ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია — საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ისტორიკოსებისა და ისტორიის პედაგოგების გაერთიანება. დაფუძნდა 1997 წელს. 1998 წლიდან გახდა ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაციების გაერთიანების, „ევროკლიოს“ წევრი, რამაც ხელი შეუწყო ასოციაციის უშუალო კავშირს მსგავს ევროპულ ასოციაციებთან და ევროპაში მიმდინარე პროექტებთან.

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია
შეიქმნა 1997
სტატუსი პედაგოგთა გაერთიანება
მიზანი ისტორიის დარგისა და ისტორიის სწავლების განვითარების ხელშეწყობა
პრეზიდენტი ნანა ციხისთავი
ვიცე-პრეზიდენტი მანანა შეყილაძე
GAHE

ასოციაციის ძირითადი მიზანია ისტორიის დარგისა და ისტორიის სწავლების განვითარების ხელშეწყობა. საამისოდ ორგანიზაციას შემოკრებილი ჰყავს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კადრები - პროფესორები, მასწავლებლები, ექსპერტები, ტრენერები.

პროექტები

რედაქტირება

ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტებია:

  1. „ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით“[1].
  2. ისტორიის კაბინეტების გახსნა სკოლებში[2].
  3. საბავშვო არქეოლოგია[3].
  4. ასოციაციის თანამშრომლობა ქართულ ვიკიპედიასთან[4]
  5. ერთდღიანი ვიკი-ბანაკი აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება