ყალიბექი[1][2] (ყაზახ. Қалыбек) — გაუდინარი მლაშე ტბა ყაზახეთში, ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქში, ქალაქ ქოქშეთაუდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 100 კმ-ში. გაწოლილია იშიმის ვაკეზე, მდინარე ირტიშის აუზში, ზღვის დონიდან 85,6 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 95,6 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2 მ. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. ნაპირები დაბალია, დამრეცი. წყლის დონე მერყეობს 0,3 მ-იდან 0,5 მ-მდე წელიწადში.

ყალიბექი
კოორდინატები: 53°52′17″ ჩ. გ. 70°37′48″ ა. გ. / 53.87139° ჩ. გ. 70.63000° ა. გ. / 53.87139; 70.63000
მდებარეობა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ტერიტორიული ერთეული ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქი
სიმაღლე ზღვის დონიდან 85,6 
სიგრძე 17 კმ
სიგანე 7,3 კმ
ფართობი 95,6 კმ²
მაქსიმალური სიღრმე
ყალიბექი — ყაზახეთი
ყალიბექი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 163.
  2. ყალიბექიუნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა