგიად აღიქვამ ამას. გიო ოქრო 13:15, 9 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
აი, ეს არის დისკუსია და არა ის, რასაც ზემოთ ჰქონდა ადგილი. ვინ ვის ამზადებს, მე არ ვიცი და საერთოდაც, სისულელეა ასეთი წარმოდგენები და ბრალდებები. პირადად მეც მიმაჩნია, რომ ცალკე ასეთი ადმინის არჩევა უაზრობაა და ეს სტატუსიც უნდა მიეცეთ არსებულ ადმინებს ან რომელიმე მათგანს. — Mikheil მიწერა 13:23, 9 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ბოლო წინადადებაში გეთანხმები. ამას ვიძახდი განხილვის თავში. არ მგონია ამ სტატუსის ცალკე არსებობა მნიშვნელოვანი რაიმესათვის (მაგრამ თუ მაინც დამტკიცდება, იმ შემთხვევისათვის 1 წელში 1 რედაქტირება უნდა შეიცვალოს აუცილებლად; ისე კი — არა, არ გვჭირდება ეს სტატუსი დღეისათვის ცალკე). გიო ოქრო 13:50, 9 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
კარგია, რომ დისკუსია მართლა დისკუსიას დაემსგავსა. რაკი ადმინიც ჩაირთო საქმეში, ჰოდა მას მივანდობ ამ საქმეს და წესის იმპლემენტაციას, ზემოთ რაც ვთქვი ყველაფერი ძალაშია ჩემი მხრიდან. აბა წარმატებები. --Mehman 97 13:55, 9 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

დემაგოგია ყვავის და სამწუხაროდ ამაში სხვა მომხმარებლებიც ერევიან. გააგრძელეთ თქვენ დემაგოგობა, მე საქმეს ვაკეთებ, აქ არ ვარ მოსული ვინმეს პოლემიკაში გამოვეკიდო. ეს თქვენი საქმეა, აბა ჰე წარმატებები. --ჯაბა 1977 14:18, 9 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

აქ უკვე გაიჟღერა ზოგიერთმა უკმეხმა კომენტარმა. თითის გაშვერა არ არის საჭირო. პროვოკაციას ნუ აყვებით. დამშვიდდეთ და საქმეზე ვილაპარაკოთ. მიზანმიმართული კონფრონტაცია არ მოგვცემს კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. ჩემი ღრმა რწმენით, ამ ეტაპზე არ არსებობს ამ სტატუსის ინდივიდუალური გამოყენების საჭიროება. მე მიმაჩნია, რომ არჩეულ ადმინისტრატორს ეს სტატუსი ავტომატურად უნდა ენიჭებოდეს. რაც შეეხება ამ ფუნქციით სარგებლობას, ის, რომ იგი მხოლოდ საახალწლო ლოგოს შესაცვლელად შეიძლება დაგვჭირდეს, მაშინ მე ვიტყვოდი, რომ ეს პირობითი შეფასებაა. არავინ იცის რა დროს შეიძლება განხორციელდეს ცვლილება ვიკიპედიის ამა თუ იმ გვერდზე. მე მიმაჩნია, რომ ეს სტატუსი უნდა დაუბრუნდეს მოქმედ ადმინისტრატორებს და ახალი ადმინისტრატორის არჩევის შემთხვევაში ეს სტატუსი ავტომატურად მიენიჭოს. - OTOGI Messages 14:29, 9 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
დემაგოგია - მათთვის ვინც არ იცის განსხვავება „ფაქტის კონსტატაციასა“ და „ბრალდებას“ შორის.
განხილვის ვადებზე:
 
„„აღნიშნული განხილვა გაგრძელდება 7 დღე; იწყება 2019 წლის 4 თებერვალს 00:00 საათზე, სრულდება 2019 წლის 10 თებერვალს 23:59 საათზე““

@MIKHEIL:, მოყვანილ ციტატაში თუ ერთპიროვნული გადაწყვეტილება არაა ასახული, მაშინ მე დემაგოგი ვარ! განხილვა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ აქტიურ მომხმარებლებს ამის სურვილი ექნებათ და თუ აზრთა სხვადასხვაობის გამო შეუძლებელი იქნება კონსესუსი, გავიტანთ კენჭისყრაზე - ამასაც აქ შეჯერებით, და არ არის საჭირო დისკურსიის ვადაში შეზღუდვა, თუ ამის ტექნიკური აუცილებლობა არაა რა თქმა უნდა (რაც არ გაჟღერებულა თუ არ მეშლება, თუ მეშლება - ასეც დაწეროს გადაწყვეტილების ავტორმა)?!
ახლა საკითხს რაც შეეხება უშუალოდ: ჩემს აზრს წესზე დავწერ რამოდენიმე დღეში, რადგან დიახ არ არის საკმარისი ერთი კვირა ამისთვის. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა მოგვიყვანა დღეს ამ გაუგებრობაში, როცა დამსახურებულ მომხმარებელებს ნაცვლად მათთან ერთად განვითარებისა, ვეუბნებით რომ არ გვჭირდება... ზოგადად კი, ჩ.მ.ა., ტექნიკური ადმინისტრატორი მართლაც საჭიროა, ეს მიკრომენეჯმენტს ააცილებდა ადმინებს და გამოყოფდა წმინდა ტექნიკურ საკითხებს ისეთი რთული რუტინისგან, რასაც კონფლიქტური სიტუაციების მართვა ქვია.
პ.ს. ადმინებს: გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის შეგიძლიათ, მათო შორის განხილვის დახურვისა — თუმცა პასუხისგებისთვისაც მზად უნდა იყოთ, მათ შორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე.--Rastrelli F 14:58, 10 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

არავითარ შემთხვევაში სამივე ადმინისტრატორს, არამედ მხოლოდ ერთ-ერთ ადმინისტრატორს. და არავითარ შემთხვევაში ახალ ადმინისტრატორს ავტომატურად მიენიჭოს — კატეგორიული წინააღმდეგი. თქვენი სამივე ადმინის მონოპოლია ქართულ ვიკიპედიაშიც საკმარისია. დისკუსია გრძელდება.--ცანგალა 18:03, 10 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
რასტრელი, შენ მიერ მოყვანილი ციტატა ახალი წესის ფორმულირებაა, რომელიც განიხილება, რომელ გადაწყვეტილებაზეა საუბარი? :D სხვანაირად იცი წესების მიღების პროცესი? იქნებ გვასწავლო? ცანგალ, ეგ ტექნიკური ხელსაწყო აქამდეც ჰქონდა ყველა ადმინისტრატორს, მათ შორის შენც, თავის დროზე. ახლა მოხდა გამოყოფა. მონოპოლიაზე უბრალოდ სიცილი :))) — Mikheil მიწერა 18:45, 10 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ყველა ადმინს, რომ ჰქონდა — ეს ახალი არ არის. მაგრამ ამჟამად ჩამორთმეულია (ესეც ფაქტია). ე. ი. სურთ მხოლოდ ერთ მომხმარებელთან კონტაქტი ცვლილებებთან მიმართებაში და არა ყველა ადმინთან. აქედან გამომდინარე რა საჭიროა ყველას ჰქონდეს ეს უფლება?--ცანგალა 19:06, 10 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ფილმების სათაურის შესახებ

რედაქტირება

შემოვდივარ წინადადებით, რომ ფილმებს სათაურში ეწეროს (ფილმი) მაგ. არსენა ჯორჯიაშვილი (ფილმი) და არა მხოლოდ სათაური მხიარული რომანი. --ცანგალა 20:49, 10 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მიზანს ვერ ვხვდები, რადგან ამ დადგენილებების მიხედვით ფრჩხილებს უკიდურეს შემთხვევაში ვწერთ. ამ უკიდურესობას კი აქ ვერ ვხედავ. --ჯაბა 1977 20:55, 10 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ლოლიტა (ქართული ფილმი) ოთახი (2015 წლის ფილმი) ჯოი (ფილმი, 1997) — სამი სხვადასხვა ფრჩხილები, ესეც მისახედია. მაგ. (ქართული ფილმი)-ის მაგივრად დაიწეროს (ფილმი, 1991), (2015 წლის ფილმი)ს მაგივრად (ფილმი, 2015). --ცანგალა 21:21, 10 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მძიმეს არ ვიყენებთ სათაურში, როგორც მახსოვს. თუ სადმე რამეა გასასწორებელი, სჯობს მას მივხედოთ ვიდრე ყველა გადავიტანოთ ფრჩხილიან სათაურზე. --ჯაბა 1977 21:32, 10 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჯოი (ფილმი, 1997) — ეს მიუღებელია? ჩემი შექმნილი არც ერთი არ არის. უბრალოდ ერთნაირად რომ იყოს ცუდი არ იქნება. ამ შემთხვევაში მძიმე შეცდომაა?--ცანგალა 21:36, 10 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

კი. უნდა იყოს ჯოი (1997 წლის ფილმი), თუკი არსებობს მისი სხვა წლის ვერსიებიც. --ჯაბა 1977 05:29, 11 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჯოი (ფილმი) — მრავალმნიშვნელოვანი. -ცანგალა 19:46, 11 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

აფხაზეთი

რედაქტირება

გამარჯობა. აფხაზეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამ სტატიამ დამაფიქრა: რამდენად მისაღებია საოკუპაციო სიმბოლიკის გამოყენება ასეთი ტიპის სტატიებში ყოველგვარი გაფრთხილების/თარგის/ოკუპაციის ხაზგასმის გარეშე ? ცხადია, რომ სტატიების არსებობა ლეგიტიმურია, თუმცა მე მიმაჩნია, რომ სტატიის თავში, ან ქვემოთ, უნდა გვქონდეს რამე ტიპის გაფრთხილება (მაგ. {{წყარო}}-ს მაგვარი თარგი ასეთი ტექსტით: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. სტატიაში გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები შესაძლებელია ასახავდეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციას და არ შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით არსებულ გარემოებებს. [ტექსტი გასამართია, ბუნებრივია]).--Melberg განხილვაწვლილი 21:02, 16 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

კარგი აზრია. მე   (მომხრე) ვარ. გიო ოქრო 21:03, 16 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
  •   (წინააღმდეგი) ვიკიპედია რომელიმე ქვეყნის/რეგიონის/ორგანიზაციის/უწყების პოზიციას არ ასახავს, ვიკიპედია ნეიტრალური პროექტია და რასაც გვთავაზობთ ამ ნეიტრალურობის პრინციპს არღვევს. ნუ გვავიწყდება რა არის ვიკიპედია, კი მესმის, რომ ოკუპირებული რეგიონების თემა მტკივნეულია, მაგრამ ამით ვიკიპედიას ნუ დავაზარალებთ (ნეიტრალურობის სახით). დე-ფაქტო ფაქტი არსებობს. --Mehman 97 21:18, 16 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97:: ნეიტრალურობის პრინციპი არ ირღვევა. ნეიტრალური თვალსაზრისი — არის ინფორმაციის გადმოცემის მიუკერძოებელი ფორმა, მათ შორის მოცემულ საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისების არსებობის შემთხვევაში. ამავდროულად, მარგინალური პოზიციის არსებობის შემთხვევაში ჩვენ არ ვართ ვალდებულები მოვიძიოთ კომპრომისული ვარიანტი ამ ორ პოზიციას შორის. მაგალითისთვის: არსებობს მოსაზრება, რომ დედამიწა ბრტყელია; ამ მოსაზრების არსებობა არ გვავალდებულებს ყველა სტატიაში ჩავწეროთ ეს აბსურდული მოსაზრება, ან ვეცადოთ მოვიძიოთ კომპრომისული ვარიანტი. პრობლემა იმაშია, რომ სტატიები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უქმნის მკითხველს მცდარ წარმოდგენას, და სწორედ ამ წარმოდგენის აღმოსაფხვრელად საჭიროა აღნიშნული თარგი. რაც შეეხება თემის მტკივნეულობას, ამ შემთხვევაში ამაზე საუბარი გაუგებარია, რადგანაც საუბარია მკითხველისთვის რელევანტური ინფორმაციის მიწოდებაზე. --Melberg განხილვაწვლილი 12:18, 17 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ზემოთ უკვე დავწერე, რომ ნეიტრალურობის პრინციპი ირღვევა. სტატია თავისი შინაარსით არავის შეცდომაში არ შეყავს. ვემხრობი რომ ყველა თვალსაზრისი უნდა იყოს მოცემული ვიკიპედიაში, მაგრამ ეს რაღაც კერძო თვალსაზრისის წინ წარმოჩენით ან და პოლიტიკური კონტექსტის წინ წამოწევით არ უნდა მოხდეს. --Mehman 97 12:28, 17 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
თუ შეიძლება განმიმარტე მაშინ, რატომ ირღვევა.--Melberg განხილვაწვლილი 12:47, 17 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
თარგში პირდაპირ წერა იმისა, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული (რაც სიმართლეა), არ არის მისაღები და სუბიექტურობის მანიშნებელია. ვიკიპედია არ არის პოლიტიკის არენა, არამედ ენციკლოპედიაა. --Mehman 97 12:55, 17 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
თუ სიმართლე წერია, რატომ არ არის მისაღები? :) დედამიწა მრგვალია, თუმცა ჩვენ გვაქვს სტატიები ბრტყელი დედამიწის საზოგადოებაზე, სადაც პირდაპირ გვიწერია, რომ მათი მოსაზრება მცდარი და აბსურდულია. ირღვევა თუ არა ამით ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპი? ბუნებრივია, არა. ბუნებრივია, რომ ვიკიპედია არ არის პოლიტიკური არენა, თუმცა ჩვენ გვაქვს სტატია ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა, სადაც გამოყენებული ტერმინი - ხოცვა-ჟლეტა - მკვეთრად სუბიექტურია, თუმცა მას ვიყენებთ, რადგანაც ჩვენ ვართ ენციკლოპედია და წყაროების უმრავლესობაში ეს ტერმინი გამოიყენება. ზუსტად იგივე შემთხვევაა ამ თარგის შემთხვევაში: ჩვენ აღვწერთ დე-ფაქტო სიტუაციას ოკუპირებულ რეგიონებში, თუმცა მკითხვლს ვაფრთხილებთ ამ ინფორმაციის სტატუსის შესახებ.--Melberg განხილვაწვლილი 13:03, 17 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ამ ლოგიკით სომხების გენოციდიც სუბიექტურია :))) სტატიებში, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთთან (სეპარატისტებთან), როგორიცაა ვთქვათ სტატია აფხაზეთის რესპუბლიკა, რომელიც აღიარებულია რიგი ქვეყნების მიერ, სტატიაში თავისთავად შეგვიძლია ჩავწეროთ არსებული სიტუაცია, მაგრამ რა საჭიროა ამისთვის ცალკე თარგი? ან რატომ საჭიროებს ამას სტატია აფხაზეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესახებ? გვაქვს ასეთი პრეცედენტი სხვა ვიკიპედიებში? არამგონია ლოგიკური იყოს ასეთი თარგების შექმნა და განთავსება სტატიებში, ეს ვიკიპედიის ენციკლოპედიურობის დაკნინება იქნება და მეტი არაფერი. დაველოდოთ სხვა ვიკიპედიელებს, მათი აზრიც მნიშვნელოვანია. --Mehman 97 13:12, 17 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით, ამ სტატიას სათაურიც შესაცვლელი აქვს და ტექსტიც. საშინელი ენით წერია. — Mikheil მიწერა 13:46, 17 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
კი, ბუნებრივია სომხების გენოციდიც ზუსტად ასევე ასახავს ნეიტრალურობის პრინციპის დაურღვევლობას, როგორც ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითი. ცალკე თარგი ამარტივებს აღქმასა და ინფორმაციის განთავსებისას მკითხველს აწვდის საჭირო ინფორმაციას - ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა თარგი. ენციკლოპედიურობის დაკნინებას რაც შეეხება, სუბიექტური ხარ :) ჩემთვის აფხაზეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც აკნინებს ენციკლოპედიას, ოღონდ შინაარსზე არ ვსაუბრობ ახლა).--Melberg განხილვაწვლილი 13:47, 17 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
სუბიექტური ნამდვილად არ ვარ, მე ვცდილობ ვიკიპედიის ენციკლოპედიურობის სახე შევინარჩუნო, თქვენ კი მთავაზობთ სულ სხვა რამეს. ვნახოთ ვიკისაზოგადოება რას გადაწყვეტს და მეც დავემორჩილები უმრავლესობის გადაწყვეტილებას. --Mehman 97 13:55, 17 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ჩემთვის აფხაზეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც აკნინებს ენციკლოპედიას, ოღონდ შინაარსზე არ ვსაუბრობ ახლა) - მე ვარ ხომ სუბიექტური   --Mehman 97 13:56, 17 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
კი, @Mehman97:. სტატიის ფორმაზე მაქვს საუბარი - გრამატიკულ გამართულობაზე, წინადადებების წყობაზე, გაფორმებაზე. და არა შინაარსზე :) --Melberg განხილვაწვლილი 14:02, 17 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

სტატიას გავეცანი და Melberg-ს ვეთანხმები. საოკუპაციო სიმბოლიკის ასე გამოყენება, იმის ხაზგასმის გარეშე, რომ ოკუპირებულია, პირველ რიგში ანტიეროვნულია და თავისუფალ ენციკლოპედიაზეც კი დაუშვებელია ასეთი სტატიები. ვიკიპედია ნეიტრალური პროექტია, მაგრამ რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არ უნდა მიდიოდეს. ეგ ნეიტრალიტეტი იქ მთავრდება, სადაც ქვეყნის ეროვნული ინტერესები იწყება. ამიტომაც Melberg-ის იდეის   (მომხრე) ვარ--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:05, 17 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Melberg: აფხაზეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ახლა რას იტყვით? გამოსწორდა?--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 13:17, 22 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში სიტყვა „არაღიარებულის“ არსებობა, ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია. ანალოგიური ვითარებაა ინგლისურ ვერსიაშიც. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 14:37, 22 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Melberg: აფხაზეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ახლა რას იტყვით? ბოლოში მითითებულია--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 14:35, 1 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

User:ITshnik — დღეს 31 წლის გახდებოდა გიორგი. ძნელია წარსულში მოხსენიება, ნათელში ამყოფოს შენი სული. (არ ვიცოდი სად დამეწერა)--ცანგალა 21:24, 18 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ მე პირადად გაცნობაც ვერ მოვასწარი  --დათო1010 17:49, 21 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვერც მე...--ცანგალა 18:26, 21 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა ხომალდი

რედაქტირება

გამარჯობა. {{ინფოდაფა ხომალდი}} არეულია, არ მუშაობს. {{ინფოდაფა ხომალდის მახასიათებლები}} და მისი დამხმარე ინფოდაფები კი ბევრად ჯობია ინფოდაფა ხომალდს. ვაპირებ, რომ ყველაფერი (თარგი:ინფოდაფა ხომალდის დასაწყისი, თარგი:ინფოდაფა ხომალდის კარიერა, თარგი:ინფოდაფა ხომალდის მახასიათებლები) ერთ ინფოდაფაში გავაერთიანოთ და გავაკეთოთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. დღეიდან სავარჯიშოში ვიწყებ. გიო ოქრო 17:32, 24 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ატონალური მუსიკა და არნოლდ შöნბერგი

რედაქტირება

სალამი ყველას.

ვიკიპედია ჩემთვის ყოველთვის იყო პასუხი კითხვაზე "რა სარგებლობა მოაქვს ინტერნეტს?" და მანიფესტაცია იმის, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია - ცოდნა. პროფესიით ვარ კომპოზიტორი, დამთავრებული მაქვს ილიაუნის ბაკალავრიატი ამ პროფესიით. ვიკიპედიას მომხმარებელი ვარ სტუდენტობის დროიდან, ფაქტიურად, მარტო ინგლისური ვერსიის. ამის მიზეზი ისაა, რომ ისეთი ინფორმაცია მუსიკაზე, რომელიც შეიძლება მეტ-ნაკლებად პროფესიონალურ დონეზე გამოიყენო, საკმაოდ შეზღუდული რაოდენობის იყო და თანამედროვე კლასიკური მუსიკის სფეროში - თითქმის არ არსებობდა. ახლა, როცა გარკვეული ცოდნა მივიღე ამ სფეროში, გადავწყვიტე, ეს პრობლემა რაღაც დონეზე მაინც გადამეჭრა. ჩავთვალე, რომ ამის ყველაზე მარტივი გზა იქნებოდა ინგლისური ვიკიპედიიდან სტატიების გადმოთარგმნა - დარწმუნებული ვარ, ამას ბევრი მომხმარებელი აკეთებს.

