ვიკიპედია:ინტერფეისის ადმინისტრატორები/არჩევნები
აქ იმართება მომხმარებლების ადმინისტრატორად არჩევნები და დაკავშირებული განხილვები
- ვიკისაზოგადოება ინტერფეისის ადმინისტრატორის სტატუსს ანიჭებს ნდობით აღჭურვილ რედაქტორებს, რომლებიც იცნობენ ვიკიპედიის კანონებს.
გადაწყვეტილების მიღება
- ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელიც აკმაყოფილებს აქ მოცემულ მოთხოვნებს, შეუძლია წამოაყენოს ვიკიპედიაში თავისი კანდიდატურა. ნომინაცია ხუთი დღის განმავლობაში რჩება აქტიური ამ გვერდზე, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული მომხმარებლები საკუთარ მოსაზრებებს წერენ, უსვამენ კითხვებს კანდიდატებს და მისთ. პერიოდის დასასრულს ბიუროკრატი, რომელსაც სტატუსის გააქტიურება ეხება, განიხილავს დისკუსიას, რათა დარწმუნდეს, რომ არსებობს საერთო კონსენსუსი წამოყენებული კანდიდატურის შესახებ.
- რაოდენობა მომხმარებლების, რომლებიც მხარს უჭერენ, წინააღმდეგი არიან ან თავს იკავებენ, მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგადი კონსენსუსის დასადგენად, თუმცა კანდიდატს წარმატებისთვის მომხმარებელთა მინიმუმ 75%-ის მხარდაჭერა სჭირდება. არჩევნების პერიოდში გამოთქმულმა მოსაზრებებმა და არგუმენტებმა შესაძლოა მონაწილეებს კანდიდატის შესახებ აზრი შეაცვლევინოს. ბიუროკრატს ასევე დამატებითი უფლება აქვს გადაწყვიტოს, თუ რამდენად მისაღებია ესა თუ ის კანდიდატი ადმინისტრატორად.
- განსაკუთრებულ შემთხვევებში ბიუროკრატებმა შესაძლოა გაახანგრძლივონ არჩევნების პერიოდი თუ ამით კონსენსუსი უფრო ნათლად გამოიკვეთება. თუ კანდიდატი პირველ არჩევნებში ვერ გავიდა, გთხოვთ მოიცადოთ გარკვეული პერიოდი (სასურველია სამი თვე), სანამ ხელმეორედ წამოაყენებდეთ თქვენს კანდიდატურას.
როგორ შეიძლება გავხდე ინტერფეისის ადმინისტრატორი?
- ვიკიპედიაში, ინტერფეისის ადმინისტრატორობის არჩევნების მომენტამდე, ერთი (1) წლით ადრე უნდა იყოს დარეგისტრირებული.
- უნდა იყოს აქტიური, მინიმუმ 10 000 რედაქტირება არჩევნების მომენტამდე.
- არჩევნების მომენტამდე, უნდა ფლობდეს ვიკიპედიის სანდო მომხმარებლის და შემმოწმებლის სტატუსს.
- არჩევნების მომენტამდე არ უნდა ჰქონდეს ვანდალიზმის ისტორია.
- არჩევნების მომენტამდე არ უნდა ჰქონდეს მიღებული გაფრთხილება ადმინისტრატორის, ბიუროკრატის, ფონდ ვიკიმედიის თანამშრომლის და სტუარდის მხრიდან.
- უნდა იცნობდეს და იცოდეს ვიკიპედიის კანონებს.
- უნდა იცოდეს მუშაობა CSS, JS და JSON გვერდებთან.
კენჭისყრაში მონაწილეთა უფლებები
- კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც არანაკლებ 3 თვის წინ დარეგისტრირდნენ (ვირტუალების თავიდან ასაცილებლად). იგი აქტიური უნდა იყოს კანდიდატის წამოყენებამდე (ისევ ვირტუალებისგან დასაცავად).
- კენჭისყრისას მომხმარებელს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს (მომხრე)-თი, (ნეიტრალური)-თ, ან (წინააღმდეგი)-თ. სასურველია ამის მიზეზიც მიუწეროს. ხმების დათვლისას (ნეიტრალური) არ მიიღება მხედველობაში.
- საკუთარი თავისთვის მიცემული ხმები არ ითვლება.
- მომხმარებელს მხოლოდ ერთი სახელით შეუძლია ხმა მისცეს. ეს „Checkuser“-მა (ჯერჯერობით ქართულ ვიკიპედიაში არა გვყავს) უნდა შეამოწმოს.
- დაუშვებელია აგრესიის და მუქარის გამოყენება.
- კენჭისყრისას „თავის შეკავება“ არაა მიზანშეწონილი.
ინსტრუქცია
რედაქტირება- კანდიდატურის წამოყენების შემდეგ ქვედა სექციაში „მიმდინარე არჩევნები“ ჩასვით კოდი {{ვიკიპედია:ინტერფეისის ადმინისტრატორები/არჩევნები/კანდიდატი}} (კანდიდატი ნაცვლად კანდიდატის სახელი).
გამოიყენეთ ქვედა ფანჯარა, კანდიდატი ნაცვლად ჩაწერეთ კანდიდატის სახელი: |
მიმდინარე არჩევნები
რედაქტირებაარქივი
რედაქტირება- იხილეთ არქივის გვერდი.