განხილვა:მარიამ სტიუარტი

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში სათაური

მარიამ სტიუარტი მარტო მე მხვდება ყურში ცუდად? მერი I-სა და მერი II-ის სახელებისგან ეს სახელი რამ გაყო?--Tornike 18:25, 10 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

არამარტო შენ, მეც ძალიან ცუდად მომხვდა :) ვფიქრობ მერი უნდა იყოს. ბრიტანეთში სახელი მარიამი საერთოდ არ არის გავრცელებული--დათო1010 18:37, 10 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი: თბ., 1989 გვ. 223: მარიამ I (მერი) სტიუარტი --JABA 1977 18:43, 10 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

ჯაბა, ეგ მეც ვნახე. როცა წერენ, რომ ადამიანს მერი ერქვა, ოფიციალური სახელის ცვლილების საფუძველი რა არის? სტიუარტის ქვემოთ ესეც წერია მანდ: მარია (მერი) ტიუდორ-ი (Mary Tudor). ერთ პერიოდში მცხოვრებ სეხნიებს როგორ ერქვა ერთს მარიამი და მეორეს მარია? სახელებს როდიდან ვაქართულებთ? ბრიტანელისთვის მარიამის დაძახება, ჩემი აზრით, აბსურდია.--Tornike 19:00, 10 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

ცდები: ჩემს წიგნში წერია მარიამ (მერი) ტიუდორი. გვ. 224. --JABA 1977 19:02, 10 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

შეიძლება, nplg-ზე ვნახულობ მე. თუმცა მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.--Tornike 19:07, 10 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

მე წყაროზე დაყრდნობით ვლაპარაკობ და კამათს არ ვაპირებ. --JABA 1977 19:10, 10 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

ჯერჯერობით ეს საკითხი გარკვეული არ არის ქართულ ვიკიპედიაში. ზოგჯერ ითარგმნება სახელები, იგივე შემთხვევაა რუსულ სახელებთან დაკავშირებით, გემახსოვრებათ ანდრიას და თედორეს ირგვლივ არსებული განხილვა და სხვა. მოსაბეზრებელია ერთი და იგივე უკვე. ეს საკითხი აქ განსახილველი არ არის, მაშინ როდესაც ლიტერატურა არსებობს. მარიამი იქნება თუ გაბრიელი ეს უკვე ფორუმში განსახილველი საკითხია; სწორედ იქ უნდა გადაწყდეს ითარგმნოს თუ არა საერთოდ სახელები. ჩვენ ფორუმში დავამზადეთ დიდი წერილი, რომელიც უნდა გაგზავნილიყო, მაგრამ ვერაფერი მივიღეთ. - ოთოჯი განხილვა 19:22, 10 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

სათაური რედაქტირება

სალამი. ისევ სათაურთან დაკავშირებით მინდა წამოვჭრა საკითხი. ეს ფორუმზეც განვიხილეთ, თუმცა რაიმე გადამწყვეტ შედეგამდე ვერ მივედით, ამიტომაც მგონი აჯობებს თუ კენჭისყრას ჩავატარებთ, მაგრამ მანამდე მინდა მოვიყვანო რამდენიმე არგუმენტი, თუ რატომ ვითხოვ ასე ჯიუტად მის „მერი სტიუარტ“-ზე გადატანას: 1. სტატიაში არარის გამოყენებული არანაირი ქართული წყარო, რაც დაადასტურებს, რომ ჩვენს ენაში „მარიამი“-ს სახელითაა დამკვიდრებული; 2. ინგლისურიდან თარგმნისას გამოდის სახელი „მერი“ (ინგლ. Mary); 3. ყველა მის თანამემამულე დედოფალს (მერი I, მერი II, მერი ტიუდორი, მერი სტიუარტი და სხვა.), რომელთა სახელებიც ანალოგიურად იწერება როგორც მისი, ქართულში წერია როგორც „მერი“ (მათ შორის მერი სტიუარტს მის პატივსაცემად ერქვა სახელი და თუკი ეს მარიამი-ა ის მერი როგორ იქნება?); 4. 2006 წელს გამოცემულ უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონში, რომელიც ა. ელერდაშვილის თაოსნობითაა გამოცემული წერია „მერი სტიუარტი“, ხოლო რაც შეეხება ბატონი ჯაბას მიერ მოყვანილ უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონს, იქ მერიც წერია და მარიამიც. ამ მიზეზების გამო, ვატარებ კენჭისყრას გადატანასთან დაკავშირებით, სადაც შეგიძლიათ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი, პატივისცემით.

ელერდაშვილს მარიამი უწერია ძირითადი სახელი. გიო ოქრო 19:38, 27 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

ქსე, ტ. 6, გვ. 440 — მარიამ (მერი) სტიუარტი. გიო ოქრო 19:42, 27 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
ფაქტია, რომ მარიამის გვერდით ყველგან უწერენ მერის, ეს კი არ მიუთითებს იმაზე, რომ მარიამი დამკვიდრებულია. ავიღოთ მაგალითად ეკატერინე მედიჩი, რომელიც ნამდვილად ამ სახელითაა დამკვიდრებული ქართულში და მასთან არსად წერია ფრჩხილებში ეკატერინე (კატერინა) მედიჩი. --Valois 19:45, 27 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
დამკვიდრებულია მარიამიც და მერიც. უპირატესი ყველგან მარიამია... გიო ოქრო 19:53, 27 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
თუ ორივეა დამკვიდრებული, მაშინ უპირატესობა რომელს ენიჭება გადმოქართულებულს თუ ორიგინალ სახელს?, რამდენადაც მე ვიცი უპირატესობა ყოველთვის მშობლიურ წყაროს ენიჭება, ქართულში კი მას „მარიამი“-ს სახელითაც მოიხსენიებენ და წერენ, ისევე როგორც „მერი“სა და „მარია“-თი. თქვენი არ ვიცი მაგრამ იგი ხშირად შემხვედრია მარია სტიუარტის სახელითაც, მაგრამ მთავარი ხომ მშობლიურია. --Valois 19:58, 27 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
„რამდენადაც მე ვიცი უპირატესობა ყოველთვის მშობლიურ წყაროს ენიჭება“ — მშობლიურ წყაროს არ განვიხილავთ, წყაროები მხოლოდ ქართულია (ლექსიკონები და ქსე). ყველგან უპირატესი სახელი მარიამია. „მარია“ სანდო წყაროებში არ შემხვედრია. გიო ოქრო 20:01, 27 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

წყაროები მხოლოდ ქართულია? მშობლიური წყაროები არ განიხილება?, ეს რა ლოგიკაა, თვითონ სტატია მთლიანად რუსულ და ინგლისურ წყაროებზე დაყრდნობითაა შექმნილი. სხვა რომც არაფერი გენეოლოგიური ხეც კი ინგლისურიდანაა გადმოტანილი და ეს ქართული წყაროდანაა?. ქართულ წყაროებში, სადაც მე შემხვედრია მარიამის სახელით, იქვე ფრანსუა II-ის ნაცვლად წერია „ფრანცისკ II“, ანრი II-ის ნაცვლად „ჰენრიხ II“, ჯეიმზ V-ის ნაცვლად „იაკობ V“ და ა.შ. სახელების გადმოქართულება არ მგონია სწორი, რაც დამკვიდრებულია იმაზე არ მაქვს პრეტენზია მაგრამ მარიამიც და მერიც ერთ დონეზეა გავრცელებული, რა დროსაც უპირატესობა მერის ენიჭება. მარიამი რომ ნამდვილად იყოს დამკვიდრებული, ფრჩხილებში მისახვედრად აღარ იქნებოდა საჭირო იყოს მერის ჩაწერა. მგონი ჩვენი განხილვა შორს მიდის, თანაც უშედეგოდ, ამიტომ უმჯობესია თუ სხვების აზრსაც დაველოდებით. --Valois 20:10, 27 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

აქ რას განვიხილავთ? მგონი ქართულ სახელს. მაშინ მითხარი, რა შუაშია მშობლიური წყაროები ქართულ სახელთან? მერის რომ უპირატესობა ჰქონდეს, მაშინ მარიამს საერთოდ არ დაწერდნენ ან მხოლოდ მერის შემდეგ. წყაროები მოყვანილია. ყველგან უპირატესობა მარიამს ენიჭება. გიო ოქრო 21:54, 27 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
იმას განვიხილავთ, რომ უბრალოდ სირცხვილია მერის ნაცვლად მარიამის დაწერა. ორი წყარო იმას ნიშნავს რომ მარიამი ქართულში დამკვიდრებულია? მაგ წყაროებშივე ჩათვალეს საჭიროდ მარიამის შემდეგ მერის ჩაწერა, რადგან ადამიანი მიხვდეს ვისზეა საუბარი, მარიამი კი საერთოდ საიდან მოვიდა არ ვიცი. მე დავასრულე, ახლა კი დაველოდები სხვების მონაწილეობას კენჭისყრაში, რადგან თქვენ თქვენსას ამტკიცებთ და მე ჩემსას, სხვების გარეშე კი არაფერი გამოვა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კენჭისყრის ჩატარება. --Valois 06:42, 28 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
ჩავატაროთ კენჭისყრა.   (წინააღმდეგი). ჯერესერთი სამი წყაროა მოყვანილი. შეგიძლია მოიყვანო სხვა წყაროებიც, სადაც უპირატესი მერი იქნება. სანდო წყაროებში ჯერ-ჯერობით ასე არ არის. გიო ოქრო 06:47, 28 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „მარიამ სტიუარტი“-ზე დაბრუნება.