თავად სტატიის ტექსტზე მუშაობა საინტერესო და სასიამოვნო პროცესია, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი იმაზე, რაც სტატიის დადებას და მის შემოწმებას მოჰყვა.

პირველი, რამაც ჩემი დაბნეულობა გამოიწვია, არის ის, რომ ჩემი ატვირთული სტატიები აღმოჩნდა ერთი ადამიანის - @Zangala: "ხელში", რომელიც ერთპიროვნულად ახდენს ჩასწორებებს სტატიაში. შესაძლოა, ეს ასეც უნდა იყოს და ვიკიპედიას წესები, შეიძლება, ასეთია, მაგრამ ახალი მომხმარებლისთვის მსგავსი ტიპის ურთიერთობა, სულ მცირე, დამაბნეველია.

ბევრად უფრო გასაოცარია ამ ჩასწორებების საფუძვლად ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მოხმობა. ჩემი ხედვით, ქართულ ვიკიპედიაზე მუშაობის აზრი იმაშია, რომ თანამედროვე, რელევანტური და განახლებული საინფორმაციო წყარო გაგვაჩნდეს. ნებისმიერი სტატიის ჩასწორების მიზანიც უნდა იყოს მისი უფრო თანამედროვედ, უფრო რელევანტურად და უფრო განახლებულად გადაქცევა და არა მისი სწორება ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაზე იმ მოსაზრებით, რომ ქსე ე.წ. "აკადემიური" წყაროა.

კონკრეტული შემთხვევა ეხებოდა კომპოზიტორ არნოლდ შონბერგის გვარის სწორად წარმოთქმას. იგი ავსტრიაში დაიბადა, შემდეგ ნაცისტურ რეჟიმს ოკეანს გაღმა გაექცა და 1941 წლიდან ამერიკის მოქალაქე იყო. ამ დროს მან შეცვალა თავისი გვარის მართლწერა და შეიცვალა მისი წარმოთქმაც, მოხდა მისი ანგლიკანიზება, რაც ჩვეულებრივი მომენტია. ამის შემდეგ, არსებობს გვარის წარმოთქმის ორი ალტერნატიული ვერსია - გერმანული და ინგლისური პრონონსით - დეტალები შეგიძლიათ იხილოთ თავად სტატიაში და მის განხილვაში, ასევე ჩემი მეორე სტატიის განხილვაშიც - ატონალური მუსიკა. მთავარი აქ ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მუსიკალურ საზოგადოებაში მიღებულია ანგლიკანიზებული ვერსია - შონბერგი, მომხმარებელი @Zangala: თვლის, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ მიღებული ზოგადი ენობრივი ნორმები, რომლებიც გერმანულენოვან სიტყვენს ეხება და არ ითვალისწინებს მათ ანგლიკანიზებულ ვერსიებს, უფრო რელევანტურია, ვიდრე არსებული რეალობა. ვიკიპედია არის მომხმარებელზე, მკითხველზე, ინფორმაციის მაძიებელზე გათვლილი წყარო. სტატიის სათაურში ქართულ რეალობაში გავრცელებული სახელის მითითება იქნება ხალხისთვის გაწეული სამსახური, ხოლო ერთი (ან რამდენიმე) არა მუსიკოსი ადმინისტრატორის შეხედულებით და სფეროსთან შემხებლობაში არ მყოფი ე.წ. აკადემიურ ი წყაროების საფუძველზე ამ სახელის შეცვლა არ ვიცი ვისთვის შეიძლება იყოს სარგებლობის მომტანი. მით უმეტეს მაშინ, როცა გავრცელებული სახელი არა არასწორი, არამედ თანაბრად სწორი ალტერნატიული ფორმაა.

აღნიშნული საკითხის განხილვა ატონალური მუსიკის შესახებ სტატიაშიც გაგრძელდა, სადაც კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა მომხმარებელ @Zangala:-ს დამოკიდებულება: "ასე, რომ მუსიკათმცოდნეებს გადაეცი, რომ მუსიკათმცოდნეობა იციან, მაგრამ ქართული სალიტერატურო ენის ნორმები — არა." - ეს გახლავთ მისი სიტყვების ციტირება განხილვიდან. აღნიშნული გამონათქვამი უკიდურესად შეურაცხმყოფელია და ეჭვქვეშ აყენებს ქართველი მუსიკათმცოდნეების ინტელექტს, მათ განათლებას და პროფესიონალიზმს.

ჩემთვის, როგორც ახალი მომხმარებლისთვის, აუცილებელია სწავლება, შესწორება და დახმარება. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა შეეხებოდეს სტატიის ფორმას, სტანდარტებს, ტექნიკურ დეტალებს და ა.შ. და არა კონტენტს, რომელზეც მე საკუთარი პროფესიული ღირსებით ვაგებ პასუხს. ამის გამო ჩემთვის, როგორც პროფესიონალი მუსიკოსისთვის, მიუღებელი და დამამცირებელია სტატიის შინაარსის, რაც უნდა მცირე დეტალი იყოს, ასე უაპელაციოდ ჩასწორება არაპროფესიონალი (მუსიკის სფეროში) ადმინისტრატორის მხრიდან, რომელიც, როგორც განხილვებიდან ჩანს, არაა განწყობილი მსჯელობის და არგუმენტის მოსმენისთვის.

ჩემი მიზანი ქართველი სტუდენტების და დაინტერესებული პირებისთვის ხარისხიანი სტატიების შექმნაა თანამედროვე კლასიკური (და იმედია არა მარტო) მუსიკის სფეროში. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობების მიუხედავად, ამ საქმის გაგრძელებას ვაპირებ და იმედი მაქვს კოლეგიალური და პატივისცემაზე დამყარებული რეაგირების.

მადლობა. - Anry.kiknavelidze

ახლა გავიგემ რომ @Zangala: ადმინისტრატორი არაა, ბოდიშს ვიხდი უზუსტობისთვის. საქმის არსი ამით არ იცვლება. - Anry.kiknavelidze
რამის წერისას, სადაც სახელია პრობლემატური, ვეყრდნობით ქართულ წყაროებს და არა მუსიკათმცოდნეებს. საჭიროა ენათმეცნიერთა დასკვნა და არა გავრცელებული არასწორი სახელის გამოყენება. ასეთი წყარო გვაქვს ორი (ქსე და უპსორ). ასე რომ სხვა ვიკიპედიები წყარო არ არის (თარგმნა შეიძლება). ერთპიროვნულად არ მოქმედებებ აქ. გიო ოქრო 12:15, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
  • ადმინისტრატროს და მომხმარებელს თანაბარი უფლებები აქვს ვიკიპედიაში. შეგიძლიათ ადმინს შეეკითხოთ. რა ჩასწორებები გავაკეთე მაინტერესებს? განხილვა:არნოლდ შენბერგი და მომხმარებლის განხილვა:Anry.kiknavelidze#ქართულ ვიკიპედიაში იწერება ქართული ბრჭყალები — აქ განმარტებაა რატომ შენბერგი და არა შონბერგი (მითითებულია წყაროები, რაც არ მოგწონთ, რადგან საჭოთა პერიოდის არის) ე. ი. ö ან oe — ე (და არა იო ან ო): Köln — კელნი (და არა კიოლნი ან კოლნი), Schönberg — შენბერგ-ი (და არა შონბერგი), Röntgen — რენტგენი, Wilamowitz-Moellendorf — ვილამოვიც-მელენდორფი, Ötztaler Alpen — ეცტალის ალპები. ეს მაგალითები წერია უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში გვ. 8 თბ. 1989, თუ რამე შეცვლილია ახალი წყარო მიუთეთ.
  • Ernest Ansermet ერნესტ ანსერმეტი მართებულია ერნესტ ანსერმე (უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 33, თბ. 1989) (იხ. განხილვა:ატონალური მუსიკა)
  • Charles Seeger ჩარლზ სიგერი (სტატიაში წერია), ჩარლზ სიჯერი ხომ არ უნდა იყოს. სტატიაში არ შემისწორებია მიმდინარეობს მსჯელობა სტატიის განხილვის გვერდზე (იხ. განხილვა:ატონალური მუსიკა) მიგვითითეთ ახალი ქართული მართლწერის წესები და პრობლემა არ არის. ე. ი. ენათმეცნიერებების და არა მუსიკათმცოდნეების. სამწუხაროა, რომ არასწორად ამკვიდრებთ. -ცანგალა 13:17, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ბატონო ანრი რომელიმე მომხმარებელს აქ რამის წერაზე საავტორო უფლებები არ გააჩნია! ჩემთვის მიუღებელია რომ თქვენს ტესტში ყოველი მეორე წინადადებაში იხსენიება მხოლოდ ერთი მომხმარებელი — ცანგალა. უმორჩილესად გთხოვთ შემოუერთდეთ თქვენს მიერ საამაყო ვიკიპედიას და გაგვიზიაროტ ცოდნა ქართულ საზოგადოებას თქვენს სფეროში. პატივისცემით--Surprizi განხილვაწვლილი 13:24, 31 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

გამოკითხვა

გამოხატეთ თქვენი აზრი [1] უნდა დაერქვას თუ არა სტატიას (Yle) Ylesirdao?--ჯეო განხილვაწვლილი 13:09, 10 თებერვალი 2019 (UTC) როგროც ესპანურ და ფინურ ვიკიპედიებშია--ჯეო განხილვაწვლილი 13:34, 10 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Zangala:
@გიო ოქრო:
@Otogi:
@Jaba1977:
@MIKHEIL:
@David1010:
@Deu:
@Giorgi13:
@BRUTE:
@Abandoner:
@Henry McClean:
@Mehman97:
@Anry.kiknavelidze:
@Melberg:
@Gobrona:
@გიორგი ჩუბინიძე:

  (მომხრე)--ჯეო განხილვაწვლილი 13:09, 10 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

განხილვა დაწყებულია სტატიის განხილვის გვერდზე, გააგრძელეთ განხილვა იქ. არაა საჭირო ფორუმის დატბორვა. — Mehman 97 13:41, 10 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

აფხაზეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რომ გადავიტანოთ და დავარქვათ ,,აფხაზეთის არ-ის... ან და ,,ე.წ. აფხაზეთის" არ შეიძლება?--ჯეო განხილვაწვლილი 14:50, 11 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე)--ჯეო განხილვაწვლილი 14:50, 11 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

  (წინააღმდეგი) სრული სისულელეა ეს არის სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის საფეხბურთო გუნდი და მას არანაირი საერთო არ აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასთან. ენციკლოპედიაში უნდა იყოს ნეიტრალური ინფორმაცია ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მიუხედავად იმისა ჩვენ ვეთანხმებით თუ არა ამ პოზიციას. ამ სტატიის სათაურ უნდა დარჩეს ის რაც არის, ხოლო ტექსტი კი გასასწორებელია,რადგან საერთოდ გაუგებარია რა უნდა ინფოდაფაში წარწერას აფხაზეთი (საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა)--დათო1010 18:06, 14 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ამ სტატიაზე რას იტყვით

რედაქტირება

ეს სტატია იმსახურებს რჩეულის სტატუსს (ჩემი აზრით), თქვენ რას იტყვით?

https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია:რჩეული_სტატიები/კანდიდატები/კლოდ_დებიუსი&redirect=no

სტატია-კლოდ დებიუსი --ჯეო განხილვაწვლილი 11:01, 14 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, მეც მგონია რო კაი სტატიაა. :D - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 14:51, 14 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

მალე,საუკეთესოს სტატუსიც ექნება,ძალიან მალე...მერწმუნეთ!--ჯეო განხილვაწვლილი 10:53, 15 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

მისახედია

რედაქტირება

რომან ძნელაძე ინგლისურიდან ვთარგმნე, იქ კი ცოტა ინფორმაციაა, რუსულიდან თარგმნეთ ვინმემ იქ უფრო გავრცობილია--ჯეო განხილვაწვლილი 14:43, 16 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ზოგადად, ასეთი საკითხებისთვის სტატიის განხილვის გვერდი არსებობს. ყოველ წვრილმანზე ფორუმის დატბორვა არაა აუცილებელი! — Mikheil მიწერა 15:54, 16 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

პატივცემულო მიხეილ აი განხილვის გვერდი, რეაგირება არაა:https://ka.wikipedia.org/wiki/განხილვა:რომან_ძნელაძე

აქ რა ხდება?

რედაქტირება

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018 ჯგუფური ეტაპზე გატანილი გოლების ავტორების სახელთა ინგლისურად წერა მოდაში შემოვიდა?--ჯეო განხილვაწვლილი 12:42, 24 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

მოდაში არაფერი არ შემოსულა უბრალოდ სათარგმნია--დათო1010 13:50, 24 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
@ჯეო: შეეშვი ასეთ ლაპარაკს. ჯობია შენ შეცდომებს ჩაუჯდე და დახვეწო მუშაობის სტილი. გიო ოქრო 21:21, 24 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

კარგი, მაგრამ შეცდომა ხომ დაუშვებელია, სხვასაც ხომ უნდა მიუთითო თავის შეცდომაზე, და შენიც ხომ უნდა გამასწორო?--ჯეო განხილვაწვლილი 09:57, 25 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

კი, სხვასაც უნდა მიუთითო (ან შენვე გაასწორო), მაგრამ არა ასე — „მოდაში შემოვიდა?“ გიო ოქრო 09:59, 25 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში--ჯეო განხილვაწვლილი 16:36, 27 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ტრისტანი და იზოლდა - სხვა ენის გვერდებთან დაკავშირება

რედაქტირება

ესეიგი, ჩემი ბოლო სტატია ტრისტანი და იზოლდა (ოპერა) ვიღაცამ დააკავშირა არასწორ გვერდებთან სხვა ენებზე. ანუ ეს სტატია ეხება შუა საკუნეების ლეგენდის მიხედვით შექმნილ ვაგნერის ოპერას და იმ სხვა ენებზე სტატიები ეხება თვითონ ლეგენდას. თუ შეიძლება, რომ ეს ლინკები შეცვალოს ვინმემ, ან მე მასწავლეთ მაგათი დამატება/შეცვლა/წაშლა და თვითონ გავაკეთებ ხოლმე. მადლობა. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 17:14, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Anry.kiknavelidze: შევცვალე. გიო ოქრო 17:38, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 17:44, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
აქვე მინდა დავამატო, რომ ქსე-ში თქმულებას (და არა ოპერას) ჰქვია ტრისტან და იზოლდა, მაგრამ ინტერნეტში ტრისტან შემხვდა მხოლოდ. მაგრამ — ემატება თუ არა უცხოურ სახელებს ბოლოში თარგმნისას? მგონი არა, და ტრისტან უნდა იყოს ყველგან. გიო ოქრო 18:02, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ ბოლოში ემატება (ნიუ-იორკ, ბეთჰოვენ და ა. შ.) მაგრამ ამ შემთხვევაში ტრისტან შუაში ზის და არ უნდა ემატებოდეს. გიო ოქრო 18:04, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
მაგალითის სახით იხ. იზოლდა. სადაც წერია: [...] „ტრისტან და იზოლდას“ [...]. @Anry.kiknavelidze: აზრი მაინტერესებს. გიო ოქრო 18:08, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
კიდევ ერთი: ვაგნერი რიხარდ — „ტრისტან და იზოლდა“. გიო ოქრო 18:13, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ტრისტან და იზოლდა მგონი ძალიან არქაულად ჟღერს და კუთხურად, გოგოთურ და აფშინასავით და ცოტა სასაცილოდაც. არა მგონია მსგავსი რაიმე წესი არსებობდეს, მე არსად შემხვედრია. ლექციების და საუბრის დროსაც ყველგან ტრისტანი და იზოლდა და მაქვს მოსმენილი. ან რატომ არ უნდა ემატებოდეს თანხმოვანფუძიან სახელს სახელობით ბრუნვაში? ჩემთვის გაუგებარია. ჩემი აზრით, ტრისტანი და იზოლდა უნდა იყოს. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 18:21, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Anry.kiknavelidze: იმიტომ, რომ ტრისტან სახელწოდების შუა ადგილას ზის, ხოლო სხვა შემთხვევებში (როდესაც ემატება ) ან ცალკეული სიტყვაა ან რამდენიმე სიტყვაში სამიზნო სიტყვა ბოლოში ზის. ქართული წყაროებიც გვაქვს. გიო ოქრო 18:23, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე მგონია, რომ ეგ წესი, ისევე როგორც ბევრი სხვა, შერჩევითია და დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ზოგადად, ფუნდამენტურად არასწორი დამოკიდებულება გვაქვს ლიტერატურულ და სასაუბრო ნორმებთან საქართველოში. ენობრივი ნორმა არის აღწერითი ხასიათის და ენაში არსებულ სიტუაციას უნდა ასახავდეს და არა პირიქით - ენა არ უნდა ერგებოდეს არბიტრარულ წესებს. თუ ენაში სიტუაცია შეიცვლება, შესაბამისად უნდა ჩასწორდეს ე.წ. ნორმებიც. თუმცა აქ ამაზე დავის თავი ნამდვილად არ მაქვს. არის აბესალომ და ეთერი იმის მაგალითი, რასაც თქვენ ამბობთ და შეიძლება იგივე წესით ტრისტან და იზოლდაც გავაკეთოთ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს რიმსკი-კორსაკოვის მოცარტი და სალიერიზე რომ გავაკეთო სტატია და მოცარტ და სალიერი დავარქვა, ჩემი აზრით ძალიან სულელურად გამოჩნდება. მოკლედ, თუ თვლით რომ შესაცვლელია, შეცვალეთ, მაგრამ როგორც შონბერგის/შენბერგის შემთხვევაში, აქაც არავინ დაიწყებს ტრისტან და იზოლდას ძებნას ან საუბარში გამოყენებას, ვიკიპედიას კი მორიგი არქაული სათაური შეემატება. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 18:48, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ველოდები სხვების აზრსაც და რათქმაუნდა შევცვლი, რადგან გვაქვს წყაროები ძველიც და ახალიც. მოცარტი და სალიერი თუ მართლა ასე ჰქვია ქართულ წყაროებში, ამას ვერ უარვყობ და როგორც ისინი წერენ, ჩვენც მასე დავწერთ. ყველაფერი წყაროებს უნდა დაეფუძნოს. მაგ. ჯეისონ სტეითემი ალბათ შენც სტეტჰემის სახელით იცი, მაგრამ სინამდვილეში ეს ჰქვია :)) გიო ოქრო 18:54, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
წყაროში რას გულისხმობთ ხოლმე? ანუ, ქსეს გარდა რას გულისხმობთ. აი მოცარტი და სალიერი თუ წერიაო, რომელ წყაროებში უნდა ეწეროს? - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 18:59, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
მაგ., უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (2006), მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი (2005) და სხვ. გიო ოქრო 19:03, 3 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

დასაბლოკი მომხმარებელი

რედაქტირება
  • მომხმარებელი: 113.249.56.166

--ჯეო განხილვაწვლილი 11:57, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:Deu-ბლოკი

რედაქტირება

მომხმარებელი:Deu — მგონი დროა ბლოკი მოეხსნას დიდი ნახია დაბლოკილია, თანაც აქტიური მომხმარებელი იყო...

  (მომხრე)--ჯეო განხილვაწვლილი 12:01, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@ჯეო: Deu უსამართლოდაა დაბლოკილი, მხოლოდ იმიტომ, რომ წესების დარღვევით ვიღაცის დაჯილდოების წინააღმდეგ წავიდა. მაგრამ ამის დანახვა არ უნდათ და ვერც დაინახავენ. სანამ ეს ადმინისტრაცია გვყავს იქამდე არაფერს არ (ვ)ელოდოთ. გიო ოქრო 12:11, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: ეს კარგი სტატიაა თუ წასაშლელი? (ალექსანდრე ტაბატაძე)--ჯეო განხილვაწვლილი 12:19, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@ჯეო: მგონი, ეს საკითხი სამივე ადმინმა გადაწყვიტა და უკვე არასერიოზულია შენგან მსგავსი ქმედებები. — Mikheil მიწერა 12:58, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ბატონო მიხეილ აქტიური მომხმარებელი იყო, 1 თვე კიდევ გამიგია ბლოკი...--ჯეო განხილვაწვლილი 13:05, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: სამივე ადმინს ერთად არ გადაუწყვეტია. უბრალოდ შენს მოქმედებას, რომელიც ერთპიროვნულად მოიმოქმედე – წინაარმდეგობა არ გაუწევიათ. ისე ადრეც ვთქვი და ამჟამადაც ვიმეორებ ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება — ჯანსაღი აზრის სამუდამო დაბლოკვა. მომხმარებელი:Deu — სამწუხაროა, რომ ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორებს სიმართლის მთქმელი არ გიყვართ და უსამართლოდ სჯით. მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ბოლო მოეღება და ქართულ ვიკიპედიაში ერთპიროვნულ დიქტატურას ბოლო მოეღება. კრიტიკის არავის არ უნდა ეშინედოს. --ცანგალა 14:32, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
და კიდევ იმას დავამატებდი, რომ საზოგადოების 90% თანხმობა არ ყოფილა სამუდამო ბლოკზე. არ შეიძლება სიმართლის მთქმელი ასე ისჯებოდეს. ახალგაზრდები ხართ და მოვა დრო, რომ ამ ფაქტისთვის შეგრცხვებათ. ისე მე რომ მკითხო ნამდვილად საგაზეთო სტატიისთვის კარგი თემაა.--ცანგალა 14:45, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) ვარ, რომ მომხმარებელი:Deu მოეხსნას სამუდამო ბლოკი. --ცანგალა 14:45, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) თუკი რაიმე აზრი აქვს. ზევითაც დავწერე და გავიმეორებ, რომ დღევანდლი ადმინისტრაცია შესაცვლელია. სულ მცირე ამ ფაქტი გამო. ან რა წესის მიხედვით დაიბლოკა სამუდამოდ? მე თუ მკითხავთ ტელევიზიაშიც გამოდგება. გიო ოქრო 14:49, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Otogi:, :@David1010: ერთპიროვნულად დამიბლოკავს ბატონი დეუ. ძალიან მოკლე მეხსიერებასთან გვაქვს საქმე. გიო ოქროს და ცანგალას კი ვურჩევ, კარგად წაიკითხონ ადმინის უფლება-მოვალეობები. @გიო ოქრო:, რა სამწუხაროა, რომ ყველა შენნაირად არ ფიქრობს. რაც შეეხება ტელევიზიას, BBC-ის ვაცნობებ ხვალვე :)) სულ ეს იყო ჩემი კომენტარი, ეს თემა ჩემთვის და ვიკიპედიისთვისაც დიდი ხნის წინ დაიხურა, წერეთ ბატონებო. იმედია, წამკითხავი გეყოლებათ. — Mikheil მიწერა 16:04, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ბევრი ფიქრობს ჩემნაირად ბატონო მიხეილ, მაგრამ მოსწავლეების რაოდენობას ვერ აღვემატებით... NBC-ისაც მიაწვდენ ხმას:)) გიო ოქრო 16:08, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
მკვლელებსაც კი აძლევენ გამოსწორების შანსს... იგი არ იყო ვანდალი, არ ბილწსიტყვაობდა და ამახინჯებდა სტატიებს, არ აცარიელებდა მათ (ანონიმური მომხმარებლების მსგავსად) იგი იყო პირდაპირი, ადამიანებს კი პირდაპირი სიტყვის შიში გვაქვს რატომღაც, ვინმეს ხომ არ აკადრა უკადრებელი სიტყვები, არავინ მოუხსენიებია უდიერად, დეუ იყო თავისუფალი, ლაღი აზრის მქონე წარმატებული ვიკიპედიელი და მომავალშიც იქნება, Deu ვიკიპედიას ახსოვხარ--ჯეო განხილვაწვლილი 16:50, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
Deu-სთან დაკავშირებით ადმინების გადაწყვეტილება იყო ერთსულოვანი, რადგან მისი პროვოკაციული მოქმედებები უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ბლოკის მოხსნაზე საუბარი კი სასაცილოა და მეტი არაფერი.--დათო1010 17:11, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად ეგ არის თქვენი, ადმინების უბედურება, რასაც ვწერთ, წამკითხავი არცერთი არ ხართ, ზოგმა ფეისბუკზე ბლოკით ნახა გამოსავალი, (მაგალითისთვის მოვიყვან მომხმარებელ @Jaba1977:-ს, რომელსაც დაბლოკილი ვყავარ ფეისბუკზე, და არა მარტო მე, გიო ოქროც), ზოგიც ასე მარტივად იგნორირებას უკეთებს, ზოგიც ვიკიპედიაში ბლოკით შემოიფარგლება, ზოგი ორ კვირიანს დაგადებს, ზოგიც ადგება, მერე 2 კვირიან ბლოკს 3 თვით შეგიცვლის, რაზეც ახსნა განმარტებას არ იძლევა (მაგალითისთვის მომხმარებელი @Otogi:, სულის ჩამდგმელი და შემოქმედი, რომლისთვისაც სათანადო პასუხი არ გამიცია ამგვარი უღირსი საქციელისთვის, მაგრამ ეჭვი არ შეეპაროს გავცემ მაგისთვის პასუხს), ზოგიც სამუდამოდ დაგბლოკავს, ასე ერთპიროვნულად, ყველას დაუკითხავათ, რომლის ცოცხალი მაგალითია მომხმარებელი @Deu:, რომელიც სიმართლის თქმისთვის მოიშორეთ. რა მაინტერესებს, გინდათ რო ყველამ თქვენს „ხუშტურებზე“ ვიაროთ? ჩვენც ხო გვეთქმის სიტყვა, ჩვენც ხომ გვაქვს უფლება რომ გადავწყვიტოთ და მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მნიშვნელოვანი თემის გადაწყვეტაში. მე მომხრე ვარ მოეხსნას ბლოკი დეუს   (მომხრე). Gobrona განხილვაწვლილი 17:12, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

დემაგოგია ყვავის :) ჯობია მართლა საქმეს მიხედოთ, ვიდრე პროვოკატორების გზაზე იაროთ. --Mehman 97 17:26, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
Mehman უსაქმურად არ ვკარგავ დროს https://ka.wikipedia.org/wiki/სპეციალური:წვლილი/ჯეო  :)--ჯეო განხილვაწვლილი 17:38, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
აქ ისეთი ამბავი ატყდა დედა შვილს არ აიყვანს ხელში :), სერიალი ხომ არ გადაგვეღო „ქართული ვიკის ინტრიგები” ან და „ვიკიპედიის თამაშები:ჩაგრულთა ერა”, ეს მშრომელი კაცი რატომ უნდა იყოს დაბლოკილი და ანონიმური ვანდალები თავისუფალნი--ჯეო განხილვაწვლილი 17:30, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Mehman97: ვინ არი დემაგოგი და პროვოკატორი? Gobrona განხილვაწვლილი 17:37, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Gobrona: ალბათ ჩვენ გვამკობს, „ვართ ღირსნი ამისა და არღარა იზრახებოდეს აზრი ჩვენი ვიკიპედიასა ზედა :)”

ბედის ირონია https://ka.wikipedia.org/wiki/სპეციალური:წვლილი/ჯეო --ჯეო განხილვაწვლილი 17:40, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

თუ ყველაფერი ადმინებზეა დამოკიდებული, (ვციტირებ:„Deu-სთან დაკავშირებით ადმინების გადაწყვეტილება იყო ერთსულოვანი, რადგან მისი პროვოკაციული მოქმედებები უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ბლოკის მოხსნაზე საუბარი კი სასაცილოა და მეტი არაფერი.--დათო1010 17:11, 15 მარტი 2019 (UTC)” მაშინ გავალთ ჩვენ, აღარ შეგაწუხებთ--ჯეო განხილვაწვლილი 17:44, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
გადაიღეთ სერიალი, ბლომად გყავთ მსახიობები :))) აბა თქვენ იცით --Mehman 97 17:49, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: მეჰმან, ჯერ უფროსები ალაპარაკე, მოისიმინე და შენი დრო როცა იქნება, დაგიძახებ და მერე გამოთქვი აზრი. კაი? :)))) Gobrona განხილვაწვლილი 17:54, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ყველაფერი რომ ადმინებზეა, სწორედ ეგ არის უბედურება. მანდ კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო და მერე მომხდარიყო ბლოკირება. გიო ოქრო 17:55, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
შენ ჩემზე შეიძლება ასაკით უფროსი კი ხარ, მარა ზრდილობა არ გისწავლია. გირჩევ ზრდილობა ისწავლო და მერე ილაპარაკო. ნეტა ვინ ხარ, რომ მიმითითო როდის რა დავწერო? --Mehman 97 17:57, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@David1010: დადევი სამი ადმინის გადაწყვეტილება. მუდმივი ბლოკი მხოლოდ სამი ადმინის გადაწყვეტილებით არ ხდება. იცოდეთ — სანამ განბლოკვა არ მოხდება ეს საკითხი დღის წესრიგში სულ იქნება ვიკიპედიაში. სადაც საჭირო იქნება ყველგან წავალ გაზეთი, ჟურნალი, ტელევიზია. არ მოვერიდები არაფერს. იმიტომ, რომ მომხმარებელი:Deu — ვიკიპედიისთვის დასაკარგი მომხმარებელი არ არის. --ცანგალა 18:03, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Mehman97: გინდა გითხრა ვინ ვარ? გინდა? და მაგ დაწერილისთვის პასუხი მოგთხოვო? აქ კი არა, პირისპირ რო შემხვდები. მერე მაინტერესებს ორ სიტყვას ერთმანეთზე თუ გადააბავ. ზრდილობა ჯერ შენნაირებს და შენ თანატოლებს ასწავლე, და მერე მიეცი სხვას შენიშვნა. და კიდევ ერთხელ ჩემს ზრდილობაზე გაამახვილებ ყურადღებას და მერე აქ აღარ დაგიწყებ კლავიატურით ლაპარაკს. Gobrona განხილვაწვლილი 18:05, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

კუნთის ძალა მოდი სხვას ანახე, ისე ბევრს გააჩნია თავის კუნთის ძალა. აი ამის მერე რა უნდა გელაპარაკო, მართლაც სამარცხვინოა. ბოლოს, მუქარა კანონით ისჯება, არ დაგავიწყდეს. --Mehman 97 18:11, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
უიმე, უიმე, რა ამბავია :D კარგით, აქ დახარჯეთ ენერგია, ქარავანი მაინც ივლის! — Mikheil მიწერა 18:14, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: ცირკებია რა მოკლედ, გამაცინე ახლა :))) შენ გეტყობა მუქარა არ იცი რა არის და მერეორეც, კუნთის დემონსტრირება აქ არავის არ უხსენებია, ურევ ახლა შენ რაღაცეებს. ვინაა აქ შენი ასაგდები, რაის მსახიობებზე და სერიალებზე ლაპარაკობ, რაის დემაგოგიაზე და პროვკოტარობაზე, ვის ეღადავები, ვინ მოგცა უფლება ასე აგდებულად ელაპარაკო ხალხს? მიდის სერიოზულ თემაზე ლაპარაკი და შემოვარდი უცებ და ორი წლის ბავშვით სერიალებზე და რაღაც სისულელეებზე ლაპარაკობ? რა წესია, სად ისწავლე, ან ვინ გასწავალა?? და შენი ქარავანი @MIKHEIL: დიდ ხანს ვერ ივლის დამიჯერე, სადღაც ამოტრიალდება ;) Gobrona განხილვაწვლილი 18:20, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL:, მომხმარებლებს მასხრად ნუ გვიგდებ. შენი ქარავანი ნამდვილად შეწყვიტავს სიარულს. გირჩევ აღადგინო სამართლიანობა. რატომ გეშინია როდესაც სიმართლეს გეუბნებიან?--ცანგალა 18:33, 15 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@David1010:, @MIKHEIL:, @Mehman97: ყველას ხომ დემოკრატია სურს, კენჭისყრის ჩატარებაზე რა აზრისა ხართ? (ვიცი მეტყვით არასერიოზული ხარო, კარგი მე დავასრულე ჩემი სათქმელი)--ჯეო განხილვაწვლილი 11:25, 16 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) აუცილებლად უნდა მოეხსნას ბანი და არასრულფასოვნების კომპლექსებით შეპყრობილი ამჟამინდელი ადმინისტრაცია ჩამოშორდეს მმართველობას, რომელთა ზოგიერთი წარმომადგენელი სრულიად არაადეკატურია თავის მოქმედებებში და ძალაუფლების წყურვილის რეალიზაციას ხალხის დაბანვით და ვიკიში ერთპიროვნული დიქტატურის დამყარებით ცდილობს. პატივისცემით --OpusDEI მომწერეთ 09:03, 17 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@David1010: მეორედ გთხოვ, დადევი სამი ადმინის გადაწყვეტილება. მუდმივი ბლოკი მხოლოდ სამი ადმინის გადაწყვეტილებით არ ხდება. --ცანგალა 09:20, 17 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ცანგალ, აგერ Otogi-ს აზრი, David1010 კი აქვე გიდასტურებს. დამიდე წესი, სადაც წერია, რომ ადმინმა განუსაზღვრელი ვადით ბლოკირებისას კენჭისყრა უნდა ჩაატაროს. მიზანმიმართულად აგრძელებ არაფრისმომცემ განხილვას. წარმატებები! — Mikheil მიწერა 10:08, 17 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
მაშინ გავალთ მომხმარებლები ბატონო მიხეილი, პირად სივრცეს არ დავარღვევთ ადმინების--ჯეო განხილვაწვლილი 13:49, 17 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე)-- მომხრე ვარ ცხადია!--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 05:40, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

უპრიანი იქნებოდა ყველა მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი წერილის საგანგაშოდ ჩანიშვნა და სათანადო სამართლებრივი ზომების მიღება. გარდა ამისა, ამ გზავნილების თარგმანის შესრულება და მეტაზე საჭირო ხალხისთვის მიწოდება. პირმოთნეობასა და ფარისევლობას ბოლო უნდა მოეღოს ვიკიპედიაში. რაც შეეხება @OpusDEI:-ის კომენტარს, მოგიკითხავ და გეტყვი, რომ არასრულფასოვნების კომპლექსებით შეპყრობილები შენთან სახლში შეგიძლია მოიკითხო შე უზრდელო!. - OTOGI Messages 08:01, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
მეტაზე პირველი ვიქნები ვინც კომენტარებს გადათარგმნის და სტიუარდებს მიაწვდის, ბევრია საკმაოდ. მაგ., „მომხმარებლის წვლილისათვის თვალის დევნება დანაშაულია“ და მისთ. გიო ოქრო 08:26, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
სადაც გინდა იქ გადათარგმნე. ცოტა მეტი, რომ წაგეკითხა ვიკიპედიის წესების შესახებ ამ სამარცხვინო და სასაცილო რეპლიკებს აღარ დატოვებში განხილვებში. შეურაცხყოფაზე და დევნაზე თითოეულს საკადრისი პასუხი გაეცემა. ახლა კიდე შეგიძლია საქმეს მიხედო. - OTOGI Messages 08:54, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვისთვის სასაცილოა, ვისთვის სამარცხვინო და ვისთვის კიდევ სტატუსის ჩამორთმევის ერთ-ერთი მიზეზი. საქმის კეთებაზე კი ნებართვა არ მჭირდება, ისედაც მივხედავ. გიო ოქრო 08:58, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
შენმა უტაქტო რეპლიკებმა გრძელი კუდი გამოიბა უკვე. - OTOGI Messages 09:04, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: — ძვირფასო MIKHEIL, დღეს ვნახე შენი ჩანაწერი. მე ვგულისხმობ გადაწყვეტილებას. მომხმარებელი:Deu შენ 2019 წლის 20 იანვარს დაბლოკე. User talk:Otogi ჩანაწერი, რაც შენ მიუთითე 2019 წლის 21 იანვარს არის, ხოლო User:David1010 კი როგორც შენ აღნიშნავ ამ განხილვის გვერდზე ადასტურებს. სანამ შენ დაბლოკავდი მანამდე უნდა ყოფილიყო ქართული ვიკიპედიის ფურცლებზე განხილვა (ეს მხოლოდ ადმინების პრეროგატივა არ არის), რომ მომხმარებელი:Deu დაბლოკილიყო თუ არა მუდმივად, რაც არ მოხდა და შენ ერთპიროვნულად გადაწყვიტე და დაბლოკე. --ცანგალა 14:52, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: „დამიდე წესი, სადაც წერია, რომ ადმინმა განუსაზღვრელი ვადით ბლოკირებისას კენჭისყრა უნდა ჩაატაროს. მიზანმიმართულად აგრძელებ არაფრისმომცემ განხილვას. წარმატებები!“ — შენ დამიდე საპირისპირო წესი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ადმინობა თანამდებობა არ არის. რომ ადმინიც ჩვეულებრივი მომხმარებელია, უბრალოდ მას აქვს უფრო მეტი ფუნქციები ჩართული. მუდმივი ბლოკი სიმართლისთვის ეს არსად გამიგია. მას ხომ ვანდალი არ ჩაუდენია. წარმატებები.--ცანგალა 15:01, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: მე არავის ოჯახს არ შევხებივარ, თქვენ კი, ოჯახს შეეხეთ ჩემსას. რა თქმა უნდა მე არ აგყვებით ამ მდარე პროვოკაციაში, რომელიც თქვენს ინტელექტს, კულტურას და გაუზრდელობას უსვამს ხაზს. თქვენი რეპლიკა აუცილებლად მოხვდება სტიუარდებთან, დანარჩენი პატივცემულთა ცინიკურ, უტაქტო და თავზე გადასული კომინიკაციის თაიგულში შეკრული. მასე განაგრძეთ. პატივისცემით, --OpusDEI მომწერეთ 16:49, 19 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
უბრალოდ სირცხვილია, რომ ის დაბლოკილია, ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე მომხმარებელი რომელიც ვიქსიკონშიც თავგამოდებით,დაუღალავად მუშაობს, დეუს დაბლოკვა უბრალოდ სირცხვილია, ასეთი მომხმარებლის ასე უცებ მოშორება ვიკიპედიიდან, პატივისცემით--ჯეო განხილვაწვლილი 11:32, 20 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: თუკი თვლი, რომ ვიკის წესებს კარგად იცნობ და მე მითითებ იმას, რომ მომხმარებლის წვლილისათვის თვალის დევნება დანაშაულია, მაშინ მე მოგიყვან ჩვენი ერთ-ერთი ბიუროკრატის სიტყვებს „ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დაითვალოს ადმინის წვლილი“ — ახლა გამეცი პასუხი, შენ შეცდი თუ ბიუროკტრატი? გიო ოქრო 21:27, 23 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიაში დემოკრატია აღარ არის, ყველაფერს ადმინები წყვეტენ, მაგრამ ყური უნდა დაუგდოთ ხალხის აზრსაც პატივცემულო ადმინებო, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენც რიგითი მომხმარებლები იყავით და ხართ! დეუ მხოლოდ იმის გამო დაიბლოკა, რომ ხმას იღებდა, დიახაც, ვიკიპედიაში დემოკრატია, დეუს ბლოკის დღიდან მოკვდა, მაგრამ არა ის გაცოცხლდება მას მხოლოდ სძინავს, დეუს ბლოკის მოხსნით ვიკიპედიაში დემოკრატია აღსდგება!--/ჯეო/ განხილვაწვლილი 13:33, 27 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

ყველაზე ლოგიკური ეს იყო:ვიკიპედია:კენჭისყრა/მომხმარებელი Deu-ს ბლოკის მოხსნა--/ჯეო/ განხილვაწვლილი 13:44, 27 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრა რატომ გაუქმდა ვერ გავიგე (ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება/არქივი/6#შეუჩერდეს თუ არა მომხმარებელ MIKHEIL-ს ადმინისტრატორის უფლებამოსილება? — ეს კი ჩატარდა და რა განსხვავებაა?), მაგრამ Deu-ბლოკის საკითხი ქართული ვიკიპედიის დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. --ცანგალა 15:14, 27 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

მე-4 ადმინი

რედაქტირება

ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები/Zangala--ჯეო განხილვაწვლილი 14:43, 17 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

კანდიდატურა მოიხსნა...--ჯეო განხილვაწვლილი 10:10, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

2000-იანები/2000-იანი წლები

რედაქტირება

მეგობრებო, ჩვენ გვაქვს კატეგორიების ჩაწერის ორნაირი სისტემა. 1) მაგ. კატეგორია:2010-იანი წლები ანიმაციაში და 2) მაგ. კატეგორია:2000-იანების სათამაშოები. ჩემი აზრით ჯობს იყოს ერთ-ერთი, ან „xxxx-იანი წლების...“ ან „xxxx-იანების...“. თუკი პირველს ავირჩევთ, მაშინ 2000-იანები და მსგავსი გვერდები გადასატანი იქნება 2000-იანი წლები-ზე, 1900-იანები1900-იანი წლები-ზე და ა. შ. გიო ოქრო 10:28, 29 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

გავაკეთოთ 2000-იანი წლები და ა. შ.--ცანგალა 06:58, 2 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვემხრობი ცანგალას. უამრავი კატეგორია მაქვს მე პირადად მასე შექმნილი. Gobrona განხილვაწვლილი 12:50, 2 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ქართული ვიკიპედიის აქტიურ მომხმარებლებს მივმართავ წაიკითხონ სტატიის განხილვის გვერდი და გადავიტანონ სწორ მართებულ სათაურზე.

  (მომხრე)--ცანგალა 06:58, 2 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

წინააღმდეგი

რედაქტირება

ნეიტრალური

რედაქტირება

ჩავერევი და ვიტყვი რომ მსგავსი სიტუაცია არის დმანისის მუნიციპალიტეტში სადაც ჩემი სუბიექტური აზრით არის რიგი სოფლები რომლებზეც არის აზრთა გაორება. ანუ იმას არ ვიტყვი რომ მასიურად დამკვიდრდა საჯარო რეესტრის ამონაწერსა და მაცნეში დავუშვათ სახელწოდება ირგანჩაი, ზემო კარაბულახი, მაშინ როცა „ქე“ იძახის რომ ამ დასახლებულ პუნქტებს ჰქვიათ ირგანი და ზემო ყარაბულაღი. ლოგიკურია რომ მეც არავის არ დაველოდე და მივიღე ქეს როგორც საენციკლოპედიო წყარო უპირატესად. მაგრამ... საქმე იმაშია რომ იგივე დმანისის მუნიციპალიტეტში არის სოფელი იაყუბლო რომელიც ქე-ს საიტზე არის მოხსენიებული როგორც იაღუფლო, თუმცა იგივე ქე-ს ბეჭდურ გამოცემებში გვხვდება იაყუბლო.

მე ეს ყველაფერი იმიტომ მოვაყოლე რომ სამწუხაროდ მე არ მაქვს საკმარისი კომპეტენცია რომ რამე ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღო. თუ რამე შემეშალა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმითითეთ და შევასწორებ, მე ასე ვთქვათ ძიების პროცესში ვარ. რაც შეეხება თქვენს თემას და ჩემს მოწვევას კენჭისყრაში, ვფიქრობ რომ მე ვერ გამოგადგებით ჩემი ზემოთმოყვანილი „ჩამოუყალიბებლობის“ გამო. პატივიცემით.--Surprizi განხილვაწვლილი 08:07, 2 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

კალიბეკი გადავიდა ყალიბექი-ზე. გიო ოქრო 21:50, 13 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ახალი გვერდი

რედაქტირება

მთავარ გვერდზე,რომ იყოს რუბრიკა ახალი გვერდი, სადაც მოცემული იყოს იმ გვერდის შესახებ მცირე ინფორმაცია რათა მომხმარებლებლებმა იცოდს თუ რა ახალი სტატია დაემატა ვიკიპედიაზე კარგი იდეაა??წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Sinhoni (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ეგ არის უკვე და მაგას ახალი გვერდები ეწოდება. განხილვებში იქნებ ხელმოწერაც დააფიქსიროთ. --Wiki - ჯაბა 15:18, 14 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

Vano3333 და Vano 333

რედაქტირება

ეს ორი მომხმარებელი სავარაუდოდ ერთიდაიგივეა. ერთ სტატიას არედაქტირებს ორივე ანგარიშით. ჩეკიუზერის განსახილველი საკითხია. ჩვენ არ გვყავს და ამიტომ უნდა მივმართოთ მეტაზე. --Wiki - ჯაბა 14:23, 17 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ამას ჩეკიუზერიც არ უნდა, ფაქტია რომ ერთი და იგივე პირია. ვთქვათ, რომ პირველი Vano 3333, რომელიც იანვარში დარეგისტრირდა და მომხმარებელმა დაკარგა წვდომა ანგარიშზე და გახსნა მეორე, ანუ Vano 333 ამა წლის აპრილში, არც ესაა ლოგიკური, ვინაიდან ამ სტატიის ისტორიიდან ჩანს, რომ პარალელურად ორივეს იყენებს. ლოგიკურად ეს ბოლო ანგარიში უნდა დაიბლოკოს. --Mehman 97 14:31, 17 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Mehman97: გეთანხმებით, ლოგიკურია--/ჯეო/ განხილვაწვლილი 14:37, 17 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ზემოთ აღნიშნული მომხმარებლისაგან მივიღე მეილი (18 აპრილს), სადაც ის წერს: „ორ აქაუნთს რაც შეეხება მხოლოდ Vano3333-ს ვიყენებ. მეორე აქაუნთიდან შემთხვევით შევიტანე რედაქტირება რადგან კომპიუტერში მქონდა დარჩენილი ჩართული.“, შესაბამისად Vano 333 მგონი უნდა დაიბლოკოს. --Mehman 97 21:31, 26 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა

რედაქტირება

გამარჯობა ჩემო ძვირფასო ვიკიპედიელებო! მინდა შევეხო ინფოდაფების საკითხს, მაგალითად ის ახლა ჩავუსვი სტატიას თეა წულუკიანი, ინფოდაფა ახდენს სტატიის დეტალიზირებას, ბევრ სტატიას აკლია იგი, მე მაქვს ინიციატივა იმისა, რომ ჯერ ერთ კატეგორიაში მოვათავსოთ ასეთი სტატიები შემდეგ კი მათი დამუშავება დავიწყოთ (თუ სტატიას ინფოდაფა სჭირდება რაღათქმაუნდა), პატივისცემით--/ჯეო/ განხილვაწვლილი 16:01, 17 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

რა საჭიროა ცალკე კატეგორიაში ჩასმა? რომელსაც აკლია ჩავუსვამთ ნელ-ნელა. გიო ოქრო 16:05, 17 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]
აკლია თარგი — ჩასვი.-ცანგალა 16:34, 17 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ამ გახსენებაზე, კარგი იქნება გაკეთდეს ინფოდაფა მუსიკალური ნაწარმოები. როგორც ამ სტატიის ინგლისურ ვერსიაშია. სადღაც ოცამდე მსგავსი სტატიის გაკეთებას/განახლებას ვაპირებ და გამომადგებოდა, ასევე, მომავალშიც ვინმეს გამოადგება. თუ ძალიან რთული არაა, მასწავლოს ვინმემ და გავაკეთებ. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 06:12, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

რთული ნამდვილად არ არის. გიოოქრო, დათო1010, მეჰმანი, MIKHEIL — ამ საკითხში მხეცები არიან. --ცანგალა 06:18, 18 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

სასწრაფოდ

რედაქტირება

ოსურ ვიკიპედიაში წერია, რომ ჯავა ექვემდებარება სამხრეთ ოსეთს მე გადავასწორე (ოსურად რა თქმაუნდა, გრამატიკაც შევამოწმე) თუმცა რედაქტირებაა გააუქმეს და დაწერეს რომ ჯავა არის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორია, ეს უნდა გავასაჩივროთ რა თქმაუნდა, აფხაზურ ვიკიპედიაში ნეიტრალურობა დაცული იქნება, სანაქებო და მშრომელი ადმინი Surprizi არის იქ, მაგრამ ოსებს რა მოვუხერხოთ? მეტაზე უნდა გასაჩივრდეს--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 16:47, 22 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]


ზოგადად ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სოფლებს არ მოიაზრებენ საქართველოს ტერიტორიად. @Surprizi: @Otogi: @MIKHEIL: @Jaba1977: @Gobrona: @Anry.kiknavelidze: @David1010: @Mehman97: @Zangala: @გიო ოქრო: ყველა აქტიურმა მომხმარებელმა უნდა განიხილოს ეს საკითხი და კატეგორიულად მოითხოვოს არაადეკვატური და სეპარატიზმის მნერგველი ოსური ვიკიპედიის ადმინის ბლოკი მეტაზე, იგი აღვივებს სეპარატიზმს!--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 14:22, 1 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ოსური ენა არ მესმის. აქედან გამომდინარე ამ საკითხში ვერ მივიღებ მონაწილეობას.--ცანგალა 15:38, 1 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: სტატიებში აშკარადაა გამოყენებული სამხრეთ ოსეთის ე.წ „ეროვნული სიმბოლიკები“--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 16:51, 1 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

თქვენ პატრიოტობით დაიკვეხნით, მარტო ორნი ვრეაგირებთ, ადრე ერთს ჰქონდა რეაგირება, ახლა ყველა უნდა ჩავერიოთ ხალხნო, მომხმარებელი:Taamu ჩვენს ვიკიში უნდა დაიბლოკოს მაინც ქვეყნის ეროვნული სიმბოლიკის ბათილად ცნობის გამო და მის მაგივრად არაღიარებულის გამოყენების გამო, ვაღიარებ შეიძლება არ ვარ ობიექტური, მაგრამ სად არის რეაგირება?--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 19:43, 8 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჯეო შეინარჩუნე სიმშვიდე და ნუ აყენებ შეურაცხყოფას სხვებს, რაც ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს, შენ ვერ გაზომავ ვინმეს პატრიოტიზმს შენით. რაც შეეხება ბლოკს, ვერ ვხედავ კონკრეტული მომხმარებლის რაიმე ქმედებას, რაც ბლოკს მოითხოვს ქართულ ვიკიპედიაში, ხოლო მისი საქმიანობა ოსურ ვიკიპედიაში უნდა განიხილოს კონკრეტულ პროექტში ან მეტა-ვიკიზე. ბოლოს, ყოველ ვიკიპედიას თავისი შიდა პოლიტიკა გააჩნია და იქიდან გამომდინარე საჭიროა მოქმედება, მაგ. ვინმე დე-ფაქტოს იყენებს და ვინმე დე-იურეს. --Mehman 97 21:04, 8 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Mehman97: ოსური ვიკიპედია არღვევს ნეიტრალურობის პრინციპებს, ეს აშკარაა, რაც შეეხება შეურაცხყოფას ეს გაკეთდა ყურადღების მიქცევის მიზნით, როდესაც ასეთ საკითხს არავინ აქცევს ყურადღებას ასე უნდა გააკეთო, მაგრამ ნაწილობრივ ეს ცხელ გულზე დაწერილიც იყო, თუ რაიმე გეწყინათ, მინდა ბოდიში მოგიხადოთ--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 08:15, 9 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

იხ. მომხმარებლის განხილვა:Surprizi#სტატიების შესახებ„ @David1010: @MIKHEIL: @Otogi: და სხვა აქტიურო მომხმარებლებო. ვპ:სწკ#ს1 მითითებებს იქნებ ვიფიქროთ მის შეცვლაზე. როგორც განხილვის გვერდზე აქაც ვიმეორებ 0 ინფორმაციას ერთი წინადადება მირჩევნია. წაშლა უფრო ადვილია ვიდრე მისი დაწერა.--ცანგალა 19:37, 24 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

უარესი, უტექსტო სტატიებიც გვაქვს წლებია უკვე. ეგ წესი ზოგჯერ არ უნდა მოქმედებდეს, ისე კი როცა არ მოიძიება არაფერი სხვა, ერთი წინადადებაც მისაღებია. გიო ოქრო 19:44, 24 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
უტექსტო სტატიების უმეტესობა წლებზეა და მისი წაშლა არ შეიძლება. რაც შეეხება ერთ წინადადებიან სტატიებს ჩემთვის ეგ მიუღებელია. შეუძლებელია ერთი წინადადებით ისეთი ინფორმაცია იყოს გადმოცემული, რომ მისი დატოვება გამართლებულად ჩაითვალოს. ერთწინადადებიანი სტატიები ძირითადად განმარტებებია და მათთვის ვიქსიკონი არსებობს. თუ რომელიმე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ერთწინადადებიანი სტატია იქნება, მაგაზე ისედაც ვაკეთებთ ხოლმე გამონაკლისებს, როგორც სოფლების შემთხვევაში გვქონდა--დათო1010 09:59, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
თუ სხვა პროექტს გამოადგებოდა მაშინ უნდა გადაიტანოს და არ უნდა წაშალოს (ეს ხომ ყველაზე ადვილია). იმდენი სტატიები გვაქვს, სადაც მხოლოდ ინფოდაფაა და ერთი წინადადებაც კი არ არის ისინი წაშლილი არ გვაქვს? ახლა მეტყვი, რომ კბ არის საკმარისი, ხოლო ინფორმაცია 0.--ცანგალა 10:45, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ეგ წასაშლელი კი არა თუ შესაძლებელია გასამდიდრებელია ინფორმაციით--დათო1010 18:59, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

რედაქტირება

მომხმარებელი:Arkaitz1974-მა შემოიტანა უამრავ სტატიებში თარგი:ავტორიტეტული წყაროები, სადაც რამდენიმე ბმული მკვდარია. ისმის კითხვა, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ასეთი ბმულები ამოვიღოთ ამ თარგიდან. --ცანგალა 16:18, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

მოდული, რომელზედაც თარგი მუშაობს მოძველებულია. საჭიროა მისი განახლება. გიო ოქრო 16:31, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Zangala:, @გიო ოქრო:სხვათაშორის თარგი:ინფოდაფა ლიდერიც მისახედია — რიგი6-ის შემდეგ თარიღებს არ სვამს სათანადოდ (წინა თარიღს იმეორებს), კარგი იქნება ამ საქმის მცოდნე თუ დაგვეხმარება. მანამდე, თუ საჭიროა ჩემ მიერ ჩასმულ თარგებს უკანვე ამოვიღებ (თუ ეს საქმეს უშველის), მაგრამ სხვა გვერდები, რომლებიც შეიცავენ „თარგი:ავტორიტეტული წყაროები“-ის ბმულებს იმდენად ბევრია, რომ მაშინ ყველგან უნდა დავუაროთ და ამოვიღოთ. თქვენი შეხედულებით რა უფრო მართებული იქნება — მკვდარი ბმულები ამოვიღოთ თარგი:ავტორიტეტული წყაროებიდან თუ თარგი:ავტორიტეტული წყაროები ამოვიღოთ გვერდებიდან?--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 17:52, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მოდულის ხელახლა დაწერაა გამოსავალი და მკვდარი ბმულები სავარაუდოდ აღარ იქნება. გიო ოქრო 17:54, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები მომხმარებელი:გიო ოქრო თარგი გამოსწორდეს. ხოლო @Arkaitz1974: დროებით აღარ ჩასვათ თარგი.--ცანგალა 18:51, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

შოთა რუსთაველი 503 ha18-britannica ხოსე გრეგორიო მონაგასი 503 ha18-britannica მაჰმუდ აჰმადინეჟადი 503 ha18-britannica @Mehman97: ეტყობა კიდევ რაღაც არის გასასწორებელი. ბრიტანიკას აქვს პრობლემა. მადლობა.--ცანგალა 07:38, 26 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ბრიტანიკა გასწორდა, თუმცა თარგი და მოდული თავიდან გადასაწერია. მალე მოვაგვარებთ. --Mehman 97 11:33, 26 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: იხ. შოთა რუსთაველი, ხოსე გრეგორიო მონაგასი, იოჰან სებასტიან ბახი უარესი სიტუაციაა. ნახე წითლად გახდა ბმულები. --ცანგალა 13:04, 26 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ზემოთ დავწერე უკვე, რომ თავიდან გასაწერია და ახლა ამას აკეთებს დათო. გვაცადე. --Mehman 97 13:11, 26 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ინგლისურმა ვერსიამ ვერ გაამართლა, რადგან ისეთ კატეგორიებს ამატებდა რომელიც არაფერში გვჭირდებოდა, მაგრამ მათი ამოშლა ვერ ხერხდებოდა. ისევ რუსულ ვერსიაზე დავაბრუნე და ცოტა რაღრაცეები შევცვალე, მაგრამ მთავარ პრობლემას არაფერი ეშველა. ამ ყველაფრის მიზეზი კი მოდული:Navbox-ია, რომლის ქართულში ინტეგრირება ვერ ხერხდება. სანამ ეს პრობლემა არ გამოსწორდება ჯობია თარგი ახალ სტატიებში აღარ გამოიყენოთ--დათო1010 17:23, 26 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მადლობა.--ცანგალა 19:01, 26 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

@David1010: ასეთი თხოვნა მექნება. თარგში, რომ ჩაისვას ინფორმაცია, რომ სტატიებში არ გამოიყენონ. და კიდევ შეკითხვა მაქვს:სადაც ჩასმული გვაქვს ამოვიღო?--ცანგალა 05:23, 28 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილების თარგი ჩავსვი. თუ სტატიებში ძალიან ცუდად ჩანს, მაშინ ჯობია ამოვიღოთ თუ არადა სადაც არის იქ დარჩეს. --დათო1010 05:36, 29 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

დელფინები

რედაქტირება

@თამარ წულაძე:-ს მიერ შექმნილი სტატიების (დელფინების შესახებ მხოლოდ) სათაურები არ მგონია ქართული ენისათვის მისაღები. ზოგიერთის წყარო მოინახება, მაგრამ რასაც ვერ მოვუძებნი ვფიქრობ რუსულის მიხედვით გადავთარგმნოთ, რადგან წლების მანძილზე სწორედ ამ ენიდან შემოდიოდა ზოოლოგიური ტერმინოლოგია და ახლაც ასე უმჯობესი იქნება ქართული ენისათვის. გიო ოქრო 13:16, 31 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა გენიალურ არგუმენტს. ისე კი, „ჩინური მდინარის დელფინი“ თუ „ჩინური სამდინარო დელფინი“ ან „მდინარის ჩინური დელფინი“ საკითხავი ესაა --OpusDEI მომწერეთ 19:11, 31 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
შეძლებისდაგვარად 1-2 დღეში სამეცნიერო ლიტერატურიდან მოვიყვან მაგაკითებს. გიო ოქრო 19:19, 31 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 204.დიდი პოლარული თოლია. ამავე წიგნში, გვ. 91 მცირე პოლარული თოლია, ბაცი დიდი პოლარული თოლია. ანუ, ჯერ იწერება განმასხვავებელი ნიშანი (დიდი/მცირე (1-ლ და მე-2 შემთხვევაში) ან არაფერი/ბაცი (1-ლ და მე-3 შემთხვევაში)) და შემდეგ საერთო (ამ შემთხვევაში რამდენიმე მდინარის დელფინია და ერთ-ერთი არის ჩინური). ამავე წიგნის იმავე 204-ე გვედზე — თურქესტნული შავი ჭვინტაკა (აქაც იგივე ლოგიკით, ანუ ჯერ განმასხვავებელი (უბრალო მაგალითად, შეიძლება არსებობდეს ყაზახური შავი ჭვინტაკაც) და შემდეგ ძირითადი/საერთო სახელი). ამ მე-2 მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ უპირატესობა არ აქვს არც ფერს/„როგორობას“ (მაგ., შავი, მდინარის და სხვ.) და არც სადაურობას (ჩინური, იქეთური, აქეთური...), არამედ ძირითად და განმასხვავებელ ნიშნებს/სახელებს (მაგ., პოლარული თოლია და შავი ჭვინტაკა, ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში კი მდინარის დელფინი, ანუ ჯერ სადაურობა და შემდეგ „რანაირობა“ ასე ვთქვათ, შესაბამისად სწორია „ჩინური მდინარის დელფინი“). გიო ოქრო 21:11, 28 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

n this article there are no ukrainians belorussian accents. https://ua.ambafrance.org/Personnalites-references-de-la-relation-France-Ukraine

So that the article was neutral and the residents had the correct modern understanding of this girl, this text should be added from the French Wikipedia La reine est diversement appelée Anne de Ruthénie2, Anne de Russie3, Anne d'Ukraine4 ou Anne d'Esclavénie. La Russie, la Biélorussie et l'Ukraine se disputent la postérité d'Anne5, reflétant les divergences historiographiques et mémorielles relatives à la Rus' de Kiev6.--91.196.178.68 12:26, 11 ივნისი 2019 (UTC) In the European historiography, long before the liquidation of the USSR, the word Russie Russia had two meanings: the fact that we know how the Russian Federation and the historical term of the Slavonic Русь Now, in order not to confuse the country and the historical Slavonic, Русьbegan to call Rus' in the majority of Western European languages ​​or returned to the use of Ruthenia --91.196.178.68 12:26, 11 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. სტატიებში საიტის ბმულების ჩაკოპირებისას, როცა საიტი იყენებს დაშიფვრას (https), ყველა სახის url-ს ედება ბოქლომის ნიშანი და კონკრეტული დოკუმენტის შემთხვევაში, მაგალითად PDF-ის, იკარგება მისი ფორმატის ნიშანი.

გამომდინარე იქიდან რომ დაშიფრული კავშირი უკვე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტს წარმოადგენს, ბევრი საიტი იყენებს მას და წყაროების მითითებისას, საჭირო ხდება დამატებითი ძალისხმევა ამ ბმულების სათითაოდ ჩასასწორებლად. თან http უკვე დაუცველად და მოძველებულად მიიჩნევა, ბრაუზერებიც დიდი ხანია გაფრთხილებას აგდებს ამ პროტოკოლზე, ვიკიპედია კი სწორედ დაცულ https-ს გამოყენებას უნდა უწყობდეს ხელს და არა პირიქით.

ამიტომ, ჯობია ბოქლომის ნიშანი საერთოდ მოცილდეს და გარე ბმულის ან ფორმატის ნიშნები, https-ის მსგავსად https-ზეც გადმოვიდეს. მსგავსი საკითხი, ინგლისურენოვან ვიკიშიც განიხილეს და იქაც ამ გადაწყვეტილებმადე მივიდნენ. არის შესაძლებელი ამის გაკეთება?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Alan.H (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

@Alan.H: შეგიძლია მოკლედ რომ ახსნა რა განსხვავებაა http-სა და https-ს შორის? გიო ოქრო 05:18, 30 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მედიავიკი:Vector.css-იდან არის ამოსაღები
/*ლურჯი ჩამკეტი ყვითლის ნაცვლად დაცული პროტოკოლისთვის. */
#bodyContent a.external[href ^="https://"],
.link-https {
background: url('//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/0/00/Lock_icon_blue.gif') center right no-repeat;
}

და მოგვარდება ეს პრობლემა.--Melberg მიწერა 05:46, 30 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

კარგია ადვილი მოსაგვარებელი თუ არის, მეგონა bug report იქნებოდა საჭირო.
@გიო ოქრო: როცა გვერდი იყენებს https პროტოკოლს, ბრაუზერსა და საიტს შორის გადაცემული ინფორმაცია სრულად იშიფრება, http-ს შემთხვევაში კი ყველა ხედავს.
მაგალითად, ვიკიპედიის გახსნისას, საიტი ბრაუზერში აგზავნის იმ ტექსტებს და სურათებს, რაც გვერდზე უნდა გამოჩნდეს. ცვლილებების შენახვაზე დაჭერისას პირიქით, ბრაუზერიდან იგზავნება ტექსტი საიტზე. ხოდა ვიღაც თუ ვთქვათ კაფეში ზის და იქ არსებული wifi-ს გამოყენებით შედის ვიკიპედიაზე, http-ს შემთხვევაში, იმ კაფეში ნებისმიერ სხვასაც შეეძლებოდა (სპეციალური პროგრამით) ენახა რომელ გვერდზე შევიდა, რა სურათები დაათვალიერა, რა ტექსტი დაარედაქტირა, ანგარიშის პაროლსაც კი გაიგებდა. ამ ინფორმაციის მიღებას შეძლებდა ასევე კაფის მეპატრონეც, ვინც ინტერნეტს აკონტროლებს და ინტერნეტის პროვაიდერიც, მაგთი ან სილქნეტი.
https-ს შემთხვევაში კი ეს ყველა ინფორმაცია იშიფრება ბრაუზერსა და საიტს შორის, ამიტომ სხვა უკვე ვეღარავინ ვეღარ შეძლებს ნახოს გვერდზე რა სურათები გაიხსნა, რა სტატია დარედაქტირდა ან რა პაროლით შევიდა მომხმარებელი.--Alan📭🕙 07:14, 30 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
CSS გვერდებს ამ მომენტისთვის ვერავინ დაარედაქტირებს ჩვენთან, ვინაიდან არ გვყავს ინტერფეისის ადმინისტრატორი, რადგან წესი ვერ დავამტკიცეთ. ამიტომ თუ გადაწყვეტთ, რომ მოსაშორებელია ბოქლომი, მაშინ მივმართავ საერთაშორისო ინტ. ადმინს ან რომელიმე ადმინს მივანიჭებთ დროებით ამ სტატუს, კონკრეტულად ამ ცვლილების განსახორციელებლად. მაგრამ, ჯერ გადავწყვიტოთ. --Mehman 97 20:49, 30 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
როგორც გავიგე ეს საკითხი წინა გადაუწყვეტელ საკითხზეა მიბმული და ესეც გადავა არქივში, ხოლო პრობლემა მოგვარდება წინა საკითხთან ერთად. --Mehman 97 22:10, 29 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
მელბერგის მითითებული ტექსტი ამოვიღე და აბა შეამოწმეთ თუ შეიცვალა--დათო1010 15:25, 20 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი

რედაქტირება

აქ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სტატიების ვიკიფიცირებას როდიდან აპირებთ ორგანიზატორები? გიო ოქრო 13:40, 11 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

როდიდანაც საჭირო იქნება იმიდან. --Mehman 97 14:05, 11 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
საოცრად აკადემიური პასუხი. გიო ოქრო 14:06, 11 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მოდი ჯერ შენი შეკითხვის არსი გაიაზრე: 1) ჯერ შეფასების ეტაპი არ დასრულებულა, ელემენტალურად უნდა გადაამოწმო და 2) ეს რა ტონია, როდიდან აპირებთო? ეს ნორმალური კითხვაა? ან შენთვის ანგარიში უნდა ვაბარო? ცოტა ამბიციები მოთოკე. ეს ვიკიპედიაა და არა შენი პირადი ენციკლოპედია. ამის გააზრება ძნელი არაა. ყველაფერს თავისი რიგი და დრო აქვს. --Mehman 97 14:11, 11 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

რედ. კონფლიქტი: გიორგი, რატომ ჩქარობ? როგორც ჩანს ვერ გაერკვიე წესებში: ჯერ ერთი, შეფასება არ დასრულებულა, მეორეც ეს მარტო ორგანიზატორების შესამოწმებელი არ არის. --Wiki - ჯაბა 14:12, 11 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

„როდიდან აპირებთ“ — ტონში რა არ მოგეწონა არ ვიცი. უბრალოდ დავსვი კითხვა და პასუხი მაინტერესებდა. კითხვის უფლება ჩამომართვი მეჰმან? თუ რა ხდება? ამბიციები კი შენივე მოთოკე და მე ტყუილუბრალოდ ბრალდებებს ნუ მიყენებ. არ ვჩქარობ, არ ვითხოვ სასწრაფოდ მიხედვას, უბრალოდ მაინტერესებდა და ეს არის. „ეს ვიკიპედიაა და არა შენი პირადი ენციკლოპედია“ — ყოვლად უადგილო შეფასება. „ეს მარტო ორგანიზატორების შესამოწმებელი არ არის“ — პირველრიგში ორგანიზატორებისაა, მაგრამ რათქმაუნდა სხვებისაც. კითხვისათვის პასუხი ძნელი არ უნდა იყოს და შესაბამისად მისაღები პასუხის გაცემაც ძნელი არ არის. გიო ოქრო 14:17, 11 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
პირველრიგში ორგანიზატორებისაა — საოცრად გააზრებული პასუხი. ვიკიპედიის მუშაობის პრინციპებს გაეცანი, გირჩევ. ამბიციის და ჩასაფრების ნაცვლად. მეტს არ გავაგრძელებ. --Mehman 97 14:22, 11 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ისევ რედ. კონფლიქტი :) დაელოდე მოვლენებს, თვალი ადევნე და ყველაფერზე პასუხი გექნება. არაფერია დაფარული, შეგიძლია პროექტსაც გადახედო და გრანტის განაცხადსაც და ეს ყველაფერი ყველა კითხვაზე გაგცემს პასუხს. მადლობა პროექტის მიმართ ინტერესის გამოხატვისათვის. — Wiki - ჯაბა 14:23, 11 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

დიახ, გააზრებულია. გააზრება, მეჰმან, პასუხის წერისას ჯობია გამოიჩინო და ჩემ კომენტარებში არ ეძებო. ამბიცია და ჩასაფრება რა შუაშია. ჩვეულებრივი პასუხის გაცემა არ შეიძლება? კითხვა დავსვი და პასუხი ნორმალურად უნდა მიმეღო, წესით. გიო ოქრო 14:28, 11 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Mehman97: მე შენ რამდენჯერ გაგაფრთხილე მასე აგდებულად ნუ ელაპარაკები ნურავის მეთქი. ისე ლაპარაკობ გეგონება ვინემზე რამეთი უკეთესი ან აღმატებული იყო. როცა დაისმევა შეკითხვა, კეთილი ინებე და თუ პასუხს აძლევ გაეცი ნორმალური, არაპროვოკაციული პასუხი და მოთოკე საკუთარი თავი!! Gobrona განხილვაწვლილი 14:35, 11 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვას და ხმის ამოღების უფლებას ვერავინ დაგვიშლის. „დაჩმორებით“ ვერ დაგვაჩმორებთ!!! გეკითხებიან უპასუხე ადამიანურად, როგორც ეს ამ კონკურსის ორგანიზატორს შეეფერება. ვეთანხმები მომხმარებელი:Gobrona-ს. მეც მაინტერესებს და პრემიების გადაცემასაც მსურს დავესწრო. ყველაფერი ხომ Wikimedia Community User Group Georgia სახელით კეთდება. ნუ გავიწყდებათ — ამ ჯგუფის წევრებიც ჩვენც ვართ. --ცანგალა 05:46, 12 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
დამშვიდდით, მეგობრებო, მოვლენებს ნუ უსწრებთ. ყველაფერი კარგად იქნება, ვიკიპედიის სასარგებლოდ. — Mikheil მიწერა 07:47, 12 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Gobrona: რას ჰქვია, „მე შენ რამდენჯერ გაგაფრთხილე“? მგონი რაღაც გეშლება. გთხოვ, მსგავსი „გარჩევებისთვის“ გადაინაცვლო სხვა სივრცეში. — Mikheil მიწერა 07:49, 12 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: მომხმარებელი:Gobrona პასუხი არ მოგეწონა და მომხმარებელი:Mehman97 პასუხი: „როდიდანაც საჭირო იქნება იმიდან“ მისაღებად ჩათვალე. აღარაფერზე ვიტყვი შენს პასუხზე ჩემს განხილვის გვერდზე ([2]), თუ ადმინი და ბიუროკრატიც ხარ არ უნდა იყო მიკერძოებული. --ცანგალა 08:37, 12 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: მომხმარებელო მიხეილ, მე ნამდვილად არაფერი არ მეშლება. და ნამდვილად არ მჭირდება იმის შეხსენება რა სიცრცეში ვარ. სავსებით ადეკვატური პასუხის პასუხი იყო. იმას ვიძახი, რასაც წესით დღედანდელი ადმიანები უნდა იძახდნენ, მაგრამ საუბედუროდ ბედის ანაბარადაა ვიკიპედია დარჩენილი. ახლა რა უნდა გკითხო, მოგეწონა შენ მეჰმანის აგდებული პასუხი „როდიდანაც საჭირო იქნება იმიდან“ გიო ოქროს მიმართ? Gobrona განხილვაწვლილი 08:56, 12 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ძვირფასო გობრონა, დიახ, გეშლება. სჯობდა, გიო ოქროს კონკურსის გვერდზე ჩაეხედა და იქ მიიღებდა პასუხს. თუმცა, მან ფორუმში სპეციალური სექციის გახსნა არჩია, სწორედ ასეთი უაზრო დისკუსიის წამოწყების მიზნით. წარმატებებს გისურვებთ! — Mikheil მიწერა 09:26, 12 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
გირჩევ, მიხეილ, თვითონ ჩაიხედო კონკურსის გვერდზე. მანდ ჩემი კითხვის პასუხი არ არის. დისკუსია უაზრობაში კი მე არ გადამიყვანია, კარგად წაიკითხე. გიო ოქრო 09:29, 12 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
საინტერესოა ჩვენს ადმინსა და ბიუროკრატს მომხმარებელი:MIKHEIL-ს მომხმარებელი:Mehman97-ის პასუხი: „მოდი ჯერ შენი შეკითხვის არსი გაიაზრე: 1) ჯერ შეფასების ეტაპი არ დასრულებულა, ელემენტალურად უნდა გადაამოწმო და 2) ეს რა ტონია, როდიდან აპირებთო? ეს ნორმალური კითხვაა? ან შენთვის ანგარიში უნდა ვაბარო? ცოტა ამბიციები მოთოკე. ეს ვიკიპედიაა და არა შენი პირადი ენციკლოპედია. ამის გააზრება ძნელი არაა. ყველაფერს თავისი რიგი და დრო აქვს.“ — ამ ტონით აღფრთოვანებულია რადგანაც არავითარი მითითება არ მისცა ამ სიტყვების მთქმელს.--ცანგალა 10:01, 12 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: მერე თუ ფიქრობ, რომ დაუშვათ, გიო ოქროს რამე შეეშალა (ვფიქრობ არც არაფერი არ შეშლია), ნორმალურად უნდა აუხსნა და არა ისე როგორც მეჰმანმა ქნა. მეორეჯერ გიმეორებ უკვე, მე არაფერი არ მეშლება. გავაკეთე ის, რაც თქვენ გევალებათ, რასაც თქვენ არ აკეთებთ, ძვირფასი ადმინისტრატორები. თურმე ვის ეშლება?? Gobrona განხილვაწვლილი 11:21, 12 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
როგორი მაღალზნეობრივი და კულტურით აღსავსენი არიან <3 --OpusDEI მომწერეთ 18:12, 13 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

დაცვის საკითხი

რედაქტირება

დღეებზე, თვეებსა და წლებზე არსებულ სტატიებში ხშირია ვანდალიზმი, @Otogi:@David1010: და @MIKHEIL: ადმინისტრატორებო, რა აზრისა ხართ ამ გვერდთა დაცვის შესახებ, დაახლოებით 1980-იანი წლებიდან უკვე ხშირია მანამდე ნაკლებად ისიც 2008 იყო მგონი მაქსიმუმი, დიდი დრო კი დაჭირდება ამ წლების, ყველა თვისა და ყველა დღის შესახებ სტატიების დაცვას, მაგრამ ყოველ წუთში ვანდალების რედაქტირების გაუქმებასა და მათ გაფრთხილებას ჯობია ერთიანად მოვსპოთ ეს ფაქტები--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 08:41, 15 ივნისი 2019 (UTC) იხ. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98?userExpLevel=unregistered&hidebots=1&hidecategorization=1&hideWikibase=1&limit=500&days=7&urlversion=2--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 08:42, 15 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]


  (მომხრე)--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 08:41, 15 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვერ დაგეთანხმები. მაგ ტიპის სტატიებში ვანდალიზმი ისეთი ხშირი არაა, რომ ყველას დაბლოკვა გახდეს აუცილებელი--დათო1010 18:00, 15 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@David1010: მაშინ რომელშიც ხშირია ისინი მაინც უნდა დაიბლოკოს, ხშირში 2-ზე მეტს ვგულისხმობ--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 15:47, 16 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

რომელი ვარიანტი?

რედაქტირება

მეგობრებო დაიწერა სტატიები ორი სახით თელავის საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის 24) და საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის ქუჩა № 12). ჩემი აზრით თელავი რომ უნდა ეწეროს ეს ცალსახაა, მაგრამ სათაურის რომელი ფორმატი შევარჩიოთ ახვლედიანის 24 თუ ახვლედიანის ქუჩა № 24? თქვენი რჩევის შემდეგ გადავიტან სათაურებს შესაბამისად. --Wiki - ჯაბა 03:52, 18 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით, პირველი ჯობია: "" რთულად აკრეფადი ნიშანია და ადამიანს მოძებნა გაუჭირდება. თუ მაინც გადავწყვეტთ მეორე სტილს, მაშინ გადამისამართებები მაინც გავაკეთოთ. ინგლისურსა და რუსულშიც მოკლე ვარიანტს იყენებენ.--Melberg განხილვაწვლილი 05:07, 18 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
პირველი ჯობია რადგან არის მითითებული ქალაქის დასახელება, თორემ ახვლედიანის ქუჩა საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში არსებობს. ცუდი არ იქნება თუ ახვლედიანს მიწერილი თუ ექნება ინიციალი ელ. (არსებობს ახვლედიანი და რომელი მათგანია) მაგ. თელავის საცხოვრებელი სახლი (ელ. ახვლედიანის 24), თუ მეორე ვარიანტი იქნება მისაღები აქაც როგორც პირველ ვარიანტში უნდა იყოს ქ. თელავი მითითებული და ინიციალი ელ. საცხოვრებელი სახლი (თელავი, ელ. ახვლედიანის ქუჩა № 12), თუ გსურთ "№" — გარეშე. -ცანგალა 06:38, 18 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით № ზედმეტია, გარდა ამისა კლავიატურის ფართოდ გავრცელებულ ქართულ გაწყობაზე ეს ნიშანი არ არის, და არც დამკვიდრებული მისი გამოყენება საყოველთაოდ. სტატიას რაც შეეხება, ახვლედიანის ქუჩაზე ამგვარი რამდენიმე სახლია თელავის საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის 24), საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის ქუჩა № 19), საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის ქუჩა № 15), საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის ქუჩა № 7), საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის ქუჩა № 8), საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის ქუჩა № 2), საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის ქუჩა № 5), საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის ქუჩა № 17),საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის ქუჩა № 12), უმჯობესი ხომ არ იქნებოდა ყველა ერთ სტატიაში მოქცეულიყო? ასეთი ფრაგმენტაცია ინფორმაციის გასაცნობადაც არასახარბიელოა და სტატიებიც ძლივს თითო ოროლა წინადადებიანი გამოდის, ხოლო სტატიის ობიექტები ერთსა და იმავე კომპოზიციას ეკუთვნის. ჩემი აზრით ისინი უნდა გაერთიანდეს და სტატიას დაერქვას „სახლები ახვლედიანის ქუჩაზე, თელავი“, ახვლედიანს სახელის შემოკლებაც შეიძლება მიეწეროს. ასევე, ვიკიში მოგვეპოვება ამ სახლთაგან ზოგიერთის ფოტოები. --OpusDEI მომწერეთ 07:34, 18 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მისაღებად მიმაჩნია ასეთი ფორმა — თელავის საცხოვრებელი სახლი (ელ. ახვლედიანის 24). გიო ოქრო 10:47, 18 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ასეთ ვარიანტზე რას იტყვით:
ზოგადად გვქონდეს ასეთი ტიპის სთაური: ახვლედიანის 2, ან ახვლედიანის 87.
იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე ქუჩისა და ნომრის მქონე შენობა გვხვდება რამდენიმე ქალაქში, ძირეული სახელი - ახვლედიანის 2 - დარჩეს გადამისამართებად, ხოლო ფრჩხილებში მიეწეროს ქალაქი. (მაგ. ახვლედიანის 2 (თელავი) და ახვლედიანის 2 (გორი))
იმ შემთხვევაში, თუ ქუჩის სახელწოდება (მაგ. ჭავჭავაძე) და სახლის ნომერი იდენტურია რამდენიმე სხვადასხვა ქუჩაზე არსებული შენობების (მაგ. ალექსანდრე ჭავჭავაძის 2 და ილია ჭავჭავაძის 2), ამ შემთხვევაში ჭავჭავაძის 2 უნდა იყოს გადამისამართება, ხოლო სტატიების სახელწოდებებში ჩავამატოთ სახელები და იყოს ალექსანდრე ჭავჭავაძის 2 და ილია ჭავჭავაძის 2. თუ ქალაქებიც დაემთხვა, მაშინ ფრჩხილებში დავამატოთ ქალაქი: ალექსანდრე ჭავჭავაძის 2 (გორი) და ილია ჭავჭავაძის 2 (თელავი).
ოღონდ ეს ყველაფერი ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს გადაფარვა. თუ არსებობს მხოლოდ ახვლედიანის 19, დარჩეს მხოლოდ ახვლედიანის 19 მანამ, სანამ სხვა ქალაქის ახვლედიანის 19-ზე დაიწერება სტატია. --Melberg განხილვაწვლილი 14:16, 18 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის ქუჩა № 19) — მთელი ტექსტი, რომ წავიკითხოთ ვერც კი გავიგებთ თუ რომელ ქალაქზე არის საუბარი. მხოლოდ კატეგორია: თელავის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები (იმედია მართებულად არის მითითებული) გვეუბნება, რომ თელავშია. ვიტყვი რამეს და უვიცი მე გამოვდივარ. არა და იმსა და ვიკიპედია 6 ვიკიბანაკის ფარგლებშია შემოტანილი. იგივე ეხება საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის ქუჩა № 15), საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის ქუჩა № 5)-ცანგალა 14:31, 18 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

