ანა კიეველი (ფრანგ. Anne de Kiev) — იაროსლავ ბრძენის სამი ქალიშვილიდან ყველაზე პატარა. საფრანგეთის მეფე ანრი I-ის ცოლი, საფრანგეთის დედოფალი.

ანა კიეველი
ფრანგ. Anne de Kiev

კიევის წმინდა სოფიის ტაძრის ფრესკა, იაროსლავ ბრძენის შვილები, სავარაუდოდ ყველაზე პატარაა ანა
საფრანგეთის დედოფალი
კორონაცია: 1051
მმართ. დასაწყისი: 19 მაისი, 1051
მმართ. დასასრული: 4 აგვისტო, 1060
წინამორბედი: მატილდა ფრიზიელი
მემკვიდრე: ბერთა ჰოლანდიელი
საფრანგეთის რეგენტი
მმართ. დასაწყისი: 1060
მმართ. დასასრული: 1069
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1024, 1032 ან 1036
დაბ. ადგილი: კიევის რუსეთი
გარდ. თარიღი: 1075 ან 1089
გარდ. ადგილი: საფრანგეთი
მეუღლე: ანრი I,
რაულ IV
შვილები: ფილიპ I, ემა, რობერტი და ჰუგო
მამა: იაროსლავ ბრძენი
დედა: ინგეგერდა
რელიგია: ქრისტიანობა
ხელმოწერა:

რუსულ ისტორიოგრაფიაში ანას, ისევე როგორც იაროსლავ ბრძენის სხვა ქალიშვილებზე, არანაირი ცნობები არაა შემონახული. შესაბამისად მის ბავშვობაზე და ახალგაზრდობაზე არაფერი არ ვიცით. მოსაზრება, რომ კიევის წმინდა სოფიას ტაძრის ერთ-ერთ კედელზე გამოსახული არიან იაროსლავ ბრძენის ქალიშვილები, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გახდა სადავო სპეციალისტებს შორის, რადგან მისი მდებარეობა არ შეესაბამებოდა ბიზანტიურ ტრადიციებს. მისი დაბადების თარიღიც (1024-1036 წლებს შორის პერიოდი) ლოგიკური მსჯელობის შედეგად არის მიღებული, სავარაუდოდ ის უნდა გათხოვილიყო 15-25 წლის ასაკში. საფრანგეთში მიიჩნევენ, რომ იგი დაიბადა 1025 წელს.

გათხოვდა სავარაუდოდ 1051 წელს. 1052 წელს შეეძინა ტახტის მემკვიდრე ფილიპ I, ხოლო შემდეგ კიდევ სამი შვილი. მეფე ანრი I-ის გარდაცვალების შემდეგ ცოლად გაყვა ვექსენის გრაფს რაულ IV-ს. 1074 წელს რაულის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა სასახლეში. უკანასკნელი დოკუმენტი, რომელზედაც იგი ხელს აწერდა თარიღდება 1075 წლით. ამ დოკუმენტში იგი მოხსენიებულია, როგორც „მეფის დედა“, ყოველგვარი სამეფო ტიტულების გარეშე. ითვლება, რომ იგი გარდაიცვალა 1075-1089 წლებს შორის პერიოდში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება