არტემ კვაჭანტირაძე
არტემ კვაჭანტირაძე (დ. ოქროსქედი, 1879 — გ. 1919) — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი.
არტემ კვაჭანტირაძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1879 |
წარმოშობა | გურია |
გარდ. თარიღი | 1919 |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ოქროსქედში 1879 წელს. სწავლობდა ხარკოვის მუსიკალურ სასწავლებელში. 1909 მიემგზავრება და სწავლას აგრძელებს ვარშავის კონსერვატორიაში. სამშობლოში დაბრუნებული მუშაობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ავტორია პირველი ქართული ვალსისა „გურულების სიზამარი“, რომელიც ნასაკირალის ბრძოლას მიეძღვნა. ვალსი დაიბეჭდა 1906 წელს მოსკოვში გროსეს მუსიკალური ლიტერატურის ლითოგრაფიაში. იოსებ ოცხელის შემწეობით იქვე დაიბეჭდა კვაჭანტირაძის მეორე ვალსი „დარდი საქართველოში“, რომელიც წიწამურში ილია ჭავჭავაძის მკვლელობას ეხება. ეს ვალსი პირველად შესრულებული იქნა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ილიას მკვლელობის წლისთავზე. კვაჭანტირაძე გარდა ამ ორი ნაწარმოებისა სხვებიც ჰქონია დაწერილი, მათ შორის ოპერა, თუმცა ისინი შემორჩენილი არ არის. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. სიდამონიძე, პედაგოგ-კომპოზიტორი არტემ კვაჭანტირაძე: 1879-1919 // თეატრალური მოამბე. N12, გვ.82-85 — 1977