როგორც წავიკითხე ის რაზეც ყველა ვთანხმდებით (მეც მათ შორის) არის ის რომ № არის ზედმეტი. კი ბატონო გასაგებია, მისაღებია. ახლა რაც შეეხება სხვა საკითხს. მოგვიწევს თბილისის ძეგლების შესახებაც სტატიების დაწერა და მე მგონი გვართან ერთად აჯობებს სახელიც მივუწეროთ, ერთმანეთისაგან რომ გავარჩიოთ მაგალითად ტიციანი და გალაკტიონი, ან მაგალითად ივანე და მიხეილ ჯავახიშვილების ქუჩები... მოკლედ მე ასეთ ვარიანტს გთავაზობთ. მაგ. თელავის საცხოვრებელი სახლი (ელენე ახვლედიანის 2). რას იტყვით? --Wiki - ჯაბა 17:46, 18 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

პრინციპში მე არ გთავაზობთ. თითქმის უკვე შემოთავაზებულია. --Wiki - ჯაბა 18:13, 18 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე მეჩვენება, რომ თელავის საცხოვრებელი სახლი (ელენე ახვლედიანის 2) ზედმეტად დიდი და გრძელი სათაურია. გემოვნების ამბავია და პრინციპული არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონია, რომ რაც უფრო მარტივ და ლოგიკურ სათაურებს ავარჩევთ, მით უფრო მარტივი იქნება ამ სტატიების მოძებნა და გამოყენება. თან, ონლაინის და დიჯიტალიზაციის პლიუსი ისიც არის, რომ ჩვენა შეგვიძლია დავარქვათ სტატიას მარტივის სახელი, და თუ მომავალში გამოჩნდება იმავე სახელის მქონე სტატიები, მექანიზმი შევქმნათ, როგორ უნდა ერქვას სტატიას ასეთი „კლონის“ გამოჩენის შემთხვევაში. ამიტომ მგონია, რომ ახლა ასეთ გრძელ და ყველაფრის გათვალისწინებულ სათაურს ჯობია მარტივი სათაური, რომელსაც გააჩნია გართულების მექანიზმი. ანუ: ჭავჭავაძის 9 (საცხოვრებელი სახლი, სასახლე და მისთ. მითითების გარეშე) -> ჭავჭავაძის 9 (თელავი) + ჭავჭავაძის 9 (გორი) -> ალექსანდრე ჭავჭავაძის 9 (გორი) + ალექსანდრე ჭავჭავაძის 9 (თელავი) და ილია ჭავჭავაძის 9 (გორი) + ილია ჭავჭავაძის 9 (თელავი).--Melberg განხილვაწვლილი 15:28, 19 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მხოლოდ გვარი არ გამოდგება ინიციალი ან სახელი აუცილებლად. --ცანგალა 17:01, 19 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე ყველაზე მეტად გიორგი შემოთავაზებული ვარიანტი მომწონს, ოღონდ თუ ქუჩა პიროვნების სახელს ატარებს მაშინ სრულად უნდა იყოს სახელი და გვარი--დათო1010 17:03, 19 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
კი, ბატონო, ალბათ ჯობია სრულად იყოს - მაშინ, გადამისამართებაც გავაკეთოთ შემოკლებული ვარიანტიდან. ამ შემთხვევაში გვექნება ასე: ილია ჭავჭავაძის 9, რასაც დაემატება გადამისამართება ჭავჭავაძის 9. თუ შეიქმენა მაგ. ალექსანდრე ჭავჭავაძის 9, ჭავჭავაძის 9 გახდება მრავალმნიშვნელობის გვერდი. თუ სხვადასხვა ქალაქებში იქნება, უბრალოდ ფრჩხილებში დაემატოს ქალაქი ილია ჭავჭავაძის 9 (თელავი), ილია ჭავჭავაძის 9 (გორი), ხოლო ილია ჭავჭავაძის 9 გახდება მრავალმნიშვნელობის გვერდი, რომელზეც გადამისამართდება ჭავჭავაძის 9.--Melberg განხილვაწვლილი 18:19, 19 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
პ.ს. ეს დამაზუსტებელი ფრჩხილი გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე გვაქვს სტატია სხვა ქალაქში იდენტური სახელის მქონე ქუჩაზე. სანამ ეს სტატია დაიწერება, იყოს ფრჩხილების გარეშე, რომელ ქალაქშიც არ უნდა იყოს. ოღონდ ტექსთში, რა თქმა უნდა, უნდა ჩანდეს ქალაქი :). ასევე, ეს წესი გავავრცელოთ ასევე უცხოეთში მდებარე შენობებზე, თუ არა? --Melberg განხილვაწვლილი 18:22, 19 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

გიორგი ანუ ძეგლებზე კონკრეტულად რას გვთავაზობ? ნიმუში დამიწერე რა. არ მაქვს მიმოწერის სრულად წაკითხვის საშუალება. --Wiki - ჯაბა 18:43, 19 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Melberg: თელავის კონკრეტულ ძეგლებზე როგორ სათაურს მთავაზობ? --Wiki - ჯაბა 13:56, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
უი, ბოდიში, რატომღაც ვერ მივადევნე ყურადღება, მადლობა პინგისთვის: რადგანაც თელავში საუბარია საცხოვრებელ სახლებზე (და არა მაგალითად კოშკზე, ან სასახლეზე) უბრალოდ დავტოვოთ ქუჩის სახელი ახვლედიანის 24. თუ ოდესმე აღმოცნდება, რომ საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქში (მაგ. გორში) არსებობს ასევე აკადემიური მნიშვნელობის შენობა ახვლედიანის 24 ნომერში, ახვლედიანის 24-ს გადავიტანთ ახვლედიანის 24 (თელავი)-ზე, ხოლო ახვლედიანის 24 გახდება გადამისამართების გვერდი ახვლედიანის 24 (თელავი)-ზე და ახვლედიანის 24 (გორი)-ზე. --Melberg განხილვაწვლილი 14:10, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

არამგონია სწორი ვარიანტი იყოს (თუმცა არც ჩემთვსაა პრინციპული), რადგან ძეგლი არის უშუალოდ ნაგებობა, რომელიც აღმოჩნდა ამ ნომერში და არა ქუჩის ის ნომერი რომელზეც დგას აღნიშნული ძეგლი. გარდა ამისა აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური სახელდების კომისიებს (ერთ-ერთის წევრი მეც ვიყავი) მიერ ქუჩების გადანომრა რაც გარკვეულ, დიდ პრობლემებს გამოიწვევს ვიკიში სათაურების მინიჭების გამო. და კიდევ: როცა სათაური იწყება ქუჩის სახელწოდებით, მომხმარებელს უჩნდება შეგრძნება რომ ეს ქუჩაზეა დაწერილი და არა არქიტექტურულ ძეგლზე. მინდა სწრაფად შევთანხმდეთ. სტატიები მისახედია და სათაურები გასასწორებელი. --Wiki - ჯაბა 15:40, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვემხრობი ამ ვარიანტს — თელავის საცხოვრებელი სახლი (ახვლედიანის 24)Mikheil მიწერა 18:11, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
უი, გასაგებია მაშინ. მაშინ ზემოთ მიშას ვარიანტი სრულიად მისაღებია ჩემთვისაც.--Melberg განხილვაწვლილი 18:59, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
აუცილებლად ინიცილით, რომელ ახვლედიანზე გაქვთ საუბარი? იხ. ახვლედიანი.--ცანგალა 19:05, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ახვლედიანის ქუჩა თელავში ერთია. იმ მხატვრის სახელობის, იქ რომ დაიბადა. სხვა გვარებს რაც შეეხება, არა მგონია, ერთ პატარა თელავში ორი ერნაირი გვარის ქუჩა იყოს. თუ იქნება (არა მხოლოდ თელავში, სხვაგან, სადმე), მაშინ მიეთითოს ინიციალი. — Mikheil მიწერა 19:11, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ანუ თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 24)? ამაზე შევჯერდით? --Wiki - ჯაბა 19:42, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ენციკლოპედიის სრულყოფილებისთვის ჯობია ინიციალი ან სრული სახელი. მოკლედ ჩამოიწეროს ყველა ვარიანტი და კენჭისყრა ჩატარდეს და მორჩება საქმეც.--ცანგალა 19:45, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვფიქრობ კენჭისყრა ზედმეტია. პრაქტიკულად ამ ვერსიაზე ყველა ვთანხმდებით. --Wiki - ჯაბა 19:51, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი ყველაში ვის გულისხმობ, მაგრამ მომხმარებელი:MIKHEIL და მომხმარებელი:Melberg სხვა ვარიანტს გვთავაზობენ, სადაც ინიციალი არ იწერება.--ცანგალა 19:58, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

მიხეილმა თავის ბოლო კომენტარში დაწერა მიეთითოს ინიციალიო.--Wiki - ჯაბა 20:06, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ინიციალები საჭიროა რათა გავაჩიოთ ტაბიძის (ტიციანი, გალაკტიონი), ჯავახიშვილის (ივანე, მიხეილი), ჭავჭავაძის (ალექსანდრე, ილია)... ქუჩები. --Wiki - ჯაბა 20:11, 23 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მგონი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ექნება თუ არა ინიციალები. ჩემი აზრით, უნდა მიეთითოს მხოლოდ ასეთი ქუჩების არსებობის შემთხვევაში, თუმცა, თუ ყველას მიეთითება, ვერც მაგაში ვხედავ პრობლემას. — Mikheil მიწერა 20:12, 24 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები მიხეილ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რადგან ვუშვებთ მაინც ინიციალის არსებობას (და ეს არ იქნება იშვიათი მოვლენა თბილისის ძეგლებს თუ გავიხსენებთ) მაშინ აჯობებს ყველას მიეთითოს. თან გადაწყვეტა მეჩქარება სტატიები მელოდება :) @Melberg: :) --Wiki - ჯაბა 20:23, 24 ივნისი 2019 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში არტემ კვაჭანტირაძე 1919-ია გარდაცვალების თარიღად მითითებული, ინფოდაფაში კი 1933, ვინმეს არ აქვს ლიტერატურაში მითითებული წიგნი, რომ გავარკვიოთ ზუსტი თარიღი?--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 20:14, 9 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგის მიხედვით, სწორია 1919 წელი. --OpusDEI 05:13, 13 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები ნიკას.--ცანგალა 08:50, 16 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ლიტერატურის მითითება

რედაქტირება

ვიკიპედიელნო, გასაგებია რომ სტატიის დამოწმებისას გადმოგვაქვს ისე, როგორც ეს ხშირად ბეჭდურ ლიტერატურაშია, მაგალითად „დ. დობორჯგინიძე, თბ., 1977", ან „დობორჯგინიძე დ., თბ., 1977". მსგავსი მითითებების საჭიროებას ვერ ვხვდები ვიკიპედიაში, მითუმეტეს რომ ეს დამოწმების აკადემიური წესი არაა, ანუ ინდივიდუალური წესია, რომელი წიგნის ავტორს როგორ სურს. „დ-ს" დაწერას „დავითი" რომ ეწეროს და „თბ.-ს", „ხშ.-ს" და „ბთ.-სთ დაწერას „თბილისი", „ხაშური", „ბათუმი", ამით რა შავდება? მითუმეტეს, რომ ადრე როცა ასე ამოკლებდნენ ბეჭდვის პრობლემა იყო და შესაბამისად ცდილობდნენ რაღაცეები გაემარტივებინათ, შეემოკლებინათ, ახლა ამ სივრცეში ამის საჭიროება არაა. არ დავწერდი ამას რომ არ ხდებოდეს მსგავსი მითითებების ჩასწორება. როგორც წესი მე სრულად ვუთითებ ხოლმე, როგორც ეს უნივერსიტეტში მასწავლეს და როგორც ჩემი პროფესორ-მასწავლებლები უთითებდნენ. იქნებ როგორღაც ამ საკითხზე შევთანხმდეთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 08:26, 16 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

დაშავებით არაფერი არ შავდება, მაგრამ ერთნაირად, რომ იყოს ქართულ ვიკიპედიაში ამაში არის რამე ცუდი? პასუხი უკვე ვიცი. ვის როგორც სურს ისე წერს  --ცანგალა 08:49, 16 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ერთი სტანდარტით უნდა ვწეროთ. აკადემიურობასთან სრულ შესაბამისობაშია შემოკლებული წერა. ვწეროთ ერთნაირად. გიო ოქრო 09:14, 16 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
საიდან მოიტანეთ, რომ შემოკლებული წერაა აკადემიურობა და არა სრულად წერა?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:24, 16 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
საპირისპირო აზრი საიდანღა მოვიდა? ენციკლოპედიებში მიღებული პრაქტიკაა. გადაათვალიერეთ (ქსე, ქე, უახლეს გამოცემებშიც). გიო ოქრო 11:20, 16 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ქსე, ქე-ში რადგანაა ე.ი. აკადემიური წერის კანონია?:))--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:53, 16 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
დიახ, და არა მარტო ქე-სა და ქსე-ში, თანამედროვე გამოცემებშიც. თუკი რაიმეს შემოვიღებთ, მაშინ ყველა სტატიაში უნდა გასწორდეს. ვწეროთ ერთნაირად, როგორც აქამდე. გიო ოქრო 12:59, 16 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ბიბლიოთეკებში სხვა სტანდარტებია და მათი სტანდარტების შემოტანა ქართულ ვიკიპედიაში არ არის აუცილებელი. უნივერსიტებს თავისი სტანდარტი აქვს. --ცანგალა 19:45, 16 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, ბიბლიოთეკეშიც (მეც იქ ვმუშაობ) და უნივერსიტეტებშიც (ერთ-ერთში ვმუშაობდი) ვამზადებთ და ვამზადებდით წიგნებს და სრულად ვწერთ და ვწერდით სახელებს და ქალაქებს. „გ. ბერიძეს" რომ ვწერთ აქ, რა გავიგო, გიორგია, გურამი, თუ გაბრიელი? ენციკლოპედიიდან საჭიროა გავიგო წიგნის ავტორის ვინაობა სრულყოფილად, მითუმეტეს რომ აქ გვერდების რაოდენობაში არ ვიზღუდებით (ამიტომ ამოკლებდნენ გამოცემებში სახელებს და ქალაქებს, ზოგავდნენ გვერდებს). თუ აქ ამ მხრივ რაიმე დაწერილი წესი არაა, ძალიან გთხოვთ ჩემს მიერ შემოტანილ მასალებში ნუ ჩამისწორებთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:58, 17 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
გიო ოქრო, ყველაფერი ვითარდება, ელექტრონულ ინტერნეტ სამყაროში წერის სტილზე ვსაუბრობთ, დიდი ხანია ქსე აღარაა აკადემიური, ენციკლოპედიური წერის სტანდარტი. თანაც ის ბეჭედური გამოცემაა, როგორ შეიძლება ვიკიპედიაზე წერის მანერა იქიდან აიღო. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?!--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:01, 17 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@გიორგი ჩუბინიძე:ს პოზიცია მგონია სწორი. შემოკლებების მთავარი და ერთადერთი ფუნქცია (მათ შორის აკადემიურ გამოცემებში) არის ბეჭდვის თანხის შემცირება. ონლაინ გამოცემებს, საბედნიეროდ, ამის პრობლემა არ აქვთ, შესაბამისად, მეც ვემხრობი სრული სახელების გამოყენებას შემოკლებების გარეშე.--Melberg განხილვაწვლილი 14:12, 17 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მეც ვფიქრობ, რომ საჭიროა და დროა უკვე რაღაცეები შევცვალოთ, თუმდაც სრული სახელების წერით დავიწყოთ. სრული სახელების მითითება პრობლემაა არ არის, განსაკუთრებით იქ, სადაც თარგია გამოყენებული. ელემენტალურად თარგში შევცვლით სახელწოდებას და მორჩა. --Mehman 97 14:57, 17 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
გიორგი ჩუბინიძე, როდესაც თემაზე ყველა ვწერთ რა საჭიროა გვარ-სახელით მიმართვა? ვერ გავიგე ამით რისი თქმა გსურს? შენ სად მუშაობ ხომ ისედაც ვიცი (შეხსენება არ მჭირდება). ბიბლიოთეკაც როგორ მუშაობს ისიც ვიცი და შეცდომებიც რომ აქვს ბიბლიოთეკას ელექტრონულ ინტერნეტ სამყაროში იმასაც ვხედავ (მხოლოდ ერთს ვიტყვი ელემენტარულად ქართული ბრჭყალები „“ არ არის გამოყენებული, აგრეთვე იხ. მიხეილ ოჰანჯანოვი იქნებ ბიბლიოთეკამ შეასწოროს და სრული სახელი დაწეროს, თუ რა ჰქვია ლ. გუდიაშვილი, თ. აბაკელია, დ. ჭონქაძე, სამწუხაროდ ი. კოლჩინი — ვერ მოვიძიე ელექტრონულ ინტერნეტ სამყაროში). ასე, რომ ვიკიპედია გავასწოროთ (გ. — გიორგია, გურამი, თუ გაბრიელი) თუ ბიბლიოთეკის ელექტრონული ინტერნეტ სამყარო? და კიდევ იცი რა არ დაგავიწყდეს ბიბლიოთეკის ელექტრონული ინტერნეტ სამყარო შექმნილია ქსე, ქე, უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონისა და სხვა მრავალი საბჭოთა დროს გამოცემული აკადემიური სახელმძღვანელოებით. თავს ნურც შენ მოიტყუებ და ჩვენც ნუ გვატყუებ. --ცანგალა 05:30, 18 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
როგორც ზემოთაა ნათქვამი ქსე-სა და ქე-ში შემოკლებითაა, ყველა წიგნში ასეა, ასე, რომ სხვა ვერსიის დამკვიდრებას დიდი დრო დასჭირდება, მითუმეტეს უამრავი სტატია იქნება ჩასასწორებელი, რაც გამჯდარია მომხმარებლებში არა მგონია, მალე შეიცვალოს, მოკლედ მოკლე ვერსიები დამკვიდრებულია და არა მგონია აღნიშნულის შეცვლა დიდი ხნის მანძილზე მოხდეს, ამას ალბათ 1-2 წელი მაინც დასჭირდება--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 10:26, 19 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
დიდი დრო დასჭირდება, თუ ცოტა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გამართულად ვწეროთ. ზოგადად დიდი დრო სჭირდება ვიკიპედიაზე მუშაობას, მაგრამ ვისაც რა დრო გვაქვს ისე ვმუშაობთ. ეს არაა არგუმენტი იმისათვის, რომ ისე არ ვწეროთ, როგორც საჭიროა. „ყველა წიგნში" არაა ასე და თუ არ იცით სად როგორაა შეცდომაში ნუ შეგყავთ საზოგადოება. ქსე-სა და ქე-ში თუ ასეა ეს არც ქსე არის და არც ქე, ესაა ვიკიპედია ონლაინ-ენციკლოპედია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:24, 24 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ქსე-დან, ქე-დან და სხვა ენციკლოპედიური გამოცემებიდან არ ავიღოთ მაგალითი და საპარლამენტო ბიბლიოთეკიდან (შეცდომებით სავსე) და უნივერსიტეტებიდან კი? ჩვენ ავიღებთ იქიდან, რომელსაც უკეთესად ჩავთვლით, და ძველი გამოცემების "დისკრიმინაციისაგან" თავი შეიკავეთ, გთხოვთ. შემოკლებულ სახელზე ბმული გაკეთდება და მიხვდებით გიორგია, გურამი თუ გეგა. გიო ოქრო 13:04, 24 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ხალხნო, წაკითხულის გააზრება შეგვიძლია? მაგალითის აღება სადმე ვინმემ ახსენა? რა დისკრიმინაცია?:)) სწორად წერაზეა საუბარი. ინფორმაციის სრულყოფილად მიღებაზე და ლიტერატურის სწორად დამოწმებაზე თავისუფალ ონლაინ ენციკლოპედიაში. არ ვიცი თქვენ როგორ გინდათ წერა, მაგრამ ჩემს მიერ შემოტანილ ან რედაქტირებულ მასალაში სახელები და ქალაქები სრულად არის და იქნება მითითებული, ამიტომ აქვე მოგიწოდებთ არ შეიტანოთ მასში ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ასე მაინც არ დავტოვებ, თუნდაც ჩემი ბლოკირება დასჭირდეთ ადმინისტრატორებს:).--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:29, 24 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ერთადერთი რაციონალური მიზეზი, რატომაც წიგნებში რამე იწერება შემოკლებით, არის ბეჭდვის ხარჯების შემცირება. XXI საუკუნეში და ონლაინ სივრცეში ეს პრობლემა არ არსებობს, შესაბამისად შემოკლებების საჭიროება, ბუნებრივია, ქრება. ქსე-ს რაც შეეხება, ცხადია ეს არის მოძველებული, ანგაჟირებული და - ხშირად - არარელევანტური წყარო, მარტო ლენინზე სტატია რად ღირს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ბეჭდვითი გამოცემის (თუნდაც ზეიდეალურის), რომელსაც აქვს ფიზიკურ მატარებელზე გადატანის დანახარჯი, რომლის შემცირება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ელექტრონული ენციკლოპედიის შედარება (რომელსაც ეს დანახარჯი არ აქვს) ბუნებრივია არასწორია. --Melberg მიწერა 13:42, 24 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მე წიგნებში შემოკლებაზე არ ვსაუბრობ. იქ სხვა პრობლემაა ხარჯი. მაგ. მიხეილ ოჰანჯანოვი ეს ონ-ლაინია და ვკითხულობთ (დ. ჭონქაძის 12, ყველაზე დამახასიათებელი მოდერნული ფასადით თბილისში, თანაავტორი ი. კოლჩინი). ამჟამად მაინტერესებს ი. კოლჩინი სახელს ვერ მივაგენი ვერსად. მე ვსაუბრობ იმაზე, სადაც ჩვენი ვიკიპედიელი მუშაობს ქართული ბრჭყალები გაასწორდეს და სრულად დაიწეროს სახელები. ვიკიპედიაც ამის საფუძველზე გასწორდება. რა არის აქ გაურკვეველი? ვიკიპედია ყველამ კარგად ვიცით წყაროდ არ გამოდგება. ამიტომ სრულად და თუ შემოკლებით წერის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა სასურველია იყოს სრულად მითითებული გვარ-სახელები. --ცანგალა 08:13, 27 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
უახლესი (2018) ენციკლოპედიური გამოცემა — იყენებს შემოკლებებს; ბიოგრაფიული ლექსიკონი — იყენებს შემოკლებებს მაშინ, როდესაც ამის საჭიროება (ზევით რაც ახსენეთ) არ არსებობს. შესაბამისად, ვერ ვიგებ რატომ უნდა ვწეროთ განსხვავებულად? მაგ., მე შემოკლებებით და სხვამ სრულად. შევთანხმდეთ და ისე ვწეროთ. „მე სრულად დავწერ და არავინ არ ჩაასწოროს“ — ეს ვიკიპედიაში მიუღებელია და ადგილი გეშლებათ. Melberg, ქსე-ის ლენინის სტატია რომ სრულად უადგილო იყო ალბათ ხვდები (აქ ტემატიკას არ განვიხილავთ). გიო ოქრო 11:43, 27 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, ისევე როგორც სხვა წიგნი, გამოიცა ბეჭდური სახით. ამიტომაც არის შემოკლებები :) --Melberg მიწერა 13:51, 27 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვიცი :), უბრალოდ თანამედროვე გამოცემის სახით მოვიყვანე. გიო ოქრო 15:59, 27 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
განსხვავებულარ არა, სწორად უნდა ვწეროთ.:) დიახ, მე სრულად დავწერ, რადგან ესაა სწორი და არავინ ჩაასწორებს, რადგან ვიკიზე სწორად წერაა მიღებული. სულ ესაა.:)გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:12, 29 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

