მიხეილ ოჰანჯანოვი
მიხეილ ოჰანჯანოვი (დ. 1870 — გ. 1916[1]) — არქიტექტორი, მოღვაწეობდა XIX საუკუნის დასარულისა და XX საუკუნის დასაწყისში, მისი პროექტები პირველად 1898 წელს გამოჩნდა. ამ დროიდან მოყოლებული პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წლები) წლებამდე თბილისში ბევრი საცხოვრებელი, შემოსავლიანი სახლი და საზოგადოებრივი შენობა ააგო. აქტიურად ნერგავდა მოდერნის სტილის ფასადებს, რომლებიც სხვა ქალაქებში შემუშავებული რეცეპტებით იყო შედგენილი. მას ეკუთვნის ფინანსთა სამინისტროს (ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორის, 1910, ლადო გუდიაშვილის 11) და ეროვნული ბანკის შენობების, ბავშვთა საავადმყოფოს თამარ აბაკელიას ქუჩაზე (1902-1906 წლები), საცხოვრებელი სახლის (დანიელ ჭონქაძის 12, ყველაზე დამახასიათებელი მოდერნული ფასადით თბილისში (თანაავტორი ი. კოლჩინი) პროექტები და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 727, ISBN 99928-20-32-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მიხეილ ოჰანჯანოვი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-04. ციტირების თარიღი: 2019-07-18.