ბისმარკიმესამე რაიხის სამხედრო საზღვაო ძალების კრიგსმარინეს შემადგენლობაში მყოფი ბისმარკის კლასის ორი სახაზო გემიდან პირველი. ხომალდს სახელი ოტო ფონ ბისმარკის გერმანიის გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლის და მეორე რაიხის კანცლერის პატივსაცემად დაერქვა, მისი მშენებლობა 1936 წლის ივლისშვი კომპანია Blohm + Voss-ის გემსაშენში დაიწყო, რომელიც ქალაქ ჰამბურგში მდებარეობდა. ხომალდი 1939 წლის თებერვალში საზეიმოდ ჩაეშვა წყალში, სამუშაოები კი საბოლოოდ 1940 წლის აგვისტოში დასრულდა, როდესაც ხომალდი ოფიციალურად მიიღეს გერმანიის საზღვაო ფლოტში. როგორც გერმანიის ისე ევროპის ისტორიაში ბისმარკი და ტირპიცი ყველაზე დიდი სახაზო გემებია, რომლებიც კი ოდესმე აგებულა.

ბისმარკი
სახაზო გემი ბისმარკი (1940 წელი)
კლასი: ბისმარკის კლასის სახაზო გემი
სახელი: ბისმარკი
თანამოსახელე: ოტო ფონ ბისმარკი
მფლობელი: ნაცისტური გერმანიის დროშა მესამე რაიხი
ოპერატორი: ნაცისტური გერმანიის დროშა კრიგსმარინე
დამკვეთი: ნაცისტური გერმანიის დროშა მესამე რაიხი
მშე­ნე­ბე­ლი: Blohm + Voss, ჰამბურგი
მშენებლობა: 1 ივლისი, 1936
ჩაეშვა: 14 თებერვალი, 1939
ჩამოიწერა: 24 აგვისტო 1940
დაჯილდოვდა: სამჯერ მოიხსენიეს ვერმახტბერიხში
ბედი: ჩაიძირა ატლანტის ოკეანეში 1941 წლის 27 მაისს ბრძოლაში მიღებული დაზიანების გამო
სტატუსი: ჩაიძირა

საომარ ხომალდს არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთი მეთაური ჰყავდა, კაპიტანი ერნსტ ლინდემანი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რვა თვიანი სამსახურის განმავლობაში ბისმარკმა მხოლოდ ერთი სამხედრო ოპერაციის შესრულება შეძლო, 1941 წლის მაისში, ოფერაციის კოდური სახელწოდება იყო რეინიუბუნგი (Rheinübung). ოპერაციის მიხედვით ხომალდი ბისმარკი მძიმე კრეისერ პრინც ევგენისთან ერთად ატლანტიკის ოკეანეში უნდა შესულიყო და იერიში მიეტანა ჩრდილოეთ ამერიკიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით მიმავალ სავაჭრო გემებზე. ოპერციის დაწყებიდან მალევე გემები სკანდინავიაში შენიშნეს, რის შემდეგაც ბრიტანულ საზღვაო ნაწილებს მათი მარშრუტის ბლოკირება დაევალათ. დანიის სრუტის ბრძოლაში ბისმარკმა საბრძოლო კრეისერი, ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის სიამაყე ეიჩ-ემ-ეს ჰუდი ჩაძირა, ეიჩ-ემ-ეს უელსის პრინცი კი მწყობრიდან გამოიყვანა. ბრძოლისას ბისმარკს სამი ჭურვი მოხვდა, ხომალდი დიდი რაოდენობით საწვავს კარგავდა, რისი მიზეზიც საწვავის დააზიანებული ავზი იყო. ბისმარკი მიყენებული დაზიანებბეის გამო ჩაიძირა.

მშენებლობა და მახასიათებლები

რედაქტირება

სამსახურის (სერვისის) ისტორია

რედაქტირება

ოპერაცია რეინიუბუნგი

რედაქტირება

დანიის სრუტის ბრძოლა

რედაქტირება