მერი თუ მარიამი?

რედაქტირება

სალამი კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ დიდად არ მიყვარს ფორუმსა და განხილვის გვერდებზე წერა, თუმცა ამჯერად ეს აუცილებლად ჩავთვალე. მინდა წამოვჭრა მნიშნველოვანი საკითხი ბრიტანული სახელის — Mary-ს თარგმნისას, რომელიც კითხვის წესებიდან გამომდინარე ქართულში გადმოდის როგორც „მერი“, თუმცა სტატიებში: მარიამ სტიუარტი და მარიამ ტეკელი, რატომღაც Mary მარიამადაა გადმოტანილი. ეს არასწორია, რადგანაც, თუ შოტლანდიის დედოფალი მერი I მარიამ-ია, მაშინ როგორ გამოდის მისი მემკვიდრე, დიდი ბრიტანეთის დედოფალი მერი II?, ამას გარდა ინგლისში მისი სეხნია და თანამედროვე დედოფლის სახელიც გადმოსულია როგორც მერი. იგივე იქნება მარიამ ტეკელის შემთხვევაშიც, თუმცა მისი გერმანული წარმომავლობის გათვალიწინებით შეგვიძლია მარია ტეკელზე გადავიტანოთ. ჩემი აზრით, მარიამ ტეკელიცა და მარიამ სტიუარტიც მერიზე უნდა გადავიდეს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მარიამ სტიუარტის სტატიაში ქართული წყარო მითითებული არაა, [თარგმანისას] კი მერი გამოდის, ხოლო მარიამ ტეკელს წყარო არც აქვს. პატივისცემით, ველი თქვენს მოსაზრებებს--Valois 17:52, 24 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად მგონია, რომ უნდა იყოს ის სახელი, რომელიც ორიგინალში გვხვდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უკვე დამკვიდრებულია ქართულეონოვან აკადემიურ ლიტერატურაში რომელიმე სხვა სახელი. --Melberg მიწერა 20:18, 24 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
ასეთი საკითხი უნდა დაიწეროს სტატიის განხილვის გვერდზე. იხ. განხილვა:მარიამ სტიუარტი--ცანგალა 08:04, 27 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
უნდა იყოს ის სახელი, რომლითაც გვხვდება ქართულ წყაროებში. რაც არ გვხვდება, იმას ორიგინალში ვთარგმნით. გიო ოქრო 11:20, 27 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
პირველ რიგში მადლობა გამოხმაურებისთვის. ახლა რაც შეეხება თქვენს კომენტარებს, @Zangala:, ვიცი, რომ მსგავსი საკითხები განხილვის გვერდზე იწერება და როგორც წესი იქ ვწერ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ იმიტომ დავწერე, რომ ორ სხვადასხვა ქალს ეხება და ვიფიქრე, რომ ერთნაირად გადაიჭრებოდა პრობლება. ამას გარდა, სანამ აქ რამეს დავწერდი წავიკითხე მარიამ სტიუარტის განხილვის გვერდზე არსებული კომენტარები, სადაც ეწერა: „ეს საკითხი აქ განსახილველი არ არის, მაშინ როდესაც ლიტერატურა არსებობს. მარიამი იქნება თუ გაბრიელი ეს უკვე ფორუმში განსახილველი საკითხია; სწორედ იქ უნდა გადაწყდეს ითარგმნოს თუ არა საერთოდ სახელები.“, რის გამოც ეს საკითხი აქ წამოვჭერი. ახლა რაც შეეხება @გიო ოქრო:-ს კომენტარს, გეთანხმები რომ ასეა. ცხადია ის სახელი უნდა ეწეროს სათაურში როგორც ქართულშია დამკვიდრებული, ამის გამოა მაგ. ეკატერინე მედიჩი და არა კატერინა, რაზეც პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არც მარიამ სტიუარტში და არც მარიამ ტეკელში არაა მითითებული ქართული წყარო (ნუ ტეკელის შემთხვევაში წყარო საერთოდ არ აქვს). ამიტომ ვამბობ, რომ გადავიტანოთ მერი-ზე, თუ რათქმაუნდა საპირისპირო რამის დამამტკიცებელი ლიტერატურა არ მოგეპოვებათ--Valois 10:03, 28 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
„... მაშინ როდესაც ლიტერატურა არსებობს...“ ვიკიპედია ის ადგილი არ არის, სადაც სალიტერატურო ნორმები მკვიდრდება. --ცანგალა 18:59, 1 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

ქალბატონო ცანგალა, ვიცი რომ ვიკიპედიაში სალიტერატურო ნორმებს არ ვამკვიდრებთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავად მარიამ სტიუარტის სტატიაში არაა მითითებული ქართული წყარო, ხოლო „ლიტერატურა“, რომელზეც განხილვის გვერდზე იყო საუბარი არის უცხოურ პირთა ორთოგრაფიული ლექსიკონი, სადაც მარიამიცაა გამოყენებული და მერიც, პირდაპირი თარგმნისას კი მერი გამოდის, ამიტომაც ჩემი აზრით მერის ენიჭება უპირატესობა. --Valois 23:12, 1 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ს აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიმღებების საზოგადოებაში, ის რომ მარუსია ან თამილა სტიუარტი არ ჰქვია, კარგად ვართ გადარჩენილები... --OpusDEI 14:08, 2 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]
@OpusDEI:, გეთანხმები მაგრამ ჩემი აზრით სახელ Mary-ის მარიამ-ად თარგმნა ქართულ ლიტერატურაზე დაყრდნობის გარეშე „მარუსიასგან“ არაფრით განსხვავდება. საბოლოოდ, მე ვფიქრობ, რომ მარიამ ტეკელი გერმანული ფესვების გამო მარია-ზე რაც შეიძლება მალე უნდა გადავიტანოთ, მარიამ სტიუარტი კი მერი-ზე, ხოლო მანამ, სანამ საპირისპიროს დამამტკიცებელი ქართული წყარო არ გამოჩნდება ამაზე დავას აზრი არ აქვს. --Valois 14:57, 2 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]
ცხადია მერი უნდა იყოს. თუ არა და, გიორგი ვაშინგტონი, ელისო მეორე, თევდორე რუზველტი... --OpusDEI 19:30, 2 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

სალამი, ორი სტატია გვაქვს გერმანულ ტანკებზე: Panzer VII Löwe და ვეფხვი (ტანკი). პირველის სახელი გერმანულიდან ითარგმნება, როგორც ლომი, ხოლო მეორე - ვეფხვი. მემგონი აჯობებს, თუ შევთანხმდებით, რომელ ენაზე და რა ფორმატით ერქვას ტანკებს. --Melberg მიწერა 15:21, 2 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

მე თარგმნის მომხრე ვარ. Panzer VII Löwe (სათაური) — ეს შემოკლებით დაუწერია. Panzerkampfwagen VII Löwe (ტექსტი იწყება)— სრულად. ე. ი. დამახინჯებულად აქვს გადმოტანილი ქართულში. --ცანგალა 15:51, 2 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]
სტატისების სათაურების „გაპაპსავების“ მომხრე არ ვარ. ჩემი ღრმა რწმენით, უნდა იყოს Panzerkampfwagen VI Tiger --OpusDEI 19:33, 2 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]
@OpusDEI: Panzerkampfwagen ცოტა ნამეტანი გრძელი ხომ არ არის? ანუ ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ არის, მაგრამ მკითხველმა რომ დაიწყოს მოძიება, უფრო დიდი შანსი რა არის, როგორ მოძებნის, როოგრ ფიქრობ?--Melberg მიწერა 20:21, 5 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]
ვფიქრობ სახელები უნდა ითარგმნოს, როგორც ნორმალურ ენციკლოპედიებში. მაგ., ტიტანიკი, ბისმარკი და სხვ. გიო ოქრო 20:28, 5 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]
ამ ეტაპზე გადავარქვი ლომი (ტანკი) და ვეფხვი (ტანკი). --Melberg მიწერა 12:15, 8 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

SOS გასარკვევია

რედაქტირება

მომხმარებლის განხილვა:მერაბი მანჯავიძე, მომხმარებლის განხილვა:მებო მანჯავიძე და მომხმარებლის განხილვა:მერაბ მანჯავიძე — სამი ანგარიშია. --ცანგალა 15:54, 2 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით — ადმინებო (@David1010: @MIKHEIL:, @Otogi:) გადახედეთ და მიიღეთ შესაბამისი ზომები. მადლობა.--ცანგალა 17:13, 2 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]
მომხმარებელი ახალბედაა და მან გაუაზრებლად შექმნა ეს ორი ანგარიში (მომხმარებლის განხილვა:მერაბი მანჯავიძე და მომხმარებლის განხილვა:მერაბ მანჯავიძე). ამ ანგარიშებზე მას წვლილი არ უფიქსირდებოდა, ამიტომ ისინი დაიბლოკა და დარჩა მხოლოდ ის ანგარიში რომლითაც მომხმარებელი ამჟამად სარგებლობს.--დათო1010 08:49, 3 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]
@David1010: მომხმარებლის განხილვა:მებო — ესეც. გიო ოქრო 05:28, 6 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]
  გაკეთდა--დათო1010 16:45, 8 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

ვიდეო თამაში

რედაქტირება

გამარჯობა. ქართული ენის ორთოგრაფიის მიხედვით, კომპოზიტები იწერება ან ერთად, ან დეფისით (ეს წესი, სავარაუდოდ გერმანულიდანაა შემოსული რუსულის გავლით, იმიტომ რომ მათაც ახასიათებთ). უფრო კონკრეტულად, თუ კომპოზიტი ერთცნებიანია, რაც ნიშნავს, რომ მისი ფუძის მნიშვნელობა, არ წარმოადგენს შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობის ჯამს, დაიწერება დეფისის გარეშე, ხოლო სხვა შემთხვევაში დეფისით. მაგალითად ცოლ-ქმარი ორცნებიანია (ცოლი და ქმარი), ამიტომ დეფისი სჭირდება, მაგრამ ვიდეოთამაში არ აღნიშნავს „ვიდეოს და თამაშს“ ცალ-ცალკე, ერთიანი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ უნდა დაიწეროს უდეფისოდ. ადგილის გამოტოვებით დაწერა როგორც სტატიებშია, ნებისმიერ შემთხვევაში არამართებულია. წყაროები: ორთოგრაფიული ლექსიკონი, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, გვ. 80–91.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტერმინი უკვე ბევრ ტექსტშია გამოყენებული აღნიშნული სახით, ალბათ უმჯობესი იქნება, რამე ავტომატური ხელსაწყოს ან სკრიპტის გამოყენება, რომ მარტივად ჩანაცვლდეს ერთბაშად — MediaWiki Extension find&replace --Alan📭🕙 10:11, 19 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) მართალია, გასასწორებელია. გიო ოქრო 11:23, 20 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე) --OpusDEI 12:10, 23 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე) - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 22:29, 14 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

  კომენტარი: კარგი იქნება, თუ სხვა გამოცდილი ვიკიპედიელებიც მიიღებენ განხილვაში მონაწილეობას. Gobrona განხილვაწვლილი 22:20, 14 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლის განხილვა:Katotsereteli11 და მომხმარებლის განხილვა:Katotsereteli მგონი ორი ანგარიშია და ამიტომ ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით — ადმინებო (@David1010: @MIKHEIL:, @Otogi:) გადახედეთ და მიიღეთ შესაბამისი ზომები. მადლობა.--ცანგალა 06:58, 1 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

Katotsereteli11 ეს ანგარიში უნდა დაიბლოკოს, წვლილი არ აქვს ამ ანგარიშზე--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 11:02, 20 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს არცერთი ანგარიშით წვლილი არ ფიქსირდება და თქვენს მიერ მითითებული წესი ეხება იმ ადამიანს ვინც მოქმედებს რამდენიმე ანგარიშით. რეგისტრაციის თარიღებსაც თუკი შეხედავთ მიხვდებით, რომ ანგარიშები ზედიზედაა (სხვა დაბლოკილიებისაგან განსხვავებით) შექმნილი და უბრალოდ რეგისტრაციის დროს მომხდარი გაუგებრობაა, ასე რომ შეშფოთების და მით უმეტეს დაბლოკვის საჭიროება არ არსებობს. --Wiki - ჯაბა 12:09, 20 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

მაქვს შემდეგი შემოთავაზება, რომელიც ჩემი აზრით ლინკების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს. ჯერ ვიტყვი პრობლემის არსს: როდესაც ჩვენ სტატიას ვწერთ ან ვთარგმნით გადმოგვაქვს წყაროები ან ვუთითებთ ჩვენით, დროთა განმავლობაში ზოგიერთი წყარო იკარგება და ვერ იძებნება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ საიტი სადაც წყაროა მოცემული გაუქმდა ან წაიშალა. შედეგად ხელზე გვრჩება არამუშა წყარო, ვიღაცა პოულობს და შლის ამ წყაროს, ზოგი კი წლებით რჩება, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ წყაროს დაკარგვით ინფორმაციის სიზუსტის კითხვა ჩნდება. თუმცა გამოსავალი არსებობს.

მომხმარებელ User:cyberpower678 აქვს ძალიან სასარგებლო ბოტი User:InternetArchiveBot, რომელიც ახდენს ვიკიპედიაში მითითებული ყველა წყაროს არქივიზაციას და ყველა წყარო ყოველთვის ხელმისაწვდომი ხდება, იმის მიუხედავად ეს წყარო სადაც მოცემულია ის საიტი გაუქმდა თუ არა. ყველა წყარო ხელმისაწვდომი ხდება საიტზე http://web.archive.org/-ზე. ამით ჩვენ ვწყვეტთ 1) წყაროს დაკარგვას და 2) მკვდარ ბმულებს ვსპობთ სტატიებიდან.

ეს ბოტი უკვე წლებია მუშაობს ინგლისურენოვან და რუსულენოვან ვიკიპედიაში, აგრეთვე კიდევ სხვა მრავალ პროექტში. თუ ჩვენი ვიკი-საზოგადოება გადაწყვეტს, რომ ავამუშავოთ ეს ბოტი ქართულში, მე მივწერ მომხმარებელს და ქართულ ვიკიში შემოვიყვანთ. დაიმახსოვრეთ, ბოტი მუშაობს ავტომატურად (და არა მანუალურად) და დაახლოებით დღეში ერთხელ ახდენს სკანირებას.

კენჭისყრა

რედაქტირება
  1.   (მომხრე) ბოლოს და ბოლოს მოვსპობთ მკვდარი ბმულების პრობლემას. --Mehman 97 16:11, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
  2.   (მომხრე)-Surprizi განხილვაწვლილი 16:16, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
  3.   (მომხრე) გიო ოქრო 16:24, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
  4.   (მომხრე)--Wiki - ჯაბა 17:08, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
  5.   (მომხრე) უსიტყვოდ თანახმა ვარ!--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 18:25, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
  6.   (მომხრე) რა საკითხავია?! -A.N.R.Y. განხილვაწვლილი 18:43, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
  7.   (მომხრე)— Mikheil მიწერა 20:18, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
  8.   (მომხრე) კარგი იქნება, თორემ აქამდე ხელით ვამატებდი არქივში ბმულებს.--Alan📭🕙 04:17, 23 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
  9.   (მომხრე)--დათო1010 05:59, 23 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

წინააღმდეგი

რედაქტირება

კითხვები

რედაქტირება

ერთი კითხვა მაქვს: რაიმე „უკუჩვენება“ ხომ არ აქვს მაგ ბოტს, ყოველთვის გამართულად მუშაობს? გიო ოქრო 16:24, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

როგორც ვნახე არა, რომც რამე გამოჩნდეს ეგრევე მივმართავთ ოპერატორს და გაასწორებს. --Mehman 97 16:38, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ტექნიკურად როგორ მუშაობს? მკვდარ ბმულს ციტირების თარგში (მაგ., Cite web) ცვლის თუ პირდაპირ ბმულებშიც ([https://ka.wikipedia.org ვიკიპედია])? გიო ოქრო 17:13, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
მუშაობს ასე: თუ ლინკი მკვდარია, ბოლოში ამატებს, რომ ლინკი მკვდარია (თარგით), არქივაციას კი ასე აკეთებს, თუ ლინკი მითითებულია პირდაპირ, თარგის გარეშე მაგ. <ref>www.wikipedia.org</ref> არქივის ბმულს თარგით ბოლოში ამატებს, ანუ იქნება <ref>www.wikipedia.org {{Webarchive |url=https://web.archive.org/web/www.wikipedia.org}}</ref>. Cite web შემთხვევაში უფრო მარტივია, იქ თარგში არის არქივის სექცია და ბმულს ეგრევე იქ ამატებს. --Mehman 97 17:29, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

 Y ერთხმად მიღებულია ბოტის შემოტანა ქართულ ვიკიპედიაში. მუშაობა დაწყებულია! --Mehman 97 17:40, 25 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ადმინისტრაციული საიტი

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

წინადადების დეტალები იხილეთ მეტაზე. --Mehman 97 12:19, 23 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიები

რედაქტირება

კოლეგებო. ლურჯი კატეგორიების ამოშლას და წითელის ჩასმას არ ჯობია სტატიაში დიდი კატეგორია იყოს მითითებული? მაგ., ბანავასი — ვერანაირად ვერ გადახვალ ამ გვერდზე კატეგორია:ინდოეთის ქალაქებიდან, მოძებნა რომ გინდოდეს. როცა შეიქმნება ვიწრო, მაშინ ამოიშალოს ფართო. გიო ოქრო 18:17, 22 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

არ ჯობს. უკეთეს ვარიანტს გეტყვი: უნდა შექმნა წითელი რომ არის. რატომ? იმიტომ რომ რაც ბევრია კატეგორია და რაც მეტი რედედაქტირებები იქნება, მით უფრო მოიმატებს ვიკიპედიის ხარისხი და სიღრმე. ამ ვიწრო კატეგორიების მითიტების ერთ-ერთი დადებითი შედეგი სწორედ ეს არის. --Wiki - ჯაბა 11:49, 24 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
უკეთესია ვინც დაიწყებს, მანვე დაასრულოს, რომ სტატია კატეგორიების გარეშე არ დარჩეს და ერთი ლურჯი კატეგორია მაინც ეჯდეს. გიო ოქრო 12:35, 24 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა მეცნიერი / საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების წევრები

რედაქტირება

საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების შესახებ სტატიებში მასობრივად ჩაისვა {{ინფოდაფა მეცნიერი}}. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ ამდენ სტატიას ჩაესვა ინფოდაფა, მაგრამ ამ ადამიანთა უმრავლესობა მეცნიერი არ ყოფილა (მაგ. რუბენ აუშტროვი). ცოტა დავიბენი, რა ვქნა: თარგის ამოშლა არ მინდა, რადგანაც ინფოდაფაც მიყვება, მაგრამ დატოვებაც ცოტა არასწორი მგონია,--Melberg მიწერა 06:40, 17 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

თუნდაც კარლო ჩხეიძე — სადაური მეცნიერი კარლო ჩხეიძე იყო. ამოვშალოთ უნდა. ჩემდაწილად ნელნელა გავყვები და შესაბამის ინფოდაფებს ჩავუსვამ, ვისაც სურვილი ექნება მისი ქნას. Gobrona განხილვაწვლილი 12:20, 17 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ყველაზე მარტივი გამოსავალია ინფოდაფა პიროვნების ვიკიმონაცემებთან ინტეგრირება. --Mehman 97 13:16, 17 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Gobrona: მოდი ჯერ ცოტა მოვიცადოთ, ამოშლა ყველაზე მარტივი ვარიანტია) @Mehman97: შესაძლებელია, რომ {{ინფოდაფა პოლიტიკოსი}}ს ინტეგრაცია მოხდეს ვიკიმონაცემებთან?--Melberg მიწერა 15:35, 17 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
შესაძლებელია, შევეცდები მოვარგო. --Mehman 97 15:55, 17 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Melberg:  Y ინფოდაფა პოლიტიკოსი ინტეგრირებულია ვიკიმონაცემებზე, ამიტომ შეგვიძლია სტატიებში ინფოდაფა მეცნიერი პოლიტიკოსით შევცვალოთ. --Mehman 97 16:21, 17 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Melberg:, @Mehman97: სიმართლე გითხრათ, ძაან არ მომწონს ინფოდაფების ვიკიმონაცემზე ინტეგრირება, რამდენადაც კარგია, იმდენად უამრავი პრობლემა ახლავს თან. მაგალითისთვის, ავიღოთ სტივენ ჰოკინგი, ნახეთ რა დღეშია, ჯილდოების ჩამონათვალი ნახეთ, კიდევ სქოლიო, რამდენი მკვდარი ბმულია. გამოსავალი არ არის მარტო თარგი:{{ინფოდაფა მეცნიერის}} ჩასმა, ამიტომაც დანარჩენი ხელით უნდა გავწეროთ, მაგალითად, ისევ ჰოუკინგის შემთხვევაში,

{{ინფოდაფა მეცნიერი | ჯილდოები = }}

ჯილდოების პარამეტრში ხელით უნდა შევიტანოთ ძირითადი ჯილდოები, ისე რომ ინფოდაფა ძაან არ გადაიტვირთოს. თუნდაც მწერლის ინფოდაფის შემთხვევაში ილია ჭავჭავაძე ავიღოთ, საქმიანობაში წერია: პოლიტიკოსი, პოეტი, გამომცემელი, ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი და ჟურნალისტი და ამის გარდა კიდევ ბევრია ასეთი. Gobrona განხილვაწვლილი 18:05, 17 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

არც მე მომწონს ვიკიმონაცემებზე მიბმა ყველაფრის. ყველა ინფოდაფაში ქართული ტექსტი ხელით რომ შევავსოთ უკეთესია. ვიკიმონაცემებზე ვინ როდის რას შეცვლის არ ვიცით, იქ პატრულირება ნაკლებად ხორციელდება, ვიდრე ჩვენთან. ერთადერთი, რაც ვიკიმონაცემებიდან შეიძლება წამოიღოს id კოდებია, ჩემი აზრით (მაგ., ტაქსოდაფა ასე ავაწყვე). გიო ოქრო 18:10, 17 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
გარკვეული ხარვეზები არსებობს, როდესაც ქართულში შემოდის. თუმცა, ამის მოგვარება ადვილია, მხოლოდ საჭიროა ვიკიმონაცემებში მუშაობა. მაგალითად, რომ არ ჩანდეს ჯილდოების უზარმაზარი სია ვიკიპედიაში, საჭიროა ვიკიმონაცემებში ჯილდოების პრიორიტეტების განსაზღვრა და პრობლემაც მოგვარდება. იხილეთ სტივენ ჰოკინგის სტატია და დარწმუნდებით, რომ ძნელი არაფერია, მხოლოდ საჭიროა ვიკიმონაცემებში შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრა. იგივე შეეხება სხვა ველებსაც, ყველაფრის პრიორიტეტების განსაზღვრა შესაძლებელია. --Mehman 97 18:22, 22 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: ეგ არ ვიცოდი პრიორიტეტის მინიჭება თუ შეიძლებოდა. სულ რამდენიმე ადამიანი ვართ ვინც „ვიკიდატაში“ მეტ-ნაკლებად მუშაობა ვიცით, რაც ართულებს საქმეს. ნუ მიუხედავად ამისა, ეგეც საქმეა. მოკლედ, როგორ უნდა მივანიჭო ელემენტს პრიორიტეტი? Gobrona განხილვაწვლილი 21:59, 23 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
მომავალ წელს (2020) ვიკიმონაცემების ტრენინგები ჩატარდება (დაახლოებით აგვისტოში) და შევეცდებით ეგ პრობლემა აღმოფხვრათ. რაც შეეხება პრიორიტეტიზაციას: 1) უნდა იპოვო ის ელემენტი, რომელიც საჭიროა (მაგ.: ჯილდოები ანუ P166 → award received), 2) შემდეგ უნდა ამოარჩიო რომელი მონაცემი უფრო მნიშვნელოვანი აქედან, 3) შემდეგ იმ მონაცემის რედაქტირებას დააჭერ და იქ უკვე რედაქტირების ველის მარცხვნივ სულ პირველი სამეული (მიმართულების მაჩვენებელით და შუაში რგოლით) მაჩვენებელი არის პრიორიტეტიზაციის მანიჭებელი, ისარს რომ მიიტან უნდა დაეწეროს preferred rank, 4) სამი არჩევანია: პირველს რომ აირჩევ ზუსტად ეგ გამოჩნდება აქ სტატიაში. უნდა გაითვალისწინო, რომ ხშირად ეს პრიორიტეტიზაცია არ აქვს სხვა მონაცემებს და როდესაც შენ უკეთებ ერთ მონაცემებს, გამოჩნდება მხოლოდ ის ერთადერთი, ამიტომ უმჯობესია რამდენიმე მნიშვნელოვან მონაცემს მიანიჭო ეს ხარისხი. --Mehman 97 22:10, 23 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

სსიპ თბილისი/ფოთი

რედაქტირება

რამდენიმე სტატიაში ქალაქების შესახებ (მაგ. თბილისი) შემხვდა პრეამბულაში შემდეგი ჩანაწერი: ოფიციალურად სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი“[3] (ს/ნ. 204521794; რეგ. თარიღი — 4 იანვარი, 2007). რამე კენჭისყრა ხომ არ ყოფილა ამ ინფორმაციის ჩასმის თაობაზე? მე აშკარად მეზედმეტება და მკვეთრი კანცელარიზმი მგონია. ცხადია, ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს, მაგრამ პრეამბულაში აშკარად ზედმეტია - ინფოდაფაში შეიძლება გადატანა, ან რომელიმე სექციაში.--Melberg მიწერა 12:59, 28 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

კი გეთანხმები, მაგენი ნელ-ნელა ისტორიაში ჩამაქვს.--Surprizi განხილვაწვლილი 09:46, 29 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ფორუმის რეფორმირება

რედაქტირება

მეგობრებო, ამ საახალწლოდ გამოვდივარ პატარა ინიციატივით ფორუმის განყოფილებების გამსხვილების შესახებ: ამჟამად არსებული 8 განყოფილების ნაცვლად დავტოვოთ 5:

  1. .) ტექნიკური + გრაფიკული საამქრო + წინადადებები;
  2. .) ვიკიშეხვედრები და პოპულარიზაცია + სიახლეები;
  3. .) უთანხმოება და არბიტრაჟი;
  4. .) დახმარება;
  5. .) Multilingual

--Melberg მიწერა 13:09, 28 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

კარგი იდეაა, მაგრამ მე სხვა ცოტა განსხვავებული გამსხვილების შემოთავაზება მაქვს, რომელიც ასე გამოიყურება:
  1. .) წინადადებები;
  2. .) ვიკიშეხვედრები და პოპულარიზაცია + სიახლეები;
  3. .) უთანხმოება და არბიტრაჟი;
  4. .) ტექნიკური + გრაფიკული საამქრო + დახმარება (ჩემი აზრით ეს სამი უფრო შეესაბამება თემატურად ერთმანეთს, ვიდრე წინადადები და პირველი ორი);
  5. .) Multilingual

--Mehman 97 16:25, 28 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ესეც შეიძლება. ერთადერთი, რატომ შევიკავე თავი დახმარების გამსხვილებისგან: სავარაუდოდ, იქ მოიწერებიან ახალბედები და ანონიმი მომხმარებლები, და არ მინდა, რომ „დაიფლუდოს“ რომელიმე ძირითადი ფორუმი.--Melberg მიწერა 16:58, 28 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერი აზრია--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 17:14, 28 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
დახმარების გვერდზე წელიწადში 4-5 ადამიანი თუ წერს, ამიტომ დიდი პრობლემა არ იქნება და თუ იქნა, მაშინ შეიძლება გამოვყოთ უკან. --Mehman 97 18:04, 28 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
რას უშლის ხელს ამჟამინდელი რვა განყოფილება? — Mikheil მიწერა 23:39, 28 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
არც არაფერს: უბრალოდ ზედმეტად ფრაგმენტირებული მეჩვენება. თავის დროზე 8 განყოფილება გავაკეთე ინგლისური ვიკის გავლენით, მაგრამ მასშტაბები ჩვენი და მათი ცოტა განსხვავებულია, ამიტომ გამსხვილება მიზანშეწონილი მგონია.--Melberg მიწერა 08:08, 29 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვიკი-სკოლა—საქართველოს მოსწავლეების დაწერილი სტატიები

რედაქტირება

არ ვიცი ვის მივმართო (ვინ ხელმძღვანელობს ამ ე. წ. ვიკი-სკოლის მოსწავლეებს). ე. წ. ვიკი-სკოლა უნდა დაექვემდებაროს ვიკიპედიის საზოგადოების უმრავლესობით მიღებულ წესებს. კენჭისყრით გადაწყდა, რომ სტატიაში ვუთითებთ მხოლოდ ქვედა დონის, წვრილ კატეგორიებს ე. ი. უბნის (ქვედა დონის კატეგორიაა) კატეგორიას და არა რაიონის (ზედა დონის კატეგორიაა). რამდენიმე რაიონი გავასწორე. ამიტომ დანარჩენ მის მიერ შემოტანილი სტატიებში შეცდომით მითითებული კატეგორიები გაასწორონ ზემოდ აღნიშნული წესით მიხედვით. ვიკიპედია სათამაშო მოედანი არ არის. --ცანგალა 17:20, 22 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

აგრეთვე ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია უნდა დაექვემდებაროს ვიკიპედიის საზოგადოების უმრავლესობით მიღებულ წესებს. კენჭისყრით გადაწყდა, რომ სტატიაში ვუთითებთ მხოლოდ ქვედა დონის, წვრილ კატეგორიებს და შეასწორონ თავის შემოტანილ სტატიებში კატეგორიები. --ცანგალა 22:47, 23 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედია ერთობლივი მუშაობით იქმნება, შენც შეგიძლია ჩასწორება. თუ არ გსურს, მაშინ მიუთითე მომხმარებლებს პირად განხილვაში. — Mikheil მიწერა 13:32, 30 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ) — რომელიც ყველა სტატიაში არის მითითებული, გასაახლებელია. მგონი კარგად არ მუშაობს ან ტექნიკური პრობლემა აქვს. --ცანგალა 12:45, 25 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: კონკრეტული მაგალითის ლინკი მოგვეცი, თარგი:სახელმწიფო აღწერა 2014 ჩვეულებრივად და უპრობლემოდ მუშაობს. --Mehman 97 23:31, 29 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ეს ლინკი ასე იხსნება ყველა სტატიაში (ზოგადი). მე მაინტერესებს მაგ. დმანისი პირდაპირ დმანისის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაზე რომ გადადიოდეს — ასე არ მუშაობს? --ცანგალა 08:37, 30 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
არც ჩვეულებრივად მუშაობს და არც უპრობლემოდ :) თარგის კოდში თუ ჩაიხედავთ დაინახავთ, რომ ბმული მკვდარია. გიო ოქრო 09:08, 30 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
თუ ლინკი მკვდარია ე. ი. უნდა იქნეს ამოღებული სტატიებიდან.--ცანგალა 09:43, 30 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

{{დამუშავების პროცესშია}} და {{მუშავდება}}

რედაქტირება

იხ. არქივი [[3]] {{დამუშავების პროცესშია}} და {{მუშავდება}}. რა სარგებლობა მოაქვს ქართული ვიკიპედიისთვის. {{დამუშავების პროცესშია}} ეს თარგი საერთოდ გასაუქმებელია.--ცანგალა 14:03, 26 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

შეურაცხყობას უნდა ჰქონდეს დასასრული

რედაქტირება

მომხმარებელი:Jaba1977-ს ციტატა ჩემი განხილვის გვერდიდან მომხმარებლის განხილვა:Zangala #გირჩევ შეწყვიტო მომხმრებლების მოტყუება „რაც შეეხება შენს მიერ ტაძრებზე და ციხესიმაგრეებზე წამოწყებულ ცვლილებებს აქ ხომ საერთიოდ აბსურდამდე მიხვედი. როგორც ჩანს საკითხს ვერ ფლობ კარგად და გირჩევ თავი შეიკავო ცვლილებებისაგან. საქართველოს ძეგლების და ციხესიმაგრეების უმეტესობა სწორედ რომ ნასოფლარებზე მდებარეობს და არ წარმოადგენს რომელიმე თემის თუ საკრებულოს კუთვნილებას (მსგავსი ძეგლები ათასობითაა და ამას გადამოწმებაც სჭირდება ნამდვილად იმ თემის საზღვრებშია თუ არა) და შენ თვითნებურად აკუთვნებ რომელიმე თემს. რა გამოდის? შეცდომაში შეგყავს ვიკიპედიის მომხმარებლები. გარდა ამისა ერთი სტატიისთვის შექმნილი კატეგორია ისეთ წვრილ თემებზე როგორიც ციხესიმაგრეები ტაძრები და არქეოლოგიური ძეგლებია, სრულიად უაზროდ მეჩვენება. “ იხ. თარგი:მცხეთის მუნიციპალიტეტის ტაძრები, თარგი:ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრები. ისმის კითხვა ეს და სხვა მრავალი თარგი ტაძრებზე რამე სხვას გვეუბნება? აქაც ხომ თემებია მითითებული და კატეგორიების შექმნა თემების მიხედვით გადამოწმებას რატომ საჭიროებს? კატეგორიები, ხომ ამ თარგის მიხედვით იქმნება. თუ თარგი მართებულია, მაშინ კატეგორიაც მართებული იქნება. იხ. ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში — შედეგი: ხმათა უმრავლესობით, კანონის სახე მიეცა პირველ პოზიციას, ანუ, სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, რადგან ეს კატეგორიები მაინც თავს იყრის უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორიაში. მაგალითისათვის შეგიძლიათ იხილოთ ეს და ეს კატეგორია. გადაწყვეტილება ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ სტატიებზე. სამწუხაროდ გამონაკლისი სტატიებზე არაფერი არ წერია. --ცანგალა 19:07, 29 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად

რედაქტირება

ბ-ნო Mehman97, მქონდა დაწერილი რამდენიმე საკითხი. რატომ იქნა ამოღებული და არქივში გადატანილი? კვლავ დავწერო ახალ წელს? პასუხი მაინტერესებდა. რა პრინციპით გადადის არქივში? ჯერ ათი დღეც არ იყო გასული. --ცანგალა 22:17, 29 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

1 იანვრამდე უკან დავაბრუნებ და მერე ისევ არქივში, თუმცა მანდ ისეთი მნიშნელოვანი საკითხი ვერ ვნახე, რომელიც განხილვა/გადაჭრას ეხებოდეს ბატონო :) --Mehman 97 23:24, 29 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
როგორც გავიგე საკითხის რამდენჯერმე წამოწევის უფლება მქონია. შენთვის რაც მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვიკიპედია კი ერთი ჯგუფია და ერთმანეთს უნდა გაუწიოთ ანგარიში. წარმატებები და ბედნიერი ახალი წელი.--ცანგალა 08:40, 30 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

თქვენი აზრი მაინტერესებს

რედაქტირება

@Mehman97:, @Otogi:, @David1010:, @MIKHEIL:, @Jaba1977:, @Surprizi:, @გიო ოქრო:, @Melberg:, @Marikuna-115:, @იაკობ მახარაძე: ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში შედეგი (ხმათა უმრავლესობით, კანონის სახე მიეცა პირველ პოზიციას, ანუ, სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, რადგან ეს კატეგორიები მაინც თავს იყრის უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორიაში. მაგალითისათვის შეგიძლიათ იხილოთ ეს და ეს კატეგორია. გადაწყვეტილება ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ სტატიებზე. ) ყველა სტატიას ეხება თუ არჩევით? თუ არჩევით სად ვხედავთ? მე პირადად შედეგი განვრცობილია ყველა სტატიაზე და არა არჩევითზე (მართალია მაგ. მხოლოდ ორზეა. ყველა მაგალითს ვერ ჩამოვთვლით ვგულისხმობ ფრინველებს, მდინარეებს, ცხოველებს, ბიოლოგიას, საქართველოს ძეგლების და ციხესიმაგრეების და ა. შ.). მადლობელი დაგრჩებით პასუხისთვის და განმარტებისთვის.--ცანგალა 09:39, 30 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ კონფლიქტები გწყურია. აი, ძალით ეძებ, ჩხრეკ, ვერ ძლებ ისე. წარმატებებს კი ამ საქმეში ნამდვილად ვერ გისურვებ! სულ ეს არის ჩემი კომენტარი. — Mikheil მიწერა 13:29, 30 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]